♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » ბედნიერებისკენ სავალი გზა
1:54 PM
ბედნიერებისკენ სავალი გზა


ცხოვრების გზაზე ყველანი ვცდილობთ, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ, გამოვხატოთ გრძნობა, რომელიც გვავსებს. ამ გზით - გაცნობიერებით ან გაუცნობიერებლად - სიყვარულში შინაგანი მთლიანობისა და შეერთებას ვესწრაფით. მაგრამ ძალიან ხშირად ამ სწრაფვას და სურვილს უზარმაზარ დაბრკოლებად საკუთარი თავისადმი უსამართლო, ცოტა არ იყოს, უპატივცემულო დამოკიდებულება ეღობება. თითქოსდა, ეს რა შუაშიაო, მაგრამ უამრავი პრობლემის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად სწორედ ეს სახელდება და ძალიან ხშირად "მასთან მარხია ძაღლის თავი”. ხან დაბალ თვითშეფასებას ვუწოდებთ, ხანაც ადამიანს უბრალოდ არ სჯერა, ჩაუბეჭდავს თავში, რომ ყველასთვის იდეაფიქსად ქცეული ბედნიერება მაინცდამაინც მასთან არ მოვა, წინდაწინ გაუწერია მარტოსული ადამიანის, ვითომ წარმატებული, სინამდვილეში კი - გაუხარელი ცხოვრების სცენარი და დიდებული რეჟისორივით შესდგომია მის ხორცშესხმას.

* * *
ცხოვრება და საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა სარკესავითაა, რომელშიც ხედავ, ვინ ხარ და რა უნდა ისწავლო.


რა, უნდა ვისწავლოთ? - დიახ, აქ ჩვენი ცხოვრებიუსეული გაკვეთილები იგულისხმება, რომლებიც საკუთარი თავის სულიერ, მენტალურ და ფიზიკურ დონეზე გაგებასა და სათანადოდ შეფასებას უკავშირდება. ყოველი ათვისებული გაკვეთილი გვეხმარება, კიდევ უფრო კარგად გავაცნობიეროთ არჩევანის მნიშვნელობა და სიყვარულის გამამთელებელი ძალით განვმტკიცდეთ.

შინაგანი კრიტიკოსი თვითრწმენას არყევს, დეპრესიას ავითარებს, გაიძულებს, თავი აარიდო ახლობლებთან სიახლოვეს, სასიკეთო მომენტი ხელიდან გაუშვა და ა.შ. აზროვნების თვითკრიტიკული სტილი გვიბრუნდება: დაბალი თვითშეფასებით, თანასწორი და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების უუნარობით, გადაწყვეტილების მიღების პრობლემით, უსიხარულო ცხოვრებით, წარმატების შიშითა და არასაკმარისი შემოქმედებითი ნიჭით. და ესეც არაა იმ ყველაფრის ნუსხა, რითაც იმის საზღაურს ვიხდით, რომ სიყვარული არ ვიცით და არ ვიცით, როგორ ვიყოთ სხვისთვის საყვარელი ადამიანი.

ზოგ ჩვენგანს ქების, ცნობის, გულის გაკეთების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება აქვს. გარშემომყოფებში ვეძებთ იმის დასტურს, რომ "ჩვენ არაფერი გვჭირს”, რომ "კარგად ვართ”. ჩვენ დამოკიდებულნი ვხდებით საკუთარი ძალის რწმენის ძალიან მყიფე გრძნობაზე და ველურივით გვეშინია. საკუთარი ცხოვრების შენებაში უუნარობის, ფაქტიურად, ბავშვობის ტყვეობაში ვრჩებით, იმ დროში, როცა ჩვენს ნაცვლად სხვა ადამიანები წყვეტდნენ და ფიქრობდნენ.

სამწუხაროდ, მაშინ, როცა ამის საჭიროება არაა, ვიგონებთ ათას მიზეზს, რომ თავი ავარიდოთ ახლო ურთიერთობას, საკუთარ თავშიც და სხვაშიც ნაკლს ვეძებთ. კაცმა რომ გვკითხოს, წარმოგვიდგენია, რომ გულში სიყვარულისა და ერთგულების უზარმაზარ მარაგს ვატარებთ, რომელსაც დიდი სიხარულით გადავაფრქვევდით იმ განსაკუთრებულ ადამიანს, რომელიც "სწორედ ის” აღმოჩნდება. ჩვენ, როგოც მძინარე მზეთუნახავებს, გვჭირდება პრინცი, რომელიც ჩვენში ჩაკირულ სიყვარულს და ვნებას გააღვიძებს და გაგვაბედნიერებს.

"სწორედ ის” მალე ჩვეულებრივი მამაკაცი აღმოჩნდება ხოლმე, თავისი ღირსებითა და ნაკლოვანებებით და მზერა ადამიანიდან მის ნაკლზე გადაგვაქვს. მერე ცხოვრება მანიპულაციებით, მუქარებით, საყვედურებით, კბენებით, ბუტიობით, კედლისკენ მიბრუნებით და მართვის სხვა საშუალებებით თანამგზავრის გადაკეთების (შეცვლის) განუწყვეტელ მცდელობად გადაიქცევა. შედეგი კი - მწარე იმედგაცრუებაა, როგორც ყოველთვის, როცა სხვის გამოძერწვას ცდილობ...

სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ გადავწყვეტთ, საკუთარ თავში საკუთარი პერსონისვე პატივისცემა აღვზარდოთ, სანამ ჩვენს მთავარ ამოცანად არ გადაიქცევა საკუთარი თავის სიყვარულის სწავლა, - ჩვენ დაუსრულებლად იმ იდეის დევნაში ვიქნებით, რომელიც დასრულებულობის გრძნობას მოგვაპოვებინებს, რომელიც გვეტყვის, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვართ, ამ გრძნობას, ამ რწმენას ვერავინ ვერასდროს მოგვცემს, თუ ჩვენ არ მოვიპოვეთ.

"ფსიქოლოგიაში სულიერი ჭეშმარიტების ძებნამ ქალებთან მუშაობის სრულიად სხვა დონემდე მიმიყვანა. ყოველდღიურად ვხედავ, სულიერების და ფსიქოლოგიის შერწყმით როგორ იღებს ქალი შანსს, საკუთარ ცხოვრებაში გააკეთოს გლობალური გარღვევა, ნახტომი, რომელიც შეუძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური ცოდნით. ყოველ ქალს აქვს თავისუფალი ნება. ის ეხმარება იმაში, რომ არჩევანი გააკეთოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელშიც მისი ნამდვილი და ღვთებრივი არსი მდგომარეობს. თუმცა აღზრდისა და სოციუმის გავლენა იმდენად დიდია, რომ ჩვენ საკუთარ ღვთაებრივ დანიშნულებას (გვიყვარდეს და ვუყვარდეთ) ვივიწყებთ...

დროდადრო სული თითქოს თავს ითავისუფლებს, სტიმულს აძლევს და აღვიძებს ნამდვილი, ჭეშმარიტი და გაზიარებული სიყვარულისკენ ქალის სწრაფვას და ამ სიყვარულის რწმენას. ამ დროს ჩვენ ვეძებთ განსაკუთრებულ მომენტებს, (რომელთაც შესაძლებლობების ფანჯრებს ვუწოდებ), რომლებიც შესაძლებლობებისა და ნამდვილი დანიშნულების განსახორციელებლადაა ხელსაყრელი. ამ დროს ჩვენ მზად ვართ, საკუთარი სულის მოთხოვნებიც გავიგონოთ და უმაღლესი "მეს” კარნახსაც მივყვეთ...”

რეკომენდაციები და პოსტულატები, რომელთა გაცნობიერება აუცილებლად უნდა დაგეხმაროთ, სჯობს ერთ-ერთ გზის გამკვლევადაც გქონდეთ ცხოვრების გზაზე, მათ პრაქტიკაში ბევრ ადამიანს რეალური წარმატება და ნანატრი ბედნიერება აპოვნინეს:

1. აზრი, გრძნობები და ქცევა თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ბედნიერების მჭედელად აქცევს. მარტო დავრჩებით, თუ გავმთლიანდებით, ჩვენზეა დამოკიდებული.

2. პიროვნული დრამის მიზეზი ბავშვობაში იმალება: საკუთარ თავზე გაკეთებული მცდარი დასკვნები და მათი ცხოვრებაში გამოყენების გაგრძელება თანდათან რეალიზაციას უკეთებს მამაკაცებთან უიღბლო ურთიერთობაზე ჩვენ მიერ შეთხზულ სცენარს.

3. გადაწყვეტილება - გიყვარდეს საკუთარი თავი (ამპარტავნებაზე არაა საუბარი,) საკმაოდ ძლიერი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ არ უღალატო.

4. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ძალიან ხშირად დახლართული და რთული ფსიქოლოგიური და სულიერი უცოდინარობის გამოა, სიყვარულის საკითხებში ფსიქოლოგიური კვანძი აუცილებლად უნდა გახსნა.

5. როცა არჩევანს იმის სასარგებლოდ ვაკეთებთ, რომ საკუთარ თავთან სამართლიანი ვიყოთ, ამით ღირსეული პარტნიორის პოვნის, ჰარმონიული, ხანგრძლივი, სიყვარულზე დამყარებული ურთიერთობის შენების საუკეთესო შესაძლებლობასაც ვქმნით.

6. როცა ჩვენ ბოლომდე გვესმის და ვპატიობთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, მაშინ ვიშორებთ ტკივილს და წყენას - ამ ტვირთისგან გათავისუფლებული კი ავტომატურად უფრო სასურველი პარტნიორები ვხდებით.

7. ჩვენი ფანტაზიები, ილუზიები, ნეგატიური წეს-დადგენილებები, დამანგრეველი ჩვევები, იდეალურ პარტნიორზე ოცნება (საკუთარი ნახევრის ძებნა) ჩვენს სასიყვარულო საქმეებზე მოქმედებს.

8. როგორც კი ქალი საკუთარ თავთან ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის დამყარების უნარს მოიპოვებს, მაშინვე ჩნდება მის გვერდით მამაკაცი, რომელიც ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობისთვის შესაფერისია.

9. ხშირად ქალი საკუთარი თავის უბოროტესი მტერია, როცა ცინიკური ხდება და საკუთარი თავის არ სწამს, არ ენდობა, სიყვარულის ღირსად არ თვლის და, საერთოდ, უარს ამბობს ბედნიერების ძიებისგან.

10. საკუთარი, გაუცნობიერებელი სცენარის მიხედვით, ჩვენ ჭეშმარიტი გრძნობისკენ სულის სწრაფვას იგნორირებას ვუკეთებთ, ვთანხმდებით ურთიერთობაზე მოტივით: სულ არაფერს კიდევ ეს სჯობსო და ცხოვრებას შეუფერებელ პარტნიორს ვუკავშირებთ. მაშინ, როცა ყველა მამაკაცის საამოდ ვიქცევით, მისი გულის მოგების მიზნით და სიყვარულის იმედით, საკუთარ თავს გავურბივართ.

11. უნდა შეიცნო თავი და შენი ნამდვილი სურვილები, აღოაჩინო შემოქმედებითი უნარი და საკუთარ სულთან ურთიერთობის საშუალება.

12. მიიღე საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის. გააცნობიერე სხვაობა დიდებული საყვარლის თამაშსა და იმ უნარს შორის, რომელსაც სიყვარულით დანებების უნარი ჰქვია, როცა ის შენს გვერდით იქნება, ეს მზაობა გადაწყვტილების მიღებაში შენც და მასაც დაგეხმარებათ.

13. ისწრაფე მთლიანობისკენ, ისწავლე შენი მამაკაცური და ქალური ენერგიის ჰარმონიზაცია. აღადგინე შენც ცხოვრებაში სიყვარულის სივრცე.

14. წყვილის ურთიერთობა დამოკიდებულია თითოეულის უნარზე: მიიღოს და გასცეს.

15. ძალიან ძნელია ერთდროულად თავის დაცვაც (გრძნობისგან, ურთიერთობისგან, როცა უკან დასახევად ველს იტოვებ, და წინ მხოლოდ "კუს ნაბიჯებს” დგამ) და სიყვარულიც.

16. ისწავლე მამაკაცების უსიტყვო პატივისცემა.

17. ჭეშმარიტ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას გზაზე უამრავი შიში ეღობება. დაიმახსოვრე, რომ ნებისმიერი შიშის დაძლევა შეიძლება.

18. გაეცანი შენს ცხოვრებაში მამაკაცის მოზიდვის მეთოდიკას.

19. იცოდე, რომ ნამდვილი სიყვარული რეალობაში არსებობს და არა წიგნებში. წიგნში ისე ვერ მოხვდებოდა, სინამდვილეში რომ არ ეარსება. ამიტომ ისიც არ დაგავიწყდეს, რომ - იპოვი, თუ - არა ამ სიყვარულს, მთლიანად შენზეა დამოკიდებული.

20. წყვილის ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრება, თუ კავშირი ორმხრივ და ნებაყოფლობით მოვალეობაზეა დამყარებული, თქვენ გააკეთეთ არჩევანი ერთმანეთის სიყვარულის, გაგებისა და პატივისცემის სასარგებლოდ და ამ არჩევანს უერთგულეთ.

* * *
ბედნიერება ერთი დაუსრულებელი ზეიმი არაა, ეს სიცოცხლით ტკბობის ნიჭია, დამნახავი თვალი სჭირდება და გახსნილი გული. ნაჭუჭში, შექმნილ და მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული ჩვენი არსება ასე ვერ გაიხსნება, ურწმუნობით და უიმედობით შეფერილი არასდროს დაიჯერებს ნამდვილი, დიდი ბედნიერების არსებობას, ვერ მიხვდება იმასაც, რაშია ის, ყოველთვის სხვისი წილი ეგონება. არადა ჩარჩოსთვის და ნაჭუჭისთვის არ მოვლენილა ადამიანი ამქვეყნად, ის თავისუფალი ნებით დააჯილდოვა გამჩენმა და უთხრა, რომ "კაცთაგანი უფლისწულია ყოველი”. თუ ამას დაივიწყებ, საკუთარ თავსაც აწყენინებ და უზენაესსაც. გზა გასავლელია და უნდა გაიარო...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1182 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 65
სტუმარი: 65
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024