♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » Michelle Pfeiffer/მიშელ პფაიფერი
2:51 PM
Michelle Pfeiffer/მიშელ პფაიფერი


ნამდვილი სახელი: მიშელ მარი პფაიფერი (Michelle Marie Pfeiffer)
დაბადების თარიღი: 29 აპრილი 1958
დაბადების ადგილი: სანტა-ანა,კალიფორნია,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი


ბიოგრაფია
მიშელ პფაიფერი კოლიფორნიის ქალაქ სანტა–ანაში დაიბადა. მისი მამა კონდიციონერების გაყიდვის აგენტად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი იყო. ოჯახი მრავალშვილიანი იყო: მიშელი თავის უფროს ძმასთან რიკთან და უმცროს დებთან დიდი და ლორისთან ერთად იზრდებოდა. მომავალი მსახიობის ხასიათი ბავშვობიდანვე იყო მტკიცე: ის ჯიუტი იყო და თავისუფლებისმოყვარე, სკოლის წლებში ადვილად იწყებდა ჩხუბს და სკოლში ძლივს ითმენდა გაკვეთილებზე ჯდომას. ერთერთი მისი ჰობი სერფინგი იყო, და ასევე მისი გაცდენების მიზეზიც.
მიშელის დაბადების შემდეგ, პფაიფერების ოჯახი მიდვეი–სიტიში გადადის, შემდეგ კი ფონტან ველეიში, სადაც 1976 წელს მიშელმა სკოლა დაამთავრა. გაკვეთლების შემდეგ ის თეატრალური ხელოვნების გაკვეთილებზე დადიოდა, თმცა მაშინ ეს უბრალოდ გართობა იყო მისთვის, და მიშელს მაშინ მსახიობის პროფესიაზე სერიოზულად არ უფიქრია. მის მშობლებს რთული ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და ამიტომაც მიშელს თოთხმეტი წლიდან სამსახურის ძებნა მოუწია. მისი შრომის გზა მაღაზიაში ტანსაცმლის გამყიდველიდან დაწიყო. შემდეგ კი მილმა სცადა კოლეჯში სწავლა, თუმცა მას ეს არ ოეწონა, და წავიდა სასწავლებლიდან. შემდეგ მან გოლდენ ვესტის კოლეჯში გაატარა ერთი წელი და იურისპრუდენციას სწავლობდა, პარალელურად კი სუპერმარკეტში მუშაობდა კონსულტანტად. მისი პირველი სამუშაო გახდა პატარა როლი სატელევიზიო პროგრამაში 'ფანტაზიის კუნძული', და ამ დროდან მიშელმა გადაწყვიტა სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილებზე სიარული და სერიოზულად ხელის მოკიდება ამ საქმეზე. მანდ მან გაიცნო მსახიობი და რეჟისორი პიტერ ხორტონი. 1981 წელს წყვილი დაქორწინდა. მონაწილეობამ ფილმში 'ქონი–1' მაყურებლების ყურადღება მიიბყრო დამწყები მსახიობის მიმართ. მან ნომინაცია 'ოსკარზე' დაიმსახურა, შემდეგ მეორე ნომინაცია როლისთვის სურათში 'ცნობილი ძმები ბეიკერები', 1992 წელს კი – მესამე ნომინაცია ფილმისთვის 'Love Field'.
1996 წელს ,მიშელმა MTV კინოდაჯილდოვების ნომინაცია მიიღო, როგორც 'ყველაზე მიმზიდველი ქალი' და 'ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი', მაგრამ ფინალში მან ი სხვა პრეტენდენტებმა პირველობა ალისია სილვერსტოუნს დაუთმეს. შემდეგ ის შეცდა, როდესაც უარი თქვა როლზე ფილმში 'The Silence of the Lambs' მონაწილეობაზე, რომელიც პოპულარული გახდა, კინემატოგრაფის კლასიკაში შევიდა და მასში მონაწილე მსახიობებს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.
განქორწინების შემდეგ მიშელს რამოდენიმე მოკლე რომანი ჰქონდა ველ კილმერთან, მაიკალ კიტონთან, ჯონ მალკოვიჩთან, და მთელი სამი წელი ფიშერ სტივენსთან იცხოვრა. მას ოჯახი და სერიოზული ურთიერთობები უნდოდა, მაგრამ აქაც წარუმატებლად იყო მისი საქმე.
მომავალი ქმარი, ტელეპროდიუსერი დევიდ კელი, მან კეგლის პარტიის დროს გაიცნო. მათ ურთიერთობები გამყარდა, და 1993 წელს მიშელმა გადაწყვიტა გოგონა ეშვილა. გოგონა ახალგაზრდა დედას გაუჩნდა, რომელსაც უკვე ოთხი შვილი ყავდა და რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საშალება ბავშებისთვის მოეარა. მიშელმა დიდი სიხარულით აიყვანა გოგონა. ნოემბერში 1993 წელს, ბავშვის ნათობის დროს, რომელსაც კლაუდია–როზა დაარქვეს, მიშელმა და დევიდმა გამოაცხადეს, რომ დაქორწინებას აპირებენ. ცხრა თვეში, 1994 წელს, მათ საერთო ბავშვი გაუჩნდათ – ჯონ ხენრი კელი.




კინოები :
1 ძვირფასი (2009)
Chéri
2 პირადული (2009)
Personal Effects
3 ვარსკვლავური მტვერი (2007)
Stardust
4 შენი არასდროს ვიქნები (2007)
I Could Never Be Your Woman
5 თმის ლაქი (2007)
Hairspray
6 სინდბადი– ლეგენდა შვიდი ზღვის შესახებ (2003)
Sinbad– Legend of the Seven Seas
7 თეთრი ოლეანდრი (2002)
White Oleander
8 მე სემი ვარ (2001)
I Am Sam
9 რას მალავს სიცრუე (2000)
What Lies Beneath
10 ოკეანეს სიღრმეზე (1999)
The Deep End of the Ocean
11 ზაფხულის ღამის სიზმარი(1999) (1999)
A Midsummer Night's Dream
12 ისტორია ჩვენს შესახებ (1999)
The Story Of Us
13 ეგვიპტის პრინცი (1998)
The Prince of Egypt
14 გულთან ახლოს (1996)
Up Clouse & Personal
15 ერთი მშვენიერი დღე (1996)
One Fine Day
16 საშიში ფიქრები (1995)
Dangerous Minds
17 მგელი (1994)
Wolf
18 ბეტმენი ბრუნდება (1992)
Batman Returns
19 სახიფათო კავშირები (1988)
Dangerous Liaisons
20 ისტვიკელი ალქაჯები (1987)
The Witches of Eastwick
21 ქალბატონი-ქორი (1985)
Ladyhawke
22 ნაიარევი სახე (1983)
Scarface




კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2313 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:34 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024