მთავარი » 2010 » იანვარი » 13 » გაბრწყინება საქართველოსი
5:09 PM გაბრწყინება საქართველოსი |
გაბრწყინება საქართველოსი
ბინდი ჩამოწვა კავკასიონს ბოროლას ქედზე, ლაშარის გორსაც ჩაუცვია შავ-ფერის ჩოხა, ხოშარის კალთაც მობუზულა მათურის გვერდზე, დამუნჯებულა მოღრიალე არაგვიც ქვებზე,
....
სვეტიცხოველში აღარ ისმის ზარების რეკვა, ჯვრის მონასტერშიც არ კიაფობს სანთელი ლოცვად, სიონის ტაძარს დასტყობია ურჯულოთ ხელი, მოსთქვამს და კვნესის იუდას ხელში ტანჯული ერი.
....
სისხლი სწყურიათ ვერ ძღებიან ქართველი ერის, დადუმებულა ივერთა მოდგმა გიორგი მეფის, იქნებ დავუკრათ საცეკვაო ფიცხელი მხედრის, ვაჟას არწივსაც შევუძახოთ, არაგვსაც ხევის.
....
ბინდი გადავა და გამოჩნდება ნაბრძოლი ბარად, ურჯულოს ხელით ქართველთა სისხლი , მიედინება თავდაღმე ღვარად, კვლავ ღალატია, სამწყსო გაწირეს ცხრა ვერცხლის ფასად, ქვეყანა კვნესის, სისხლად იცლება ეშმაკის დარად.
....
ბინდი ჩამოწვა კავკასიონს ბოროლას ქედზე, ლაშარის გორსაც ჩაუცვია შავ-ფერის ჩოხა, ხოშარის კალთა მობუზულა მათურის გვერდზე, დამუნჯებულა მოღრიალე არაგვიც ქვებზე.
....
მოსჩანს ლანდები იკრიბებიან აონის მთაზე, ივერთ ქვეყანას დასტყობია გაცისკროვნება, სანთლებიც მოსჩანს კიაფობენ სახუთმეტოზე, ხოშარის გორზე სანათასაც გაუღვიძია,
....
კავკასიონზე ამირანი ეშვება მგონი, ამხედრებულა წმინდა გიორგიც ცეცხლოვან რაშზე, გოდება წყდება, ისმის ყიჟინი დიდგორის ველზე, არაგვიც ქშინავს აზვირთებულა მხედრულად ცხენზე.
....
ერი ზეიმობს გამარჯვებას იუდას ზნეზე, დაუნთხევია უფერო სისხლი გველეშაპს ველზე, ზარები რეკვენ, ჟრიამულია ხარობენ ბერზე მოღალატენი და გამყიდველნი გაუკრავთ ძელზე.
|
კატეგორია: ♥პოეზია♥ |
ნანახია: 1027 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 58 სტუმარი: 58 მომხმარებელი: 0 |
|
|