♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 30 » გალაკტიონ ტაბიძე
7:12 PM
გალაკტიონ ტაბიძე


საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები! 
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით: 
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!
საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება 
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები! 
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი, 
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!
სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი - 
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი! 
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 
სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!
ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი) 
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები! 
საიდუმლო ალები! ისევ დამევალება 
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1328 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-03-29, 6:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024