♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » 10 ხერხი: როგორ გავატაროთ სიყვარულის დღე საუკეთესოდ
11:45 AM
10 ხერხი: როგორ გავატაროთ სიყვარულის დღე საუკეთესოდ

წმინდა ვალენტინის დღე, ეს არის სიყვარულის, სინაზის, მოფერების, სილამაზისა და რომანტიკის დღესასწაული. თუ თქვენთვის 14 თებერვალი ყოველწლიურად ერთფეროვანია და უკვე ზეპირად იცით რომელ საათზე რა მოხდება და რის შემდეგ რა უნდა იყოს, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს ამ დღის გასამრავალფეროვნებად.

გადააქციეთ ჩვეულებრივი ვალენტინობის მისალოცი ბარათი და ტრადიციული რომანტიული ვახშამი უჩვეულო და დაუვიწყარ მოვლენად, მით უმეტეს, რომ ეს ძალიან იოლია - ჩართეთ წარმოსახვა და ყველაფერ სტანდარტულს არასტანდარტული სახე მიეცით.

1. გამოავლინეთ თქვენი ტალანტები

დაწერეთ მისთვის ლექსი, სიმღერა, მოიფიქრეთ ცეკვა. თუ ეს ადრე არასოდეს გაგიკეთებიათ, სცადეთ ახლა! ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც გულითაა გაკეთებული, გულგრილს არ დატოვებს თქვენს მეორე ნახევარს.

საკუთარი ლექსი შეგიძლიათ დაწეროთ სარკეზე, ღია ბარათზე, რომელსაც იგი დილით იპოვის, ან დიდ ფურცელზე, რომელსაც ფანჯარაზე მიაკრავთ და როდესაც იგი გაიღვიძებს და ფარდებს გადაწევს...
2. აავსეთ იგი მისალოცი ბარათებით

ჩაუდეთ პატარა მისალოცი ბარათები ყველა ჯიბეში: პერანგის, შარვლის, პიჯაკის, პალტოს... შეიძლება ასევე დადოთ გულის ფორმის მისალოცი ბარათები მისი გასაღების გვერდით, მანქანაში ან ქეისში.

მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ეცადეთ ისე გააკეთოთ, რომ თქვენი მამაკაცი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს კოლეგების წინაშე: თუ ვალენტინობის მისალოცები მისი სამუშაო დოკუმენტებიდან გადმოცვივდება თათბირის დროს, არა მგონია იგი აღფრთოვანებული დარჩეს. თუმცა, ვინ იცის...
3. სიურპრიზი სამსახურში

თუ თქვენ ერთად მუშაობთ, შეგიძლიათ მას შემდეგნაირად მიულოცოთ. დაიცადეთ, ვიდრე იგი შესვენებაზე გავა და მორთეთ მისი სამუშაო მაგიდა. უმჯობესია ამ საქმეში ვინმე დაიხმაროთ, რომ მოკლე დროში ჩაეტიოთ...

მოსართავად კი შეარჩიეთ ისეთი რამ, რაც რა თქმა უნდა მისაღებია თქვენს სიტუაციაში და ისეთი რამ, რაც მას ესიამოვნება. ეს კი ალბათ თქვენ უკეთესად იცით.
4. არაფერი გააკეთოთ

უბრალოდ არაფერი, ოღონდ ერთად: კარგად გამოიძინეთ, იგორავეთ საწოლში, შედით აბაზანაში, ნახეთ ფილმი, მოისმინეთ მუსიკა, ჭამეთ, დალიეთ და უბრალოდ ხელჩაკიდებულებმა იარეთ ოთახებში. ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ!
5. სექსუალური თამაშები

მოაწყვეთ ეროტიული შოუ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით თუ რა აღაგზნებს მას ყველაზე ძალიან. იყავით მისთვის სექსუალური მედდა, სკოლის მოსწავლე, ან რომელიმე ფილმის კინოგმირი... არ დაგავიწყდეთ კამასუტრა...
6. ის, რაზეც ოცნებობდით

გააკეთეთ ერთად ის,რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდოდათ და აქამდე ვერ ახერხებდით: გადახტით პარაშუტით, გაისეირნეთ ველოსიპედით ან საჰაერო ბურთით. აჩუქეთ ერთმანეთს ახალი შეგრძნებები, პირველი გამოცდილება ხომ არასოდეს არავის ავიწყდება...
7. დახატეთ ერთად

შეიძინეთ საღებავები, ფუნჯები, რამდენიმე სუფთა ტილო(იმ შემთხვევისათვის, თუ პირველ ჯერზე არაფერი გამოგივათ) და სცადეთ დახატოთ რამე ერთად. როცა დაამთავრებთ, შეგიძლაით თქვენი ‘’შედევრი’’ ჩარჩოში ჩასვათ და ღირსეული ადგილი მიუჩინოთ.
თუმცა, ხატვა არა მხოლოდ ტილოზე შეიძლება, არამედ შიშველ სხეულზეც - ბოდი-არტი შესანიშნავი რამაა!
8. რომანტიული ვახშამი

უარი თქვით ხმაურიან რესტორნებზე და მოაწყვეთ საღამო ორისათვის. მოამზადეთ ვახშამი ერთად. შეგიძლიათ ექსპერიმენტები მოაწყოთ აფროდიზიაკებით. თუ გაბედული ბრძანდებით, შეგიძლიათ ვახშამი...საკუთარ შიშველ სხეულზე მოაწყოთ. ასეთი ორიგინალური იდეა აუცილებლად მოეწონება თქვენს მეუღლეს.
9. საჩუქარი, რომელზეც თქვენი რჩეული დიდხანს ოცნებობდა

შესაძლოა თქვენი საყვარელი ადამიანი დიდი ხანია რაღაცაზე ოცნებობს და ვერაფრით აგროვებს საჭირო თანხას. ეს თქვენი შანსია! მიართვით მას ის, რაც მას სრული ბედნიერებისათვის სჭირდება(თუ ამის ფული გაქვთ, რა თქმა უნდა). თავიდან შეიძლება ბევრი იწუწუნოს ხარჯებზე, მაგრამ შემდეგ მის მადლიერებას საზღვარი არ ექნება...თუმცა, აქაც არავინ არაფერში შეიძლება იყოს დარწმუნებული...
10. საჩუქარი საკუთარი ხელით

საჩუქარი შეიძლება საკუთარი ხელითაც გაკეთოთ: მოუქსოვოთ შარფი, ან ქუდი, ან ბალიში საყვარელი სავარძლისათვის, ან სულაც გააკეთოთ „ვალენტინობის ბარათი" საკუთარი ხელით:

ამისათვის გადჭირდებათ: მუყაო, ლენტი, ფერადი ქაღალდი, მაკრატელი და სურვილი, რომ თქვენი მეორე ნახევარი გაახაროთ.

მუყაოსაგან გამოჭერით რგოლი. ეს იქნება საფუძველი, რომელზეც შემდეგ დააწებებთ ქაღალდისაგან გამოჭრილ გულებს. ქაღალდს შეიძლება ჰქონდეს ორნამენტი ან გეომეტრიული ნახატი - ამისაგან პროექტი მხოლოდ მოგებული დარჩება.

ბოლო შტრიხი - შეაბით მას ლენტი და შესამჩნევ ადგილას დაკიდეთ.
ყველას გისურვებთ დიდ და ნათელ სიყვარულს!

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1419 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024