მთავარი » 2010 » იანვარი » 25 » აკაკი წერეთელი - ხატის წინ
9:20 PM
აკაკი წერეთელი - ხატის წინ
ხატის წინ მიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, უხმოდ და უძრავად დნება, ვით მსხვერპლი დიადი, რომ მადლით გაასპეტაკოს, თვალუწვდომელი წყვდიადი! მივჩერებივარ ამ დიდ ძალს მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული; მეცა უსიტყვოდ, უძრავად, ცის სვეტად გაქვავებული. რაღაც უცნაურ ერთობას ვხედავ სანთელს და ჩემ შუა! მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება ჩემი გონება და ჭკუა. სანთელი ჩემი ხორცია, სიცოცხლე - მოკლე პატრუქი, ნათელი - ჭკუა-გონება, იმათგან გამონაშუქი. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა, და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე, არ შემიძლია მეც განა? კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს, ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1881 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0 /1
სულ კომენტარები: 2
Comments display order:
By default
New comments first
Old comments first
2
mari
(2011-01-10 10:54 AM)
0
me marto ori stropi miswavlia:D
1
anano
(2010-12-15 5:17 PM)
0
me skolaashi ori strofi makvs naswavli :D marto eseni :
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა, და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე, არ შემიძლია მეც განა?
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ძებნა
კალენდარი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0