მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული, ჩემი ოცნებები, ჩემი სიხარული. ჩემი ამბორი ხარ ვნება არეული, ყველგან შენ დაგეძებ როგორც მთვარეული... დამღალეს ფიქრებმა, დამღალეს ლოდინმა, უაზროდ განვლილმა ცხოვრების წუთებმა, მე ისევ მარტო ვარ ვითარც მარტოსული ციდან წვიმის წვეთად შენთან ჩამოსული. შენი სიყვარულით ყოველთვის ავინთები, შენი მონატრებით არასდროს დავიღლები, როცა აღარ მოხვალ ცრემლად დავიღვრები , შენი ცხოვრებიდან უკვალოდ წავიშლები...
|