♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » გსურთ იპოვოთ მეორე ნახევარი?
11:27 AM
გსურთ იპოვოთ მეორე ნახევარი?


ყოველდღე ელოდები მას, ეძებ მის გამოხედვას მეტროში, ქუჩაში, სკოლაში, სასწავლებელში, დისკოთეკაზე. სხვადასხვაგვარ ახალგაზრდულ შეკრებებზეც კი დადიხარ, თუნდაც იქაური ატმოსფერო და სიტუაცია არ მოგწონდეს, ოღონდ იპოვო იგი. დრო კი გადის, შენ იზრდები, ხვდები სხვადასხვა ხასიათისა და აღნაგობის ბიჭებს, მაგრამ იცი, რომ "ეს ის არ არის".

შენს დაქალებს ბევრი თაყვანისმცემლები ყავს, ზოგიერთს "ბოიფრენდიც" კი, მეგრამ ისინიც უკმაყოფილოები არიან, მაგრამ თვლიან, რომ ჯობია ასეთი მაინც ყავდეთ, ვიდრე არავინ. შენ კი სულ სხვაგვარი ურთიერთობები გჭირდება, გჭირდება ადამიანი, რომელიც დაგაფასებს, შეგიყვარებს, პატივს გცემს, რომელთან ერთადაც გექნება აბსოლიტური ჰარმონია და ურთიერთგაგება.

რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს აღარ ელოდები, რადგან უკვე იცი, რომ ყველა ადამიანს აქვს ნაკლი. უკვე გადაწყვეტილი გაქვს, აღარ იტირო ღამ–ღამობით ბიჭების გამო, განწყობა არ გაიფუჭო, არ "გადაეწყო" მათი ხასიათის მიხედვით და დარჩე და არა გამოჩნდე ისეთი, როგორიც ხარ. აღიარე საკუთარ თავთან, ეს ყველაფერი გამოგდის???

აღარ გინდა ტანჯვა და ლოდინი, თუ როდის გამოჩნდება "იგი"? დაეთანხმე საკუთარ თავს და იყავი გულახდილი!. "ის" გჭირდება ახლა და აქ. და არა იმიტომ, რომ გაზაფხულია და სიყვარული გწყურია, არამედ იმიტომ, რომ უნიკალური ხარ, განსაკუთრებული. შენ ისეთი გოგონა ხარ, რომელიც შექმნილია მიანიჭოს სითბო, სიყვარული, ალერსი და სიკეთე სხვა ადამიანს. თუ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, შენ არ გეხება, შეგიძლია კითხვა აღარ გააგრძელო.

ახალგაზრდა გოგონას, თავდაჯერებულს, ლამაზს, სიცოცხლის მოყვარეს და იუმორის გრძნობის მქონეს, რა თქმა უნდა არ გაუჭირდება მეორე ნახევრის პოვნა. ანუ, თუ თქვენ თავდაჯერებული ხართ საკუთარ წარმატებაში და გჯრათ, რომ გაგიმართლებთ, კარგი მანერები გაქვთ, სიარულისას მხრებში არ იხრებით, სწორად და ლამაზად საუბრობთ(მკაფიო გამონათქვამების გარეშე), მაშინ ყველაფერი გამოგივათ.

თქვენი ნაცნობები და დაქალები შეიძლება დაკომპლექსებულები იყვნენ გაღუნული ფეხების, ზედმეტი წონის, გამონაყარის ან სხვა ნაკლის გამო. თქვენ კი განათლებული ხართ და იცით, რომ ნებისმიერი ნაკლის წარმოჩენა შეიძლება როგორც უპირატესობის და შეგიძლიათ "ითამაშოთ" ამაზე. . მაგალითად, არსებობს ანდაზა: "მამაკაცი ძაღლი არ არის, რომ ძვალზე მიიტყუოთ", ან "ძვლები უკეთ იწვიან" და ა.შ.

სილამაზით იბადებიან, აი ფული კი შეძენილია და შეიძლება წამში დაიხარჯოს, ხოლო სულიერი სილამაზე, ჭკუა და შინაგანი განწყობა გროვდება და ინახება მთელი ცხოვრების მანძილზე. ნუ შეაფასებ ბიჭებს გატენილი საფულით, მოდური სამოსითა და ავტომანქანით. თუ გსურს თქვენი ურთიერთობები უფრო მყარი იყოს, ყურადღებას ნუ მიაქცევ მხოლოდ მის ფინანსურ მდგომარეობას და შესაძლებლობებს.

მოკლედ, თუ გსურთ მოწონებული ბიჭის ყურადღება მიიქციოთ, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და ზუსტად იცოდეთ, თუ რა გჭირდებათ. აი რამდენიმე წესი, რომელთა ცოდნაც გამოგადგებათ:

იყავით ყოველთვის მოვლილი(დაბანილი თმა, სუფთა ტანსაცმელი, მანიკური);
მოიქეცით კულტურულად(არ იყვიროთ და არ იცინოთ ხმამაღლა, არ იუხეშოთ, უცხო ადამიანებს "შენობით" არ მიმართოთ);
გჯეროდეთ საკუთარი თავის(დააფასეთ და პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვის აზრს);
განეწყვეთ პოზიტიურად ყველაფრის მიმართ.

ბევრ გოგონას აღზრდის ან ტრადიციის გამო ჰგონია, რომ იგი ყოველთვის ვიღაცის ვალშია. დაიმახსოვრეთ, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ(გარდა საკუთარი მშობლებისა, რომლებმაც აღგზარდეს და ზრუნავენ თქვენზე)!

განვიხილოთ თქვენი ქცევის ვარიანტები თქვენი თაყვანისმცემლების მიმართ.
დავუშვათ, თაყვანისმცემელმა დაგპატიჟათ კაფეში ან რესტორანში, რაიმე გაჩუქათ ან უბრალოდ მიგიყვანათ სახლამდე მანქანით და დაგიწყოთ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ უნდა თქვენი კოცნა და აჩქარებს თქვენს ურთიერთობებს.

დაიმახსოვრეთ, არ არის საჭირო გააკეთოთ ის, რაც "მას" სურს მხოლოდ იმიტომ, რომ მან თქვენს გამო ფული და დრო დახარჯა. თუ თქვენ რაიმეს გაკეთება არ გსურთ, არ წახვიდეთ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. ყვერლაფრის გაკეთება ხომ თავად მოინდომა და თავად გააკეთა. თქვენ მისთვის არ დაგიძალებიათ. მამაკაცს სურს სჯეროდეს, რომ იგი განუმეორებელია, რომ იგი საჭიროა და რაღაც გაგებით ეს ჟესტი იმით აიხსნება, რომ ასეთი საქციელით საჩუქარი გაუკეთა თავის თავმოყვარეობას, დაგპატიჟათ რა თუნდაც ნაყინზე.

პრაქტიკულად ყოველთვის მამაკაცი ყველაფერს აფასებს როგორც "მინდა", ხოლო ქალი – "ჩემი ვალია". თუ მოცემულ მომენტში ფიქრობთ ხვდებოდეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ბევრ ფულს გახარჯებთ, გირჩევთ დაფიქრდეთ, ნამდვილად იმ ადამიანს ხვდებით, ვისაც გსურთ რომ ხვდებოდეთ? იქნებ ღირდეს ყურადღება მიაქციოთ ისეთ ბიჭს, რომელსაც აქვს სული და ჭკუა. იქნებ ამ წუთას მას არ აქვს იმის ფული, რომ რამე ძვირფასი გიყიდოთ. რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდაა და ა.შ. მაგრამ მალე მას თავისი მიზანსწრაფულობის, მიხვედრილობისა და ადამიანებთან ჰუმანური დამოკიდებულების გამო ყველაფერი ექნება.
თუ ჯერ ვერ გიპოვიათ "ი გ ი", მაგრამ გაქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება ორ ბიჭს შორის, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, რას ელოდებით დროებითი ურთიერთობებისაგან? რამდენად იქნებით ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი თავით?

შეხვდით ახალ ბიჭს, შენიშნეთ "ობიექტი", მაგრამ არ ხართ დარწმუნებული: ნამდვილად ის არის, ვინც გჭირდებათ? მაგრამ გადაწყვიტეთ გარისკოთ და უფრო ახლოს გაიცნოთ. დაუტოვეთ საკუთრი კოორდინატები და მიანიშნეთ, რომ ჯერ თავისუფალი ხართ და რომ იგი გაინტერესებთ. მასაც მოეწონეთ, მაგრამ აი პრობლემა: იგი იშვიათად გირეკავთ და იშვიათად ხვდებით, ხოლო თქვენ იგი იმდენად გაინტერესებთ, რომ თვითონ ურეკავთ მას და თანაც უფრო ხშირად და ხშირად. იცით რას გავს ეს?

თუ ბიჭს უნდა, იგი გააკეთებს ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელსაც, ოღონდ თქვენს გვერდით იყოს და თქვენი ყურადღება მიიქციოს, მოიპოვოს თქვენთან ყოფნის უფლება. ცოტა მოიცადეთ, რამეზე გადაერთეთ. მოთმინება და შრომა – ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

და ბოლოს: სანამ რამეს გააკეთებთ, დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ ამის გაკეთება, თუ მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ "ვალდებული ხართ" და "ყველა ასე ამბობს".

თუ იამაყებთ საკუთარი თავით, იქნებით თავდაჯერებული საკუთარ თავში და საკუთარ წარმატებაში, გარშემო პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნება და ნამდვილად გეწვევათ წარმატება!

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1179 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024