ჯადოდ მომთვარული მარტის მღლის თარეში მარტოობს მარტი და გზადაგზა დამტირის, როგორც გილგამეში რუხი მგლის ღამეში შუამდინარეთის ბაღების ნაპირით.
ძველი სახელდებით ბაბილონელი ვარ სიცოცხლის აღთქმა კი შენს მტევნებს დავუდე, ამოექართულა ალილოს ბნელითგან ზღვა-მესაიდუმლე, მზე-სახლი, მთა -ბუდე.
ყველგან, სადაც მივალ, შენი სახე მოჩანს, ყველგან რომ გეძებდი, ყველგან მოგნახე, ჭირი დამთავრდა და ლხინიც მალე მორჩა, ორივე სუფრაზე მყავს მთვარე მოინახე.
მასაც მარტოობით სურს მარტს მიემგვანოს, თითქოს მარტის გარდა სხვადროს არ კვდებიან, ძოწის მთვარეში რომ ანგელოზი გვარობს, ხელფეხშეკრული და თმააჭრილ ფრთებიან,
მარტი მინც სხვაა, დარდით მღლის ხმა თქეშის, თითქოს სიყვარულის კვდომისას დამტირის, როგორც გილგამეში რუხი მგლის ღამეში შუამდინარეთის ბაღების ნაპირით.
|