♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » დაღლილი ადამიანები
3:24 PM
დაღლილი ადამიანები


ჩამოაგდებენ კიბეს, რა იქნება მერე?
ვინ იცის? საზოგადოებრივი გაუგებრობა იჩურჩულებს მაყურებლით. ფარდის უკან მსახიობები გაისწორებენ კოსტუმებს. მათ არცერთს არ ეცოდინებათ რა როლს ითამაშებენ. სულ ერთია, მათ უყვართ იმპროვიზაცია..

მწერალი ფურცელს სანაგვეში აგდებს. ხომ შეიძლება, ეს ის ფურცელია, რომელიც მკითხველს ცვლის? ვინმე ამოიღებს ფურცელს სანაგვიდან? ამოიღებს და არაფერი...ცარიელია...
სიცარიელეც ხომ სიბრძნეა..სამყაროს თეთრი კვადრატი..

კიბე ჩამოგდებულია და ორი დილამდე ისეირნებენ ვიწრო მოაჯირზე, გადავარდნამდე.. მათ იციან როდის დასრულდება თამაში.. არ ანაღვლებთ განახლდება თუ არა ის..
პაიკები მარტივად მოძრაობენ - წინ!

რა იქნება მერე? ახალი სტანდარტი. ხელს აღარ ჩამოართმევენ ერთმანეთს, შორიდან გაუღიმებენ და ყოველდღე ახალი საჭმელი: 7 ცარიელი, 1 დატენილი. ლუკმა შუბლთან. რაღა ის ერთი გაეჩხირება კისერში? სიცოცხლე ნაჩუქარი იატაკს, სული მიბჯენილი ჭერს.

მწერალი დაკუჭულ ფურცლებს ამოწმებს სანაგვეში, თუმცა ვერ იხსენებს როდის დაკუჭა. რომელ სიცარიელეს ეძებს? აი, იპოვა..
ფულს! გადაყრილ კუპიურებს ასწორებს მწერალი! და ის მწერალი აღარ არის..ახლა კუპიურებია, დაბერებული, დაჭუჭმული და ხარბი. 0-ების რაოდენობა იზრდება წლებთან ერთად..

მონოტონურობა ქაოსში. ვიღაც გადააბრუნებს სამყაროს. პოლუსზე ჩაარჭობს ქოლგას და გაშლის. სიახლე პოლუსზე! ოპერატორები პოლუსზე! ჟურნალისტები პოლუსზე!

კიდევ რაიმე ახალი? კარგად დავიწყებული ძველი, ლანგრით მორთმეული, ოდნავ შემთბარი. და უყურებ ვადას.
ხომ არ მომწამლავს?
თუმცა ის ღვინოს ჰგავს. წლები არ აჭკნობს - აშვენებს!
შენ კი ჭკნები! და სულ არ უყურებ იმ ცუდ თვისებებს, რომელიც მოაგროვე.

”აი ამ ქაოსში ვირევი” _ განაცხადა ბაქტერიამ - ”აქ ვცხოვრობ და არც ვცდილობ რაიმე უკეთესის მოძებნას.” ჩვენ არცერთი ვიმსახურებთ ფრთებს! თვალები ეძებენ სიმარტივეს, რომ არ დაიღალონ.
ბაქტერიამ იფიქრა და ბოლოს თქვა: ”რა ჯანდაბად მინდა ფრთები, ესეც ხომ დავფრინავ?!”

აი, მათ წინ უდევთ განძის რუკა, თუმცა ძიება ეზარებათ. ოცნებები მთავრდება შენთან ერთად. რევოლუცია რუკაზე ჩაქრობაზეა, შუქმქრალი, არაფრის მთქმელი..
ამთქნარებ იქ კი, სადაც ხალხმა სამყარო შეცვალა.
შენ კი ძილი გირჩევნია ამ ყველაფრის აღქმას. და ალბათ იმიტომ კითხულობ მხოლოდ ბოლო გვერდს, რომ მალე დაიძინო..
დაღლილი ბუღალტერი ბრუნდება სახლში და გზაში ითვლის ციფრებს, რომელთაც მის ხელში გაიარა. თუმცა მას ხელში არასდროს სჭერია უსასრულობა. რა უინტერესო იყო ეს ციფრები, დამღლელი, უსიცოცხლო. ის დიდი ხანია, მიხვდა მათ უსარგებლობას. ბუღალტერს სურდა, ასტროლოგია ესწავლა და კოსმოსში გაფრენილიყო, თუმცა ახლა დაიღალა და ძილი ურჩევნია!

”ჩვენ არ ვიმსახურებთ ერთმანეთს, თუმცა მე მაინც ჩაგეხუტები! ” _ უთხრა ბაქტერიამ ჟურნალისტს, _ ”სიყვარული ხომ ჩემი ფრთებია, რომლითაც დავფრინავ!”

მთვარეს ღამე ციოდა. ის არასდროს თხოვდა მას თავის წითელ პერანგს. ამიტომ იყო სულ გაციებული და ფერმკრთალი.

ერთ ღამეს ისიც გაცივდა, როცა სკამზე ჩაეძინა. პოლიციელმა ააგდო სკამიდან და უყვირა. ის წავიდა და აღარასდროს დაბრუნებულა ქალაქში. იმის შემდეგ პოლიციელი განაგებდა ცარიელი სკამების ქალაქს.

ის ყოველთვის ტიროდა, როცა აწყენინებდნენ. თუმცა უფრო თავი ეცოდებოდა, ვიდრე - სხვა. მას მოსწონდა, როცა ამშვიდებდნენ. მოსწონდა ყურადღება, ყვავილები, ბეჭდები, თუმცა სანამ თვალებში არ ჩახედა, სიკვდილზე არასდროს უფიქრია. ერთი ნახვით შეუყვარდა და დაავიწყდა ყურადღებაც და ყვავილებიც.

როცა ფეხი მოიტეხა, მიხვდა, რომ კარიერა დასრულდა. თუმცა დიდების ზენიტიდან ჩამოვარდნას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა. ჯერ მხოლოდ ტკივილზე ფიქრობდა.

მუსიკოსებმა იმის დაკვრა დაიწყეს, რაც მოდაში იყო და მას აღარ მოსწონდა მოდას აყოლილი მეგობრები! ის ისევ იმ სახლში ცხოვრობდა და ელოდებოდა, როდის დაუბრუნდებოდა ხმა, რომ ემღერა...

სიჩუმე არასდროს ხმაურობდა. სიჩუმე ხმაურის არყოფნას ნიშნავდა. მაგრამ ერთხელ მანაც ამოიღო ხმა, როცა შეწუხდა, მობეზრდა... და ღმერთმა ის დასაჯა. ჩამოართვა სიჩუმის უფლება და ამის შემდეგ ის ვერასდროს აჩერებდა პირს..

მწერალმა ფული ისევ სანაგვეში ჩააგდო.. მიხვდა, რა იყო უფრო ღირებული..
ნაოჭები ჰქონდა სახეზე, ნამტირალევი თვალები.. დიდი წვერი და უკან დარჩენილი იმდენი თავგადასავალი, რომ სიცარიელის ადგილი აღარ დარჩა...
რა იყო ცხოვრება? ვერაფერი გაიგო.. ის ისევ დაჩოქილი ეძებდა სიცარიელის ტეთრ კვადრატებს გადაყრილ ფურცლებში...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1171 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 4:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024