♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 4 » ერთი სიყვარულის ისტორია
2:31 PM
ერთი სიყვარულის ისტორია

ეს სასიყვარულო თავგადასავალი 1745 წელს დაიწყო, როდესაც ლუი XV-ს ფავორიტმა, მადამ დე პომპადურმა, რომელთანაც იკრიბებოდნენ იმ დროის უდიდესი მხატვრები და ფილოსოფოსები, განაცხადა, რომ ”შამპანური ერთადერთი ღვინოა, რომელიც ქალს სილამაზეს უნარჩუნებს”. M & CHANDON-ის პოპულარობას მრავალმა გამოჩენილმა ქალმა შეუწყო ხელი. ნაპოლეონის დედამ და მისი ცოლმა, ჟოზეფინამ, შამპანურს დიდად გაუთქვეს სახელი პირველი იმპერიის დროს.

შამპანურს აფასებდნენ ის ქალები, რომელთაც საზოგადოების აფორიაქება შეეძლოთ. დიდი სარა ბერნარი სადილისას MOET & CHANDON-ის ნახევარ ბოთლს მიირთმევდა და ამბობდა, რომ სასმელს საოცარი ეფექტი ჰქონდა მასზე. მრავალმა მწერალმა, პუშკინმა თუ ჰენრი მილერმა, ჰემინგუეიმ თუ ბალზაკმა, მოპასანმა თუ კოლეტმა, ფრანსუაზ საგანმა, ჯონ ლე კარმა თუ იან ფლემინგმა - შამპანურის მოყვარული ჯეიმს ბონდის შემქმნელმა - შაპანურის არაერთი ჭიქა არგუნა საკუთარ მხატვრულ გმირებს. ყველაზე პროვოკატორი ამერიკელი მწერალი, ტრუმენ კეპოტი, ამბობდა, რომ სიკვდილისთვის სახეში შეხარხარება ყველაზე უკეთ შამპანურის თანხლებით შეიძლება. საზოგადო მოღვაწე და მწერალი, სერ უინსტონ ჩერჩილი წერს, რომ შამპანური ნამდვილი სიამოვნებაა მათთვის, ვისაც ცხოვრების ნამდვილი ფასი ესმის.

შამპანური ამშვენებს ფილმებისა და თეატრის ვარსკვლავთა მაგიდებს. მარლენ დიტრიხი ამბობდა, რომ მას შამპანური უყვარს, რადგან "მისი წყალობით მგონია, რომ კვირა დღეა და წინ ცხოვრების საუკეთესო დღეები მელის.” "ნინოჩკაში” გრეტა გარბო თამაშობს რუს გოგონას, რომელიც პარიზში ვიზიტისას შამპანურის დიდებას აღმოაჩენს. შამპანურის მოყვარულ ვარსკვლავთა შორის არიან ოდრი ჰეპბერნი, ჟანა მორო, მერლინ მონრო და ჯულეტ ბინოში.

შამპანი ენას ადუნებს და კალამს ამახვილებს. მალიორკაზე დაიწყო შოპენისა და ჟორჟ სანდის დიდი სასიყვარულო თავგადასავალი. სწორედ იმ დროს განაცხადა შოპენმა, რომ შამპანური მას გონებას და მცირეოდენ სიგიჟეს მატებს. დიდი მწერალი, ალექსანდრე დიუმა ამბობდა, რომ სამელნის გვერდზე მუდამ ედგა შამპანურით სავსე ჭიქა, რათა მის კალამს მგზნებარე შთაგონება სწვეოდა.

შამპანური მოქმედებდა დიდ მუსიკოსებზე: ბეთჰოვენმა მას სიმფონია მიუძღვნა. პარიზში საკუთარი ოპერის, ტანჰაუსერის, წარუმატებლობით იმედგაცრუებული ვაგნერი მხოლოდ შამპანურის წყალობით შეურიგდა საფრანგეთს.

საუკუნის დასაწყისში მრავალი მხატვარი ასახავდა შამპანურს საკუთარ სურათებში,. მას შეხვდებით უტრილოს, ტულუზ ლოტრეკისა და მანეს ნახატებში.
1736 წელს კი ვოტარი წერს: "ამ შუშხუნა ღვინის ქაფი ჩვენ, მგზნებარე ფრანგებს გვგავს.”

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1496 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024