♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » ჯენიფერ ლოპესი/Jennifer Lopez
1:40 PM
ჯენიფერ ლოპესი/Jennifer Lopez

ნამდვილი სახელი: ჯენიფერ ლინ ლოპესი (Jennifer Lynn Lopez)
დაბადების თარიღი: 24 ივლისი 1970
დაბადების ადგილი: ბრონქსი ნიუ იორკი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.68 მ
მეუღლე: მარკ ენთონი
Cris Judd (განქორწინება)
Ojani Noa (განქორწინება)


ბიოგრაფია
ჯენიფერ ლოპეზი 1970 წლის 24 ივლისს დაიბადა ბრონქსში, პუერტო–რიკოელის ოჯახში. იმის გარდა, რომ მან კინოში მიაღწია წარმატებას , ჯენიფერი ერთერთ ლათინოამერიკული ახალი ტალღის პოპ–ვარსკვლავად იქცა, რომელმაც მსოფლიოში წინა საუკუნის 90–ნ წლებში ჩაიარა. მისი მამა – დევიდ ლოპესი – ნიურკული კომპანია 'Guardian Insurance'-ის კომპიუტერული სპეციალისტი იყო. დედა - გვადალუპე, საბავშვო ბაღში მასწავლებელად მუშაობდა
ჯეი ლო (J. Lo), როგორც მას ხშირად ეძახიან ქალიშვილებიდან, შუათანაა. მას კიდევ ორი და ყავს – უფროსი და – ლესლი - საოპერო მომღერალი და დიასახლისი; უმცროსი ლინდა კი - კლუბ 'WKTU'-ს დიჯეი და ნიუიორკში ტელეარხის 'Channel 11'-ის დილის საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტი.
სანამ ჯეი ლო სკოლაში დაიწყებდა სიარულს, 5 წლის ასაკიდან ის სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა, შემდეგ კი 8 წლის განმავლობაში ბრონკსის გოგონათა კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა.
ჯერ კიდევ პატარაობაში ლოპესი საბავშვო მუსიკალური თეატრის დადგმებში მონაწილეობდა. 16 წლისას მან მონაწილეობა მიიღო თავის პირველ ფილმში 'My Little Girl'. 18 წლის ასაკში, ჯენიფერი მშობლებს ტოვებს, რადგან მათ არ ემისთ მისი სწრაფვა მსახიობური და მოცეკვავის კარიერისკენ. საადვოკატო კანტორაში დაიწყებს მუშაობას და ამასთან ერთად, საღამოებით, ცეკვით შოულობს ფულს.
პირველი წარმატება ჯეი ლოსთან 1990 წელს მოვიდა, როცა 'ფოქსის' კომედიურ ტელესერიალში 'ცოცხალი ფერები' მიიწვიეს სათამაშოდ. მისი შემდეგი ნამუშევრები ტელევიზიაზე გახდა როლები ტელესერიალებში 'Second Chances' и 'Hotel Malibu' (ამ ტიტრებში ის მელინდა ლოპეზის სახელითაა აღნიშნული), ასევე სატელევიხიო ფილმში 'Nurses On The Line: The Crash Of Flight 7', რომელიც 1993 წელს იყო გადაღებული.
ჯენიფერის პირველი დებიუტიდიდ ეკრანებზე 1995 წელს გამოსული ფილმი გახდა 'Money Train', სადაც მან უესლი სანიპერთან და ვუდი ხარელსონთან ერთად ითამაშა. შემდეგ იყო როლი ფილმში «My Family, Mi Familia». ამ სურათში მონაწილეობისთვის ჯენიფერი ერთ მილიონ დოლარს მიიღებს და ყველაზე მაღალანასღაურებადი ლათინოამერიკელი მსახიობი ხდება კინოს ისტორიაში.
ჯენიფერ ლოპესის პორტრეტი არასრულია, თუ არაფერს ვიტყვით მის მუსიკალურ კარიერაზე. ის რამდენიმე მუსიკალურ ჟანრს ფლობსერთდროულად. 1998 წელს ჯენიფერი გადაწყვეტს მუსიკით დაკავდეს და ისეთ ცნობილი პროდიუსერების დახმარებით, როგორებიცაა ემილიო ესტეფაბი, რონი ჯერკინსი და პაფ დედი, რომელიც მოგვიანებით მისი ბოიფრენდი გახდება, თავისი სადებიუტო ალბომის ჩაწერას «On The 6» დაიწყებს. დისკმა სახელწოდება მიიღო მატარებლის ნომრის გამო, რომლითაც ჯენიფერი 10 წლის წინ სახლიდან წავიდა თავისი ბედის შესახვედრათ. შემდეგ წელს ალბომი გამოდის გა ზაფხულის ერთერთ ცხელ ხიტად იქცევა.
ის შემდეგ კიდევ ორ სინგლს ჩაწერს
ამ რეალიზიდან – 'Play' და 'I'm Real' – რომლებსაც ჯა რულთან ერთად გამოუშვებს. ჯენიფერი გაწყვეტს ურთიერთობას პაფ დედისთან და მალევე ცოლად გაყვება თავისი ჯგუფის მოცეკვავეს კრის ჯადს. ახალ ალბომს 'This Is Me… The' მსახიობი და მომღერალი 200 წლის გაზაფხულზე გამოუშვებს. სიმღერის 'Jenny From the Block' კლიპში ბენ აფლეკის შემჩნევა შეიძლებოდა, თვითნ ალბომში კი სასიყვარული ბალადა იყო ჩაწერილი სახელწოდებით 'Ben', აშკარა გახდა, რომ ჭორები, რომლებიც ბოლო დროს დადიოდა, გამართლებულია – ჯენს აფლექტან რომანი აქვთ. მთელი 2003 წელი ამ წყვილმა მსოფლიო პრესის ყურადღებაში გაატარა. სად ხედავდნენ ერთად, რა აჩუქა ბენმა, სად და როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს – მთელი ეს ინფორმაცია ჟურნალების და გაზეთების ფურცლებიდან არ ქრებოდა. ბენმა და ჯენიმ გადაწყვიტეს ერთად ეთამაშათ რომანტიკულ კომედიაში 'ჯილიი'. წყვილმა ნიშნობის შესახებ გამოაცხადა და ფილმის პრემიერის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. თუმცა, ფილმი ჩავარდა კინოგაქირავებაში და კრიტიკოსებმაც მიწასთან გაასწორეს. წყვილმა ქორწილი გადადო, შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიდო... საბოლოოდ კი საერთოდ არ შედგა. ბენმა და ჯენინ იმ დროისთვის უკვე ახალ ფილმში შეუდგნენ გადაღებებს თავის ძველ მეგობართან აფლეკ კევინ სმიტთან ფილმში 'გოგონა ჯერსიდან'. ამ ფილმმაც დიდი წარმატება ვერ მოიპოვა. 2004 წლის იანვარში ლოპეზმა და აფლეკმა ოფიციალურად გამოაცხადეს დაშორების შესახებ. ჯენმა გადაწყვიტა რაღაც დროით ყველასთვის დაკარგულიყო. ამ წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში 'მოდით ვიცეკვოთ' ცეკვის მასწავლებლის როლში, და ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად კვალვ გათხოვდა, ამ ჯერად ის ლათნოამერიკული პოპ–სცენის ვარსკვლავს მარკ ენტონის გაყვა ცოლად. 2005 წლის დასაწყისისთვის ჯენმა გადაწტვიტა, რომ მოვიდა დაბრუნების დრო და ახალი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით 'Rebirth'. ერთერთი სიმღერა ამ ალბომში '(Can't Believe) This Is Me' ჯენისთვის მისმა ქმარმა დაწერა.


ფილმები:
1 სასაზღვრო ქალაქი (2006)
Bordertown
2 მომღერალი (2006)
El Cantante
3 თუ დედამთილი - ურჩხულია (2005)
Monster-in-Law
4 დაუმთავრებელი სიცოცხლე (2005)
An Unfinished Life
5 მოდი ვიცეკვოთ? (2004)
Shall We Dance
6 ჯილი (2003)
Gigli
7 ქალბატონი მოახლე (2002)
Maid In Manhattan
8 საკმარისია (2002)
Enough
9 ანგელოზის თვალები (2001)
Angel Eyes
10 საქორწილო არეულობა (2001)
The Wedding Planner
11 გალია (2000)
The Cell
12 სისხლი და ღვინო (1997)
Blood and Wine
13 ანაკონდა (1997)
Anaconda
14 სელენა (1997)
Selena
15 შესახვევი (1997)
U-Turn
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2427 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024