♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » გაცნობა
2:58 PM
გაცნობა
   

იგი ჩემსკენ მოდიოდა, მე მისკენ.
ვიფიქრე, გვერდს ავუქცევ-მეთქი, და მარჯვნივ წავედი.
იფიქრა, გვერდს ავუქცევო, და მარცხნივ წამოვიდა.
როცა დავინახე, ერთმანეთს ვეჯახებოდით, მხარი
ვიცვალე _ მარცხნივ წავედი.

როცა დაინახა, ერთმანეთს ვეჯახებოდით, მხარი იცვალა _
მარცხნივ წამოვიდა.
მერე მე _ ისევ მარჯვნივ!
მერე ის _ ისევ მარჯვნივ!
აქეთ და იქით!
იქით და აქეთ!
ბოლოს მაინც შევეჯახეთ ერთმანეთს!
ბოდიში-მეთქი, ვუთხარი!
ბოდიშიო, მითხრა!
მე გამეღიმა!
მას გაეცინა!
მე გადავიხარხარე!
მან გადაიკისკისა!
ბარემ გავიცნობ-მეთქი, და სახელი ვუთხარი!
სახელი მითხრა!
მას მერე თერთმეტი წელი გავიდა.
ამ ხნის მანძილზე ჩვენ ისევ ვეჯახებით ერთმანეთს,
ოღონდ ახლა საკუთარი ნებით:
ჩემი მარჯვენა _ მის მარცხენას,
ჩემი მარცხენა მის მარჯვენას.
ზოგჯერ ასეც ხდება:
ჩემი მარჯვენა _ მის მარჯვენას,
მისი მარცხენა _ ჩემს მარცხენას,
და როცა ერთმანეთს ბოლომდე შევეჯახებით,
გვერდის ავლა შეუძლებელია...
ასე გავიდა თერთმეტი წელი.

ახლა კი,
თუ არ ვცდები, წინა შაბათს,
ყმაწვილს გადაყრია ვიღაცას ქუჩაში.
ეს რომ მარჯვნივ წასულა _ გვერდს ავუქცევო,
ის ყმაწვილიც მარჯვნივ წასულა _ გვერდს ავუქცევო.
ბოლოს, როგორც ამ თერთმეტი წლის წინათ ჩვენ _
ისინიც ერთმანეთს შეჯახებიან.
ჯერ ქალს გაუცინია,
მერე ბიჭს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 4:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024