♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 13 » ჩემი ცხოვრება არარაობაა
10:46 PM
ჩემი ცხოვრება არარაობაა


ჩემი ცხოვრება არარაობაა! სიცოცხლე, სუნთქვა, მიზანი – ის ერთი. მომავალი გაურკვეველი ბურუსივით მოცული. ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თითქოს უცნაურობათა კარუსელში ვზივარ, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს.
რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე უკვე ის აღარ ვარ რაც ვიყავი, სულ მთლად შევიცვალე, მეგობრები ვეღარ მცნობენ, ყველას ის მხიარული და საყვარელი ანი ენატრებათ, როგორიც ძველად ვიყავი. მაგრამ გიოს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამიტოვა განვლილმა დღეებმა, ყოველთვის მეგონა რომ არასოდეს შემიყვარდებოდა ვინმე ისე, რომ ჭკუიდან გადავიდოდი.
როგორც ამბობენ სიყვარული სენივით შეგეყრება და მოაგონდები "ვარდისფერ სიზმარს”. სხეულის თითოეული ნაკვთით, თითოეული ნერვით იცნობ მის შეხებას და შენი ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წამი, მხოლოდ მას დაემორჩილება.
ამგვარ განცდებს ძნელად თუU მოუძებნი სახელს, მაგრამ მათ გარეშე უღიმღამოა ცხოვრება, თუნდაც ვერ გაგიგონ, თუნდაც გაუყუჩებელ ტკივილად აღიბეჭდონ შენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბობოქარ ვნებათა ღელვას მაინც მოინატრებ.
ერთხელ გიომ მითხრა: ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო, რომელსაც "ოცნების კუნძული’’ ერქვა. მიმიყვანა გიომ ზღვის ნაპირზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ზღვაში კუნძულივით შეჭრილიყო და უამრავ ფრინველთა გუნდის თავშესაფარი გამხდარიყო. მართლაც საოცრად ლამაზი ადგილი იყო.ზღვის ნაპირას კარგა ხანს ვსეირნობდით, შემდეგ გიომ მითხრა:
ანუ რა ლამაზი თვალები გაქვსო!!!
გიო მასე ნუ მეხუმრები მეთქი ვუთხარი და გამაჩერა.
ანუ გინდა გითხრა ეხლა შენ რას ფიქრობ?
აბა მითხარი
ეხლა შენ ფიქრობ ნეტა გიო ერთს მაკოცებდესო...
მე გულიანად გადავიკისკისე და ვუთხარი: ჩამოფრინდი ღრუბლებიდან რომეოოJJJ
…მერე ისევ გიომ განაგრძო. როცა სახლში რაიმე პრობლემა მაქვს სულ ამ ადგილას მოვდივარ და ვმშვიდდებიო . . . მაგრამ ახლა შენთან ერთად რომ ვარ თავს უსაზღვროდ ბედნიერად ვგრძნობო. . . .
სულ ვხვდებოდით ერთმანეთს, ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ, თავი ზღაპარში მეგონა. . . . . მაგრამ ნაადრევად დამთავრდა ყველაფერი. გიო სადღაც გადაიკარგა, აღარც მირეკავდა, აღარც მწერდა და არც ვახსენდებოდი . . . . L
ჩემთვის კი ისევ ჩამოწვა უღიმღამობისა და მოწყენილობის გაბმული ზუზუნი. დრო საშინლად ნელა მიდის, თითქოს მიღოღავს, ისევ წვიმა, ისევ ავდარი, ისევ წყვდიადი. რა არაჩვეულებრივი ძალა გაქვს ამ თითქოსდა ჩვეულებრივ ბავშვს. ნეტავ ვის შეუძლია გაიგოს ჩემი ძახილი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ მინდა. როგორ მენატრები! შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ან გამოვხატო თუ როგორ მენატრება ის დღეები, "ოცნების კუნძული’’. თვალწინ შენი სახე მიდგას, ლამისაა ხელებგაწვდილმა მოვიარო მთელი სახლი რათა შენს აჩრდილს მოვკრა თვალი და შევეხო.
სიგიჟემდე მენატრები!!! გესმიიიიიიის?!

"ერთად წამართვი ყველა გრძნობა თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატება,
წაურთმევლადაც შენი არის რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი ჩემო ხატებავ,
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, გულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ ვაი თუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე,
შენდობას გეტყვი, მშვენიერო! ჩემო მძარცველო
სულით ღარიბი, ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს,
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.

გავყურებ სევდიან ჩვენს მიერ ათასჯერ განვლილ გზას და ათასჯერ ნაფიქრს ვფიქრობ. არ დარჩა იმ ქუჩაზე ჩემი ნაბიჯების კვალი, არ ვიცი რატომ, მაგრამ წვიმას ვაბრალებ. თუმცა ვერავინ და ვერაფერმა წაშალა შენი არსებობა ჩემს გულში. ვითვლი უკვე მერამდენე დღეს უშენობით დაღლილს, არ სცილდება შენი სახე ჩემს ცრემლიან თვალებს, მაგრამ არსად არ ჩანხარ, მხოლოდ და მხოლოდ ლოდინს ვხედავ ამ ნისლიან ფიქრებში. იმ წარსულს მივტირი, რომლისთვისაც მომავალს ვერასდროს გაცვლი და იმედიანი, იმედით აღსავსე, მჯერა წარსულის დაბრუნების, მისი მომავალში გაცოცხლების. მე გაძარცვული დავრჩები და შინ ისევ მარტო მივალ, შენი ხათრით გადავიღლები, აჩრდილივით ავიტუზები ფანჯარასთან და დაგელოდები, ჩემი ლოდინი ხომ უსასრულოა. . . . . .
მწყურია შენი ხილვა, მსურს შენს სუნთქვას ვუსმინო დაუსრულებლივ. თავდავიწყებამდე მიყვარხარ გესმის?! აზრს ვეღარ ვაწყობ, სიტყვა სიტყვას მისდევს. ერთფეროვანი დღეები, არეული ფიქრები, დატანჯული ცხოვრება, გაგიჟებული გრძნობა, თავდავიწყებით შეყვარებული მე შენი არსების გრძნობის მონა, გამუდმებული ცრემლები, ცრემლები წარსული იმედგაცრუების, ცრემლი მოლოდინის და ერთგულების. . . . . .
უცნაურია განცდები რომელიც მხოლოდ მაშინებს, სულს მიწეწს, მტკენს . . . . ვგრძნობ ჩემი გონება, ცნობიერება სადღაც მიქრის ჩემზე წინ, იქ კი ტკივილია იმაზე უფრო მწველი და მტანჯველი ვიდრე აქ, ვხედავ გატანჯულ გრძნობას, ვგრძნობ როგორ მახრჩობს და მგუდავს ეს დღეები, ეს Fფიქრები. . . . . . . . . მენატრები!!!!!!
მდუმარე დღეები, წყენა, საყვედური, უყურადღებობა, სიყვარულის ნატვრაში გათენებული ღამეები, შენზე ოცნება, მოზღვავებული გრძნობა, სიგიჟე, შენს გამო თავის გაწირვა, იდეა კი რა . . . . . . "შმაგი სიყვარული”. რომელიც თავს არ მანებებს, უფრო მიმძაფრდება გაუთავებელი ტკივილი, ჩემგან წასული ცნობიერება, დაბნეული საქციელი და ისევ მონატრება, უსაზღვრო მონატრება. . . . . . გეძახი ისე როგორც არავის არასდროს დაუძახია შენთვის. . . . . .მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არავის ჰყვარებიხარ და ეს მონატრება ისეთი ძლიერია, როგორც მომაკვდავის სიცოცხლისათვის ბრძოლა. უკვე აღარ შემიძლია უშენოდ, როგორ მოვუღო ბოლო ამ ყველაფერს?! დამეხმარე!! დამირეკე მაინც, მითხარი მიზეზი თუ რატომ ან რისთვის წახვედი ესე მოულოდნელად?! რა დაგიშავე ასეთი რომ გამიწამე ცხოვრება?! . . . . . მიყვარხარ მინდა მთელი ხმით ვიყვირო, გესმიიიიიის?! მინდა გაგაგონო რომ უშენოდ ვერ ვძლებ, არ მინდა არავინ და არაფერი, აღარაფერი მაინტერესებს, მხოლოდ შენ. სულ ოთახში ვარ გამოკეტილი, გარეთ არ გავდივარ, საშინლად გავხდი, სულ ავად ვარ, ყველა და ყველაფერი მეზიზღება და მაღიზიანებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ასე მიდიოდა უფერული დღეები ჩემი არეული ცხოვრებისა და ერთხელ როცა გიოზე ვფიქრობდი, ტელეფონმა დარეკა. . . . ვუპასუხე . . . გიო იყო, მითხრა რომ დღეს 9 საათზე "ოცნების კუნძულზე” მივსულიყავი. . . . . . მივედი . . . . . ცოტა ხნით დუმდა და არაფერს მეუბნებოდა . . . . . . . შემდეგ დაიწყო . . . . . . . .
ანი ერთ საათში ამერიკაში მივდივარ სამუდამოდ, მაგრამ მე შენ ყოველთვის მეყვარები და არასოდეს დაგივიწყებ.
გიო სამუდამოდ მიდიხარ????????? იქნებ მართლაც სამუდამოდ იქ დარჩე, მაგრამ გიო . . . . სამუდამოდ შენს გულში ვერ ვიქნები, ყოველთვის არ გეყვარები რადგან შენ მიდიხარ, ჩემგან შორს, სულ სხვაგან და ახალ ცხოვრებას დაიწყებ, ახალ სიყვარულთან და აქ მე, მესამე ზედმეტი ვიქნები. . . . . ჩვენი სიყვარული გიო შენთვის არაფერს ნიშნავს, ნამდვილ სიყვარულს არ ტოვებენ . . . არ ნებდებიან. . . . . მისთვის იბრძვიან, რადგან მოიპოვონ და შეინარჩუნონ. . . . . . . მაგრამ შენარჩუნება ყველაზე რთულია . . . . . . ვერ გამიგია როგორ იქცევი, ისე უაზროდ მომახალე ეს ყველაფერი რომ გაგება ძალიან მიჭირს, მაინც რა არის მიზეზი შენი ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებისა? ამას ვერ ამიხსნი?
არა, ანი გამიგე აქ დარჩენა არ შემიძლია უნდა წავიდე!!!!!!!!!!!
მაკოცა ლოყაზე ნაზად და წავიდა. . . . . . ეხლაც ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას ლოყაზე, ეს დამრჩა მხოლოდ მისგან იმ დღის მერე. . . . . . რაც გულს მითბობს . . . . . თუმცა გულის დიდი ნაწილი გატეხილი და დატანჯულია. . . . .
აღარ გამოჩენილა! როგორც ჩანს მართლაც სამუდამოდ წავიდა, მე კი ისევ ისე ვიყავი და ველოდებოდი, უიმედო სიყვარულს, რომელიც სამუდამოდ დამეკარგა.
თუმცა მტანჯავდა ცალმხრივი გრძნობა ძლიერი, მაინც არ ვანებებდი ამ გრძნობას თავს, ვერ ვამჩნევდი იმათ ვისაც მართლა ვუყვარდი . . . და არ შემეძლო მათი შეყვარება. . . . . ერთი ამათგან გამოირჩეოდა. . . . . . . ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩემდამი ნამდვილი სიყვარულის გრძნობა გააჩნდა, რომელიც ჩემზე წუხდა, ზრუნავდა და ფიქრობდა, ყოველდღე მკითხულობდა. მაგრამ იკას ჩემი გული სერიოზულად ვერ ითვისებდა. . . . მეცოდებოდა მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. პატივს ვცემდი მას როგორც მეგობარს, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ იყო. . . . ზოგჯერ გიოზე ფიქრებში გართულს სულ ვივიწყებდი და ნერვებმოშლილი ზიზღს მის მიმართ ვავლენდი.
ერთ დღეს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ, მე არანაირად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ძალით წამიყვანეს ცოტა გულს გადააყოლებო. იქ იკაც იყო, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა და ლექსიც კი წამიკითხა, საერთოდ უყვარდა ლექსების წერა, ჩვენს სამეგობროში ერთი პოეტი იყო. . . . . . თქვა ამ ლექსს ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ანის ვუძღვნი, რომელიც მისთვის დავწერეო და დაიწყო:

"დარდი ვერ გამიქრო განშორებამ სიცოცხლე, შენ ისევ მელანდები,
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები,
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა,
ისევ ძველებურად მენატრები, აღარც სიყვარული მიძველდება,
ვიცი არასოდეს დაბრუნდები, მაგრამ დაჯერება მიძნელდება. . . . . . . "

მოგეწონა ანი?!
არა!
რატომ?
იმიტომ, რომ ცუდად კითხულობ!
იცი ანი? ეს შენს გარდა არავის უთქვამს.
მე კი გეუბნები!
ანი დამცინი?
ეგ როგორ? არც მიფიქრია. . . .
ანი მიყვარხარ!!!!!!!
მე გიო მიყვარს! იკა ხომ იცი?!
ცოტათი მაინც არ გრძნობ ჩემს მიმართ რამეს?
არა იკა სერიოზულად შენზე ფიქრი არ შემიძლია, მაპატიე მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო, გულს ვერ ვუბრძანებ. . . . . . . . . . . . . .
ესე იგი შენ ამბობ რომ არაფერი გამოვა? შენზე ფიქრი არ ღირს?
არა იკა! მე წინასწარ გაფრთხილებ რომ მერე არ დაიტანჯო, გესმის?
ანი იცი? არ მინდა თავი მოგაბეზრო ან შეგაცოდო, მაგრამ რა ვქნა რომ შენზე ფიქრს ვერ ვიშორებ, ძალიან დიდი ხანია უკვე რაც მიყვარხარ. . . . . იმ დროიდან როცა გიოსთან ერთად იყავი, მეც შენსავით ვგრძნობდი თავს. . . . ვხედავდი რომ სხვასთან იყავი, სხვა გიყვარდა, მაგრამ არ ვანებებდი შენზე ფიქრს თავს. . . .ვერ ამოგშალე გონებიდან და გულიდან. . . . . განა ეგ დასაძრახია????? განა სიყვარულისთვის სჯიან ადამიანებს? ანი იქნებ სცადო და გამოგვივიდეს რამე, ხომ იცი "ცდა ბედის მონახევარიაო” იტყვიან. ადრე თუ გვიან გიო ხომ უნდა დაივიწყო? გთხოვ იყავი ჩემთან ერთად, გინდ გიოზე ფიქრობდე მაინც, რატომ უნდა გადაწურო შენი ცხოვრება ერთზე და თან ისეთზე რომელიც არც ფიქრობს შენზე? ანი მიპასუხე!!!!
გიპასუხო??? გიპასუხებ! გიოს ვერ ვივიწყებ, თავს ვერ ვერევი და ვერც დავივიწყებ, ჩემი გული მას ეკუთვნის და მორჩა . . . . . . . ეხლა კი წადი გთხოვ!!!! უკვე თავი მომაბეზრე, დამივიწყე. . . . შენ ხომ მე მეუბნები რომ გიო დაივიწყეო და მე კი გთხოვ რომ მე დამივიწყო. . . . . . . .
კარგი ანი წავალ, მაგრამ დაუფიქრებლად იქცევი და მასე ცხოვრებაში ბევრს წააგებ . . . . თუ შენი ბოლო პასუხი ასეთია, მე სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან და შენი ბედნიერებისთვის მსხვერპლსაც კი გავიღებ. . . შენ იცხოვრე ისე სანამ გამიცნობდი, ვიცი შენს ცხოვრებაში დიდ დანაკლისს არც წარმოვადგენ ჩემნაირები ბევრია. . . . . . მაგრამ საბოლოო რჩევას დაგიტოვებ რათქმაუნდა თუ გაითვალისწინებ, ეცადე არ დაკარგო ახლო ადამიანი და თუ უკვე დაკარგე გახსოვდეს ცხოვრება გრძელდება!!!! ჩემი გულის კარი შენთვის მუდამ ღია იქნება. ნახვამდის ანი . . . . . !!!!!!!
იკას ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გული მატკინა, მივხვდი რომ რაღაც მემართება, ყველას გულს ვტკენ, განა ეგ მინდა? არა რაღაც მისდაუნებურად ხდება . . . . არ ვიცი რა მემართება, დაბნეული ვარ, ვერავინ მიგებს. . . . .
ჩემთვის მხოლოდ გიო და გიოოოო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვინ მოითვლის კიდე რამდენი ხანი ვფიქრობდი მასზე, თითქოსდა ეს ფიქრები ჩემი ლანდი იყო, რომელიც ყოველთვის თან დამსდევდა. . . . . . მე მას ველოდი, ველოდი დიდხანს, ლტოლვით, შიშით და ასე გრძელდებოდა ლოდინი!!! ნაცრისფერ დღეებს წარმოსახვით შექმნილი ფერებით იფერადებ, სიზმრებით, ფიქრებით, ოცნებით ცხოვრობ!!!! ეს იყო ჩემი სიზმარი, რომელიც შორსაა ან იქნებ სხვისიც გამხდარა, ჩემთან კი მხოლოდ ნატვრა და ზმანებაა. . . . . . . . . . .
ჩემი ცხოვრება ლოდინში გაილევა, უსასრულო ლოდინში, ჩემი ცხოვრების დრო და ჟამი ნელა ძალიან ნელა მიცოცავს, ბედი დამცინის, რისთვის ვერ ვივიწყებ მას, თითქოსდა ამის იქეთ არ არსებობს არსებული დრო . . . . . . . . ! მხოლოდ დრო მკლავს, რომლის უკიდეგანო სივრცეში ჩაქსოვილია მჭიდროდ მოლოდინი.
ეს ღამეც ნელა, თეთრად თენდებოდა, მაგრამ უცნაური იყო დანარჩენ დღეებთან შედარებით. ცივი, წვიმიანი, თითქოსდა ჩემს წუხილს ცა ღვრიდა. ვგრძნობდი რაღაც უცნაურ ტკივილს, რაღაც გული ცუდს მიგრძნობდა და მეშინოდა. . . . . . .
(ანის გული სწრაფად უცემდა და მართლაც რაღაც საშინელი ტკივილი იგრძნო სხეულში, რომელმაც თითქოსდა სასიცოცხლო ძაფი ჩასწყვიტა მასში. გრძნობდა რომ გონება ებინდებოდა და ირგვლივ ყველაფერს გაორმაგებულად ხედავდა.)
ღმერთო!!!
უცებ ტკივილმა აიძულა ხმამაღლა ეთქვა ეს სიტყვა და უსულოდ დაეცა. მშობლებმა ხმაური გაიგონეს და ოთახში შევარდნენ. დაინახეს ანი უსულოდ იატაკზე დაგდებული. დედა პანიკამ მოიცვა. სასწრაფო გამოიძახეს და ანი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ყველაფერი მოულოდნელად და უეცრად მოხდა. შემდეგ ყველამ გაიგო ეს შემზარავი ამბავი და საავადმყოფოში მოიყარეს თავი. ელოდნენ ანის გონზე მოსვლას, ყველა საათს მისჩერებოდა, როგორც იქნა ანი გონს მოვიდა. ექიმმა ყველას შეატყობინა და ყველამ ერთდროულად შვებით ამოისუნთქა. დედა პალატაში შევიდა, შეაღო კარი და დაინახა შვილი, ფერმკრთალი და გული აუჩუყდა:
დედა რა მოხდა?
ნუ გეშინია შვილო, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ცოტათი შეუძლოდ გახდი.
დედა რაღაც ყველაფერი მტკივა, საერთოდ ყველაფერი.
დამშვიდდი შვილო მალე გაგივლის და სახლში წაგიყვანთ.
ანი ყველა მისმა მეგობარმა მოინახულა, ყველა ამხნევებდა და ცოტათი მოახერხეს კიდეც მისთვის ტკივილი დაევიწყებინათ. ყველას რომ ეგონა ანი მეორე დღესვე სახლში დაბრუნდებოდა, ამაო აღმოჩნდა, რადგან მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. . . . . მაგრამ ზუსტ მიზეზს ვერავინ იგებდა. ასეთ ერთფეროვნებაში, საავადმყოფოში ანიმ თითქმის ორი კვირა გაატარა.
ანის მშობლები ექიმმა თავისთან დაიბარა. ცოტა არ იყოს შეშინებული შევიდნენ ექიმთან, რადგან ექიმს სახეზე უცნაური მიმიკები უთამაშებდა. . . . ეს მიმიკები მწუხარების მიმანიშნებელი იყო.
დაბრძანდით! თქვენ იმიტომ დაგიბარეთ რომ ანალიზის ზუსტი პასუხი გითხრათ, მაგრამ ძალიან მიჭირს ამის თქმა.
ექიმო რა ხდება? რამე საშიშია?
მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე მოველოდით.
ნერვებმოშლილმა დედამ ხმამაღლა წამოიყვირა: არ იტყვით რაშია საქმე?
ანალიზის პასუხმა აჩვენა რომ თქვენი შვილი მძიმე სენით, ლეიკემიითაა დაავადებული, უკვე გართულებულ მდგომარეობაში
ანის მამა შეშფოთებული მივარდა ექიმთან და ჟანჟღალით უთხრა: ჩემი შვილი განკურნეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთო.
ჩვენ ყველანაირად შევეცდებით მაგრამ უკვე გვიანია, მდგომარეობა რთულადაა და შეიძლება შემდეგ სავალალო აღმოჩნდეს.
ანის დედა ტირილით ღმერთს ეუბნებოდა: ღმერთო მე რატომ არ მომექეცი მასე და რატომ მართმევ ერთადერთ შვილს, გთხოვ მე წამიყვანე და აქვითინებულმა მეუღლეს დაადო თავი. ანის დედა აზრზე არ იყო, თითქოსდა წაერთვა მეტყველებისა და აზროვნების უნარი, ყველას უნდოდა გაეგო რა ხდებოდა, მაგრამ ანის მშობლები თქმას ვერ ახერხებდნენ.
ისინი ფიქრობდნენ თუ როგორ ეთქვათ ანისთვის ან საერთოდ ეთქვათ კი? მაგრამ დამალვას რა აზრი ჰქონდა, მაინც გაიგებდა ადრე თუ გვიან. დედამ გადაწყვიტა რომ ის ეტყოდა ანის ამას, მაგრამ საშინლად უძნელდებოდა.
რა ვქნა? რა ვქნა? რა ვქნა? ამას იმეორებდა ანერვიულებული.
დამშვიდდი ასე მოგვექცა ბედი, უდროოდ ის მიდის ვინც ღმერთს უყვარს, ყველას ერთი გველის. . . . . .
დათო ამას როგორ ამბობ? ის ხომ ჩვენი ერთადერთი შვილია? მისი დათმობა არ შემიძლია გესმის????? არაააააააააააააააააა. . . . . . . . . . . . !!!!!!!!!!!!!!!!!
ნინო ჩვენი შვილი ძლიერია, აიტანს ამ ყველაფერს და იბრძოლებს გადარჩენისთვის, ის ხომ ჩვენი შვილია. . . . .
დამშვიდდი და უარესად არ შეაშინო. . . . .
დედამ შეაღო პალატის კარი ისე, თითქოს ლოდი დააწვა და დიდი სიძნელით შევიდა შიგ. ანის ძალიან ლამაზად და მშვიდად ეძინა. დედას უნებლიედ ცრემლები წამოუვიდა. როგორ დაერღვია მისთვის სიმშვიდე, როცა ხედავდა რა უშფოთველად ეძინა. ანის დიდი ხანი არ სძინებია, მალე გამოეღვიძა და დაინახა დედა ფანჯარაში დაღონებული როგორ იყურებოდა.
დე შენ ხარ?
შვილო გაიღვიძე? იცი რა ლამაზად გეძინა?
მართლა? ალბათ იმიტომ რომ ლამაზი სიზმარი ვნახე.
და რა სიზმარი ჩემო ანგელოზო?
ვითომ "ოცნების კუნძულზე” ვიყავი და მზის ჩასვლას ვუყურებდი.
მართლაც ლამაზი სიზმარი გინახავს შვილო
ხო დედა! ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი დამესიზმრა და ცუდია რომ ეგ მხოლოდ სიზმარი იყო . . . . . Lდედა როგორი სახე გაქვს? მასე რატომ მიყურებ? მოხდა რამე? მითხარი არ დამიმალო
შვილო იცი რა?
არა დედა არ ვიცი, თუ მეტყვი გავიგებ!
შვილო არ შემიძლია!!!!! და აქვითინდა. . . . . . .
დედა ცუდად ხარ?
არა შვილო არ ინერვიულო მე კარგად ვარ.
დე რას მიმალავ? მითხარი დე გთხოვ!
დედა შენ არ ინერვიულო შვილო ყველაფერი კარგად იქნება, უფალი ჩვენთანაა.
დედა ეგ რა შუაშია?
მეტი აღარ შემიძლია შვილო. . . . . . .
დედა მითხარი რა ხდება!
იცი შვილო შენ ავად ხარ. . . . . !
ავად? სერიოზულად?
ლეიკემიაააა. . . .
ლეიკემია?????????? სულშეკრულმა თქვა ეს, დე დე დე ლეიკემია როგორ დე? საიდან? რისთვის?
ანი აქვითინდა, დედა ამხნევებდა მაგრამ მის გულში ყველაზე დიდი ტკივილი იყო და ანის ცრემლები მას ტკივილზე ტკივილს უმატებდა.
დედა! დე! რამდენ ხანს ვიცოცხლებ?
6 თვემდე!
6 თვემდე? ძალიან ბევრია. . . . . დე არ მინდა წვალება გესმის? არა! მირჩევნია უმტკივნეულოდ მოვკვდე და მალე.
დედა ხმას ვეღარ იღებდა.
ამის შემდეგ ეს ამბავი ანის მეგობრებმაც გაიგეს, ყველას უჭირდა დაჯერება და წარმოდგენა, რომ ისინი მალე ანის ვეღარ ნახავდნენ, მაგრამ ანისთან არაფერს იმჩნევდნენ. შემდეგ ანის მეგობრებმა გადაწყვიტეს მისთვის ეს დათვლილი დღეები გაელამაზებინათ და გიოს შეატყობინეს ეს ამბავი . . . . . გიოსთვის ეს უდიდესი დარტყმა იყო . . . . . . . . მას ხომ ანი ძველებურად უყვარდა. . . . . . . . . .
გიო მეორე დღესვე ჩამოვიდა ანის სანახავად. ანი აზრზეც არ იყო რომ გიომ ყველაფერი იცოდა. გიო ჩამოსვლისთანავე საავადმყოფოში წავიდა. . . . . თან ანის საყვარელი ყვავილების თაიგული უყიდა. როცა საავადმყოფოში შევიდა ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ჩაეხედა ანის თვალებში, რა ეთქვა მისთვის, ნერვიულობისაგან მთლად კანკალებდა. ფიქრობდა რომ ანი გაიფიქრებს მხოლოდ ეხლა გავახსენდი ამდენი ხნის მანძილზეო და ასეთი აზრები უტრიალებდა თავში. ამ ფიქრში ანის პალატას მიუახლოვდა, კარები შეაღო, ამოისუნთქა და შედგა პირველი ნაბიჯი. ანის თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული და ცას გაჰყურებდა. . . .
ანი . . . . . . . . . . . . . . .
ანიმ პირველად თავი არ შემოაბრუნა, გაიფიქრა მომესმაო . . . . ეს ხომ გიოს ხმა იყო. . . .
ჩაფიქრებული ხარ?
(ამ სიტყვებზე ანიმ დაიჯერა, რომ არ ეჩვენებოდა. უცებ თავი შემოაბრუნა და გიო დაინახა, ადამიანი რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თქვენ ვერ მიხვდებით ანის გულში რა ხდებოდა, მაშინ როცა გიოს ხმა გაიგონა. თითქოსდა ვეღარ გადაიტანდა იგი ამ სიხარულს, მაგრამ თავი შეიკავა და სიამაყით შეხედა გიოს.)
- გიო შენა ხარ? ასე მოულოდნელად რამ ჩამოგიყვანა? (ხო . . . მხოლოდ ეს უბრალო სიტყვები, მაგრამ უბრალო და ამავე დროს ძვირფასი, იმიტომ რომ ანიმ ამ სიტყვებს მთელი მისი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული გამოაყოლა, თუმცა გიოსათვის შეუმჩნევლად. გიომ ამ დროს გაიფიქრა. . . . . "არც კი გახარებია ჩემი დანახვა, თუმცა მეტის ღირსი ვარ, ან რას უნდა ველოდო? მე ხომ ის მივატოვე, როცა მას ძალიან ვუყვარდი და ვჭირდებოდი”)
შეიძლება შენს სიახლოვეს ჩამოვჯდე?
სულ დამავიწყდა . . . . . დაჯექი! Uუბრალოდ ძალიან გამიკვირდა მართლა არ გელოდი. ისე ასე მოულოდნელად რისთვის ჩამოდი? პრობლემები ხომ არ შეგექმნა?
არა! არანაირი პრობლემები. ვიცი ძნელი დასაჯერებელია და არც დაიჯერებ, მაგრამ აქ შენს გამო ვარ. როცა გავიგე რომ ავად იყავი, დაუყონებლივ, ფიქრის გარეშე წამოვედი, შენს სანახავად. ვიცი გიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ღმერთია მოწამე რომ გულწრფელად გეუბნები.
დიახ! ძალიან ძნელია. ვიცი უაზრობაა ამაზე საუბარი, მაგრამ მე ამ წამს დიდ ხანს ველოდი, ველოდი იმ წამს როცა ყველაფერზე დაგელაპარაკებოდი და გაგიმხელდი ჩემს საიდუმლოს. გიო მე ამ ცხოვრებისგან უსაშველოს არაფერს ვითხოვდი . . . . . . მხოლოდ შენ მენახე, შენი ხმა გამეგო, ერთხელ მაინც დაგერეკა, მაგრამ დრო გადიოდა და ვეგუებოდი იმას რომ არ დაბრუნდებოდი. ვამბობდი რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ალბად ჩვენს ურთიერთობას "განშორება” ან თუნდაც "ლამაზი სიყვარული” დაერქვა. ალბად გაინტერესებს ბედნიერი ვარ თუU არა? ვერ გეტყვი, რადგან არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ არა. იმიტომ რომ მე ბედნიერება სხვაგვარად წარმომედგინა . . . . . . . ისეთი როდესაც არაფერი გაკლია სიყვარულის მხრივ, როდესაც ეს გრძნობა შენთანაა . . . . . იმასაც ვიტყვი რომ ჩემი ბედნიერება შეიძლება ცხოვრებასთან ჭიდილი იყოს. ბედთან ჭიდილში დამარცხებულს, წარმოიდგინე არც უბედურად მიმაჩნია თავი. და იცი გიო რატომ? იმიტომ რომ ახლა რომ ვარ მე ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ! გესმის გიო?!
ანუ ვიცი რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ეგ მხოლოდ შენთვის, ჩემთვის კი . . . . . . ის ლამაზი გრძნობა, მარადიულად დარჩებ ჩემს გულში. როცა ვიხსენებ ჩემს საქციელს, საკუთარი თავი მეზიზღება . . . . დროის დაბრუნება რომ შემეძლოს . . . . . . . . ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს.
დროის დაბრუნება რომ შეგეძლოს რას იზამდი?
არ დაგკარგავდი! ვხვდები ანი რომ მეტი აღარ შეგიძლია, აღარ იცი როგორ მოიქცე, რა იფიქრო ან რა მოისურვო, მაგრამ ნუ მკიცხავ. იქნებ არ გჯეროდეს რასაც ეხლა ვამბობ, მაგრამ როდესაც აქედან წავედი, შენზე ფიქრი და ოცნებაც გავიყოლე. ის ყოველი ლამაზი წამი, რაც თუ ერთად გავატარეთ, ის ჩხუბი, ის სიხარული, ის ცრემლი, ის ჩახუტება, არასოდეს დამვიწყებია. იქნებ გეგონა რომ სამუდამოდ დაგივიწყე და შენზე არც კი ვფიქრობდი ან სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი? არა ანი არა!!!!! შენი დავიწყება ვერ მოვახერხე! ან რისთვის უნდა დამევიწყებინე? იმიტომ ხომ არა რომ მანძილი გვაშორებდა? არა სიშორე უფრო მიმძაფრებდა შენდამი გრძნობას . . . . . მენატრებოდა ის შენი უარყოფითი თვისებები, რომელიც სასტიკად მაღიზიანებდა, შენი უმიზეზო გაბუტება, სიამაყე, ეჭვიანობა. . . . . . მინდოდა შენთვის დამერეკა პატიება მეთხოვა მაგრამ მრცხვენოდა. იმის მრცხვენოდა რომ ასეთი ლამაზი სიყვარული მივატოვე. ჩემი დანაშაული მიუტევებელია. აღარ ვიცი რა მემართება და როგორ მოვიქცე, არც ის ვიცი ჩემს საქციელს რა დავარქვა, ან ჩემს თავს ვუწოდო ადამიანი? იქნებ ჩემი საუბრით ტკივილი მოგაყენე, მაგრამ შენ რო გჩვევია ხოლმე ასეთ შემთხვევაში ამაყად და დიდსულოვნად შეეცადე მაპატიო . . . .
გიო მხოლოდ ამას გეტყვი:

" მე არ მითხოვია შენთვის სიყვარული,
მე არ მითხოვია შენთვის შებრალება,
მე ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულით,
შენ კი არაფერს გთხოვ არ მსურს მოწყალება,
მე ბედნიერი ვარ შენი ხმა რომ მესმის,
მე ბედნიერი ვარ შენ ერთს როცა გხედავ,
მე ბედნიერი ვარ, ჩუმად ვიტანჯები
და მეტს არაფერს გთხოვ, არ მსურს მოწყალება
ასე ჩუმად! ძლიერ, მუდამ მეყვარები
შენზე ლოცვით ალბად, სულიც ამომხდება,
და მაინც, მაინც არაფერს გთხოვ
არ მსურს! არ მსურს! გესმის?! არ მსურს მოწყალება!”

ისე გიო რატომაა რომ ადამიანები, მათ შორის მეც, შენც და ყველანი წარმოუდგენელ სისუსტეს ვიჩენთ? რატომ ხდება რომ თავის შეკავება გვიჭირს ხოლმე? ან ახლა მე ვტირი ხო? და რატო ვტირი? ან რა არის ეს ცრემლები? ეს ცრემლები ჩემი წარსულია, ტირილი კი ჩემი სისუსტე. . . . . იქნებ ისიც ჩემს სისუსტეში ჩაითვალოს რომ ყველაფერს გპატიობ! ღმერთი არა ვარ, მაგრამ ადამიანი ვარ რომელსაც შენდობა შეუძლია. მიუხედავად იმისა რაც შენს გამო ვიტანჯე, მთელი ცხოვრება შენს ლოდინს შევალიე, შენზე ოცნებით ვიცხოვრე. . . . მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ძალიან მიყვარხარ. მე გპატიობ და ყველაფერზე თვალს ვხუჭავ . . . . . . იმაზეც რომ მიმატოვე და ნეტავ სამუდამოდ დაბრუნდი. . . . . . . ? ? ? ? ? ? ? ?
- ანი ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია შენისთანა ერთგული ადამიანი, უსაზღვროდ, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით . . . . . . . . . . . . . .
ის დღეც მოვიდა როცა ანი საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ და დარჩენილი დღეები მშობლებთან და ახლობლებთან ერთად მშვიდად გაეტარებინა. ყველას უჭირდა და დაჯერება უძნელდებოდა, როცა წარმოიდგენდნენ რომ მალე ანის ვეღარასოდეს ნახავდნენ.
ანიმ იცოდა რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ არც კი ეშინოდა იმიტომ რომ ის გიოს გვერდით იყო. ანიმ მაინც მიაღწია იმას რომ საყვარელი ადამიანი მასთან იყო, მაგრამ წუხდა რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
. . . .
დღეები გადიოდა!!!!!! სწრაფად!!!!! სწრაფად!!!!!! რა ცუდია რომ დროს ვერ გავაჩერებთ. . . . . . სიხარულში და ბედნიერებაში ყველაზე სწრაფად გადის დრო, ხოლო უბედურებაში კი მიცოცავს . . . . . . . . .
ანისთვის დრო ეხლა ძალიან ჩქარა მიჰქროდა, ის ხომ უზომოდ ბედნიერი იყო. . . . . .
ერთ დღეს მაისში იყო ლამაზი და საოცრად მშვენიერი დღე. გიომ გადაწყვიტა ანისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.
ანი იცი მე შენთვის სიურპრიზი მაქვს და იმედია გაგახარებს!
რაა ასეთი?
სიურპრიზია! მოდი თვალებს აგიხვევ ასე უფრო კარგად გამოვა.
ღმერთო! როგორ მაინტერესებს რა არის.
გიომ ანის მოკიდა ხელი და "ოცნების კუნძულზე” წაიყვანა.
აი მოვედით!
ღმერთო როგორ მეცნობა ეს სურნელი, ეს სასიამოვნო ჰაერი!
მართალი ხარ ანი, ნაცნობი ადგილია თან მონატრებული. მზად ხარ?
ერთი სული მაქვს.
აბა თვალები გაახილეეეეეეეეეე!!!!!!!
გიოოოო დამპალო!!!! აუ როგორ გამახარე, შენ ვერც კი წარმოიდგენ, თავი ზღაპარში მგონია, რა ბედნიერი ვარ, თითქოს თავიდან დავიბადე, შენ მაჩუქე სიცოცხლე! გიო შენ! ღმერთო! მგონია რომ ძველ დროში ვარ და ის ლამაზი წუთები დამიბრუნდა. . . . . .
ხო ანი, ჩვენ ძველი დრო დავიბრუნეთ ! ! ! ! ! !
მართლაც საოცარი ადგილი იყო "ოცნების კუნძული”. ზღვის პირას განიერი, ლამაზი ბილიკი მიჰყვებოდა, სამოთხის ბილიკივით გარს შემოკვროდა სიმწვანე, სიმშვიდე. ზღვაც კი დამშვიდებული, კარგ ამინდში როგორც ჩვევია ხოლმე, ტბასავით მდორე, მინდორივით გაშლილი, უჩვეულო იყო. შორს ჰორიზონტთან ზღვისა და ცის ბოლოს ოქროსფრად ბრწყინავდა მზის სხივები ზღვის მდორე ზედაპირზე. . . . . . . . თან აფრებიანი ნავები დასრიალებდნენ და ეს აფრები ლამაზი ნახატივით იხატებოდა მზეზე. ეს სილამაზე ჰაეროვნების ილუზიას ქმნიდა.
ანი ქვის მოჩუქურთმებულ ბარიერს მიადგა, ხელები მოაჯირზე დაალაგა და გასცქეროდა ზღვას გაღიმებული თვალებითა და მეოცნებე მზერით. მის სახეზე ბედნიერება აღიბეჭდებოდა . . . . . . . . . გიო კი მას მღელვარედ და თბილად უყურებდა. ორივენი გაჩუმებულები იდგნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ ან როგორ დაერღვიათ ეს სიჩუმე . . . . თითქოსდა ისინი ამ სიჩუმეს უფრთხილდებოდნენ და მხოლოდ მზერით არღვევდნენ მას.
ბოლოს ზღვის პირას პატარა სკვერისკენ წავიდნენ. იქ სკვერში მარადმწვანე მცენარეთა შორის პატარა სკამი იყო და იქ დასხდნენ. ისე ახლოს იყვნენ იმ წამს ერთმანეთთან როგორც არასდროს, მათ ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმოდათ.
ღმერთო რა ლამაზია! დაარღვია სიჩუმე ანიმ . . . . როგორ ლამაზად ჩადის მზე, არ მომბეზრდება ამის ყურება, მზად ვარ გაუქანებლად ჩუმად ვუყურო.
მართლაც ლამაზია და მას შენ ალამაზებ! უთხრა გიომ . . . . . . . . მიყვარხარ ანი და ყოველთვის მეყვარები. ანი ამ სიტყვების თქმაც მინდოდა ამ სიხარულთან ერთად . . . . . . . . .
ანიმ ეს სიტყვები გაიგონა. . . . თბილად გაეღიმა და გიოს თავი ნაზად მხარზე დაადო. ირგვლივ ყველაფერი ოქროსფრად იყო შეღებილი . . . . . . . ზღვის ზედაპირზე მზის სხივები ალმასებურად ელავდნენ.
-რა ბედნიერი ვარ გიო! ეს ბედნიერება შენ მაჩუქე და დაუვიწყარი დღე გამიხადე მთელს ჩემს სიცოცხლეში, -------მიყვარხარ გიოოო ძალიან ! ! ! ! ! ! ! !
-მეც ჩემო სიხარულო უზომოდ მიყვარხარ!
ანის გაეღიმა. . . . .-გიო გაღმერთებ იცოდე.
-მეც ანი, მეც, მეც, მეც, მეც . . . . . . . . . . . . ! ! ! ! ! ! ! !
ისევ ჩამოწვა სიჩუმე, ღამდებოდა, მთვარე ამოდიოდა ცაზე, აქა-იქ ვარსკვლავები..

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1303 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024