მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » აკაკი წერეთელს
|
იყავ ბულბული,
გედი იყავ და ორფეოსი,
შენი სიმღერა-
ლოცვა იყო საქართველოსი!
შენი სიმღერა
ნაღარის ხმას ცეცხლით მიება,
საფლავებიდან ამოგყავდა შურისძიება.
აღდგენის იმედს
წკრიალებდნენ შენი ცრემლები...
მამულისათვის
დღესაც ძვლებით დაიმძევლები,
და მისთვის არი
დაჩოქილი დღეს შენს წინ ერი,
ხალხის სუნთქვაში
უკვდავებით რომ ისევ მღერი!
ბაზალეთის ლერწმოვანები
ნეტავი მეც დამამღერა,
იმ ხმოვანებით,
ბაზალეთში რომ მღერიან
ლერწმოვანები,
იმ სიმღერის წმინდა ხმათა
ვერცხლოვანებით,
ვაი, ვერ ვთქვი სიჭაბუკით,
ვერც მცხოვანებით,
ბაზალეთში რომ მღეროდნენ
ლერწმოვანები...
იქნებ იმ ცეცხლს სიმღერით ვერ
ვემცხუნვარები?
საქართველოს ოცნებით ვარ
მეც ხომ დამწვარი?
საქართველოსიალქნების ქარო,
დამძარი
გაღვიძებულ იმედებს
ცეცხლოვანებით!
1960
|
კატეგორია: ♥პოეზია♥ |
ნანახია: 1461 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 62 სტუმარი: 62 მომხმარებელი: 0 |
|
|