♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » ეს ღამე გაჩნდა
7:32 PM
ეს ღამე გაჩნდა

ეს ღამე გაჩნდა, როგორც წერტილი,
ქრიან ოცნების თეთრი ნავები.
მე წამოვედი გულდასეტყვილი
და ვიცი, ახლა შენც გენანები.
ქარი – ქარია, მე ისევ მე ვარ,
რა ვქნა, ცხოვრების ქსელში გავები.
ჩემი ტირილის ჩუმი მოწმეა
ეს თეთრი მთვარე და ვარსკვლავები.
სული ჩქარია მრავალ სირბილით
და ვიცი, ისევ რომ ავენთები, –
როგორც სიცოცხლე, როგორც სიკვდილი,
როგორც სიშორე და პლანეტები.
მე ისევ მღალავს შფოთი ქალაქის
და გრიგალები მიწას უვლიან.
მესმის ცხოვრება, როგორც ტალახი
და პოეზია სიხარულია.
მე ჩემი მტრები ახლა ვიცანი,
ახლა ეს შუქი აღარ ინთება.
და უდიდესი გრძნობის ნიშანი
არის დუმილი და გარინდება.
ეს ღამე გაჩნდა, როგორც წერტილი,
ქრიან ოცნების თეთრი ნავები;
მე წამოვედი გულდასეტყვილი
და ვიცი, ახლა შენც გენანები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024