♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » მე შენ მჭირდები
10:12 PM
მე შენ მჭირდები

მე შენ მჭირდები ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე...
უფრო მეტად მჭირდები,
ვიდრე ვარსკვლავებს სჭირდებათ ღამე,
იმაზე უფრო მეტად,
ვიდრე მზეს სჭირდება დღე.

...

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.

მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.

შოთა ნიშნიანიძე




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1604 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 65
სტუმარი: 65
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024