აბუ დულაფი მისარ იბნ მუჰალგილ ალ-ხაზრაჯი ალ-იანბუი, X საუკუნის არაბი პოეტი, მოგზაური და მეცნიერი. იმოგზაურა ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და ამიერკავკასიაში.
X საუკუნის 50-იან წლებში იყო თბილისში. ცნობილია აბუ დულაფის ორი "რისალა" (წერილი, დღიური). პირველი აღწერს აბუ დულაფის მოგზაურობას ჩინეთში, მეორე - ირანსა და ამიერკავკასიაში. საინტერესოა აბუ დულაფის ცნობები ძვირფასი წიაღისეული სიმდიდრეების, მინერალური წყაროებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ. მეორე "რისალაში" აღწერილია X საუკუნის თბილისი.
|