♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » ჯანსაღი თვითშეფასების გამოვლინება
6:38 PM
ჯანსაღი თვითშეფასების გამოვლინება


სახე, საუბრის მანერა და მოძრაობა ცხოვრებისგან მიღებულ სიამოვნებას ირეკლავს.
ადამიანს ახასიათებს ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე მსუბუქი, პირდაპირი და პატიოსანი საუბარი (ფაქტებისადმი მეგობრული დამოკიდებულება).

კომფორტის შეგრძნება კომპლიმენტის, გამართლების, კეთილ გამოხმაურების და ა.შ. მოსმენისას.

ადამიანი ღიაა კრიტიკისთვის და აღიარებს შეცდომებს, რადგან თვითშეფასება არაა მიბმული ”სრულყოფილების” ხატთან.

სიტყვებისა და მოძრაობების თვისებაა სიმსუბუქე და სპონტანურობა (არა არსებობს საკუთარ თავთან ბრძოლა).
ადამიანის ნათქვამ-გაკეთებულსა და იმას შორის, თუ როგორ გამოიყურება, როგორ საუბრობს და როგორ მოძრაობს იგი არსებობს ჰარმონიული კავშირი.

ახალი იდეების, ახალი გამოცდილების, ახალი ცხოვრებისეული შესაძლებლობების მიმართ ღია და ცნობისმოყვარე დამოკიდებულების პრინციპი.

შფოთისა და საფრთხის შეგრძნება (თუკი არსებობს) ნაკლებად ძლიერია, რადგან მათი მიღება, მათი მართვა და განცდა იშვიათად მიიღება ისეთ რამედ, რაც აუტანლად რთულია.

ადამიანს აქვს უნარი, ცხოვრების - საკუთარისა და სხვისი - იუმორისტული ასპექტებით დატკბეს.

სიტუაციებსა და ამოცანებზე რეაგირებაში მოქნილობაა, რომელიც გამომგონებლობასა და ლაღ დამოკიდებულებაში ვლინდება. რადგან ადამიანი საკუთარ თავს ენდობა, ხოლო სიცოცხლე არ აღიქმება ბედისწერის სათამაშოდ.

დამაჯერებელი (არააგრესიული) ქცევა, საკუთარი და სხვისი, კომფორტით აღიქმება.

სტრესის პირობებშიც კი არსებობს ჰარმონიულობისა და ღირსების შენარჩუნების უნარი.

ჯანსაღი თვითშეფასების ფიზიკური კორელატები:

თვალები - ცოცხალი და ანთებული.

მოდუნებული სახე, ბუნებრივი ფერი, კარგი კანი (როცა დაავადება არ არსებობს).

ნიკაპის ბუნებრივი მდგომარეობა - ”შეთანხმებული” მთელ სხეულთან.

ქვედა ყბის კუნთები მოდუნებულია.

მხრები სწორად უჭირავს, მაგრამ დაუძაბავად.

ხელის მტევნები მოდუნებული და მშვიდია.

ხელებიც მოდუნებული და მშვიდია.

პოზა კარგად დაბალანსებულია, ზურგი - სწორი და მოდუნებული.

მიზანმიმართული სიარული - აგრესიულობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის გარეშე.

ხმის ინტენსივობა სიტუაციას პასუხობს, წარმოთქმა გარკვეულია და გასაგები.



კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1134 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:30 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024