"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა დანაცრებული ნასახლარები, ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...
ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების, ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა... და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,
იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით.., ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..
უკანასკნელი ოცნების კვდომას ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა, ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."
|