ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანი, ქოლია ფურ-ირმის თრთოლვა, ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გედის სილამაზე,ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება,თაფლის სიტკბო,ბულბულის სინაზე,მაგნიტის მიზიდულობა,წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე. მან აურია ეს ყველაფერი,მაგრამ მეტისმეტად სრულყოფილი რომ არ გამოსულიყო, მას სხვა თვისებებიც დაუმატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი,ზვიგენის სიხარბე,ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა,ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა, კურდღლის შიში. ამ მასალის შეზავებით გამოვიდა ქალი. ღმერთმა ჩაბერა მას სული, მისცა კაცს და უთხრა: " გაუფრთხილდი განმეორება აღარ იქნება".
|