♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » იდეალური ქალი. მოხიბვლის ხელოვნება
5:27 PM
იდეალური ქალი. მოხიბვლის ხელოვნება
  

ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ სილამაზე საკმარისი არ არის. საჭიროა ცოტაოდენი გამართლება, ასევე მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ცოდნა. საჭიროა იყოთ დაჟინებული თქვენს მისწრაფებებში, არ დანებდეთ მარცხს და თავი არ დაკარგოთ გრანდიოზული ტრიუმფის შემთხვევაში. მაგრამ არის კიდევ ერთი თვისება, რომლის ქონაც შესაძლოა დიდი უპირატესობა იყოს ცხოვრებუისეული წარმატებისაკენ სავალ გზაზე. სამწუხაროთ, იგი ყველა ქალს არ ახასიათებს, მხოლოდ ზოგიერთ ბედნიერს აქვს შესაძლებლობა მოიმკას იმის ნაყოფი, რასაც ერთნი ქარიზმას უწოდებენ, მეორენი - მოხიბვლის ხელოვნებას, მესამენი - უბრალოდ მომხიბვლელობას.

კომპანიაში მოხვედრისას ასეთი ქალები მაშინვე იმსახურებენ გარშემომყოფთა ყურადღებასა და სიმპათიას. თქვენ კი გაოცებული აანალიზებთ, რაშია მისი წარმატების საიდუმლო? უშნო სულაც არ არის, მაგრამ ლამაზმანსაც ვერ დაარქმევთ. თითქოს ერთი ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ მისგან მოდის ჯადოსნური ფლუიდები, რომლებსაც სიტყვით ვერავინ აღწერს.

ასეთი ქალი ფლობს მოხიბვლის ხელოვნებას. იგი მხოლოდ ერთხელ გადაისვამს ხელს თმაზე და გვერდით მყოფი მამაკაცები მზად არიან მისი ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. რბილი ღიმილი, კეთილმოსურნე გამოხედვა და დახვეწილი მოძრაობა - ეს ყველაფერი მამაკაცს გულგრილს არ ტოვებს, რომლის გენეტიკურ სტრუქტურებშიც კოდირებულია ქალის იდეალური სახე. იგი ტყავიდან არ ძვრება, რათა მამაკაცებთან იფლირტაოს და თავი მოაწონოს, მაგრამ მამაკაცები მაინც მის გარშემო ტრიალებენ და არა მხოლოდ მამაკაცები, ბევრი გოგონა ცდილობს მასთან დამეგობრებას და მისი უჩვეულო წარმატების საიდუმლოს ამოცნობას. მაშ ასე, მთავარი თვისება, რომელიც მომხიბვლელ ქალს სხვებისაგან განასხვავებს...

თავდაჯერება:

ამ შესანიშნავ ქალს არ აწუხებს ისეთი ჩვეულებრივი შეკითხვები, რომლებიც ქალთა უმრავლესობას აწუხებს: ღირდა თუ არა იმ კონკრეტულ მამაკაცთან ფლირტის გაბმა, ხომ არ მასუქებს ეს პალტო ან ახალი კაბა და ხომ არ გამოვიყურებოდი სულელურად, როცა წვეულებაზე მკაცრი პიჯაკით მივედი, იქ კი ყველა მაისურებში და ჯინსებში ჩაცმული დამხვდა. ასეთი მომენტები მის ცხოვრებაში უბრალოდ არ არსებობს, რადგან მომხიბვლელი ქალი ყოველთვის დარწმუნებულია იმაში, რომ შესანიშნავად გამოიყურება, რომ მშვენიერია და რომ ყველაფერს სწორად აკეთებს. მაგრამ... არ უნდა აურიოთ ერთმანეთში თავდაჯერება - ზედმეტად თავდაჯერებულობაში. მომხიბვლელი ქალი საკუთარ თავს შემაღლებულ ადგილზე არ აყენებს და ზემოდან არ დაჰყურებს გარშემომყოფებს. მას შეუძლია ყოველ ადამიანში საინტერესო პიროვნება დაინახოს და სწორედ ამიტომაა ადამიანებთან მისი ყურადღებიანი დამოკიდებულება აბსოლუტურად გულწრფელი.
ოპტიმიზმი:

როცა არ უნდა შეხვდეთ მას, იგი თითქოს სულ შესანიშნავ ხასიათზეა და გარშემომყოფები უნებურად იმუხტებიან მისი ოპტიმიზმით. მის გვერდით ადვილად დაივიწყებთ იმას, რომ თქვენი ექსკლუზიური დიეტა უკვე ორი კვირაა არავითარ შედეგს არ იძლევა, არ იცით რა ჩაიცვათ კორპორატიულ წვეულებაზე, ხოლო ახალი თაყვანისმცემელისაგან უკვე სამი დღეა აღარაფერი გესმით. პირიქით, ძალიან მალე დარწმუნდებით, რომ ფოტომოდელის გარეგნობა მხოლოდ პოდიუმზეა კარგი, იპოვით ხერხს წინა წლის სამოსის გახალისებისა ლამაზი, ორიგინალური ბროშით, ან აბრეშუმის შარფით, ხოლო გულმავიწყი კავალერი უბრალოდ შეგეცოდებათ: თუ არ რეკავს, მისთვისვეა ცუდი. მისი ოპტიმიზმის საიდუმლო იმაშია, რომ ყველაზე ცუდ მოვლენაშიც კი შეუძლია იპოვოს რაიმე პოზიტიური ნიუანსი. სამსახურიდან გამოუშვეს? ძალიან კარგი, შანსი ჩნდება რაიმე ახალში წარმოაჩინოს თავი. შეყვარებულმა მიატოვა? შესანიშნავია! მისი საშინელი ჩვევები უკვე დიდი ხანია მობეზრებული ჰქონდა. ახლა იგი თავისუფალია და შეუძლია დატკბეს დამოიუკიდებელი ქალის ბედნიერი ცხოვრებით და თავი არ დაიტვირთოს ზედმეტი საზრუნავით.
ყურადღება მოსაუბრის მიმართ:

სამწუხაროდ, ძალიან ცოტას შეუძლია მოსმენა, ხოლო ამის ცოდნა კი მოხიბლის ხელოვნების ერთ-ერთი არც თუ უმნიშვნელო ნაწილია. ძირითად ყველას ურჩევნია ილაპარაკოს და თანაც, როგორც წესი, საკუთარი თავის შესახებ. ამიტომ, ურთიერთობა უფრო ხშირად ხდება პრინციპით: "ყველა საკუთარი თავის შესახებ". ასეთი საუბრები მიმდინარეობს ერთმანეთის გამხნევებითა და გამართლებით და სწორედ ამიტომ იშვიათობას არ წარმოადგენს. ამის გამო აფასებენ ასე ყურადღებასა და მოსმენის კულტურას ადამიანები. მომხიბვლელი ქალი, ვიდრე საკუთარი თავის შესახებ რაიმეს მოყვება, აუცილებლად მოუსმენს მოსაუბრეს, დააზუსტებს დეტალებს და თუ სიტუაცია ამას მოითხოვს, მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს რჩევას. ყურადღებით გულაჩუყებული და საკუთარი პერსონის მიმართ ინტერესის გამოვლინების გამო ვერც ერთი ადამიანი ვერასოდეს დაივიწყებს ასეთ საყვარელ არსებას და კიდევ დიდხანს დარჩება მისით მოხიბლული. შემდგომში იგი არაერთხელ იტყვის, რომ ასეთი მომხიბვლელი ქალი ცხოვრებაში არ შეხვედრია.
თავის მოვლა და აკურატულობა:

იგი საგულდაგულოდ უვლის თავს: კანი იდეალურ ფორმაში აქვს, თმები უბზინავს, მოდური ვარცხნილობა, აკურატული მანიკური, სუფთა, დაუთოებული სამოსი. ასეთი რომ გახდეთ, მარტო სურვილი არ კმარა. აუცილებელია იზრუნოთ საკუთარ სხეულზე ისევე სისტემატიურად, როგორც ამას ფერმერი აკეთებს საკუთარი ფერმის მოვლისას. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მიიღოთ დამსახურებული ნაყოფი.
სასიამოვნო ხმა:

ესეც მომხიბვლელობის ერთ-ერთი კომპონენტია. არა მარტო ქალებს "უყვართ ყურებით", მამაკაცის სმენა უფრო მახვილიც კია ამ საქმეში. გაიხსენეთ ანტიკური გმირები: ვერაგი სირინოზები ადვილად უმკლავდებოდნენ მათ მხოლოდ და მხოლოდ ტკბილხმიანი ბგერებით. ასევე შეჰერაზადას ჯადოსნური ისტორიები, ვის ხმასაც აშკარად დამაჰიპნოზებელი ზემოქმედება ჰქონდა. ერთი სიტყვით, ხომ გესმით... მაგრამ თუ ბუნებამ არ დაგაჯილდოვათ აღმაფრთოვანებელი ტემბრით და მომაჯადოებელი ბგერების ხმით, ეს სულაც არ ნიშნავას იმას, რომ უნდა შეურიგდეთ ამ უსამართლობას. ჩაიწერეთ თქვენი ხმა მაგნიტოფონზე, წაიმუშავეთ მეტყველებაზე. "მოაშორეთ" თქვენი სასაუბრო რეპერტუარიდან მკვეთრი ნოტები, ოდნავ დაუწიეთ ტემბრს - ხმამაღალი ბგერები ხშირად იწვევს გაღიზიანებას ადამიანებში. რბილი ინტონაციები და ღიმილი - აი ჯადოსნური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ განსაკუთრებული შთაბეჭდილების დატოვებას ქვასავით მაგარ სუბიექტზეც კი.
ნეპერწკალი:

თუ ქალის რაობა ისე ჩანს, როგორც ხელის გულზე - ეს არ არის საინტერესო. მასში უნდა დარჩეს რაღაც იდუმალი... ეს მნიშვნელოვანია. ხან წყნარი და მორცხვია ანგელოზივით, ხან ისეთ მზერას ისვრის, რომ ვნებას აღგიძრავთ... სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული რჩევების მოცემა ამ სფეროში შეუძლებელია. თავის ნაპერკალს ყველა ქალი თვითონ პოულობს. ერთი ზომიერად ექსტრავაგანტული ქცევით გამოირჩევა, მეორეს შეუძლია შექმნას განუმეორებელი სტილი სამოსში, მესამეს თანდაყოლილი იუმორის გრძნობა აქვს, მეოთხეს - ბავშვური უშუალობა. ყველას თავისი ტალანტები აქვს, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ! ფსიქოლოგები ტყულად არ ამტკიცებენ, რომ საკუთარი თავის შეცნობა - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმეა.
დადებითი ენერგეტიკა:

როგორც წესი, ეს არის სამყაროს მიმართ კეთილმოსურნე და პოზიტიური დამოკიდებულება. იმ ადამიანის გვერდით, რომლის სულიერი პეიზაჟი მზით გაჟღენთილ ტროპიკულ სანაპიროებს მოგაგონებთ, კარგად გრძნობთ თავს, მყუდროდ და მშვიდად. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, იგი ძალიან თბილია, მასთან ერთად ორი წუთის შემდეგ თითქოს ფრთები გეზრდებათ. ასეთია მომხიბვლელი ქალი, რომელიც თითქოს "შიგნიდან" ანათებს. ექვსი თვისება - ექვსი შემადგენელი ნაწილი მოხიბვლის ხელოვნების საიდუმლოსი.

მათი ფლობა უკვე ნახევარი წარმატებაა. მაგრამ მომხიბვლელობის საიდუმლოს ამოცნობა შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე ყოველდღიურად. მოუყარეთ საკუთარ თავში ყველაფერ კარგს, დადებითს, გადალახეთ შიშები, სიძნელეები, ხანდახან არაფრის სურვილი, რომელსაც დაღლილობა და იმედის გაცრუება იწვევს აშკარა რეზულტატის არ არსებობის გამო! დაიჯერეთ, რომ ყოველი მცდელობისას, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებით სასურველ მიზანს და მოახლოვდება ის დღე, როცა მოგიწევთ მოისმინოთ აღფრთოვანებული ჩურჩული: "რა მშვენიერია ეს ქალი. რა მომხიბვლელი!"

და ეს სიტყვები თქვენს შესახებ იქნება წარმოთქული...
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1547 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:19 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024