♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » მარტო – და ბედნიერად
7:25 PM
მარტო – და ბედნიერად
  

არ არის კარგი, როცა ადამიანი მარტოა. მაგრამ, ღმერთო, როგორი შვებაა!
ჯონ ბერიმორი

ჯერ კიდევ არ გყავთ შეყვარებული? და ამიტომ მსუბუქ დეპრესიაში ხართ? არ ღირს დამწუხრება! გაიხსენეთ – თავისუფლებას უამრავი უპირატესობა აქვს! ცხოვრებით უკვე ახლავე შეგიძლიათ დატკბეთ.

შესაძლოა თქვენზე ზეწოლას სხვები ახდენდნენ: ტელევიზია, კინო, მშობლები, დაქალები, ნათესავები. პროპაგანდა – სასწრაფოდ იპოვოთ პარტნიორი და სასურველია მთელი ცხოვრებისათვის – ძალიან გავრცელებულია. როცა გოგონა იზრდება, იწყებენ მის დაჩქარებას, უბიძგებენ მეორე ნახევრის პოვნისაკენ. რომ თითქოს უკვე ყველა დაწყვილებულია, შენ კი, ასეთი კარგი, ჭკვიანი, ჯერ ისევ მარტო ხარ. გარშემომყოფთა უტაქტო შენიშვნები ცხოვრებას გიწამლავენ. ხოლო თუ თქვენი საახლობლო წრიდანაც უკვე ყველა შეუღლებულია, გასაკვირი არ არის, რომ თავს გარიყულად გრძნობდეთ.

ნუ მიქცევთ ნურავის ყურადღებას! ნუ იტირებთ საკუთარ უბედობაზე! და საერთოდ, რატომ უბედობაზე? უნდა გიხაროდეთ, რომ თავისუფალი ხართ! ქარივით თავისუფალი! ხოლო რას ფიქრობენ სხვები, თქვენთვის სულერთი უნდა იყოს. სასერთოდაც, იმყოფებოდეთ საიმედო ხელში სულაც არ არის ისეთი კარგი, როგორც პირველი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენიოთ. ურთიერთობებში ძალიან სწრაფად იპარება რუტინა, იბადება გაუგებრობა, კამათი, პრობლემები, თანაც ისეთი, რომ წყვილები შურს თვალით უყურებენ მარტოხელების ცხოვრებას.

რამდენი უპირატესობა აქვს იმას, რომ თქვენ მარტო ხართ:

შეგიძლიათ სინდისის ქენჯნის გარეშე წახვიდეთ სადაც გინდათ და ვისთან ერთადაც გინდათ, არავინ გაკონტროლებთ!
შეგიძლიათ იფლირტაოთ ნებისმიერ ბიჭთან ისეთი სიხშირით, ისე დიდხანს და ისე ინტენსიურად, როგორც თავად მოგესურვებათ, თანაც არ შეგეშინდებათ დაყვედრებებისა და ეჭვიანობის!
შეგიძლიათ საკუთარ თავს მიუძღვნათ მთელი თავისუფალი დრო, დაკავდეთ საკუთარი თავით, გარეგნობით, განვითარებით, ბევრი იკითხოთ და განვითარდეთ, როგორც პიროვნება.

ნუ შეხედავ შურის თვალით ადამიანებს, რომლებიც უკვე მოეწყვნენ, თქვენი დროც მოვა. ასე რომ დატკბით იმით, რომ მარტო ხართ და ნუ დამალავთ ბედნიერ სახეს გარშემომყოფებისაგან!

იქნებ გგონიათ, რომ მარტო თქვენ ხართ მარტო მთელ სამყაროში? რომ ბედნიერებისაგან ყველა მეშვიდე ცაზე დაფრინავს(რაც ძალიან საეჭვოა!), ხოლო თქვენი ცხოვრება უპერსპექტივოა? ‘’შეყვარებული რომ მყავდეს, ჩემი ცხოვრება მაშინვე ბევრად უკეთესი გახდებოდა!’’ – ფიქრობთ თქვენ და ოცნებობთ. ოცნება რა თქმა უნდა შეიძლება და საჭიროცაა, მაგრამ თავს ნუ დაიტანჯავთ. ნუთუ ფიქრობთ, რომ გაიჩენთ თუ არა მეგობარს, მაშინვე ნამდვილ ცხოვრებას დაიწყებთ? დაივიწყეთ! თუ საკუთარ ცხოვრებას ახლავე არ თვლით სრულყოფილად, მაშინ არაფერი შეიცვლება. ისე გააკეთეთ, რომ საკუთარმა ცხოვრებამ ახლავე მოგიტანოთ სიხარული. ყველაზე მაგარი ბიჭიც კი ვერ შესძლებს თქვენი თვითშეფასების ამაღლებას, ყველაზე უკეთეს ბიჭსაც კი არ ეუძლია გადაწყვიტოს თქვენი პრობლემები.

არასოდეს დაუწესოთ საკუთარ თავს ვადები შეყვარებულის საპოვნელად. შეგიძლიათ დაგეგმოთ მიღწევები სწავლაში, სამსახურში – მაგრამ არა სიყვარული!

იმისათვის, რომ თქვენი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან პრობლემების გარეშე მიმდინარეობდეს, ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ. რა მიზნები გაქვთ, რა ოცნებები იმის გარდა, თუ როგორ შეხვდეთ თქვენს ერთადერთს? როგორც არ უნდა გინდოდეთ იპოვოთ შეყვარებული ახლა, პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა ისწავლეთ. შეავსეთ თქვენი თავისუფალი დრო ღირებული საქმეებით: ჩაეწერეთ კომპიუტერის ან ინგლისური ენის კურსებზე, დაკავდით სპორტით, ისწავლეთ მანქანის მართვა, იარეთ ცეკვებზე, მიუდექით სერიოზულად საკუთარ სწავლას, მიიღეთ განათლება. მიმართეთ თქვენი ენერგია ახალ კალაპოტში! ცხოვრებაში იმდენი შესაძლებლობებია!

დაიმახსოვრეთ, რომ უკვე კარგი ხართ, ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. სულ არაა აუცილებელი, რომ თაყვანისმცემელთა არმია გამუდმებით უმღეროდეს დითირამბებს თქვენს სილამაზეს, ჭკუას და განუმეორებლობას. თქვენ ამის გარეშეც დარწმუნებული უნდა იყოთ საკუთარ თავში!

მოიწყვეთ წვეულება დაქალებთან ერთად, წადით სალაშქროდ, იარეთ თქვენი ქალაქის თეატრებში, კინოებში, მუზეუმებში, სხვადასხვა სახის წვეულებებზე და ვერც კი იგრძნობთ, თუ როგორ აორთქლდება თქვენი მწუხარე ფიქრები! იფიქრეთ მხოლოდ კარგზე!

როგორც კი ცხოვრებით ტკბობას დაიწყებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ უფრო ბედნიერი გახდით! ეს კი საინტერესოს გაგხდით სხვა ადამიანებისათვის. ბიჭებს მხოლოდ სიხარულითა და ენერგიით სავსე გოგონები იზიდავთ. წარბშეკრული და თავდახრილი არავის სჭირდებით. ჰოდა, თქვნ ხომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, ყოველთვის კარგ ხასიათზე ხართ, შესანიშნავად გამოიყურებით, გონებამახვილი და მხიარული ხართ. მოიკრიბეთ ცოტაოდენი მოთმინება და მალე ბიჭები თქვენი სიყვარულის მოსაპოვებლად რიგში ჩადგებიან!

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1145 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:26 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024