ბერნე - დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი. ფენელონი - კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას. შექსპირი - სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.
დუსოლი - თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები. შილერი - ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს. ეგზიუპერი - გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. ბიუფონი(ჯან ლუიჯი არა) - არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი. პასკალი - რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში. ციცერონი -ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. ჰელვეციუსი - რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარა; საკვირველი საქმე რომ გააკეთო-მრავალი წელია საჭირო. შექსპირი - მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში. ნაპლეონი - შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”. კარლეილი - ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად შეუცდომელად მიიჩნევს. მიგელ დე სერვანტესი - მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია. ნიცშე - კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება. რუსო - ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა. "ვისრამიანი” - უმეცარი მოყვარე მოსისხლესა უარეაო. ებნერ-ეშენბახი - გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს. გაიბელი - ჭაღარა თავს სწავლა ეძნელება. ეგზიუპერი -ჭ ეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია. ჩინელი ფილოსოფოსი - გზა მიზანია და მიზანი გზაა. ფროიდი - ადამიანი, რომელმაც პირველად შესძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სიტყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი ფრომი - ”ახლა” და "აქ” მარადისობაა გოეთე - გონება სასტიკია,გული სჯობს გონებას. იოსეფ ბროდსკი - ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა. მაქს პლანკი - ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან. გოეთე - სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.კრილოვი - ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ. სტეინბერგი - ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.ნაპოლეონი - ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონივრულად გამოყენება. გარნეზია - ოქროს დრონი იყვნენ მაშინ,როცა ოქრო არ ბატონობდა. ჰოლბახი - ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა. ბელინსკი - ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის. თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს. აინშტაინი - ღმერთი კამეთელს არ აგორებს. არტურ შოპენჰაუერი - ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს. კ.გამსახურდია - ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე,გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე პლინიუსი - ”გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების” ჟან ჟაკ რუსო - ცდომასთან ათასი გზა მიდის ჭეშმარიტებასთან ერთი სოკრატე - ჭამისთვის კი არ ვცოცხლობთ არამედ ვჭამთ იმიტომ რომ ვიცოცხლოთ. პლატონი - სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას. ბერნანდ შოუ -”ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე,რამდენად აუტანელი იქნებოდა,არაფერს რომ არ ელოდე.” თეოფილ გოტიე - ”ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს,ის ვერ იტყვის ,რა არის ქალი.” კლავდიუსი - ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი,ხოლო ის -კი იცოდე,რასაც ამბობ. მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება” ოლდოს ჰაქსლი - ”შესაძლოა ეს სამყარო სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია.” ალ კაპონე - ”ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდერ მარტო ტკბილი სიტყვით.” ნიცშე - ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო... ჰერმან ჰესე - ჩემ და შენ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას. მარკ ტვენი - წიგნებს, წიგნებს ერიდეთ, ისინი ამბის ნახევარს ჰყვებიან. დემოკრიტე - ვინც ზომიერებას გადასცდება მისთვის ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსიამოვნო ხდება. დემოკრიტე - საკუთარი შეცდომების დავიწყება თავხედობას ბადებს. შექსპირი - ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია. სტალინი - რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს - ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე?! საგნით სიბრძნეს წერენ, ცრემლით კი სიყვარულს. დემოკრიტე - ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ. ბრაუნინგი - თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს. სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქვრე. (ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო) ბერნარდ შოუ - თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება. ჯინ კოკტო - ჩვენ უნდა გვჯეროდეს იღბალის. აბა სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ იმ ადამიანების წარმატება ვინც ჩვენ არ მოგვწონს? ნაპოლეონი - თუ გინდა რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის. მაკიაველი – მიზანი ამართლებს საშუალებას. აინშტაინი – ყველაფერი ფარდობითია... შოთა – სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. შოთა – ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. ილია – კაცად მაშინ ხარ საქები,თუ ეს წესი წესად დარგე,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე... ნოდარ დუმბაძე – „კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს..." ნოდარ დუმბაძე – „უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს". ილია – კაცია–ადამიანი?!
|