♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » "ინტერვიუ სიტყვასთან 2"
1:32 PM
"ინტერვიუ სიტყვასთან 2"



(გაგრძელება)

-ბევრ სტატიაში გონების, რბილად რომ ვთქვათ მოწინააღმდეგედ გამოდიხართ. ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან, პირველი: რატომ ებრძვით გონებას, რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი?.. და მიუძღვის,თუ არა წვლილი გონებას თქვენს დღევანდელ მდგომარეობაში?
-გონებას ჩემს დღევანდელ მდგომარეობაში რასაკვირველია გარკვეული წვლილი მიუძღვის, თუმცა ჩემი "დღევანდელი მდგომარეობის" დეფინირებისას დარწმუნებული ვარ ჩემი და თქვენი ვერსიები ერთმანეთს აცდებიან - რბილად რომ ვთქვათ - ღიმილით დაამატა სტუმარმა. რაც შეეხება გონების წინააღმდეგ ბრძოლას, აქ მერწმუნეთ სირბილე მეტად გამოგვადგებოდა; ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - სიტყვებს "ბრძოლა", "მართლმსაჯულება", ძალაუფლება", "უპირატესობა" და სხვა ერთი შეხედვით უწყინარ ცნებებს ჩემთვის უწმაწური სიტყვების ხმოვანება დაკრავთ; არა!.. მე არავის, არაფერს არ ვებრძვი... მითუმეტეს გონებას; ჩემს ქმედებებს "სააშკარაოზე გამოტანა" შეიძლება დაერქვას და არამც და არამც ბრძოლა, თუმცა თვით "სააშკარაოზე გამოტანაც" თავის თავში პასიური ბრძოლის ელემენტსაც შეიცავს, მაგრამ ეს ის არ არის, რამაც თქვენს კითხვაში გაიჟღერა.
რაც შეეხება ვარაუდს. იცით რაშია საქმე... როდესაც ვინმე რაიმეს ვარაუდობს, იგი თავისი ვარაუდის გახმოვანებას ხშირ შემთხვევაში შემდეგი სიტყვებით იწყებს: "ვვარაუდობ,რომ..." და ამით "ვარაუდის",როგორც მერყევი, არასაიმედო ცნების სტატუსს აძლიერებს. ნებისმიერი ვარაუდი გამომდინარეობს არსებული ინფორმაციიდან, რომელიც გონების თაროებზეა განლაგებული და იგი შეიძლება ცვლადი, ესე იგი მცდარი აღმოჩნდეს, რასაც თავად ფრაზის ფორმულირებაც ხაზს უსვავს: "ვვარაუდობ, რომ..." მოდით ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ; როდესაც მე სიტყვა გონებას ვხმარობ, არასდროს არ ვგულისხმობ რუსულ разум-ს
არამედ რუსულ- рассудок-ს... თუ გესმით ამ ორ ცნებას შორის არსებული სხვაობა, ხომ კარგი, თუ არადა რუსული ენის სპეციალისტების დახმარებით სარგებლობა მოგიწევთ, იმიტომ, რომ სიმართლე რომ გითხრათ ამ ორივე სიტყვის ქართულ შესატყვისად სიტყვა "გონების" გარდა ვერაფერი ვერ მოვიძიე... კარგით, დავუბრუნდეთ ვარაუდს და მინდა გულისყურის დაძაბვა გთხოვოთ.
"მებრალება! მიხარია! აღფრთოვანებული ვარ! მიყვარს! ბედნიერი ვარ!" შეეცადეთ ნებისმიერ ზემოთხსენებულ მტკიცებას წინ "ვვარაუდობ, რომ..." განუთავსოთ; თუ გამოგივათ... ა რ-გ ა მ ო გ ი ვ ათ! "ვ ი ც ი, რომ მებრალება! ვ ი ც ი, რომ მიხარია! ვ ი ც ი, რომ აღფრთოვანებული ვარ! ვ ი ც ი, რომ მიყვარს! ვ ი ც ი , რომ ბედნიერი ვარ!"... იცით რატომ? არცერთი ზემოთმოყვანილი განცდა, გონების კომპეტენციის, მისი მართველობის ქვეშ არ ექცევა.
ა ს ე - რ ო მ - მ ე - ა რ - ვ ვ ა რ ა უ დ ო ბ. მ ე - ვ გ რ ძ ნ ო ბ - ა ნ - ვ ე რ - ვ გ რ ძ ნ ო ბ ! ვ ი ც ი - ა ნ - ა რ - ვ ი ც ი !

- ბატონო ლეონტი, რელიგიის შესახებ რას გვეტყოდით? რა არის რწმენა?.. და რა როლს თამაშობს იგი დღევანდელ მსოფლიოში?
- რწმენა დღევანდელ მსოფლიოში დიდ როლს თამაშობს... მაპატიეთ!.. რ წ მ ე ნ ი თ - დ ღ ე ვ ა ნ დ ე ლ - მ ს ო ფ ლ ი შ ი - დ ი დ ი - რ ო ლ ე ბ ი - თ ა მ ა შ ო ბ ე ნ...


რწმენა

არიან ადამიანები და ისინი კაცობრიობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათ წამთ; მათი რწმენის მარტივ მამრავლებად დაშლა კი გვაძლევს იმედს და გვაძლევს შიშს. მათი რწმენა შიშით გაზავებული იმედია; შიშით გაზავებულ იმედს განიცდის პატიმარიც, რომელიც განაჩენის მოლოდინშია, მხოლოდ მის შიშით გაზავებულ იმედს რწმენას მის გარდა არავინ დაარქმევს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კაცთა სასამართლოს, იდუმალების ელფერი მხოლოდ მსჯავრდებულისთვის დაკრავს... და სხვისთვის არავისთვის.
ი დ უ მ ა ლ ე ბ ი ს - წ ი ნ ა შ ე - შ ი შ ი თ - გ ა ზ ა ვ ე ბ უ ლ ი - ი მ ე დ ი - ა რ ი ს - უ მ რ ა ვ ლ ე ს ო ბ ი ს თ ვ ი ს - რ წ მ ე ნ ა.
ი დ უ მ ა ლ ე ბ ი ს - ა რ ს ე ბ ო ბ ის - ა ღ ი ა რ ე ბ ა - ა რ ი ს - უ მ რ ა ვ ლ ე ს ო ბ ი ს თ ვ ი ს - რ წ მ ე ნ ა.
დრევანდელ ადამიანთა უმრავლესობა აღიარებს საიდუმლოს არსებობას, თუმცა მასთან შეხების წერტილები არ ქონია... ა რ - უ გ რ ძ ვ ნ ი ა. მათ წამთ იმიტომ, რომ წამდათ მათ მამებს, ბებიებს, ბაბუებს... მათ არ შეუძლიათ არ წამდეთ! ბოლოსდაბოლოს ისინი სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებს ნაზიარებნი, სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებს "ნაჩუქარნი" არიან. ქრისტიანობის შემთხვევაში ისინი მონათლულნი არიან, მათ არ შეუძლიათ არ წამდეთ; ისინი "ვალდებულნი" არიან თავიანთი ეთნიკური, თუ რელიგიური წარმომავლობის წინაშე. პარადოქსია!.. ისინი შებოჭილნი არიან არა რწმენით, არამედ წლებით -დროით განმტკიცებული ტრადიციით. ისინი, რომლებშიც მარადისობაა განაწილებული, გათოკილნი, შეშინებულნი არიან ტრადიციებით, რომელთაც ადამიანთა განსაზღვრულმა ფენებმა თავიანთვის სასარგებლო მიმართულებები მისცეს. მე ვერასოდეს ვერ გავუგებ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს (და ამ შემთხვევაში ქრისტიანობა მაქვს მხედველობაში), რომელიც შეიძლება რწმენას შიშს უფარდებდეს... თუ კაცი "იცნობს" ღმერთს, მას ვერ შეაშინებს ვერაფერი... ყველაზე საზარელი რამეც კი, რასაც ადამიანის გონება შეიძლება შეწვდეს... კაცმა შეიძლება წაგართვას ეკლესია, სამშობლო... და ყველაფერი ის, რის წართმევაც შეიძლება... ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი... მაგრამ ერთხელაც გავნმეორდები, ნუთუ მას ვინც ღმერთს "იცნობს" ამან შეიძლება შიშის ზარი დასცეს? არა!.. ასეთი ადამიანები ღმერთს არ იცნობენ! ისინი საკუთარი გონებების წინაშე არიან ფეხმორთხმულნი. ასეთი ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს შებღავლოს გარემოცვას: ვისი გწამთ ხალხნო?! ხედავთ რაიმეს?! იქნებ დამანახოთ მეც!.. მეც, რომელიც ყველა წესს დავიცავდი! ყველა ცოდვას გვერდს ავუვლიდი! ლოცვანს გული ჯიბით დავატარებდი! წინაპრების რწმენას ჩემში ვაცხოვრებდი! თქვენ იცით რა არის რწმენა?! ვინ არის ღმერთი?! თუ თქვენც ჩემსავით ტრადიციის დარაჯები ხართ?!
დიახ, ასეთი ადამიანები არიან!
ადამიანთა დიდი ნაწილი აღიარებს საიდუმლოს არსებობას და მასთან დრო და დრო შეხების წერტილებიც აქვს... გ რ ძ ნ ო ბ ე ნ დრო და დრო; ისინიც ამა თუ იმ ეთნიკური და რელიგიული წარმომავლობის მიხედვით თავიანთ გ რ ძ ნ ო ბ ა ს განსაზღვრულ რელიგიულ მიმართულებებს, ანუ განსაზღვრულ ტრადიციებს, რიტუალებს უქვემდებარებენ; ისინი გრძნობენ მაშინ, როცა რომელიმე რელიგიული რიტუალის მოწმენი ან მონაწილენი ხდებიან; რასაკვირველია ამ საოცარ შეგრძნებას ისინი იმ ღმერთს მიაწერენ, რომელსაც მიწაზე მათი რელიგია წარმოადგენს; რასაკვირველია იდუმალებასთან ეკლესიაში შეხებისას ქრისტიანს უფრო ღრმად გაუჯდება იმის რწმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. მეჩეთში მუსულმანს უფრო ღრმად გაუჯდება იმის რწმენა, რომ მუსულმანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. სინაგოგაში ებრაელს კიდევ უფრო ღრმად გაუჯდება რწმენა, რომ იუდაიზმი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა.
ასეთ ადამიანებს წამთ; დიახ, ისინი გრძნობენ მაშინ, როდესაც ღმერთის სახელზე, მისი სახელით აგებულ ტაძარში იმყოფებიან, სადაც შეუძლებელია გაძვირებულ ბენზინზე და გაფუჭებულ ონკანზე ფიქრი. შენობიდან გამოსული ადამიანი კი ავტომატურად უბრუნდება გონებრივ აქტიურობას; მან ღმერთი ტაძარში დატოვა; მას თავის და უნებურად გონია, რომ ღმერთი ეკლესიებში, მეჩეთებში და სინაგოგებში ცხოვრობს. მ ა ნ - დ ა ტ ო ვ ა - ღ მ ე რ თ ი ს - ს ა ხ ლ ი - დ ა - დ ა უ ბ რ უ ნ დ ა - თ ა ვ ი ს ა ს... მ ა ს - ე ს მ ი ს ... ა რ ა, ი გ ი - ფ ი ქ რ ო ბ ს!.. ფ ი ქ რ ო ბ ს - მ ზ ი ს - ს ი ნ ა თ ლ ე ს , ფ ი ქ რ ო ბ ს - თ ო ვ ლ ი ს - ფ ა ნ ტ ე ლ ი ს - ც ვ ე ნ ა ს , დ რ ო ი ს - ს ვ ლ ა ს - ფ ი ქ რ ო ბ ს... ი გ ი - ც ხ ო ვ რ ე ბ ა ს - ფ ი ქ რ ო ბ ს ! ი გ ი - ფ ი ქ რ ო ბ ს ... ა რ ა , მ ა ს - ე ს მ ი ს, რ ო მ - ა ქ - ღ მ ე რ თ ი ს - ა დ გ ი ლ ი - ა რ - ა რ ი ს ! მ ა ს - გ უ ლ წ რ ფ ე ლ ა დ - გ ო ნ ი ა, რ ო მ - ღ მ ე რ თ ი - ი ქ - დ ა რ ჩ ა !.. ზ ა რ ე ბ თ ა ნ , ს ა ნ თ ლ ე ბ თ ა ნ , ხ ა ტ ე ბ თ ა ნ.
ადამიანების ამ ნაწილის ღმერთთან ნაცნობობის ხანგრძლივობა, მათ მიერ რელიგიულ რიტუალებში გატარებული წუთებით, საათებით და უკეთეს შემთხვევაში დღეებით იფარგლება.
დიახ, ისინი მორწმუნენი არიან! მათ უგრძვნიათ, მაგრამ გონებას მათ ცხოვრებაში წამყვანი პოზიციები უჭირავს და აქედან გამომდინარე მათი რწმენაც შიშით გაზავებული იმედია!
არიან ადამიანები... და ასეთებიც მრავლად არიან, რომლებიც ჭეშმარიტების შეგრძნებისათვის არ საჭიროებენ კონკრეტულ მომენტში რელიგიული რიტუალებით ან რელიგიულ სიმბოლოებთან ურთიერთობებით თავის დაკავებას;
მათთვის საკმარისია მაგალითად წყნარი მელოდიის... ან სულაც ბუნების "მელოდიის" ფონზე ჰორიზონტის ან ნებისმიერი სხვა სულისშემძვრელი ხედის
გ რ ძ ნ ო ბ ი თ მოოჭვილი მზერით და სმენით ფერება... ამ დროს იღვიძებს ის,
ამოდის ზედაპირზე ის, რაც ყველას ზედაპირზე რომ გააჩნდეს, მაშინ დავიბრუნებდით იმას, რაც ერთხელ დავკარგეთ...რა არის ეს?! რა იყო ეს?! ქრისტიანი პასუხის ძებნას რასაკვირველია ეკლესიაში დაიწყებს, ისევე როგორც მუსულმანი მეჩეთში, ებრაელი სინაგოგაში... (მეცნიერი კი ტვინში.)
დიახ, მათ წამთ!.. და თუ მათი რწმენა ცოდნაში გარდამავალი იყო, რელიგიული ინსტიტუტი მათ თითქმის ცოდნას შიშისა და იმედის ნაზავის დონეზე დააბრუნებს.
ცოტანი არიან ისინი, ვინც გრძნობს... ყოველთვის და ყველგან; ვისაც უმიზეზო გრძნობა ახრჩობს... გრძნობა, რომლის ინტენსიურობაშიც პასუხი იკვეთება; ე რ თ ი ! დ ი დ ი ! ყ ვ ე ლ ფ რ ი ს მ ო მ ც ვ ე ლ ი - პ ა ს უ ხ ი...
მე არ ვსაჭიროებ მიღებული ცოდნის ეკლესიაში, მეჩეთსა, თუ სინაგოგაში გადამოწმებას; თავად შემიძლია გავუზიარო ნაგრძნობი... მეღიმება იმაზე გაფიქრებისას, რომ თურმე გ რ ძ ნ ო ბ ა, რომელიც გამომინთავისუფლდა ვალდებული ვარ გონების მიერ შექმნილ ინსტიტუტებს მივუძღვნა, სადაც ზეპირსიტყვაობა უფრო ჭარბობს, ვიდრე ს უ ლ ი ს თ ქ მ ა ს ა ვ ს ე ს ი ნ ა თ ლ ი თ... არა!.. ეკლესიის წინააღმდეგი არაფერი მაქვს... პირიქით! ცხოვრების ორომტრიალში ათქვეფილ ადამიანს მხოლოდ რელიგიული რიტუალი, მისი იდუმალება თუ აფხიზლებს, თუნდაც იმ მოკლე დროის განმავლობაში, რომელსაც რიტუალი მოითხოვს. მე უბრალოდ ის გულუბრყვილო, გაუთვითცნობიერებელი ცინიზმი მაოცებს, რომელიც რელიგიის მსახურთა თავისსავე კონფესიების განდიდებაში ისმის; არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანი თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იდუმალების ატმოსფეროში ატარებდეს, მისი საქმიანობა საიდუმლოსთან ურთიერთობით იყოს შემოფარგლული და იმავდროულად ვერ ხედავდეს, ვერ გ რ ძ ნ ო ბ დ ე ს... ვერ
წვდებოდეს საგნების არსს! პასუხი შეიძლება მხოლოდ ასეთი იყოს: მასაც საქმე აქვს!.. იგიც დაკავებულია დათვლით, გათვლით, პროგნოზით, ვარაუდით... მას გ ო ნ ე ბ ა - გ რ ძ ნ ო ბ ი ს ჭიდილში პასუხი ვერ ამოუცნია!.. არა, იგი ღმერთს არ იცნობს!.. იგი უბრალოდ მის ტაძარში მსახურობს, საქმიანობს...
მე არ მჭირდება ღმერთთან ვიზიტისათვის მისი ტაძრის სტუმრობა...
მ ე - ვ ა რ - ღ მ ე რ თ ი ს - ტ ა ძ ა რ ი !
ა რ - ვ ს ა ჭ ი რ ო ე ბ - ი დ უ მ ა ლ ე ბ ა შ ი - ც ა ლ ი - თ ვ ა ლ ი თ - ჭ ვ რ ე ტ ა ს!
ღ მ ე რ თ ი ს - გ რ ძ ნ ო ბ ი ს თ ვ ი ს - ს ა ი დ უ მ ლ ო - ფ ა რ დ ი ს - თ ი თ ით - შ ე ხ ე ბ ა ს ა ც - ა რ - ვ ს ა ჭ ი რ ო ე ბ ! მ ე - ი დ უ მ ა ლ ე ბ ა ს - ფ ა რ დ ა - ა ვ ხ ა დ ე !
მ ე - ვ გ რ ძ ნ ო ბ - გ ა დ ა ჭ ე დ ი ლ - ა ვ ტ ო ბ უ ს შ ი ც - მ დ უ მ ა რ ე - ტ ბ ი ს -
ნ ა პ ი რ ა ს - მ ჯ დ ო მ ა რ ე ც !.. ე კ ლ ე ს ი ა შ ი ც - დ ა - ღ ა მ ი ს - კ ლ უ ბ შ ი ც!..
მ ე - მ ზ ი ს - ს ი ნ ა თ ლ ე ს - ვ გ რ ძ ნ ო ბ !.. ვ გ რ ძ ნ ო ბ - თ ო ვ ლ ი ს - ფ ა ნ ტ ე ლ ი ს - ც ვ ე ნ ა ს !.. დ რ ო ი ს - ს ვ ლ ა ს - ვ გ რ ძ ნ ო ბ !.. მ ე - ვ გ რ ძ ნ ო ბ - გ რ ძ ნ ო ბ ი ს... ღ მ ე რ თ ი ს - ყ ო ვ ლ ი ს მ ო მ ც ვ ე ლ ო ბ ა ს !!! მ ე - ა რ - მ ე შ ი ნ ი ა - დ ა - ა რ - ვ ი მ ე დ ო ვ ნ ე ბ... მ ე - ა რ - მ წ ა მ ს !.. მ ე - ვ გ რ ძ ნ ო ბ !.. მ ე - ვ ი ც ი !

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 974 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024