მთავარი » ♥ისტორია♥
"ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ქმარი აღარ მიყვარს!"
სამი თვის წინ გავთხოვდი და უკვე განქორწინებაზე ვფიქრობ. რამდენიმე თვის წინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩვენი სიყვარული ასე თუ გაქრებოდა. ამის აღიარების მრცხვენია, მაგრამ ქმარი აღარ მიყვარს. მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, იმდენი უარყოფითი თვისება გამოამჟღავნა, რომ გაოცებული ვარ. დავდივარ და სულ იმაზე ვფიქრობ, აქამდე რატომ ვერ შევნიშნე, რატომ ვერ დავინახე, რომ ისეთი არ იყო, როგორადაც თავს მაჩვენებდა–მეთქი. ჯერ ჩემი მშობლებისთვისაც არ მითქვამს, მაგრამ მასთან თავს საშინლად ვგრძნობ. ვერ წარმომიდგენია, მის გვერდით როგორ უნდა ვიცხოვრო.
გათხოვებიდან ძალიან მალე ამეხილა თვალი და მივხვდი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი. ჩემი ქმარი ისეთი უხეშია, რომ სხვების თანდასწრებით ჩემს შეურაცხყოფას არ ერიდება. საშინელი სიმთვრალე აქვს. ორი კვირის მოყვანილი ვიყავი, როცა ფეხებში სკამი მესროლა. წვივები დალურჯებული მქონდა. მშობლებმა უსაყვედურეს, ახალმოყვანილ ცოლს ასე როგორ ექცევიო. ბოდიში მომიხადა, მაგრამ ბოდიში საქმეს ვერ შველის. მაშინვე მივხვდი, რომ ვიჩქარე, როცა მ
...
Read More
|
შუა ღამე იყო. ლევანის მობილურზე მესიჯი მოვიდა და ხმამ გამოაღვიძა. -ფუ, ''ამისი'', ვინ არის ნეტა ამ დროს! რა მესიჯები აუტყდა, ხვალამდე ვერ მოიცდიდა?!-ბუზღუნით გადაიხადა საბანი, ადგა და ''მობს'' დასწვდა, რომელიც მაგიდაზე ედო კომპიუტერთან ახლოს. ხასნა ''სმს''-ი : ''უშენოდ თავს საშინლად მარტო ვგრძნობ, მოწყენილი ვარ, მენატრები...იმ დღიდან რაც მიმატოვე , თვალზე ცრემლი არ შემშრობია...მიყვარხარ...მიყვარხარ...მიყვარხარ და მენატრები...ამას თუ გინდა მილიონჯერ გაგიმეორებ..გთხოვ დამიბრუნდი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, მიყვარხარ....(შენი ანუკა)''.... -ანა?!...რამდენი დრო გავიდა...მის მერე მილიონი გოგო მყავდა...სად გავახსენდი?!-მესიჯს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი, მერე მობილური გვერძე გადადო და კვლავ თბილ საწოლს მიაშურა. დილაა...ლევანს კვლავ "ს.მ.ს."-ის ხმა აღვიძებს: -აუ! ...ახლა დედას ვაგინებ ვინც გამაღვიძა! -წამოიზლაზნა და მესიჯი ნახა:" მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი (ანუკა)''... -ეს გოგო გ-ა-დ-ა-მ-რ-ე-ვ-ს! ჩემი შეყვარებული ორი წლის წინ იყო... (თუ სამის?!-შეეკითხა საკუთარ თავს).მერე პასუხი მიწერა: "დღეს 4 საათზე პარკში, ფანტანთან შევხვდეთ.." ...პარკში დათქმულ ადგილას იდგა და ანას ელოდა. ფანტანს შესცქეროდა და იმაზე ფიქრობდა ტუ რა ეტქვა გოგონასთვის როცა მოვიდოდა... -ლეო...ციღაცის ნაზი ხმა ჩაესმა ბიჭს ყურში და შემოტრიალდა. მის წინ იდგა ''უცნობი'' ანა. გოგონა ორ წელიწადში ძლიერ შეცვლილიყო-თითქოს წლები მომატებოდა, გადაღლილი და ნაღვლიანი სახე ქონდა, თ
...
Read More
|
(ზოგჯერ სულელები ვართ გოგონები) -მივდივარ! -სად? -შენგან შორს! -რატომ? -მინდა და იმიტომ! -მეც ბევრი რამე მინდა...! -კაი კაცო! -ხო... გოგონა კარებს მიუახლოვდა, გააღო და გასვლა დააპირა. -სად მიდიხარ? -ხომ გითხარი! -მე მეგონა ხუმრობდი! გოგონა მოუბრუნდა და უთხრა: -არა, არ ვხუმრობდი!მივდივარ... -რატომ? ძნელი არ იყო გოგონასთვის ამისი თქმა, რადგან იცოდა დაშორება მასში ტკივილს არ გამოიწვევდა, ბიჭზეკი სულ არ ფიქრობდა. -იმიტომ, რომ აღარ მიყვარხარ...''ვსო''! ფაფუ! გაფრინდა სიყვარული!-გაეღიმა მას. -აჰა, ესეიგი გაფრინდა...კაი... გოგონა ასეთ რეაქციას არ ელოდა. ეგონა არ გამიშვებს, დარჩენას მთხოვს, ძალიან ეწყინება, არც ამ სიტყვებს მოისმენს, დამიჭერს, გულში ჩამიკრავს და მეტვის "ნუ მატყუებო", ეს კი ზის და გულგრილად შესცქერის მას. ელოდება როდის წავა. -ჰე აღარ მიდიხარ? -რაა?-ფიკრებიდან გამოერკვია გოგონა.]-ხო, წასვლას აპირებდი... გოგონა შყოყმანდა, თითქოს წასვლა აღარ სურდა. ბიჭი წამოდგა. მიუახლოვდა მას, მკლავში სწვდა,მაგრად მოუჭირა ხელი და კარებიდან უხეშად გააგდო, იგი წაბარბაცდა. (მაგრამ არ წაგცეულა). -ჰე! წადი! გზა ხსნილია! -მაგრამ.... -წადითქო,! წადი არ გესმის?! არავინ გაკავებს! -მიშვებ?! -ხო! რატომ უნდა დაგაკავო~?! -მეგონა გიყვარდი! -მართლა?! ნეტავ, რატომ გეგონა ასე?! იცი ძვურფასო, სიყვარული როგორც მოფრინდა ისევე გაფრინდა...აი ასე! გოგონას ცრემლი მოერია, იმედი გაუცრუვდა, ეგონა და
...
Read More
|
მახსოვს დაჩოქილი ხატების წინ ვტიროდი ეკლესიაში. მახსოვს ვიგრძენი ვიღაცის ნაზი შეხება მხარზე, თავი ავწიე და მისი სათნო დავინახე. შემომცქეროდა, მიღიმოდა, ბედნიერებას და რაღაც შინაგან ძალას ასხივებდა, რომელიც გულს იმედით ავსებდა. არასოდეს დამავიწყდება მისი ყოვლადკეთილშობილი( : D) გულწრფელი თვალები და მისი მოწიწება ჩემდამი. -ცუდათ ხომ არ ხართ? -არა... - მას ვუცქერდი და თავი უბედნიერესი ადამიანი მეგონა, თითქოს ის ვიპოვე ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი. თითქოს უფალმა გამომიგზავნა მისი თავი საჩუქრად (იმის მიუხედავად, რომ არ ვიმსახურებდი...) მან იქვე მდგარ სკამზე დამაჯინა, წყალი დამალევინა და მკითხა: -უკეთ ხართ? -მადლობთ, დიახ. მინდოდა სახელი მეკითხა, მაგრამ, შემრცხვა და მომერიდა, (თავი შევიკავე.) ეტყობა ლოყები შემიფერადდა, რადგან შემეკითხა: -ნამდვილად კარგად გრძნობთ თავს? -დიახ, დიახ! (თავს დაცულად ვგრძნობდი მასთან.) ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ვიღაც დამეპატრონა, ოღონდ ისე, რომ ჩემი შინაგანი სამყარო არ დაენგრია... -რა გატირებდათ? -სირცხვილი............. -რისი გრცხვენოდათ? - საკუთარი თავის და ცოდვების... -გიხდებათ ცრემლები... (დავიმორცხვე და თვალი გვერდზე გავაპარე.) -დარწმუნებული ვარ, ღიმილი გიხდებათ, ასე რომ, გაიღიმეთ. პასუხი არ გამიცია, ან რა უნდა მეთქვა, არაფერი იყო სათქმელი... მსიამოვნებდა მისი მოსმენა... შემეძლო მუდამ მესმინა მისთვის... როცა მივხვდი, რომ, ჩემგან ღიმილს ელოდა - მეც გავუღიმე. რაღაც
...
Read More
|
ზაფხულის წვიმიან ღამეში, ქარის წუილსა და გოგონას ქვითინს ისევე ვერ გაარჩევ როგორც მის ცრემლებსა და წვიმის წვეთებს რომლებიც მდორეთ მოედინებიან მის სახეზე... ,,მენატრები... უშენობა მკლავს!!! რად დამტოვე?! დამიბრუნდი!!! გთხოვ ნუ მიმატოვებ ნიკ!!!'' ის ბალახებს ბდღნიდა და მიწაზე მოუსვენრად იქნევდა ფეხებს... მისი თეთრი პერანგი ტალახში ამოსვრილიყო... გოგონას ცრემლები ბალახს ნამავს.. მისი ფიქრები შორეულ წარსულში მიედინება... ემილის ჭაღარა შეპარული თმა დიდ მოგონებებს ფარავს... ,,ნიკ!!! ნიკ!!! ნიკ!! ნ ი კ ! ! ! '' მის ფიქრებში ისმის ერთი სიტყვა... მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი... გათენებულა ვარსვლავები მზეს ჩაუხოცავს და მათი ადგილ დაუკავებია...მზის სხივს ემილისთან სასაფლაოზე მიუღწევია....................................................................................................... მისი წამწამების ბეწოს ცრემლები ებღაუჭებიან............ გოგონა ფეხზე წამოდგა შემდეგ გაიზმორა და ბოლოს, სულ ბოლოს თვალებიც გაახილა... გონს მოსულ ისევ დაითრგუნა... თვალში სასაფლაო წვდა პირველი, რომელზეც იდგა ქვა, ქვაზე გამოხატულიყო პატარა ბიიჭუნა 11-12 წლის და წარწერით გაეფორმებინათ ,, ყველასთვის საყვარელი ნიკოლოზ რობერტსი'' ... გოგონამ დასიებული თვალები ძირს დახარა და გზას შინისაკენ გაუდგა ნივიორკის ქუჩებში, ყოველ შემხვედრს ეშინოდა მისი დანახვის გაუცებულები შეჰყურებდნენ გაუბედურებულ, სასაფლა
...
Read More
|
_ თათა, გესმის რას ამბობ?! გგონია, ჩვენ არ გვიჭირს?! _ გუკა ცოცხალია და არავის აქვს უფლება მას სიცოცხლე წაართვას! . . . _ თათა გაჩერდი! გეყოფა! _ ნიკა, გუკა ცოცხალია! და მას დღეს არავინ გამოურთავს აპარატს! _ თათა, შვილო, წამოდი, დაისვენე და მერე ერთად წავიდეთ საავადმყოფოში . . . ჩაგვერია თინაც. გუკას მამა გაკვირვებული მიყურებდა, ასეთი არასდროს ვენახე . . . _ თინა დეიდა, არ გავგიჟებულვარ და არც დასვენება მჭირდება . . . ბედნიერი ვარ! არავინ მიჯერებდა, რომ სიმართლეს ვამბობდი. ალბათ ყველამ გაგიჟებულად ჩამთვა. თინამ საძინებელში შემიყვანა, დასაძინებელი წამალი მომაწოდა და მთხოვდა, დამეძინა, მაგრამ მე ჩემი გავიტანე, არც დავისვენე და არც დავიძინე. _ მე თქვენს გასახარებლად გამოვვარდი ამ დილაუთენია საავადმყოფოდან და თქვენ არ მიჯერებთ! . . . საავადმყოფოში რომ მივედით, პირველი პალატაში ნიკა შევიდა. გუკა მიტრიალებული იყო და ალბათ შესვლა ვერც გაიგო, რადგან არ მოტრიალდა, ნიკამ თავი დაირწმუნა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ჭკუიდან გადამიყვანა. ბოლოს მე შევედი, კარი განზრახ მივაჯახუნე. გუკა გადმობრუნდა და შემოგვხედა. _ გამარჯობათ! ძლივს ამოღერღა გუკამ. იმ წუთებში რომ ენახა ნიკას და მისი მშობლების სახე, გაეცინებოდა . . . მათ თავი სიზმარში ეგონათ. ნიკა დაფეთებული ხან მე შემომხედავდა, ხან გუკას, ფიქრობდა, ალბათ მეც გავგიჟდიო . . . ყველაფერმა ჩაიარა . . . გუკამ დიდი ხანი საფრანგეთში დარჩენა არ მოისურვა და თბილისში წამოსვლა არჩია
...
Read More
|
ჩემმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ ამ დროში ყველაფერი შეიცვალა, თავდაყირა დადგა. მაგალითად, ადრე ქალები, ვისაც ცოლიან მამაკაცებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ამ ურთიერთობის შესახებ არავის გაეგო. ახლა კი პირიქით – ქალები ცდილობენ, რომ მათი საყვარლების ცოლებმა სიმართლე გაიგონ. ამისთვის არაფერს ერიდებიან.
მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ ყველაფერი რიგზე გვქონდა. ჩემი უფროსი ვაჟი სტუდენტია, მეორე შვილი სკოლას ამთავრებს. ამ ასაკში ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ქმარი სხვა ქალით იქნებოდა გატაცებული. როცა შედარებით ახალგაზრდები ვიყავით, მაშინაც კი არ უღალატია ან შეიძლება, ვინმესთან კიდეც მღალატობდა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ შორის სხვა ქალი ჩადგებოდა.
ერთხელ ჩემი მეგობარი აღმოჩნდა მძიმე სიტუაციაში. ქმარმა უღალატა. ეს მისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. მე და ჩემი მეუღლე მაშინ მის გვერდით დავდექით. ჩემი მეუღლე მის ქმარს ამტყუნებდა, ამხელა კაცი როგორ შეცდა, ეს რატომ გააკეთაო. იმ კაცსაც შეხვდა და უთხრა, გონს მოეგე, ცუდად იქცევიო. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.
ჩემი ქმრისთვის უცნაურობები არ შემინიშნავს, არც ხასიათი შეცვლია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ჩვეულ რიტმში განვაგრძობდით ცხოვრ
...
Read More
|
ჩემი მეუღლე 65 წლისაა. არც მე ვარ პატარა, მასზე რამდენიმე წლით უმცროსი ვარ. ზაფხულის დასაწყისში ქმარმა "სიურპრიზი" მოგვიწყო და თავისი 17 წლის გოგონა გაგვაცნო. ვერ ვიჯერებდი და მისი მორიგი ხუმრობა მეგონა. ის გოგონა ძალიან მორცხვობდა, უხერხულად იდგა. მივხვდი, რომ ქმარი არ ხუმრობდა. არც ის გოგო იყო ხუმრობის ხასიათზე. სახეალანძული იდგა. შემეცოდა კიდეც. ჩემი ქმარიც სიტყვას ვერ აბამდა. რაღაცეებს ლუღლუღებდა. მე ვერაფერი მოვიფიქრე და მეზობელთან გავვარდი, მიზეზად მოვიდე, ცუდად არის, დახმარება ჰყავს გამოძახებული და უნდა გავიდე–მეთქი. ჩემი შვილი გადამიდგა, მოიცადე, დედა, იმას სხვები მიხედავენ, ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვსო. შვილი ხელით გავწიე და მაინც წავედი. მერე ჩემმა ვაჟმა დალურჯებული ხელი მაჩვენა, თურმე ისე მაგრად მოვკიდე ხელი, რომ ვატკინე.
მოვიტყუე, მეზობელი ცუდად არ იყო. მე ვიყავი ცუდად, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. თავს საშინლად ვგრძნობდი. გული თითქოს ყელში მიცემდა. მეზობელი მეკითხებოდა, რა დაგემართაო, მაგრამ ხმას ვერ ვცემდი. ელდანაკრავივით ვიყავი. ბოლოს, როგორც იქნა, გონს მოვედი და ყველაფერი ვუამბე. მეზობელიც გაოგნდა, ჩემი ქმრისგან ასეთი საქციელი გაუკვირდა. მე მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. წნევა 200–მდე ამივიდა. მეზობელმა ჩემს სახლში დარეკა და შვილს უთხრა, დედაშენი ძალიან ცუდად არის და ის ბავშვი სახლიდან წაიყვანეთო. ის გოგონა მართლა წაიყვანეს. მე ცოცხალ–მკვდარ
...
Read More
|
სიყვარული არა მარტო აერთიანებს, არამედ აშორებს კიდეც ახლობლებს, მით უმეტეს, როდესაც სიყვარული ადამიანს ყველაფერს ავიწყებს, მათ შორის – ღმერთს, სამშობლოსა და ოჯახს.
დიდი ლატვიელი პოეტი იან რაინისი (ნამდვილი გვარი პლიეკშანი) ამბობდა: "მე სამშობლოს, სიყვარულისა და მზის მეხოტბე ვარ. რაინისს გულუბრყვილოდ სწამდა, რომ ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. პოეტი საკუთარი ოჯახის მაგალითზე სრულიად საპირისპიროში დარწმუნდა, როდესაც მის უმცროს დას, დორას, თავდავიწყებით შეუყვარდა რაინისის საუკეთესო მეგობარი პეტერის სტუჩკა. ისინი ჯერ კიდევ გიმნაზიიდან მეგობრობდნენ, შემდეგ ერთად მონაწილოებდნენ ე.წ. ახალი ტალღის მიმდინარეობაში, რომელმაც ლატვიაში საბოლოოდ დაამკვიდრა პატრიოტიზმი და სოციალ–დემოკრატიული იდეოლოგია. სტუჩკა ხშირად სტუმრობდა პლიეკშანების ოჯახს. შედეგად, მასა და დორას შორის რომანი დაიწყო.
მე შენი და მიყვარს
სტუჩკა შეჩერდა. რაინისს სახე უჩვეულოდ აღგზნებული ჰქონდა.
– პეტერის, – ყრუდ წარმოთქვა რაინისმა, – ღობე–ყორეს ნუ ედები, სათქმელი პირდაპირ მითხარი!
– მეც მაგას ვაპირებდი, – სტუჩკამ ნერწყვი გადაყლაპა, – მოდი, კაფეში შევიდეთ.
გაისმა სროლის ხმა. მეგობრები კედელს აეკრნენ. ორივემ ელვისსისწრაფით
...
Read More
|
ცხოვრება, მართლაც რომ სურპრიზებით არის სავსე. არავინ იცის, ვის რა მოელის მომავალში, თორემ, რაღაცას შეცვლიდა. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონი მერი იმ საბედისწერი დღეს აუცილებლად შეცვლიდა, რომელიც დღესაც კოშმარივით ახსენებს თავს.
ქალბტონი მერი, 40 წლის:
– ყველაფერი ზაფხულის საღამოს დაიწყო, როცა მე და ჩემი შვილი ნათია ზღვაზე მატარებლით მივდიოდით. საერთო ვაგონით ვმგზავრობდით. ბევრი ხალხი იყო და ვაგონში საშინელი სიცხე იდგა, სუნთქვა ჭირდა. მიუხედავად ხმაურისა და სიცხისა, ნათიამ მაინც ჩათვლიმა, მაგრამ მე თვალიც ვერ მოვხუჭე. ხალხს ვათვალიერებდი, ვუყურებდი როგორ ფუსფუსებდნენ, როგორ ეცნობოდნენ ერთმანეთს. უცებ თვალი ერთ მამაკაცს მოვკარი, რომელიც საშინლად ჰგავდა ერთ ადამიანს. დიდხანს ვუყურებდი, მინდოდა თვალი ამერიდებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემს ვაგონში ის ადამიანი იჯდა, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა. ვუყურებდი და გული ამოვარდნაზე მქონდა. ის საერთოდ არ იყო შეცვლილა. თმა, როგორც ყოველთვის ხშირი, მაგრამ ოდნავ ჭაღარაშერეული ჰქონდა. მისი შავი თვალები ისევ ისე ბრწყინავდნენ, როგორც 20 წლის წინ. გურამი უფრო გალამაზებული და დავაჟკაცებული მეჩვენა. მას ვუყურებდი და ფიქრები თავისით ამეშალა. ჩემი განვლილი ცხოვრება თვალწინ დამიდგა. იყო დრო, როცა მე და გურამი შეყვარებულები ვიყავით. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გურამი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი არ იქნებოდა. მაგრამ ცხოვრებაში
...
Read More
|
« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 39 40 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|