♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 13 » აკაკი წერეთელი და მიტროფანე ლაღიძე
5:04 PM
აკაკი წერეთელი და მიტროფანე ლაღიძე


აკაკი წერეთელმა მთელი თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ქუთაისში გაატარა, თბილისში მხოლოდ სტუმრად ჩადიოდა რამდენიმე დღით. ქუთაისში ყოფნის დროს, თუ ქუთაისის გარეთ აკაკის ბევრი რამ აქვს დაწერილი თავის საყვარელ ქალაქზე.

ქუთაისის ქუჩების მშვენებას დიდი და პატარა, ნაცნობი და უცნობი ყველა დიდი პატივით ესალმებოდა. აკაკი უცხოს ყურადღებასაც კი იქცევდა თავისი ახოვანი გარეგნობით.

ქუთაისში ჩამოსული პოეტი არ შეიძლებოდა არ გამოჩენილიყო ქალაქის ბაღში. ეს იყო ქუთათურთათვის ერთად ერთი დასასვენებელი და თავყრილობის ადგილი. მხოლოდ აქ შეიძლებოდა საჭირო ადამიანი გენახა... ბაღში შემოსული აკაკი პირველ რიგში ლაღიძის პავილიონს მიაშურებდა და მისი მშვენიერი გამაგრილებელი წყლის მირთმევით ნასიამოვნები ზოგჯერ ლექსსაც აქვე წერდა.

მიტროფანე ლაღიძესთან ახლო ოჯახური, მეგობრული კავშირი ჰქონდა. მიტროფანე აკაკის დიდი პატივისმცემელი იყო. მისი ხარჯებითაა გამოცემული აკაკის შემდეგი ნაწარმოებები: „ნათელა", „წმინდა ნინო", „გამზრდელი", „თამარ მეფე" და სხვა. იგი თავის გამოცემულ, ასევე სხვა ქართულ წიგნებს თვითონვე ავრცელებდა. საამისოდ საგანგებოდ დაქირავებული ჰყავდა ბეგლარ ასათიანი, როგორც აწ განსვენებულმა მ. ლაღიძემ ერთხელ განმიცხადა, ამავე ბეგლარის მეშვეობით იგი აწვდიდა უცხოეთიდან მის სახელზე მიღებულ არალეგალურ ლიტერატურას თბილისს, ჭიათურას, ბათუმს, ბაქოს და სხვა. მიხა ცხაკაიას ან საშა წულუკიძის მიერ ნაჩვენები მისამართებით.

ერთხელ აკაკის პავილიონში ლაღიძის წყლის შესახებ დაუწერია ლექსი, რომელიც თვით ლაღიძისათვის მიურთმევია. ეს ლექსი ამ 15-ოდე წლის წინათ მ. ლაღიძემ გადმოგვცა გამოსაქვეყნებლად. აი, ეს ლექსიც:



სასმელების მეტოქე ვარ

ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა,

ხილეულის ესენცია

მიტროფანე ლაღიძისა.

გემოცა მაქვს, სუნიცა მაქვს

გთხოვთ ორივე გამისინჯოთ,

თორემ ისე რად მინდიხართ,

მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ.





მ. ლაღიძის აზრით, ეს ლექსი დაწერილი უნდა იყოს 1903-1904 წლებში. მანვე გადმოგვცა პოეტის მიერ დაწერილი მეორე გამოუქვეყნებელი ლექსი. მ. ლაღიძის გადმოცემით პოეტს ეს ლექსი დაუწერია 1900 წელს. აკაკის პატრიოტული ლექსების გავლენით სამშობლოს სიყვარულით აღგზნებულმა ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა 300 კაცის ხელმოწერით, სადაც ლაღიძის ხელმოწერაც ყოფილა, პოეტისათვის ასეთი განცხადებით მიუმართავს: ჩვენ ამ მიმართვაზე ხელის მომწერი სამასი ახალგაზრდა მზად ვართ თავი დავდოთ სამშობლოსათვის, ვაცხადებთ ჩვენს თავს თქვენს განკარგულებაში და მზად ვართ პირველ დაძახებაზე თავი გავწიროთ სამშობლოსათვისო.

აკაკი, რასაკვირველია, ამ მიმართვამ აღაფრთოვანა, მაგრამ მეორე მხრივ საგონებელშიც ჩააგდო. ეს საქმე მეფის მთავრობის ხრიკი და მახე არ იყოსო, უფიქრია აკაკის. მიმართვის მიღებისთანავე დაუყონებლივ ჩასულა ქუთაისში, უნახულებია, პირველ ყოვლისა, მიმართვაზე ხელისმომწერი, მისი ძველი ნაცნობი და მეგობარი მიტროფანე ლაღიძე და აღფრთოვანებულ-შეშფოთებულს უკითხავს, ვინ არიან ეს ახალგაზრდები, რა ხალხია, მთავრობისაგან შემოჩენილნი ხომ არ არიან მახეში ჩემს გასაბმელადაო, თუ საიმედონი არიან, ჯგუფ-ჯგუფად გამაცანი ისინიო. მ. ლაღიძეს პოეტის სურვილი შეუსრულებია და მასთან რამდენიმე ჯგუფი მიუყვანია. მაშინ კი დარწმუნებულა მათ გულწრფელობაში და აღფრთოვანებულს დაუწერია შემდეგი ლექსი:



აღმაფრთოვანა თქვენმა ხმამ,

ბევრგზის გულლახვარსობილი

და ჩვენს საერთო მშობელსა

მზად ვარ ვემონო შობილი.

ის მიყვარს, ყველას გვიყვარდეს

ის იყოს ჩვენი ტრფიალი

და მისთვის ნუ გვშურს დავცალოთ

სამსალით სავსე ფიალი.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1834 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-18, 5:19 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024