♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » "ინტერვიუ სიტყვასთან"
1:22 PM
"ინტერვიუ სიტყვასთან"


წლების ძეები და წლების ასულები, წლებივით ბევრი, ჭრელი მორალები;
მარადი აწმყოს პაწია წარსულები, მარადი აწმყოს პაწია მომავლები...
"ინტერვიუ სიტყვასთან"
(ნაწყვეტი)

-ბატონო ლეონტი, ეს კითხვა თქვენი მისამართით არაერთხელ მოგისმენიათ და მაინც, ჩემი თხოვნა იქნებოდა გაგენმარტათ ჩვენი მაყურებლისთვის... რას გულისხმობთ "სიზმარში ღვიძილით და რატომ გეპარებათ ეჭვი თქვენი საქციელის მართებულობაში, რომელსაც თქვენ "სხვისი გაღვიძების მცდელობას უწოდებთ?

მე უსაქმური ვარ!


შეეცადეთ ზღვა აღიქვათ სიცოცხლედ, ტალღა კი ცხოვრებად; ტალღა ჩნდება, იზრდება, ძლიერდება, სუსტდება, პატარავდება და ქრება ზღვაში. ეხლა კი წარმოიდგინეთ ტალღა, რომელიც სადღაც შუა ეტაპზე გაშეშდა, შემდეგ ზღვაში ჩაყვინთა და მისი ზედაპირის ქვეშ განაგრძო გზა; იგი აღარ არის ზღვის ზედაპირზე ხმაურით მგორავი ცხოვრება; აღარ არის მშფოთვარე ღელვის ნაწილი; იგი შერწყმულია ჩუმ სიცოცხლეს, სადაც ბასრი გრძნობა-მელოდია მეფობს; ღელვის ხმა მის სმენას აღარ ახშობს; იგი გრძნობს იმას, რაც ზედაპირზე არ იგრძნობა; ზედაპირზე იგი საყოველთაო ხმაურის ნაწილია; მან ტალღის წარმომავლობა შეიცნო, მისი მომავალი შეიგრძნო; მას ამოყვინთვის სურვილი აღარ აქვს; იგი პასუხს არის შერწყმული და ვერავინ აიძულებს ვარაუდების გარემოში დაბრუნებას; მას გული ეკუმშება იმის შემხედვარეს, თუ როგორ ცდილობენ სხვა ტალღები მის ზემოთ ამოთრევას, ვერ ათვითცნობიერებენ რა ს ა ი დ ა ნ.
მე მადლობელი ვარ! მადლობელი ვარ გრძნობის,რომელმაც ცხოვრების ადრეულ ეტაპზე "გამაშეშა" და გონება "დამიხრჩო". მადლობელი ვარ ყველა იმ სასიამოვნო, თუ უსიამოვნო მოვლენის, რომლებმაც ამას ხელი შეუწყეს. მე არ მრცხვენია... ა რ მ ე შ ი ნ ი ა იმის მტკიცების, რომ მე თვითონ ვარ ხორცში დაბინავებული მადლიერება, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მხოლოდ მე... მ ე უ ს ა ქ მ უ რ ი ვ ა რ. ჩემში ლუკმა პურის შოვნისკენ სწრაფვამ,საზოგადოებაში განსაზღვრული სტატუსის ქონისკენ სწრაფვამ... ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს კ ე ნ სწრაფვამ ადგილი დაუთმო მადლიერების სიტყვებით გამოხატვის მანიას. ჩემში ყოველდღიურობა მოკვდა, რუტინა დადნა... მე უსაქმური ვარ. ჩემი საქმიანობა თარგმანით შემოისაზღვრება; სევდის თარგმანით, სიხარულის თარგმანით... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს თარგმანით!.. მე გ რ ძნობად ვიქეცი და გრძნობას სიტყვის ფორმას ვაძლევ... ღ მ ე რ თ ს ვ თ ა რ გ მ ნ ი!.. მე უსაქმური ვარ.
არ ვიცი რით ვანუგეშო მშენებელი, რომელსაც სახლი აქვს ასაშენებელი; არ ვიცი როგორ დავაიმედო ბუღალტერი, რომელსაც ანგარიში აქვს ჩასაბარებელი, რით დავეხმარო მინისტრს, რომელიც ხელისუფალის ზარს ელოდება; არ ვიცი როგორ შთავაგონო ხელისუფალს, რომელიც თავისი ყოველი ფორიდან ძალაუფლებას "ასხივებს" - ნათარგმნით?! არაფერი გამომივა!.. სანამ მათ საქმე აქვთ, სანამ ყოველდღიურობის წნეხის ქვეშ ცხოვრობენ, მანამდე ისინი გულწრფელად იქნებიან დარწმუნებულნი იმაში,რომ ნუგეშს, თანაგრძნობას და სიბრალულს მე თვითონ ვსაჭიროებ... მ ე ლ ო დ ი ი ს აღქმას ისინი ვერ შეძლებენ... სანამ მათ საქმე აქვთ. მოვა განშორების წამი, მშენებელი გ ა ა ხ ე ლ ს თვალს და ნოტებით აშენებულ სახლს დაინახავს; ძალაუფალს კი "ძალაუფლება" როგორც ცნება მიატოვებს.
მე სიზმარში მღვიძავს და არ ვიცი სწორად ვიქცევი, თუ არა სხვის გაღვიძებასაც, რომ ვცდილობ. ადამიანი, რომელიც შეიცნობს, ყველანაირი სახის მიწიერ მიდრეკილებას და მისწრაფებას დაკარგავს; ის, ვინც გაიღვიძებს, ავტომატურად შეიგრძნობს, დაინახავს ღელვის უმნიშვნელობას, ხმაურის სიცრუეს, მის დამანგრეველ ხასიათს და დამიჯერეთ მას უსაქმურად ქცევის დიდი შანსი გაუჩნდება; მის ერთადერთ საქმიანობად გ რ ძ ნ ო ბ ი ს თარგმანი, შეცნობილის გამოხატვა თუ იქცევა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ თარჯიმანი ფერი, ბგერა, სიტყვა ქმედითუნარიანნი არიან. სხვა შემთხვევაშ კი, ესე იგი იმ შემთხვევაში, როცა მისი გონება ზემოთჩამოთვლილ მონაცემებს არ ფლობს - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მასში ასეთი ინფორმაციის ჩატვირთვას თავის დროზე არავინ, შემდგომ კი თავადაც არ შეეცადა - გითხრათ როგორ მოიხსენიებს მას "გონიერი" საზოგადოება?- ბრიყვი, ჭკუათხელი, სულელი... უკეთეს შემთხვევაში დეპრესიული და ა.შ. მხოლოდ იმიტომ, რომ მას ცხოვრებაში ფუნჯი არ ჭერია ხელში, სოლფეჯიოზე არ უვლია და სიტყვის მარაგის ნაკლებობას განიცდის, მხოლოდ ამიტომ საზოგადოება მას თავში ხელს წამოარტყავს... მას, რომელშიც ცისარტყელა ანათებს, მელოდია მღერის... ღ მ ე რ თ ი ღ ა ღ ა დ ე ბ ს!.. თარჯიმანი კი დუმს.
მე კი მიხარია! მე არ ვეჭვობ, არ მშურს, არ მრცხვენია და არ მძულს... მ ე ა რ მ ე შ ი ნ ი ა! მე ვგრძნობ და ესე იგი ვიცი - ს ა ი დ ა ნ ? ს ა ი თ ? რ ი ს თ ვ ი ს ? მე ვარ უსაქმური, რომელსაც ღვიძავს და რომელიც მძინარე საქმიანების მიერ მართულ გარემოში ცხოვრობს. მე უკვე დღეს მიხარია განშორების წამი, როდესაც "მი"-ზე ან "სოლ"-ზე მოქანავე, მომტირალი სიცილით, ან მომცინარი ტირილით მივაყრი მშენებელს, ბუღალტერს, მინისტრს, ხელისუფალს: როგორ გალამაზდით ჩემო კარგებო! მოყევით!.. როგორი კმაყოფილები ხართ გზით?!- მე უკვე დღეს მახარებს მათ თვალებში სველი ჭეშმარიტების თვალიერება: "ღმერთო ჩემო!.. ნუთუ ამის დავიწყება შესაძლებელი იყო?!.."
არ მინდა საერთო მქონდეს რაიმესთან, რაც ამ შ ე გ რ ძ ნ ე ბ ა ს გამიყუჩებდა;
არ მინდა დათვლით, გათვლით, მოვლენის ანალიზით ვიყო დაკავებული; არ მინდა და არც გამომივა დავივიწყო ის, რაც გამახსენდა... ა რ მ ი ნ დ ა დ ა ვ ი ძ ი ნ ო!.. მინდა გავაღვიძო... გავაღვიძო ვინ?.. ჩემი მეგზურების გარდა და მათ გარდა, ვინც თვითონაც ი ც ი ს, ყველა დანარჩენი ჩემს მცდელობაში დათვლას, გათვლას, სარგებელისკენ სწრაფვას დაინახავს. ისიც ვიცი, რომ სიტყვად თქმული გ რ ძ ნ ო ბ ი ს მხატვრული შინაარსის და ესე იგი უმრავლესობისთვის მისი ზედაპირულად აღქმა გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე მისი სრულად, დამსახურებისამებრ შეგრძნება, მაგრამ მე ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები.
მ ე - ვ ა რ - გ რ ძ ნ ო ბ ა ! - მ ღ ვ ი ძ ა ვ ს ! - მ ა ქ ვ ს - ს ი ტ ყ ვ ა... დ ა - ე ს ე - ი გ ი - ღ ა ღ ა დ ე ბ ი ს თ ვ ი ს - ვ ა რ - გ ა ნ წ ი რ უ ლ ი... მ ე - უ ს ა ქ მ უ რ ი - ვ ა რ !




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1164 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:11 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024