♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » 5 შეკითხვა რომელთა შემდეგაც თქვენთვის არასასურველი თაყვანისმცემელი აორთქლდება
7:52 PM
5 შეკითხვა რომელთა შემდეგაც თქვენთვის არასასურველი თაყვანისმცემელი აორთქლდება
  

თუ ბიჭმა თავი ძალიან მოგაბეზრათ, დაიზეპირეთ ეს 5 შეკითხვა, რომელიც მამაკაცებში ალერგიას იწვევს და გაიმეორეთ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში. რეზულტატებში თავად დარწმუნდებით. მაგრამ თუ ბიჭი ძალიან გიყვართ და ძვირფასია თქვენთვის... მაინც დაიზეპირეთ ეს 5 შეკითხვა და მათ ყველაზე მკაცრი ტაბუ დაადეთ!

1. გიყვარვარ?

თუ მამაკაცს უყვარხართ, იგი საკუთარი ნებით გაგანდობთ ესოდენ ექსკლუზიურ ინფორმაციას და ეს ბევრად უფრო სენსაციური განცხადება იქნება, ვიდრე მისი უსიცოცხლო ჩადუდღუნება ცხვირში "ჰო", რომელიც მისი მამაკაცური გაგებით ცოტა რამით თუ განსხვავდება "არასაგან"(ან, არ ვიცისაგან!).

ხოლო თუ შეკითხვაზე "გიყვარვარ?" – მისი ბაგიდან მაინც ყველაფრით დამაკმაყოფილებელ პასუხს მიიღებთ, ასე გააგრძელეთ: "როდის იგრძენი, რომ გიყვარვარ?", "ძალიან გიყვარვარ?", "თქვი, ასე ძალიან ხომ არასოდეს გყვარებია?" და ა.შ. გარწმუნებთ, თქვენი რომანი თამამად შეგიძლიათ გადაიყვანოთ მელოდრამის ჟანრში...

მსგავსი შეკითხვები – მეთოდური და მტკივნეული დარტყმებია მამაკაცური ფსიქიკისათვის და იგი ერთ მშვენიერ დღესაც უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ამდენს.


რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანისაგან სიყვარულის ახსნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არ ღირს ამ სიტყვების ძალით ამოქაჩვა მისგან. აღიჭურვეთ მოთმინებით და დრო და დრო თვითონ შეახსენეთ საკუთარი გრძნობების შესახებ – დახვეწილად და მსუბუქად!


2. რაზე ფიქრობ ახლა?

მსგავსი უაზრო შეკითხვა იშვიათობაა და ამიტომაც აღიზიანებს ნებისმიერ ადამიანურ ერთეულს განურჩევლად სქესისა.
ჯერ ერთი, ქალთან ერთად საწოლში და სიგარეტით ხელში, მამაკაცი იშვიათად ფიქრობს საერთოდ რამეზე.

მეორეც, თუ მას ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაშინ იგი სწორედ ამაზე ფირობს და არა თქვენზე. ამიტომაც, გულწრფელი პასუხი: "სამსახურზე" – სულაც არ გაგახარებთ.

და ბოლოს, არ არის საჭირო ყველაზე დიდი აფერისტი იყოს, რომ გიპასუხოთ: "შენზე!" და თუ თქვენ ჭკვიანი მდედრი ხართ, მეტი არაფერი დაგჩენიათ გარდა იმისა, რომ თავი მოაჩვენოთ, ვითომ დაიჯერეთ.


ხოლო თუ ეს სინამდვილეში გჯერათ... ან ამ ლიტონ შეკითხვას ყოველ წუთს იმეორებთ, უნებლიედ აფიქრებინებთ მას, რომ მისი შეყვარებული ცოტა სულელია...


3. რა კარგი იქნებოდა ბევრი ბავშვები გვყოლოდა, არა?

არა, თუ იმ სურვილით ხართ შეპყრობილი, რომ მთელი რომანტიკა მოკლათ, რომელიც შესაძლოა დაგროვდა თქვენი შეყვარებულის გულში – მიდით, ჰკითხეთ, თუ რამდენი შვილი სურს იყოლიოს უახლოეს მომავალში.


შემდეგ კი ილოცეთ, რომ თქვენს ძვირფასს იუმორის გრძნობა აღმოაჩნდეს. თუ არა და სავსებით შესაძლებელია გულის შეტევა დაემართოს...ან გულის სითბოს ნაკლებობა თქვენს მომავალ ურთიერთობებში. ასე რომ, თუ პატარძლად ჯერ არ დაგპატიჟეს, ეს თემა საერთოდ ამოშალეთ თქვენი ლექსიკონიდან.


4. საყვარელო, შეამჩნიე, გუშინ შესანიშნავი ლაქი ვიყიდე ფრჩხილებისათვის?

ხანდახან უფრო უსაფრთხო იქნებოდა ხარის წინ წითელი ქსოვილის ფრიალი, ვიდრე მამაკაცისათვის პარფიუმერულ–კოსმეტიკურ საოცრებებზე საუბარი.

მსგავსი გამოცდა მამაკაცის ნერვული სისტემისათვის არ არის. ხოლო თუ მაინც გსურთ მისი გამძლეობა გამოსცადოთ, წარმოთქვით რაიმე თავისუფალ რადიკალებზე, რომელიც აბერებს კანს და იმ ნივთიერებებზე, რომლებიც არეგულირებენ კოლაგენის წარმოქმნას მასში.

თუ ამ პროცედურას რეგულარულად გაიმეორებთ, ის ემოციური კორიდა, რომელსაც მოგიწყობთ თქვენი ძვირფასი მეგობარი უახლოეს მომავალში, სულაც არ ემგვანება სასიყვარულოს...

5. მე ისეთი უმაქნისი ვარ (ულამაზო, გამხდარი, მსუქანი...)?! (შეკითხვა და მტკიცება ერთ ხმაში)

როცა მამაკაცი მსგავს ფრაზას ისმენს, იგი ინსტიქტურად გრძნობს, რომ თვითშეფასებასთან ყველაფერი რიგზე ვერ გაქვთ. ხოლო ქალი, რომელსაც საკუთარი თავი თავად არ მოსწონს და არ აფასებს, აუცილებლად მდაბლდება მამაკაცის თვალში – მას განსაკუთრებული ცერემონიების გარეშე მიმართავენ.

მეორე, მამაკაცები არ არიან მიდრეკილნი ჩაწვდნენ საგნების არსს, ამიტომ, როცა მას ეუბნებიან, რომ იგი მიმზიდველია(სექსუალურია, ჭკვიანია...) – მათ სჯერათ ამის. მაგრამ ასევე სწრაფად იჯერებენ თქვენგან მოსმენილ სიტყვებს: "მე საშინლად უნიჭო ვარ(არაეფექტური, შეუხედავი...)".

მოკლედ, თუ არ გინდათ თვალებზე ააფაროთ თქვენი ნაკლოვანებები – არაფერი თქვათ მათზე! და როგორც მინიმუმი, მათგან ნახევარს იგი ვერ შეამჩნევს.

მესამე, მსგავსი შეკითხვები მამაკაცებს იძულებით მატყუარებად აქცევს. ჰუმანური მოსაზრებებით ისინი მაშინვე უარყოფენ თქვენს წარმოთქმულ სიტყვებს და უამრავ კომპლიმენტს "მოგაყრიან".

თუმცაღა, მსგავსი პროვოკაციული შეკითხვები მამაკაცს იმდენად უღონებს გულს, რომ იგი ან ჩუმად ქრება თქვენი ჰორიზონტიდან, ან აცხადებს: "სწორი შენიშვნაა, ნამდვილად უმაქნისი ხარ, ულამაზო, მსუქანი და რაც ყველაზე მთავარია – მოსაწყენი!"

რა გამოდის, რომ ამ ვაჟბატონებს ვერაფერი უნდა ჰკითხოთ? რა თქმა უნდა, უნდა ჰკითხოთ!

მაგალითად, იმის შესახებ, რომ ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა წახვიდეთ ერთად სამოგზაუროდ, რა ფერის იქნება ის ქურქი, რომელიც მან უნდა გიყიდოთ და რამდენი კარატი უნდა იყოს ბრილიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაჩუქოთ?

რა თქმა უნდა, ამ სამი უბრალო შეკითხვის შემდეგაც შეიძლება საყვარელი მამაკაცი გაიქცეს, მაგრამ ეს უკვე რაღაც არასწორი საყვარელია...ჰოდა, რაში გჭირდებათ ასეთი?

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1211 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024