♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » ივერია
12:01 PM
ივერია
 

1902 წლის 3 აგვისტოს გაზეთმა "ივერიამ" გამოაქვეყნა: "იბეჭდება და 15 მარიამობისთვის გამოვა გასასყიდად ახალი ქართული წიგნი "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" ისტორიული მიმოხილვა მღვდელი პ. კარბელაშვილისა"
წიგნმა "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" საუკუნის შემდეგ დიდი დახმარება გაგვიწია მაცხოვრის ხელითუქმნელი ანჩისხატის ნამდვილი ისტორიის შესწავლაში, რომელიც დამახინჯებული იყო კომუნისტური რეჟიმის პერიოდში. შევეცადეთ მისი ძირითადი ნაწილი გაგვეცნო მკითხველისათვის.


მღვდელ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. იგი მოღვაწეობდა XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I ნახევარში.
პ.კარბელაშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ჭალაში, მღვდლის ოჯახში. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. პ.კარბელაშვილი მოღვაწეობდა ქ.თბილისში, ქ.გურჯაანში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სოფლებში. აქვს გამოცემული სხვადასხვა წიგნები: ,,ქართული საერო და სასულიერო კილოები" (1898წ.), ,,კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი" (1900 წ.), ,,იერარქია საქართველოს ეკკლესიისა" (1901 წ.) და ,,ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ.ტფილისში" (1902 წ.).
პ.კარბელაშვილის არქივში დაცულია მრავალი საინტერესო მასალა. მათ შორის, თვალსაჩინო მამულიშვილების - ექვთიმე თაყაიშვილის, ალ. ხახანაშვილის, თედო ჟორდანიას და სხვათა წერილები.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი დროის მოწინავე მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ალ.ყაზბეგთან, ნ.ნიკოლაძესთან, ივ.ჯავახიშვილთან, მ.ჯანაშვილთან და სხვებთან.
საგულისხმო მონაპოვარია მის მიერ მიკვლეული ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი ქ.გურჯაანში, რომლის პუბლიკაცია მოხდა ჟურნალ ,,ივერიაში" (1880 წ. #3).
1889წ. პ.კარბელაშვილი ეწვია დავითგარეჯის მონასტერს, შეისწავლა იქ არსებული ბიბლიოთეკა. მისი გადმოცემით, იქ 110 ცალი ხელნაწერი წიგნი ყოფილა, რომელთა შორის 22 ტყავზე იყო დაწერილი. პ.კარბელაშვილმა გადმოიწერა და გაშიფრა ამ წიგნების ,,მინაწერები". დავით გარეჯის უდაბნოში ბიბლიოთეკის აღმოჩენის ფაქტს გამოხმაურებია ი.ჭავჭავაძე, რომელიც ,,ივერიის" (1886 წ. #159) მეთაურ წერილში წერდა: ,,ჯერ მარტო დავითგარეჯის უდაბნოში 100-ზე მეტი წიგნი აღმოჩენილა. მათ შორის, ზოგი იმისთანაა თავისი სიძველით, რომ ფასდაუდებელია. რამდენი სხვა ამისთანა მონასტერია ჩვენს ქვეყანაში და რამდენი წიგნი უნდა აღმოჩნდეს ამ მონასტრებში, ვინ მოსთვლის".
პ.კარბელაშვილის ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საერო სიმღერებისა და სასულიერო საგალობლების მოძიება-შესწავლაში. კერძოდ, ქართლ-კახური სიმღერა-გალობის შენარჩუნების საქმეში - ამიტომ ამ საგალობლებს მეორენაირად ,,კარბელაანთ კილოს" უწოდებენ.
აკაკი წერეთელს მოგზაურობის დროს კახეთში (1897 წ.) ღამე გაუთევია სოფელ გურჯაანში, პ.კარბელაშვილის სახლში. წერს პოეტი: ,,ერთი ღამე გზაში მამა პოლიევქტოს კარბელაშვილისას გავათიე, სადაც გავსინჯე მისი ქართული ბიბლიოთეკა და კმაყოფილი დავრჩი" (ა. წერეთელი თხზ. ტ. XIII გვ. 316-317).
პოლიევქტოს კარბელაშვილი გარდაიცვალა 1936 წელს. იგი დაკრძალულია ქ. გურჯაანში.
ძმები კარბელაშვილების შთამომავალნი თვის წინაპართა ღირსეული დამფასებელნი არიან და პედაგოგიურ-მეცნიერულ მოღვაწეობას ეწევიან
ქ.თბილისში. მათ დიდი დახმარება გაგვიწიეს პ.კარბელაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლაში.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1200 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 2:51 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024