მე რომ შემეძლოს შენთვის მეკოცნა - დაგიკოცნიდი თვალებს ფაქიზად, ნაზი ამბორით გაგაბრუებდი, თითოეულ თმის ღერს დაგიკოცნიდი. მე რომ შემეძლოს შენი ფერება - ალბათ არასდროს დავიღლებოდი. . . მე რომ შემეძლოს შენთვის მეცქირა - ჩემგან არასდროს არ გაგიშვებდი, ალბათ წუთითაც არ ვიძინებდი, არ მეყოფოდა ცხოვრება სრული. . . მე რომ შემეძლოს შენი მოსმენა - არ ვისურვებდი არაფერს გარდა, შენი წყნარი ხმის, შენი ფიქრების, ოცნებისა და მშვიდი სუნთქვის. . . მე რომ შემეძლოს თუნდ ერთი წუთით შენს მიუწდომელ მკერდთან შეხება - ჩაგიხუტებდი გულში უეცრად და აღრასდროს არ გაგიშვებდი. . . მე რომ შემეძლოს შენთვის რამის თქმა, დამჭირდებოდა მთელი ცხოვრება, რათა ამეხსნა როგორ მიყვარხარ!
|