♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » მაგნიტური მიზიდულობის კანონი...
7:48 PM
მაგნიტური მიზიდულობის კანონი...


ნებისმიერ მანდილოსანს სურს იყოს ყველაზე ლამაზი, სასურველი და საინტერესო გარშემომყოფთათვის და განსაკუთრებით მამაკაცებისათვის. ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ 16 რჩევას, რომელთა საშუალებით მამაკაცებს მაგნიტივით მიიზიდავთ.
მზერა
თუ დავუკვირდებით ნებისმიერი გრძნობა მზერით იწყება, სწორედ ამიტომ მზერა გულის ამაჩუყებელი უნდა იყოს. სასურველი პარტნიორის შერჩევისას ნუ დაიბნევით, ვინაიდან ეს თქვენს მზერაზეც აისახება. ეცადეთ, რომ თქვენი მზერა იდუმალი, ხალისიანი და ქალური იყოს.

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რაც უფრო გრძელია ფეხსაცმლის ქუსლი, მით უფრო მაღალია ვნების გრადუსი. ეს მართლაც ასეა. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელში ფეხი უფრო ლამაზი, დახვწილი და სექსუალურია. გარდა ამისა, ასეთ ფეხსაცმელში ფეხი ვიზუალურად უფრო გრძელი ჩანს. თუმცა, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში არ იგულისხმება ე. წ. `ტანკეტკა~. ეს უკანასკნელი ძლიერი სქესის წარმომადგენლების უმეტესობას კატგირიულად არ მოსწონთ. `ტანკეტკას~ არა აქვს ის ორი უმნიშვენლოვანესი ფაქტორი, რაც განაპირობებს სექსუალურობას და მომხიბვლელობას. ესენია: გრაციოზულობა და დახვეწილობა.

სურნელი
რამდენი მამაკაციცაა, იმდენი მოსაზრება არსებობს. თუმცა, მამაკაცთა უმეტესობას არ მოსწონს ზედმეტად ტკბილი სუნამოები. გამოკითხვის თანახმად მამაკაცთა 65%-ი უპირატესობას ანიჭებს ოდნავ გრილ და ციტრუსოვან სუნამოებს. ასეთ სუნამოებს აღგზნების საოცარი უნარი გააჩნიათ.

თმები
შუა საუკუნეებში გაშლილი თმები უზნეობის სიმბოლო იყო. თუ ქალს თმები გაშლილი ჰქონდა მას ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს. სხვათაშორის ეს ბრალდება ლოგიკას არ იყო მოკლებული, ვინადან გაშლილი და ლამაზი თმის მომაჯადოებელი და მაცდუნებელი ძალა, ვერც ერთ მამაკაცს გულგრილად ვერ ტოვებდა. თუ პაემანისათვის ემზადებით უარი თქვით ძნელად გასაკეთებელ ვარცხნილობაზე. უმჯობესია გაშლილი და მოვლილი თმა, რომელიც თქვენს მხრებს დაამშვენებს.

მგრძნობიარე ბაგე
ლამაზი და დიდი ტუჩები ნებისმიერი ქალის ოცნებაა. თუ ქირურგიული ჩარევით არ აპირებთ ტუჩების გადიდებას, შეგიძლიათ სპეციალური ტუჩის საცხი გამოიყენოთ, რომელიც ტუჩებს ვიზუალურად უფრო ადიდებს. ასეთი საცხები ანუ როგორც მათ უწოდებენ Pლუმპერს ნებისმიერ პარფუმერიის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

სანთლები
სანთლები რომანტიკული საღამოს ტრადიციული ატრიბუტია. სანთლის შუქი არა მხოლოდ ალამაზებს სახლის ინტერიერს, არამედ აუმჯობესებს აურას. გარდა ამისა, სანთლის შუქი ქმნის ინტიმის და კომფორტის ეფექტს და რაც მთავარია სანთლის შუქზე თქვენი კანი, უნაკლოდ გამოიყურება, ისევე როგორც სილუეტი.

საცვლები
ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თქვენს ტანსაცმელს, არამედ იმასაც რაც სამოსის შიგნით გაცვიათ. გამოკითხვის თანახმად მამაკაცთა 80%-ს თავისი პარტნიორის ჩაცმულობიდან ყველაზე მეტად მისი საცვლები აინტერესებს. მოწონებულ ვარიანტებს შორის არის – აბრეშუმი, ნაქარგი ნაჭერი, კორსეტი და ატლასი. რაც შეეხება ფერებს, მამაკაცთა ფავორიტია ტრადიციულად მხოლოდ 3 ფერი, თეთრი, წითელი და შავი. ყვავილებიანი და ფერადი საცვლები ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ.

მანიკური და პედიკური
ჭეშმარიტი ქალის მოწესრიგებულობაზე პირველ რიგში მისი ფრჩხილების ჰიგიენა მეტყველებს. უძველეს დროში იაპონელი გეიშები პედიკურს და ფეხის მოვლას საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ. რაც შეეხება მანიკურს გამოკითხვის თანახმად დადგინდა, რომ მამაკაცთა 87%-ს საშინლად აღიზიანებთ უზომოდ გრძელი და ზედემტად მორთული ფრჩხილები. საუკეთესო ვერსიაა საშუალო სიგრძის და ოვალური ფორმის ფრჩხილები. რაც შეეხება ფერს, აირჩიეთ ნებისმიერი გარდა შავი ფერის და პერლამუტრისა. ეს უკანასკნელი ბევრი ადამიანისათვის თევზის ქერცლის ასოციაციას იწვევს, რაც გასაკვირი არც არის.

სხეული
უკომენტაროდ! სხეული მომხიბვლელობის მთავარი იარაღია. შეიძლება სხეული იდეალური ფორმის და პროპორციის არ იყოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ის მოვლილი და აბრეშუმივით ნაზი იყოს. ამისათვის კი კანის მოვლის მრავალი საშუალებები არსებოობს თანამედროვე კოსმეტიკაში. გახსოვდეთ თქვენი სხეული თავად თქვენ ხართ და როგორც წარმოაჩენთ თქვენს სილამაზეს, ისე აღიქვამს მას გარშემომყოფი ადამიანები.

ეპილაცია
ეპილაცია მტკივენული, მაგრამ საკამაოდ ეფექტური და თანაც აუცილებელი პროცედურაა. თუ ბუნებრივი სილამაზის მიმდევარი არ ბრძანდებით დაიმახსოვრეთ თქვენს სხულზე და სახეზე არსებული ის ადგილები, რომლებზეც თმა არასოდეს არ უნდა იყოს. ესენია: ზედა ტუჩი, წვივები და იღლია. რაც შეეხება ბრაზილიურ ეპილაციას ანუ ბიკინის ეს უკვე გემოვნების საკითხია.

შეხება
შემთხვევითი შეხება სიყვარულის ხელოვენბაა, რომელსაც სრულყოფილად უნდა ფლობდეთ. გეიშები გვირჩევენ, რომ ნებისმიერი შეხება მსუბუქი, მაგრამ ხანგრლივი უნდა იყოს. ესეთი შეხება თქვენი გრძნობების სიღრმეს გამოხატავს.

გარუჯული კანი
დერმატოლოგების აქტიური პროტესტის მიუხედავად დამტკიცებულია, რომ მამაკაცთა 77%-ი უპირატესობას ანიჭებს გარუჯულ კანს. ეს ბუნებრივია, ვინაიდან გარუჯული სხეული ვიზუალურად უფრო მოვლილი, ახალგაზრდული და სექსუალურია. რეკომენდირებული არ არის სოლარიუმებში ან მზეზე გარუჯვა, თუმცა, არსებობს იოლი გამოსავალი: შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო-გარუჯვით ანუ Spray გასარუჯით, რაც აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ასეთი Spray გასარუჯი საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ პარფუმერიის მაღაზიებში ან სალონებში გარუჯვის პროფესიონალს მიაკითხოთ.

"დეკოლტე"
თუ ბუნებამ ლამაზი მკერდით დაგასაჩუქრათ მათი ლამაზად წარმოჩენა თქვენი მოვალეობაა. მკვირვ და ლამაზ მკერდზე ნებისმიერი ქალი ოცნებობს. სწორედ შეარჩიეთ ბიუსტგალტერი, ვინაიდან სწორედ მისი ფორმა განაპირობებს მომავალში თქვენი მკერდის ფორმირებას. უმჯობესია ისეთი ბიუსტგალტერი, რომელიც მკერდს ზევით წევს ანუ ე.წ. Push up. გარდა ამისა, ყოველთვის ეცადეთ წელში გაიმართოთ, ვინაიდან გამართული ზურგი მკერდს ვიზუალურად უფრო ადაიდებს.

სუნელები
წიწაკა, მიხაკი, მუსკატი, დარიჩინი, კვლიავი (ზირაკი), ზაფრანა, ანისი – ეს იმ სუნელთა ჩამონათვალია, რომლებსაც ყველაზე უემოციო ადამიანშიც კი შეუძლიათ ვენბის და ემოციების ქარბუქის გამოწვევა. გარდა ამისა, ეს სუნელები ხელს უწყობს მამაკაცური ჰორმონების გაძლიერებას. ასე, რომ ამ სუნელებით დამზადებული კერძები თანამად შეგიძლიათ მიართვათ თქვენს რჩეულ მამაკაცს. კიდევ ერთი რჩევა: ამ სუნელების შემცველი ტანის კრემები და ზეთები დაგეხმარებათ მაგნიტური მიზიდულობის თეორიის უკეთ შესწავლაში და განხორციელებაშიც.

ცეკვა
თანამედროვე ცეკვაზე მეტად მამაკაცებს აზიური და ცეცხლოვანი ცეკვები მოსწონთ. თუ რიტმს კანის გრძნობთ და მოქნილი თეძოები გაქვთ, აზიური ცეკვით თქვენს რჩეულ მამაკაცსაც ასიამოვნებთ და ჯანმრთელობასაც გაიძლიერებთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მუცლის ცეკვა კუჭნაწლავის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის სასარგებლოა. ცეცხლოვანი ცეკვის შესრულების შემდეგ დარჩენილი შეგრძნებები და მოგონებები, გაგიძლიერებთ სურვილს უფრო პროფესიონალურად დაეუფლოთ ამ ცეკვას, თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნებათ.

საკვები
თუ პაემანზე ხართ, სასურველია თავი შეიკავოთ ისეთი საკვების მირთმევისგან, რომელიც განსაკუთრებულად სურნელოვანია. ასეთებია მაგალითად ნიორი, ხახვი, ყველი და ა.შ. ასევე სასურველია თავი შეიკავოთ დიდ რაოდნობით ხორცის მირთმევისგან, რომელიც როგორც ცნობილია ფერომენის ჰორმონის გამომუშავებას აქვეითებს. ეს უკანასკნელი კი არის ე.წ ლტოლვის ჰორმონი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. თუმცა, ნუ შეშინდებით არჩევანი არსებობს. თქვენ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ თევზი, სალათები და მსუბუქი კერძები.



კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 2003 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:52 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024