♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 21 » კენჭები
6:57 PM
კენჭები


წუთი დარჩენილ წამს წურავს, დედოფალს მეფე არ უყვარს...
მე და შენ ვზივართ და ვფიქრობთ... ბევრი რამ წყდება ამ წუთას;
ვიხილები და მოვდივარ, მეფეს პაიკი ვგონივარ,
აზრებს ვკითხულობ დედოფლის, მთლად უგუნური როდი ვარ!
* * *
მაძღარი წყარო რაკრაკებს, ყვება ძველ იგავ-არაკებს:
"სტუმარი არ დამელიოს..." წყაროს მხოლოდ ეს ადარდებს;
ვიღაცა რაღაცას ეძებს, რას ეძებს არას დაეძებს,
ერთი სურს, რომ ვერ იპოვნოს, ძებნა წარსულად არ ექცეს.

"საღამოს სხივი მაკლდება!.."- ბუჩქი ხეს ეკამათება,
თევზი დიდ თევზებს გაურბის, ცხოველი ცხოველს აკვდება;
ვცოცხლობთ და ვსარგებლობთ მიწით, თუმცა მთავარი არ ვიცით,
ოდესღაც გადაყრილ ნაგავს ქუჩის ძაღლებივით ვჩიჩქნით.

მკვდარი შემოაღებს დუქანს, საფლავის ქვა უჩანს უკან,
მოქეიფე თვალს არიდებს - "მიდი!.. მიდი!.. შენ დაუკარ!"
ძე არის, თუ ასულია, შუა ზღვაში გასულია,
თავის ქონმა ამოღერღა - "რაც მთავრდება წარსულია"

ცას მიმართული ხელები, გაურკვეველი ბგერები,
ერთმანეთს მხრებზე ადგანან შავით მოსილი ბერები:
"მზეო ამოდი!.. ამოდი!.. ყოველის სულში გადმოდი!..
მხოლოდ ჯერ ნუ გვათქმევინებ: გამარჯვებულო გამოდი!"

გამჭოლი ფიქრის წუილი, უამრავ აზრთა დუღილი...
იქნებ ვიღაცა თამაშობს?.. ჩვენივე მესმის წუხილი;
ჯერ შუადღეც კი არ არის, ბოლო გამოჩნდა ზღაპარის,
ვიხილავთ იისფერ ღამეს?.. იქნებ საჭირო არ არის?

გლეჯს საუკუნე წელიწადს, თვალი კი დაჰყურებს მიწას,
გაქვავებული დგას დედააზრი, შეწყალებას თხოვს ბერი ცას;
კენჭები იქცნენ ლოდებად, გულში კი ბოღმა გროვდება...
მაშ გაუმარჯოს დედოფალს!.. საღამოს მეფე მოკვდება...
* * *
ჩურჩულია კადრებს მიღმა, მოტყუება იცის რითმამ,
გულისყურით მოუსმინე, ფიგურებმა არ მიგიბან:
წუთი დარჩენილ წამს წურავს, დედოფალს მეფე არ უყვარს...
მე და შენ ვზივართ და ვფიქრობთ... ბევრი რამ წყდება ამ წუთას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:20 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024