♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » განწირული სიყვარული
1:32 PM
განწირული სიყვარული


თბილისში ერთი ლამაზი გოგო, მაია ცხოვრობდა, მას შავი უძირო თვალები და შავი გრძელი თმა ამშვენებდა. მაია ყველას უყვარდა რადგან ის ნამდვილ მიწიერ ანგელოზს ჰგავდა...
ერთ დღეს მაიას დაქალმა, გვანცამ დაურეკა (გვანცა მაიას უახლოესი დაქალი იყო)
-ალო
-ვა გვანც, რავა ხარ? გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი ჩემთან ერთად ჰაჰა
-ჰაჰაჰა მადლობ მადლობ .... მაი მომისმინე, დაბადების დღეს ვიხდი და ხო მოხვალ???
-მოვალ აბა რას ვიზამ :) შენ დაბადების დღეზე როგორ არ მოვალ?! რომელ საათზე?
- 1 საათში
- კაი წავედი უნდა გავიპრანჭო (იცინიან)
-კაი აბა დროებით
-დროებით. გკოცნი
-მეც


1 საათში მაია უკვე გვანცას სახლში იყო. ის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ყველას ყურადღებას იქცევდა მისი სილამაზე.
მაიას ყურადღება ერთმა ბიჭმა მიიქცია, ის უცნობი ბიჭი კი მაიას თვალს ვერ აშორებდა....
უცნობი ბიჭი გვანცას ბიძაშვილის ძმაკაცი იყო. მას დათო ერქვა.
დათომ გადაწყვიტა რომ მაია გაეცნო და მისკენ წავიდა....
-გამარჯობა
-გამარჯობა. - ნაზად უპასუხა მაიამ
-იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?
-მაია გაწითლდა- მადლობ
-რა გქვია? - ჰკითხა დათომ პაუზის შემდეგ
-მაია.
-ლამაზი სახელია
-შენ რა გქვია?
-დათო. მაიამ პასუხად მხოლოდ გაიღიმა


ყველანი მაგრა გაერთნენ, იცეკვეს, იმღერეს.....
დათოს მაიასადმი ყურადღება არ გამორჩენია გვანცას ბიძაშვილს გიორგის.
-ეე ბიჭო მგონი მაია დაგევსა არა? სიცილით კითხა გიომ
-რავი ბიჭო, მაგრა მომეწონა... ძააან ლამაზია
-ეეე ძმაო... მაიას გულის მოგება ადვილი არ გეგონოს .... მაგას მალე ვერ მოხიბლავ შეჩემა.. მარა მე მაინც წარმატებებს გისურვებ...
-კაი რა ძმაო რაა....

მაიას დათო მოეწონა,და იმასაც მიხვდა, რომ არც დათო დარჩა მისდამი გულგრილი..
წვეულება გვიან დამთავრდა. დათომ მაიას სახლამდე გაცილება შესთავაზა, მაია ცოტა წაყოყმანდა მაგრამ მაინც დათანხმდა. მაია ცოტა შორს ცხოვრობდა გვანცას სახლიდან.
-მაიკო შეყვარებული გყავს? - დათომ კარგად იცოდა რომ მაიას შეყვარებული არ ყავდა, მაგრამ უნდოდა ეს მისგან გაეგო...
-არა, არ მყავს...- თითქოს სევდიანად თქვა მან. -შენ??
-არც მე... რამდენი წლის ხარ?
-15-ის. შენ?
-მე 16-ის
დათოს საუბრის დაწყება უჭირდა... არ იცოდა რაზე დაეწყო ლაპარაკი. ბოლოს სიჩუმე ისევ მან დააარღვია...
-არ მინდა კომპლიმენტი გითხრა, მაგრამ არც ის შემიძლია რომ არ გითხრა რომ ძალიან ლამაზი ხარ. ეს სიტყვები ალბათ უკვე მობეზრებული გექნება მაგრამ მაინც
-თუმცა ეგ უკვე კომპლიმენტია -სიცილით უპასუხა მაიამ...
როცა მაიას სახლს მიუახლოვდნენ მათ მობილურის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
მათ უკვე ერთმანეთი უყვარდათ და ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ მათ სრულ ბედნიერებას 1 რამ უშლიდა ხელს.... გადიოდა დრო მაგრამ ვერც ერთი ვერ უმხედლდა მეორეს თავის გრძნობებს.

ერთ დღეს მაიამ გვანცას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ერთმანეთს მშვიდ ადგილას შეხვდნენ რადგან მაიამ სთხოვა ასეთი ადგილი..
-რამე მოხდა მაი? სახე გიბრწყინავს -გახარებულმა ჰკითხა გვანცამ
-გვანც... -მაიას ლაპარაკი უჭურდა, არ იცოდა როგორ დაეწყო და როგორ ეთქვა მიზეზი, რის გამოც დაქალი დაიბარა. -გვანც, იცი მგონი შეყვარებული ვარ...
-რაა? ხო არ მომესმა?? მართლა თქვია, რომ შენ ხარ შეყვარებული...
-ხო, ხო არ მოგესმა ზუსტად ეგრე ვთქვი.
-ვინაააა??
-ვინ და....... -მაია ცოტა ხანს დუმდა, მერე კი გააგრძელა.... -ვინ და შენი ბიძაშვილის ძმაკაცი
-დათო?? -გვანცა ძალიან გააოცა პასუხმა. - კი მარა როდის მოასწარი შეყვარება 1 კვირაც არაა რაც ერთმანეთს იცნობთ..
-ვიცი მარა რა ვქნა შემიყვარდა.... ახლა რა ვქნა არ ვიცი
-რა რა უნდა იმას ასიანი ეყვარები. ერთ-ერთმა უნდა გაბედოთ და უნდა გამოუტყდეთ ერთმანეთს სიყვარულში!
-ხო რავი..........

ორივე ძალიან გახარებულები იყვნენ. 1 საათში კი ერთმანეთს დაშორდნენ და სახლებში წავიდნენ...

ამ საუბრიდან უკვე 1 თვე იყო გასული. გაცნობის დღიდან დათო მაიას ყოველდღე ურეკავდა და უმესიჯებდა, მაგრამ ვერ ბედავდა მისთვის სიყვარული აეხსნა......

კიდევ 2 კვირა გავიდა......

დათომ უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მაიას თავის გრძნობებში გამოსტყდომოდა....
-ალო, მაი როგორ ხარ??
-კარგად დათ შენ??
-მეც არამიშავს. მომისმინე! შენთან სასწრაფო საქმე მაქ და უნდა გნახო.
-მოხდა რამე?
-შემხვდები?
-კი. სად და როდის?
-1 საათში გამოგივლი.
-კაი გელოდები.

დადგა ნანარტი დრო, დათოს ეს 1 საათი მთელ საუკუნედ მოეჩვენა. გზაში მაიას საყვარელი ყვავილები, წითელი ვარდები იყიდა და მისი სახლისკენ წავიდა....

-რა მოხდა? ტელეფონში აღელვებული ხმა გქონდა, ცოტა შემაშინე კიდეც.... მისალმების შემდეგ იკითხა მაიამ.
-რამ შეგაშინა? საშიში არაფერია. უპასუხა დათომ, ვარდები გაუწოდა და ლოყაზე აკოცა...
-მაია ჯერ გაწითლა მერე კი მკაცრი ხმით უთხრა: - ამის გამო გამიხეთქე გული?
-არა. წამო გავისეირნოთ. - დათო ნერვიულობდა, ეს მაიამაც შეამჩნია
-რატო ნერვიულობ დათო?
-არა სულაც არ ვნერვიულობ...
დათო დიდხანს დუმდა, სათქმელს თავს ვერ აბამდა. ცხოვრებაში პირველად რაღაცის ეშინოდა, ეშინოდა რომ ერთადერთი სიყვარული არ დაეკარგა, ეშინოდა რომ მაიას მის გრძონობებზე უარით ეპასუხა... ამ დროს გაახსენდა გიოს სიტყვები ,, ეეე ძმაო... მაიას გულის მოგება ადვილი არ გეგონოს .... მაგას მალე ვერ მოხიბლავ” აღარ იცოდა რა ექნა... მაიას სილამაზე მას კიდევ უფრო აბნევდა და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და უთხრა...
-მაია არ ვიცი როგორ დავიწყო... მიყვარხაარ!!! როგორც კი დაგინახე მაშინვე შემიყვარდი... სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... უშენოდ 1 წუთსაც ვეღარ გავძლებ, მჭირდები, მიყვარხარ. უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. როცა სათქმელი დაამთავრა მაია გულში ძლიერ ჩაიკრა... მაია ძალიან ბედნიერი იყო....
მერე კი ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა ,,- მეც მიყვარხარ დათო, ძალიან მიყვარხარ”
ამ წუთს ისინი ყველაზე ბედნიერები იყვნენ ამ ქვეყანაზე. უნდოდათ სულ ასე ჩახუტებულები ყოფილიყვნენ...
გადიოდა დრო, მათ ერთმანეთი უფროდაუფრო უყვარდებოდათ, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდენ, საერთოდ არ ჩხუბობდნენ ერთმანეთს ყველაფერში უგებდნენ.


3 წლის შემდეგ

დათო და მაია ისევ ერთად არიან. ერთმანეთზე შეყვარებული წყვილი უკვე 18-19 წლისანი არიან (მაია-18წ _ დათო -19წ), ისინი უკვე აღარ არაიან მეოცნებე პატარები.. დათოს უნდოდა რომ მთელი ცხოვრება მაიას გვერდით გაეტარებინა, უნდოდა ცოლად შეერთო და ბევრი შვილი ჰყოლოდათ.. დათო უკვე იცნობდა მაიას მშობლებს, ახლა კი დრო დადგა მაიასაც გაეცნო დათოს მშობლები...
დათომ მაიას ერთი კითხვა დაუსვა და რათქმაუნდა მისი საყვარელი სისხლისფერი ვარდები მიართვა...
-კაი ხო ნუ დამტანჯე მითხარი რა გინდა. -ჰკითხა მაიამ
-ცოლად გამომყვები?
მაია გაშრა... ამ კითხვას არ ელოდა... მერე კი დათოს ძალიან მაგრა ჩაეხუტა და უთხრა ,,- კი გამოგყვები, ძალიან მიყვარხარ...” დათომ მას თვალებში ჩახედა და.... მის ბაგეებს დაეწაფა. ამ 3 წლის განმავლობაში მათი ტუჩები ერთმანეთს პირველად შეეხნენ... მაიას სურდა ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო, უნდოდა სულ მისი ტუჩები ეკოცნა..... როცა მაიას მშობლებმა ეს სასიხარულო ამბავი გაიგეს, დიდი სიხარულით დალოცეს ისინი, მაგრამ ურჩიეს ძალიან არ ეჩქარათ.....
მაიამ მთელი ღამე ვერ დაიძინა... ვერ ისვენებდა... გული ცუდს უგრძნობდა, მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ სამწუხაროდ მაიამ ამას ყურადღება არ მიაქცია, იმდენად ბედნიერი იყო, რომ დათოს გარდა ვერაფერზე ფიქრობდა... გვერდი იცვლა და დაძინება სცადა...
გათენდა.... ამ დღეს მაიას დათოს მშობლები უნდა გაეცნო. ის ძალიან ღელავდა, გულის ისევ ცუდს უგრძნობდა და არ ასვენებდა, დათო კი მას ამშვიდებდა და ეუბლენობდა, რომ ჩემებს აუცილებლად მოეწონებიო.
დადგა საღამოს 7 საათი. დათომ მაიას თავისი მანქანით გაუარა და წაიყვანა რომ თავისი ოჯახი გაეცნო მაიასთვის....
დათო მაიას სახლში შეუძღვა. იქ დათოს დედა - თამარი, მამა -ირაკლი და 17 წლის და ქეთი ელოდნენ მათ. დათომ მაია ოჯახის წევრებს წარუდგინა და ისიც დაამატა რომ მალე დაქორწინდებოდნენ.
დათოს მამამ და დამ მაია დიდი სიხარულით მიიღეს... ორივეს ძალიან უხაროდა დათო ასეთი ბედნიერი რომ იყო..
დათოს დედას კი.... მან ყოველთვის იცოდა რომ დათოს მაია უყვარდა, მაგრა ფიქრობდა რომ ეს დროებითი გატაცება იყო და მისთვის ლამაზ გოგოებს ეძებდა რომ შემდეგ დათოს დედის არჩეული გოგო ცოლად მოეყვანა, მაგრამ დათოს სიტყვება ,,ჩვენ მალე დავქორწინდებით” საშინლად გააღიზიანა. დედას შვილის რჩეული მოეწონა მაგრამ არა იმდენად რომ ის რძლად მიეღო... თამარი მათ მალე გაშორდა და თავის ოთახში ავიდა მიზეზად კი თავის ტკივილი მოიმიზეზა...
თამარი თავის ოთახში იყო და არ იცოდა რა ექნა, მას მაია მოეწონა და ამავე დროს არ უნდოდა რომ დათოს ის ცოლად შეერთო, მას დათოსთვის სხვა გოგო ჰყავდა შერჩეული, თამარს ერჩივნა მომკვდარიყო ვიდრე დათოს მაია შეერთო ცოლად, ამ დროს ის ოთახიდან გამოვარდა, მაიას მივარდა და სილა გააწნა, ვერავინ მიხვდა რა დაემართა მას. მაიას უკიოდა ,,-აქედან გაეთრიე, მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენ რძლად მიგიღო, შენ ჩემი შვილის რიღსი არ ხარ! აქ მოსვა აღარ გაბედო გაეთრიე აქედან !!! თამარი კიოდა მაიასკენ მიიწევდა ქმარს რომ არ გაეჩერებინა ალბათ მაიას მოკლავდა..
დათომ მაიას ხელი მოკიდა დედამისს კი მიაძახა რაც არ უნდა ქნა მე მას ცოლად მაინც შევირთავ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და მაინც ერთად ვიქნებით!!!
დათომ მაია მანქანაში ჩასვა... ის ვერ ხვდებოდა რატო მოექცა დედა ასე, ვერაფრით აეხსნა დედის საქციელი. მაქანას ძალიან ჩქარა ატარებდა... საჭეს ხელებს მაგრა უჭერდა, თავის მოთოკვას ცდილობდა..... მაია სახლში მიიყვანა, აკოცა, დედის მაგივრად ბოდიში მოუხადა დაპირდა რომ მაინც ერთად იქნებოდნენ ... მერე კი დაემშვიდობა.


დათოს სახლში კი ჩხუბი იყო დათოს მამა და და თამარს ეჩხუბებოდნენ..... მოითხოვდნენ აეხსნათ ის, თუ რატომ მოექცა ასე მაიას.... ის კი ისევ კიოდა ერთ ფრაზას ,,-ის ჩემი რძალი არ გახდება არა” დათოს დამ ქეთიმ ძმის და მაიას მხარი დაიჭირა, ასე მოიქცა დათოს მამაც....

დათოს ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო.. უნდოდა რაც შეიძლება მალე მისულიყო.... შემდეგ მხოლოდ სინათლის შუქი დაინახა და შეჯახების ხმა გაიგო...
სასწრაფო მალე მოვიდა... დათო მძიმედ დაშავდა... მეორე მძღოლს კი მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი....
დათოს მდგომარეობა კრიტიკული იყო... მან თავის ქალის დაზიანება და რამდენიმე მძიმე მოტეხილობაც მიიღო.....
მაიამ ამ ავარიის შესახებ მეორე დღეს ახალი ამბებიდან გაოგო. მაშინვე საავადმყოფოში გავარდა, მაგრამ თამარმა პალატას ახლოს არ გააკარა, ყველაფერში მას ადანაშაულებდა, წყევლიდა მაიას, ეჩხუბებოდა.... მერე კი საავადმყოფოდან გამოაგდო...
მაია სახლში დაბრუნდა, ოთახში ჩაიკეტა.. ლოგინზე დაეცა და ტირილი დაიწყო, დათოს სურათი აიღო კოცნიდა, გულში იხუტებდა, სთხოვდა სიცოცხლისთვის, მათი სიყვარულისთვის ებრძოლა.... მაია თავს მარტო გრძნობა.... გარშემო არავინ ჰყავდა ვინც გაუგებდა... მის გვერდით არ იყო გვანცა... არა იმიტო რომ მასთან იჩხუბა... არამედ გვანცა გათხოვდა და თაფლობის თვეს პარიზში ატარებდა... მაია დიდხანს ტიროდა, მერე ლოცვა დაიწყო, ღმერთს ევედრებოდა დათო არ წაერთმია, არ წაეყვანა მისგან, ღმერთს სთხოვდა დათო გადაერჩინა.............
მეორე დილა გათენდა.... ტელეფონის ხმამ გააღვიძა, ნომრისთვის არ დაუხედია ისე უპასუხა...
-ბატონო.- ნამტირალევი ხმით თქვა მან
-ტირიხარ ხო? სიხარულისგან უკვე ტირიხარ არა?! -თამარის დამცინავი ხმა გასმა ტელეფონში... - დათო დაიღუპა შენს გამო... მის სიკვდილს არ შეგარჩენ ! სიცოცხლეს გაგიმწარებ.... თამარი მას ლანძრავდა....მერე კი ტელეფონი გათიშა....
მაიას თავში მხოლოდ ერთი ფარაზა უტრიალებდა... დათო მოკვდა.... მერე ხმამაღლა დაიკივლა ,, არაააა ეს შეუძლებელიააააააა ” მუხლებზე დაეცა და გონება დაკარგა.... კივილზე მაიას მშობლები ოთახში შემოვარდენენ და მაია სასწაროდ საავადმყოფოში წაიყვანეს....
ექიმებს მაიას გონს მოყვანა ძალიან გაუჭირდათ....
როცა მაია გონს მოვიდა ყველას ეჩხუბებოდა რატო გადამარჩინეთო მეც დათოსთან ერთად უნდა მოვმკვდარიყავიო...მას მხოლოდ სიკვდილი უნდოდა... მხოლოდ ამას ნატრობდა.... მას შემდეგ მას აღარ გაუღიმია... მაიამ თავის მოკვლა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა...


ავარიის შემდეგ დათო კომაში ჩავარდა ... ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ.... შეიძლებოდა რომ დათოს სიარულის უნარი დაეკარგა......... მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს... საბედნიეროს ბოლო ოპერაციამაც წარამტებით ჩაიარა... თუ დათო გადარჩებოდა ის სიარულს შეძლებდა.... დათო აპარატზე იყო მიერთებული....მისი მდგომარეობა არც უკეთესებისკენ იცვლებოდა და არც უარესობისკენ.....
ერთ დღეს კი თამარამა მაიას დაუკერეკა და რახან ექიმები დათოს გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ მაია მოატყუა რომ დათო მოკვდა, თამარი გრძნობდა რომ დათო გადარჩებოდა და ამიტომ მან დათოსთვის მაიას ჩამოშორება გადაწყვიტა.... ყველაფერი მშვენივრად მოაწყო... 




 






კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1115 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024