1. ფრთხილად იყავი-ქალს ნუ აატირებ , იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს! ქალი წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან. არა ფეხებისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას. არამედ გვერდისგან, რომ იყოს შენ გვერდით და შენი თანასწორი. ხელის ქვევიდან, რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან, რომ იყოს საყვარელი..
2. ბევრი იმედი გაწბილდება, ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს არ გცილდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
ხანდახან ყოფნა გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
წლებმა იციან გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... მაგრამ არასდროს არ ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - ქალი, რომელიც გიყვარს
3. მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ
4. მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება, რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები! წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები რა!
5. ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში...და მაინც რა არის თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება?ცხოვრება, მარტივად რომ ვთქვა,ეს არის "ბევრი რამე",რომელზეც ძალიან ცოტა რამ ითქმის.დიახ,ზედმიწ ევნით არავინ იცის ერთმანეთის ცხოვრება,იციან მხოლოდ ზედაპირულად...და იციან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცხოვრება. თუმცა,აქაც გამონაკლისი არსებობს: გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები ხშირ შემთხვევაში მაინც ავიწყდებათ. ცხოვრება_ეს არის წარსული,აწმყო და მომავალი. თუმცა მომავალი ცხოვრება უამრავი ხალხის ინტერესებს ექვემდებარება: სურთ გაიგონ საკუთარი მომავალი,ის მოვლენები, რომლებიც მათ ან სიხარულს მოუტანს, ანდაც,პირიქით_დაღუ პავს. სიმართლე რომ ვთქვა,ასეთი ინტერესი ადამიანებისთვის მეტად დამღუპველია. ცხოვრება_ეს არის სიყვარული. რაოდენ რთული და მძიმე ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს,ჩვენ ის მაინც გვიყვარს... უფრო მეტიც,ცხოვრების სიყვარულის შესანარჩუნებლად გაუცნობიერებლად ვიბრძვით,და ამ ბრძოლას კი ტკბილი მოგონებები იწვევს ხშირად.პირადად მე ძალიან მიყვარს ცხოვრება და მოსაგონარი კი მწარეც და ტკბილიც ბევრი მაქვს...
6. მარადიული ღამის ზმანება, ნაცნობი სევდით კვლავ ვიბანგები. სადაც ქაფია ყველა ღვთაება ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები. ფაიფურივით ღრუბლების მსხვრევა, ქარი ზღაპრული არტემიდეა. თუმც რა ხანია დრომ გადამტვერა ზოროასტრის და ზევსის იდეა, მაინც წააგავს მითს ეს საღამო, ათასი კერპი იწვის და დნება. ისევ გაცოცხლდი სულში ადამო! ცეცხლის სიშიშვლედ და ველურ ვნებად. როგორც გრძნეული ღამის ზმანება მეც უკვდავებით დავიბანგები აქ მარადია ერთი ღვთაება, ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
7. შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე... შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე, ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ. იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე? სიძულვილით არის კაცის გული სავსე, შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ, გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო.... და გაივლებს გულში: ,,რატომ შევიყვარო? ჩემზე ნაკლებს თავი რატომ მივადარო?" და შენს ლამაზ თვალებს მოარიდებს მზერას, რადგან შენი ტრფობა, დიდად შეიფერა
8. თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას.
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას.
არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას.
თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას.
თუკი საოცრება არ არსებობს, მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ, შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი და მას საოცრება ერქვას.
გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი. შენთვის ეს მინდოდა მეთქვა: დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება, "თეთრი ღამეები" ერქვას.
9. მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია. მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა, მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს, არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს. მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.
10. შენ რომ წამი გეჩუქებინა ჩემთვის ამ ქვეყნად მეტს არაფერს მოვითხოვდი... მას რომ მარადისობა ეჩუქებინა ჩემთვის მაინც გავებუტებოდი,ბოლოს მაინც მივატოვებდი... შენ რომ ერთი ვარსკვლავი გეჩუქებინა,თავი ღმერთი მეგონებოდა...მას რომ გალაქტიკა მოეძღვნა ჩემთვის მე ისევ ის ადამიანი ვიქნებოდი რაც მანამდე ვიყავი... მას რომ დედოფლად ვექციე მაინც შენი მონა დავრჩებოდი... დრო რომ თავიდან დაბრუნებულიყო..მაინც შენ აგირჩევდი....... შენ რომ ხელი გეკრა მაინც ვერ დაგივიწყებდი,ის რომ მომფერებოდა მაინც ვერ შევიყვარებდი... მისი ედემი არაფერი იყო ჩემთვის,შენი ერთი გოჯი მიწაც კი მთელს სამყაროს მერჩია.. შენი ღიმილი უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის,ვიდრე მისი მთელი ცხოვრება,ჩემს სიყვარულში გატარებული..... რატომ განსხვავებდით ერთმანეთისგან? არ ვიცი... უბრალოდ შენ შენ იყავი ჩემთვის.... ის კი ის იყო...
|