♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » კამათი და სიყვარული
9:07 PM
კამათი და სიყვარული

 
მთლიანად კამათზე უარის თქმას არც ერთი ნორმალური ქალი არ დათანხმდება, რამეთუ ბრძოლის ამ ტკბილ და სასიამოვნო ელემენტის გარეშე ჩვენი ქალური ცხოვრება დაკარგავს თავის ელფერს. როგორ დავარეგულიროთ ეს პროცესი ისე, რომ არ გავიფუჭოთ ნერვები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს? არ შევეხებით კამათს ქალებს შორის, ვინც არ უნდა იყოს ის: დაქალი, დედა, დედამთილი ან უბრალოდ შემხვედრი. გაცილებით საინტერესოა ის, თუ როგორ ვეკამათებით მამაკაცებს.

აქ შეგვიძლია „გული მოიფხანოთ" მთელი 100%-ით. თუ ვინმეს უნდა ეჩხუბო, ეს მხოლოდ და მხოლოდ მას. საჭირო არაა თავის შეკავება, შეგიძლია - იყვირო, ფეხები აბაკუნო, დაამსხვრიო მის თავზე თეფშები, იღრიალო, იწივლო და ბუნებრივად ყოველგვარი თამაშის გარეშე გულწასული დაეცე. თუ თქვენ მოგწონთ ასეთი სახის ჩხუბი და კამათი მაშინ წინ, ოღონ შევნიშნავთ, რომ მამაკაც-უფროსებთან (ანუ დირექტორებთან და მენეჯერებთან) ანდა თანამშრომლებთან კამათობენ მხოლოდ ის ქალები, რომელთაც არ აქვთ ტვინი ან პირადი მომხიბლელობა. ასე რომ ჩვენი საუბარი ეხება ძირითადად ქმრებს და საყვარლებს.
აფრიკული ვნებანი
არა აქვს მნიშვნელობა რაზე იკამათებთ, აირჩიეთ ნებისმიერი საბაბი, და დაიწყეთ. არიან ვნებიანი მამაკაცები (სამწუხაროდ ცოტანი), რომელნიც სიამოვნებით მონაწილეობენ კამათში ცოლთან ან საყვარელთან. მათ მოსწონთ, როგორ ყვირიხართ, როგორ ენთება თქვენი თვალები სამართლიანი რისხვისას და ის, თუ როგორ მარჯვედ არიდებენ თავს მათკენ გამოსროლილ ტაფას. ასეთი მამაკაცები - დიდი იშვიათობაა. ხმაურიანი კამათი ჭურჭლის მტვრევით, მათთვის უმეტეს შემთხვევაში მშვენიერი პრელუდიაა ვნებიანი სიყვარულისთვის. როდესაც თქვენ მას დაკაპიწებული მუშტებით თავს ესხმით, ის მთელი ძალით გეხუტებათ, და არა იმიტომ რომ ეშინია თქვენი მუშტების ან სახის დაკაწრვის. მას სიგიჟემდე უნდიხართ. ორივე მხრიდან ზღვა ემოციაა და ყველა დადებითი. ცოტა ხანში თქვენ შეამჩნევთ, რომ ის სპეციალურად გიწვევთ საკამათოდ, რომ კიდევ ერთხელ განიცადოს ველური ნეტარება.

მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მამაკაცებს არ მოსწონთ ქალების წივილი და ცრემლები. ისინი უბრალოდ მიდიან - ზოგი ერთი-ორი საათით, რომ ქალი დამშვიდდეს, ზოგი კი სამუდამოდ და ხდება ხოლმე, რომ სხვა უფრო წყნარი ხასიათის მქონე ქალთან. ასე რომ ასეთ მამაკაცს ისტერიკას ვერ გაუმართავთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერაფერს მიაღწევთ, სამაგიეროდ ნერვებს მოიშლით და ხასიათს გაიფუჭებთ. მაგრამ თუ მიზნად დაისახეთ ამ მამაკაცის მოშორება, მაშინ სწორ გზაზე დგეხართ. გულისამაჩუყებელი სცენებით მამაკაცს შეგიძლიათ გამოგლიჯოთ რაღაცის ყიდვის დაპირება, ისიც იშვიათ შემთხვევაში, სხვა არაფერი.

ნუ მომეკარები - მე ნაწყენი ვარ
მსგავსი განაწყენება ხანგრძლივი ურთიერთობისთვის არ ივარგებს. აქ საჭიროა სხვა მეთოდები. როგორ აგრძნობინოთ ქმარს ან საყვარელს თქვენი უკმაყოფილება. შეგიძლიად უსიტყვოდ. უბრალოდ ჩუმად იყავით და იარეთ უკმაყოფილო სახით. ეს განსაკეთრებით კარგად მოქმედებს ოჯახური ცხოვრების დასაწყისში, სანამ თქვენი ურთიერთობა არ დაფარულა ყოველდღიურობის მტვრით.
ამ მეთოდის გამოყენებისას, გახსოვდეთ სამი ძირითადი წესი: არ შეიძლება მისი გამოყენება ძალიან ხშირად, არ გადააჭარბოთ ანუ დიდ ხანს ნუ გააგრძელებთ და რაც მთავარია არავითარ შემთხვევაში უარი არ უთხრათ სასიყვარულო ურთიერთობაზე. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს ბოლო პუნქტი? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ გამოიყურება ლოგინში ქალი, რომელიც სექსის დროს გაბუტული სახითაა და ხმას არ იღებს? მართლა, სასაცილოა. თუ ამ ამბავმა ღიმილი გამოიწვია თქვენში, იქნებ ისიც ჩათვალოთ, რომ განაწყენების საბაბი არც ისე მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანს დუმილით წამება გამოუცხადოთ.

მე გულიანად უნდა გეჩხუბო
განაწყენების კარგი საშუალებაა - უარის თქმა იმ საქმეებზე, რომელიც თქვენ გევალებათ. მამაკაცს აუცილებლად უნდა ეჩხუბოთ , თუ ის არ აფასებს თქვენს შრომას. მაგალითად, სამსახურის მერე ის მოდის დაღლილი და ყრის ტანსაცმელს სადაც მოუნდება. თქვენ კი ყოველდღე გიწევთ ამ ტანსაცმლის საკიდზე ჩამოკიდება, რაც ძალიან გაღიზიანებთ. შეგიძლიათ მოაწყოთ გრანდიოზული სკანდალი ეგოიზმში ბრალდებებით. ან პირიქით, შეგიძლიათ მოითმინოთ რამოდენიმე დღე. ვთქვათ მან დააგდო შარვალი სკამზე - არ ახლოთ მას ხელ, დილამდე. დილით ის დაჭმუჭნული დახვდება და იძულებული იქნება ახალი აიღოს. ძველი არ აიღოთ. და აი, ოჯახის თავი ისევ სახლშია. რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები? მამაკაცი ან ყველაფერს უცებ მიხვდება ან ვერ შეამჩნევს მომხდარს და სიტუაცია განმეორდება. გეგმაზომიერად გააგრელეთ დაწყებული საქმე, ანუ ისევ არ ახლოთ ხელი - ახლა უკვე ორ შარვალს. სხვათაშორის, დანარჩენ ყველაფერში მოიქეცით ისევ ძველებურად - მოფერებით და სინაზით.

გადაითვალეთ რამდენი შარვალია კარადაში. უარეს შემთხვევაში, თქვენ თქვენს სკამთან ერთად 10 დღე მოგიწიოთ ამ ყველაფრის ატანა. და აი დადგა აპოთეოზი! დილით სამსახურში წასვლის წინ თქვენი „შეუფასებელი" აღმოაჩენს, რომ დაუთოვებული შარვლები გაუთავდა. მის თხოვნაზე უცბად დააუთოვოთ შარვალი, უპასუხეთ :" არა, ძვირფასო მე თვითონ მაგვიანდება სამსახურში, თანაც უნდა მოვასწრო ახალი ლაკის დადება ფრჩხილებზე. მითუმეტეს, მე ერთხელ უკვე დაგიუთოვე შარვლები. იქნებ შენ თვითონ მოახერხო მაგ შარვლების დაუთოვება? და მერე - სადაც გინდა იქაც დააგდე". ნორმალური მამაკაცისთვის ასეთი გამოცდილება ერთ ჯერზე საკმარისია იმისათვის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდეს. მაგრამ თუ მას შეუძლია სამსახურში დაჭმუჭნული შარვლით მისვლა, მაშინ სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ თქვენი არჩევანის სისწორეზე - რამდენად არის მზად თქვენი პარტნიორი ერთობლივი ცხოვრებისთვის, ანდა უნდა შეეგუოთ მუდმივი მოსამსახურის როლს.

იმიტომ რომ მიყვარხარ
მამაკაცთან, რომელთანაც ერთ ჭერს ქვეშ ცხოვრობთ, კამათის ყველაზე კონსტრუქციული საშუალებაა თავაზიანი და გულახდილი საუბარი და ურთიერთობების გარკვევა. არა ზოგადი ბრალდებები და საყვედურები ამის მსგავსად:" ის დღე დაიწვას შენ რომ გადაგეყარე", არამედ მშვიდი და კეთილგანწყობილი და რაც მთავარია - ზედმიწევნით ზუსტი და კონკრეტული ჩამონათვალი იმ მცირედი შენიშვნებისა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ (ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჭამის წინ). მაგალითად: „მე ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც შენ... (კითხულობ გაზეთს, როდესაც გვერდით გიზივარ და მე არ მაქცევ ყურადღებას; არ მეკითხები რა მჭირს, როდესაც მე ცუდად ვარ და ა.შ.). იქნებ შენ აზრადაც არ მოგდის, რომ მე მწყინს ამის და ამის გამო... ( აღწერთ კონკრეტულ სიტუაციას). მაგრამ, იქნებ შენც არ მოგწონს ჩემი რომელიმე საქციელი. მოდი ამაზე დავილაპარაკოთ, რომ შემდგომში არ ვიჩხუბოთ და არ ვიკინკლაოთ წვრილმანების გამო. მე არ მინდა შენთან ჩხუბი ან კამათი, აბა გამოიცანი რატომ?" დამიჯერეთ იმ წამსვე გამოიცნობს. მაგრამ თუ თქვენ გირჩევნიათ სცენების მოწყობა, ყვირილი და ისტერიკები. ის ვერაფერს ვერ გამოიცნობს, თუნდაც სათითაოდ გაუხსნათ მას სიტყვა „სიყვარული"-ს ყველა შემადგენელი ასო.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1352 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 72
სტუმარი: 72
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024