♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 9 » ქეთო და კოტე (ოპერა)
7:12 PM
ქეთო და კოტე (ოპერა)


ქეთო და კოტე - ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით პრემიერა შედგა თბილისში 1919 წლის 11 დეკემბერს.

ვიქტორ დოლიძის სახელთან დაკავშირებულია ქართული მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი ფრიად საინტერესო ფურცელი. ქართული მუსიკის ისტორიაში იგი შევიდა როგორც პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. სწორედ ამ ჟანრმა განსაზღვრა უმთავრესად კომპოზიტორის შემოქმედებითი სახე.

იგი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც იუმორის, კომიზმის და სატირის ელემენტები შეიტანა ქართულ მუსიკაში.

ვიქტორ დოლიძე შედარებით მცირე ხანს მოღვაწეობდა. მისი შემოქმედებითი გზა სულ 15 წლით განისაზღვრება, მაგრამ მისი ნიჭი უჩვეულოდ სწრაფად გაიფურჩქნა. ვიქტორ დოლიძე მიეკუთვნება იმ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც საერთო აღიარება შემოქმედებით სარბიელზე გამოსვლისთანავე ეწვევათ ხოლმე. 27 წლის ასაკში ვიქტორ დოლიძემ შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები – ოპერა "ქეთო და კოტე”, რომელმაც ერთბაშად მოუხვეჭა დიდი სახელი.

ოპერა "ქეთო და კოტე” 1919 წელს დაიდგა. შემდგომ წლებში ვიქტორ დოლიძემ კიდევ სამი ოპერა დაწერა - "ლეილა”, "ცისანა”, "ზამირა” (რომლის დასრულება კომპოზიტორმა ვეღარ მოასწრო). გარდა ოპერებისა კომპოზიტორმა შექმნა 20-ზე მეტი რომანსი, სიმფონიური ნაწარმოებები – "აზერბაიჯანი”, სიმფონიური ფანტაზია "ივერიადა”, საფორტეპიანო კონცერტი, საორკესტრო ცეკვები და სხვა.

და მაინც, ვიქტორ დოლიძის სახელთან უწინარესად გაიგივებულია ქართული საოეპერო კლასიკის ჩინებული ნიმუში "ქეთო და კოტე.”


ისტორია 

ოპერა "ქეთო და კოტე” დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის (1857-1902) პიესის "ხანუმას”(1882) მიხედვით.

ავქსენტი ცაგარელი ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას წარმოადგენდა, რომელმაც განიცადა რუსული ხალხოსნური მოძრაობის გავლენა. მას "ქართველი ოსტროვსკიც” კი შეარქვეს. ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს იხსენიებდა, როგორც "ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან”. ვასო აბაშიძე მას კომიზმის ნამდვილ მეფეს უწოდებდა. ავქსენტი ცაგარელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრის და ეროვნული დრამატურგიის განვითარებაში. მან ქართულ დრამატულ თეატრში შეიტანა ყოფითი რეალიზმის, ეროვნული ტიპაჟების სახასიათო ასახვის ნაკადი. თავის პიესებში ავტორი აქილიკებს პატრიარქალური ყოფის დაკონსერვებულ წეს-ჩვეულებებს.

1882 წელს შექმნილმა პიესამ "ხანუმა” იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების ინტერესი. ის ძალზე პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართულ თეატრში, რაც განპირობებული იყო ავტორის ოსტატობითაც და თვით სიუჟეტის აქტუალურობით, სოციალური სატირის სიმახვილით, მოქმედების დინამიკური განვითარებით, ოსტატურად გამოკვეთილი ხასიათებით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი "ხანუმა”. 1947 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი "ქეთო და კოტე”.

ავქსენტი ცაგარელის პიესის სიუჟეტზე ოპერის შექმნის იდეა ვიქტორ დოლიძეს კიევიდან დაბრუნების შემდეგ დაებადა. კომპოზიტორის ერთი წლის მუშაობის შემდეგ დასრულებული პირველი ოპერა ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა, თუმცა, ის გარკვეულ კორექტირებას საჭიროებდა ლიტერატურული გამართულობის თვალსაზრისით, ლიბრეტოს რედაქტირება ითავა თბილისური ყოფის ბრწყინვალე მცოდნემ, ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა. მან დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები.

აღსანიშნავია, რომ პიესასთან შედარებით კომპოზიტორმა საგრძნობლად ხაზგასმული გახადა კომიკური საწყისი: ერთის ნაცვლად გამოიყენა ორი კინტო, გააძლიერა ორი მაჭანკლის ქიშპობა. მეტი კომიკური ეფექტურობისთვის ყოველ მოქმედ პირს საპირისპირო პერსონაჟი ჰყავს – გაკოტრებულ თავადს უპირისპირდება მდიდარი ვაჭარი, მაჭანკლებისა და კინტოების ანტიპოდები არიან ახალგაზრდა ინტელიგენტები – ქეთო და კოტე. ამდენად პარტიტურა აღსავსეა სოციალური პორტრეტების მრავალფეროვნებით.

ოპერის რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი გახლდათ სერგეი სტოლერმანი. ოპერის პრემიერა გაიმართა 1919 წლის 11 დეკემბერს. ოპერამ დადგმისთანავე მოუტანა პოპულარობა მანამდე უცნობ კომპოზიტორს - ვიქტორ დოლიძეს. "ქეთო და კოტეს” წარმატებული პრემიერის შემდეგ თეატრის სალარომ შეკვეთა მომდევნო ათი სპექტაკლის ბილეთებზე მიიღო.

"ქეთო და კოტე” ვიქტორ დოლიძის ყველაზე პოპულარულ და ამავე დროს მხატვრული თვალსაზრისით მეტად ფასეულ ნაწარმოებს წარმოადგენს. მუსიკალური ელვარების, თეატრალური სისხარტის, მოხდენილი სცენური დრამატურგიის მეოხებით ქართული მუსიკის ისტორიაში მან სამართლიანად დაიმკვიდრა ეროვნული კომიკური ოპერის ჟანრის კლასიკური შედევრის ადგილი. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.

ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერის რამდენიმე დადგმა განხორციელდა.

პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას "ქეთო და კოტე” მოსკოვსა და ლენინგრადში ხვდა წილად 1937 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე.

სხვადასხვა დროს "ქეთო და კოტე” საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა საზღვარგარეთაც – პოლონეთში (ორჯერ), ჩეხეთში, უნგრეთში, ბულგარეთში.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1782 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 1
1 დავით ყურაშვილი  
0
მიყვარს ძალიან კლასიკური მუსიკა და p h i e l o s o p h i a

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:00 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024