♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » ჭაღარა თმაში: ცოტა რამ შუა ხნის ასაკის შესახებ
10:46 AM
ჭაღარა თმაში: ცოტა რამ შუა ხნის ასაკის შესახებ


სამწუხარო სტატისტიკის მიხედვით, განქორწინებათა უმრავლესიბა მოდის 38-40 და 41-47 წლის ასაკზე. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ცოლ-ქმარს უჩნდება 31-40 წლის ასაკში. უფრო ხშირად განქორწინების და სკანდალების ინიციატორები მამაკაცები არიან. ისინი იცვლებიან, სულ სხვები ხდებიან. გაიცანით, შუა ხნის კრიზისი.


სიმპტომები:
ახალი მდივანი, რომელიც წესიერ სამოსს ვერ იტანს, სამაგიეროდ პატივს სცემს პორნოვარსკვლავურ სიახლეებს.
ახალი მანქანა, ძალიან კაშკაშა, ძალიან ძვირფასი და სპორტული.
ველური შეფერილობის პიჯაკი, უცხოპლანეტელის ჰალსტუხი "და მას უცებ შეუყვარდა ბოტასები!"
ახალი მისწრაფებები, ხშირად ახალგაზრდული.
ჩაეწერა სპორტდარბაზში, თუმცა ვერასოდეს იტანდა მას.
დიეტაზე დაჯდა, ფლეერი იყიდა, მეტყველებაში გაუჩნდა ახალი სიტყვები და გამოთქმები.

მოკლედ, იგი შეიცვალა. და ამას მხოლოდ თქვენ არ ხედავთ, თუმცა არც თვითონ უარყოფს.

შუა ხნის კრიზისი საკმაოდ რთული გამოცდაა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისათვის. ფსიქოლოგიაში მას ეგზისტენციალურს უწოდებენ – ანუ მიმდინარეობს ცხოვრებისეული ფასეულობების, მიზნების, აზრების გადაფასება.

ბევრი ტყდება ამ ეტაპზე. მამაკაცი ცდილობს მოახდინოს თავისი ცხოვრების ინვენტარიზაცია. სინამდვილეში ნებისმიერი მისი მოქმედებები არაფერს ცვლიან მის შეგრძნებებში სამყაროს მიმართ, სამაგიეროდ სერიოზულად ურტყამს ახლობლებს, მეგობრებს, პარტნიორებს. განსაკუთრებით ხვდება ცოლს. ძირითადი ფსიქოლოგიური ახსნა ამ ფაქტისა ის არის, ცოლი იყო მოწმე იმ ყველაფრისა, რისი გადატანაც მოუხდა ქმარს. ხოლო ზოგიერთ წარმატებულ მამაკაცს არ სურს, რომ ვინმეს ახსოვდეს ამის შესახებ – როგორ დადიოდა ნახევრად მშიერი სტუდენტობის დროს, დახეულ ჯინსებში, როცა დამწყები მეწარმე იყო. მოგონებებს ვერ წაშლი, ე.ი. ცოლი უნდა გამოცვალო! ახალგაზრდა ცოლს იგი მხოლოდ გამარჯვებული ემახსოვრება. ამას გარდა, ამ ასაკში დაქორწინებით, მამაკაცს თითქოს შანსი ეძლევა კიდევ ერთი ცხოვრებით იცხოვროს.

როგორც ყველაფერს ამ ცხოვრებაში, თავისი გამომწვევი მიზეზები ამ კრიზისსაც აქვს. და თუ გეცოდინებათ ამ მიზეზების შესახებ, უკეთესად შესძლებთ მის აღკვეთას.
თორმეტი წელია შვებულებაში არ ყოფილა: გადაღლილია. იმისათვის, რომ დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები – ბევრი მამაკაცი დღეღამეში 20 საათი მუშაობს გადაბმულად, წლების განმავლობაში. და ადრე თუ გვიან ხდება რაღაც "გადაწვა" - მექანიზმს სურს დაისვენოს, გამოირთოს და წამოწვეს სადმე ჩრდილში, ან მზეში.

გამოსავალი: დასვენება. ყველაზე ბანალური, სიწყნარეში და სიმშვიდეში. დაულეწეთ მობილური, დაწვით ტელევიზორი, გამოურთეთ კომპიუტერი და დაუმსხვრიეთ ვინჩესტერი. უფრო უკეთესია – გაემგზავროთ დასასვენებლად იქ, სადაც თქვენი მობილური ოპერატორები არ მუშაობენ, სადაც მომსახურე პერსონალი ქართულად არ ლაპარაკობს, მაგრამ იცის ჟესტების ენა.
გრძნობს, როგორ უცემს გული, უტკაცუნებს მუხლები: ეჩვენება ავადმყოფობა. ადამიანებს ახასიათებთ ავადმყოფობა ჩვენს არასრულყოფილ სამყაროში, მაგრამ მხოლოდ მამაკაცები აქცევენ ყურადღებას ყოველ მუწუკს. ორმოც წელთან მიახლოებისას ისინი იწყებენ სპეციალური სამედიცინო ლიტერატურის კითხვას და ეძებენ თავის სხეულში სხვადასხვა დაავადებებს.

გამოსავალი: წაიყვანეთ ექიმთან (უკეთესია, რომელიმე არატრადიციულ მკურნალთან) და უყიდეთ ვიტამინები, დიდი, ლამაზი ყუთით.
ნახევარი ცხოვრება უკვე გალიეს: იმედგაცრუება. მამაკაცი ხვდება, რომ ახალგაზრდობამ გაიარა, მაგრამ მან ბევრი "ვერ"... ვერ გახდა მუსიკოსი, ვერ გაფრინდა მარსზე, ვერ დაიპყრო ევერესტი, ბოლოსდაბოლოს.... და დგება იმის შეცნობის მომენტი, რომ ამ რამეებს უკვე ვეღარასოდეს გააკეთებს...

გამოსავალი: გაახსენეთ ერთი რუსი იუმორისტის(ჟვანეცკის) სიტყვები: "მე ვერ გავხდი ის და ეს... მაგრამ ეს და ის ხომ გავხდი!"
თვისუფლება მინდა!!! ყველაფერი გასაგებია. ხალხში ამას ეძახიან: "ვერ მოასწრო ქალებში გართობა". და რადგანაც მის მდგომარეობაში (ქორწინებაში) ეს, პრინციპში, შეუძლებელია, ე.ი. თქვენი მეუღლე აქამდე ახშობდა თავის აფეთქებებს. ბევრისათის ეს გადაულახავი წინააღმდეგობაა და განქორწინებები ძირითადად ხდება ახალგაზრდა არსების - საყვარლის გამოჩენის გამო, რომელსაც არც სინდისი აწუხებს, და არც ინტელექტი.

გამოსავალი: როგორც წესი, სექსოთერაპიის ხანგრძლივობა გრძელდება 2 წელი. შემდეგ გადაღლილი კაზანოვა ისევ მოგიკაკუნებთ ოჯახური ბუდის კარზე. გჭირდებათ თუ არა ეს გაცვეთილი სამკაული, ეს პირველ რიგში, თავად უნდა გადაწყვიტოთ.
სიზარმაცე + ოცნება=ინერტულობა.

ერთი მიზეზი არ არსებობს – ისინი თითქოს გროვდებიან და ადამიანის თავზე აგურივით დაეცემიან. როგორ ებრძოლოთ? აქ მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა: მოთმინება მოიკრიბეთ. ეს ამბავი მამაკაცმა დამოუკიდებლად უნდა გადაიტანოს, მაგრამ უნდა იგძნოს თქვენი მხარდაჭერაც.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1792 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 4:47 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024