♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ისტორია♥


გამიღე კარები და შემომიშვი უფალო, ძლივს ამოვედი შენამდე...
შემომიშვი უფალო და მიპასუხე, ...
ვიცი გესმის ჩემი... შემომიშვი და ვისაუბროთ...მინდა ყველაფერი მოგიყვე...
შენ ხომ იცი, რომ უხსოვარი დროიდან მიყვარხარ და მტკივა ეს სიყვარული... თითოეული წვეთი დაღვრილი სისლხი ჩემი სხეულიდან დიოდა და სადაცაა დავიცლები უფალო... ყველა მახვილი და ყველა ღალატი მტკიოდა....
მტკივა, ძალიან მტკივა ყველა მიწის ნაგლეჯი, გათელილი და ცრემლით მორწყული დედამიწა მტკივა...
არა უფალო, სულ არ გსაყვედურობ ამ ტკივილისთვის,,,
ამ ტკივილზე მეტად, მიყვარხარ უფალო...
იმ დღიდან მიყვარხარ რაც გაჩნდი...
მაშინაც მიყვარდი როდესაც შენ თავს ბარაბა ვარჩიე და გოლგოთისკენ მიმავალს ყველაზე მძიმე ქვებს მე გესროდი...
მაშინაც მიყვარდი, როცა ჯვარზე ხელები მიგიჭედე...
მაშინაც, როცა ურწმუნოებით გადაღლილი შენს ამაღლებას ვუყურებდი...
მაშინაც მიყვარდი როცა წმინდა ნინო დასერილი ფეხებით შემობრძანდა მაყვლოვანში და... ცუდად მახსოვს, მგონი მაშინ მოვინათლე....
ხომ იცი, ჩემი სული შენ გეკუთვნის და ის მე ჩემივე ნებით მოგეცი უფალო... შენ იცი რომ ამ სულს ყველა ტკივილი ტკივა და ყველა სიხარული უხარია....
მიპასუხე... მინდა მიპასუხო....
შენ ხომ ბედნიერებისთვის გაგვაჩინე უფალო...
უპასუხოდ ნუ გამიშვებ გთხოვ, ძალიან რთული იყო შენამდე მოსასვლელი კიბე, ძალიან ძველი და საფეხურებჩაცვენილი... უპასუხოდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიზმარში რომ დამიძახე,გამეღვიძა მამა.
სიხარულით წამოვვარდი და უმალვე შემოგიღე საძინებლის კარი.
როგორც მაშინ,უკანასკნელ ღამეს...
იქ არ იყავ!
შენს საწოლზე დედა იწვა ბადიშების გვერდით...
როგორ მაკლდი...
როგორ აკლდი საწოლს...
ახლაც ვტირი და ფხასავით მეჩხირება სული ყელში.
რა ვქნა,თუ ვერ მოგიგლოვე ჯერაც?
უშენობა შემშლის...
მტკივა ყველა ამოსუნთქვა,ყველა ძარღვი,სადაც შენი მონატრება ფეთქავს...
სად ხარ მამა?
სად გეძიო,რომ გიპოვო?
რომ მოვიდე,და თბილ მკერდზე მოგეხუტო კრძალვით.
შენთან მინდა!
მინდა კვლავაც დაგიკოცნო თითები და მტკივან ფეხზე მოგეფერო ფრთხილად.
კარჩხლის მთაზე ვიღაც სტვირის ატირებას ლამობს...
თითქოს მიხმობს...
თითქოს მისკენ მექაჩება...
შენ ხარ მამა?
მე მოვდივარ!
სულ მცირე ხნით დამელოდე,მაჭახელას ამოვამღვრევ მკერდით.
ამოსვლამდე მოვეხვევი ყველა შემხვედრს და გადავცემ დანაბარებს შენსას...
დამელოდე!
ნუ იჯავრებ, თუ მცირე ხნით შევყოვნდები ცხემლარასთან,შენც ხომ იცი,თუ ის წყალი არ დავლიე ,სიკვდილამდე არ მეყოფა ღონე.
პეშვით დავლევ...
შენს წილს გულზე ჩამოვიღვრი...
წესისამებრ,მეფის ხიდზე გავალ,მოვიკითხავ ჩვენი გვარის უხუცესებს და მაშინმე მდინარისკენ წავალ...
წყალს ავყვები.
სამზიართან კარჩხალივით წამოვდგები... სახლს გავხედავ შენს მშობელს და გამზრდელს... იქაც მხოლოდ ერთი წუთით შევჩერდები,იქნებ სადმე მომელანდოს ბებო.
მამა!
მან ხომ, ვერ გაგიშვა მარტოდ? საბოლოოდ მოიხადა ვალი - შ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის მიწურული იდგა. მთელ კვირას გადაუღებლივ წვიმდა. წვიმამ ხეთა შიშველი ტოტებიდან უკანასკნელი ფოთლები ჩამობერტყა, ქუჩის პატარა რუებს გააყოლა. განიძარცვა ხეები, დაიწმინდა ქუჩები.
ოთახში მკრთალად ანათებდა.
- როგორ წვიმს? – თქვა ქალმა. საბანი ნიკაპამდე ეფარა. თავი კაცის მკერდზე ჩამოედო. ნახევარგანათებულ ოთახის კედლებს მიშტერებოდა.
- ასე მგონია, გარეთ ვიღაც ტირის, – უთხრა კაცმა. სკამზე გადაკიდებული პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ბოლი ნისლივით გაწვა ოთახში.
- ოთახში კი სიჩუმეა, სითბო და სითეთრე.
- პირველად იყო სითეთრე, სიმყუდროვე. შემდეგ აიშალა.
- ყველგან ბინძური ქაოსია. პირველარსიც სიბინძურე იყო, ყველანი სიბინძურიდან გამოვედით!
- პირველად სითეთრე იყო, სითეთრე და სისუფთავე. სიბინძურე შემდეგ მოვიდა.
ქალმა კაცის მხარზე ჩამოდებული თავი ასწია, მკერზე დაეყრდნო ნიდაყვით, თვალებში ჩააჩერდა.
- ასე მგონია, მთელი სიცოცხლე ამ თვალებს დავეძებდი, – უთხრა ქალმა.
- მაინც რა იპოვე ამ თვალებში ასეთი?
- ჩემი თავი, თითქოს ჩემი სულის ცოცხალი სარკეა.
- ნერვების ბრალია ყველაფერი.
- ჰო, ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო. ისევ აიწყვიტეს.
მინაზე წვიმის წვეთები ცეკვავდნენ. სითბო იდგა ოთახში, სიმყუდროვე და ოდნავ მბჟუტავი სინათლე,
კაცს ჩაეძინა. ქალს თვალებზე რული არ ეკიდებოდა. კედლებზე ჩამოკიდებულ ძველ სურათებს მიშტერებოდა.
ახლა მისი მშველელი მხოლოდ ძილი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დიდი ჯაფისა და წვალების შემდეგ, დათომ ბიზნესი დაიწყო. მისი საქმიანობა ძირითადად კომპიუტერებთან იყო დაკავშირებული. ფირმა მოსკოვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა. საქმე ალGუზე დაუჯდა, შეკვეთებს ვერ აუდიოდა. შესაბამისად შემოსავალმაც იწყო ზრდა. ოჯახი ფეხზე დააყენა, გაჭირვებულ ნათესავებსა და მეგობრებს გამუდმებით ხელს უმართავდა. ბუნებით კეთილი, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ზემდგომი ინსტიტუტიდან დათოსთან ხშირად ავლენდნენ თანამშრომელს, რომელიც ფირმას ახალი პროგრამების შექმნასა და გასაღებაში ეხმარებოდა. ამჯერად ივანე იყო გამოგზავნილი. იგი ისეთი წყნარი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, საქმის მცოდნე გამოდგა, რომ პირველივე დღიდან კოლეგების დიდი სიყვარული დაიმსახურა. რუსული თავმდაბლობა და სისპეტაკე უფლისგან უხვად ჰქონდა დანათლებული. თავისუფალ დროს ქართულის სწავლას ახარჯავდა და ორ თვეში იმდენი შეძლო, რომ ულექსიკონოდ საუბრობდა. ირგვლივ ყველანი ვანოს ეძახდნენ. ფირმაში ტრადიციად იქცა, რომ ყოველი დიდი შეკვეთის შესრულების შემდეგ, დათოს ოჯახში პურ-მარილი იშლებოდა. ამჯერადაც წესი არ დაირღვა და ფირმის თანამშრომლები, რუს სტუმართან ერთად, მორიგ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. Gინებულ სუფრაზე, რომელსაც დათო ხელმძღვანელობდა, სიმხიარულე და სიტკბოება გაბატონებულიყო. ივანეს გაუცხოების გრძნობა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. ისე მოერგო ქართულ წეს-Gვეულებებს, როგორც ბეჭედი თითს. სმითაც ტოლს ა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1298 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...ყოფილხარ როდესმე სიყვარულის ქუჩაზე?
მე ვიყავი...
ოღონდ მარტო.
არასოდეს წახვიდე სიყვარულის ქუჩაზე მარტო...
რა აზრი აქვს მარტო სიარულს სიყვარულის გზაზე?!
მე რატომ ვიყავი?
მარტო?
იმიტომ, რომ მეგონა მიყვარდა...
არა, უფრო სწორად, მეგონა ვუყვარდი.
მე დღესაც მიყვარს...
ყოველთვის მეყვარება
და ყოველთვის ვივლი სიყვარულის ქუჩაზე, თუნდაც მარტო.
რა აზრი აქვს მარტო სიარულს სიყვარულის ქუჩაზე?
არავითარი...
მაშ რატომ დავდივარ? არ ვიცი...
არ ვიცი?
არა, ვიცი, უბრალოდ ძნელია გვერდით ჩაუარო და არ მოგინდეს მის ბილიკებს გაუყვე, ხომ გესმის...
არ გესმის?
როგორ,…არასდროს ყოფილხარ?
გიყვარს ვინმე?
მასაც ხომ უყვარხარ?
მერე არასდროს უთქვამს? არასდროს დაუპატიჯებიხარ?
ჰმ, უცნაურია...
აბა რას ფიქრობს?
საქმეები... ალბათ საქმიანი და სერიოზულია...
მესმის.
ნუ ადანაშაულებ...
ყველას ემართება,
არა, ყველას არა.
მე მინახავს ბევრი მოსეირნე წყვილი,
ერთი-ორი ჩემსავით მარტოდ იჟდა-ხის სკამზე, ბრ>იქ ყველგან ხის დიდი სკამები დგას, რომ დაჟდე და გარემოს გადაავლო თვალი,
და გარემო!
დამიჟერე ამად ღირს, ერთი წამით შეავლებ თვალს და საათობით შეიძლება იჟდე-ფიქრებში დაიკარგო, თუნდაც მაშინ, როცა გვერდით გიზის სიყვარული, თუნდაც მაშინ, როცა მის ხელებს გრძნობ..
მაინც გენატრება..
საიდან ვიცი?
მართალი ხარ, არასდროს განმი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1244 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ არის კარგი, როცა ადამიანი მარტოა. მაგრამ, ღმერთო, როგორი შვებაა!
ჯონ ბერიმორი

ჯერ კიდევ არ გყავთ შეყვარებული? და ამიტომ მსუბუქ დეპრესიაში ხართ? არ ღირს დამწუხრება! გაიხსენეთ – თავისუფლებას უამრავი უპირატესობა აქვს! ცხოვრებით უკვე ახლავე შეგიძლიათ დატკბეთ.

შესაძლოა თქვენზე ზეწოლას სხვები ახდენდნენ: ტელევიზია, კინო, მშობლები, დაქალები, ნათესავები. პროპაგანდა – სასწრაფოდ იპოვოთ პარტნიორი და სასურველია მთელი ცხოვრებისათვის – ძალიან გავრცელებულია. როცა გოგონა იზრდება, იწყებენ მის დაჩქარებას, უბიძგებენ მეორე ნახევრის პოვნისაკენ. რომ თითქოს უკვე ყველა დაწყვილებულია, შენ კი, ასეთი კარგი, ჭკვიანი, ჯერ ისევ მარტო ხარ. გარშემომყოფთა უტაქტო შენიშვნები ცხოვრებას გიწამლავენ. ხოლო თუ თქვენი საახლობლო წრიდანაც უკვე ყველა შეუღლებულია, გასაკვირი არ არის, რომ თავს გარიყულად გრძნობდეთ.

ნუ მიქცევთ ნურავის ყურადღებას! ნუ იტირებთ საკუთარ უბედობაზე! და საერთოდ, რატომ უბედობაზე? უნდა გიხაროდეთ, რომ თავისუფალი ხართ! ქარივით თავისუფალი! ხოლო რას ფიქრობენ სხვები, თქვენთვის სულერთი უნდა იყოს. სასერთოდაც, იმყოფებოდეთ საიმედო ხელში სულაც არ არის ისეთი კარგი, როგორც პირველი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენიოთ. ურთიერთობებში ძალიან სწრაფად იპარება რუტინა, იბადება გაუგებრობა, კამათი, პრობლემები, ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გასული ზამთარი ტელეწამყვან ანი გიუნტერის პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი იყო, რადგან გაიცნო მამაკაცი, რომელიც მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და აღარ დაუხანებიათ – ოჯახი შექმნეს. ანის ქმარი კახა არაბიძე გახლავთ, პროფესიით იურისტი, ამჟამად სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული. ანიმ გვითხრა, სანამ კახა ჩემი შეყვარებული გახდებოდა, სიუჟეტებში ხშირად ვიღებდიო.

"კახა ბევრ ჩემს სიუჟეტში მონაწილეობს. ერთხელ ქორწილის სცენა დავდგით, მეჯვარე გვაკლდა და კახას ვთხოვეთ, მეჯვარე ეთამაშა. მეორე სიუჟეტში ძალიან სიმპათიურ ქალს მამაკაცი ესტუმრება და ის კაცი კახა იყო. სალონში მქონდა გადაღება და სარკიდან გამოჩნდა. ყველაზე მაგარი ის იყო, როცა მაშველებზე გვქონდა სიუჟეტი. მინდოდა, დაზარალებული ყოფილიყო და მე გამეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, მაგრამ ამაზე სასტიკი უარი მითხრა..." – სიცილით გვიამბობდა ანი.

ბედნიერი წყვილი უკვე პირველ შვილს ელოდება, სქესი ჯერ არ იციან და ეს არც აღელვებთ.

– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

ანი: ყველა ქალს სურს, პირადი ცხოვრება მოიწყოს. არ არის დასამალი, რომ ამაზე ფიქრს დიდ დროს ვუთმობდი, თუმცა დადგა პერიოდი, როცა გადავწყვიტე, რომ მარტოსაც შემეძლო, კარგად მეგრძნო თავი. ჩემს ნაჭუჭში მოვექეცი და ვთქვი, არავინ და არაფერი მინდა–მეთქი. სწორედ მაშინ გამოჩნდა კახა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1458 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ხელში საწერიკალამი ავიღე და ტოვლივით თეთრ ფურცელს დავხედე მივხვდი, დრო იყო შემექმნა ისეთი რამ რაც მკითხველს ბოლომდე ჩაითრევდა. მათ ყურაღებას მიიგცევდა, და დაიბყრობდა, მაათ გულებში შეაღწევდა, გაათბობდა და ჭეშმარიტი სიყვარულის სურვილს გააღვიძევდა. არ მინდოდა დამეწერა სიტყვების "რახა-რუხი"...რა აზრი აქვს კითხულობდე იმას რასაც ვერ გრძნობ, რაც არაფერს აღვიძებს შენში....როცა რამეს გაიგონბს სიყვარულზე შეყვარებული ადამინი, გაიღიმებს და იტყვის რამეს თავისთვის, ზოგს სიხარულით აენთება თვალები, ზოგს კი ცრემლი მოადგება....
....ვინა თქვა სიყვარული ადვილიაო?! არავის უთქვამს!...
.....ვინა თქვა, არ იცის დარდი და ცრემლებიო?!არავის უთქვამს!.....გამოგიტყდებით მიყვარს ერთი... ჩემი თალები რომ დაგანახათ თქვენც მიხვდებოდით...ნაღვლიანი, სევდით სავსე თალები.... ღიმილის ფარდით ვიფარავ სევდას...თავი მეცოდება...
...მე ძლიერ საბრალო, სულ მოცარული და სულ მარტო დავეხეტები..რამდენჯერ მივლია ქალაქში მარტო...მივსულვარ ხიდთან, დამიწყია ფიქრი...მმომრევია ცრემლი, დამიმალია სახე, თითქოს ირგვლივ მყოფთ ვუმალავდი ტირილს...მაგრამ თვალებიც იღლებიან მერე...გული ფიქრობს, იქნებ აღარ ღირს ძგერა, სული ჩუმად, სანთელივით იღვინთება...
....და კვლავ მარტოსულად ვგრძნობ თავს...ირგვლოვ სიცივეა, მოშორებით თბილა...ვხედავ მათ..ვხედავ მომღიმარე წყვილებს, სიყვარულის ქურქით გამთბართ...ხელი ხელზე უკიდიათ მაგრად, ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1238 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ადამიანები ხშირად ისეთ გამოუსწორებელ შეცდომას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდგომში ყოვლად შეუძლებელია. გიგას ცხოვრებაშიც ასე მოხდა, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.



გიგა:

– ბავშვობაში ცხოვრების ნებიერა მეგონა თავი, მაგრამ გვიან მივხვდი, თურმე ცხოვრების სათამაშო ვყოფილვარ. ერთ დროს ყველაფერი მქონდა და დღეს კი აღარაფერი მაქვს. დავდივარ თბილისის ქუჩებში და ვუყურებ ჩვენს ახალგაზრდებს, ზოგიერთ მათგანში ჩემს თავს ვხედავ, ადრე მეც ასეთი ლაღი და ამაყი ვიყავი. მეც ვტკბებოდი ახალგაზრდობით და არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ ადამიანი ფიქრისთვის ჰყავდა ღმერთს გაჩენილი. იმისათვის, რომ მსგავსი შეცდომები სხვამაც არ გაიმეოროს, გადავწყვიტე ჩემი ისტორია ყველას მოვუყვე, ასე ვთხოვ პატიებას ჩემს განსვენებულ მეუღლესა და ქალიშვილს, რომელსაც ჩემისთანა უღირსი მამა არგუნა ღმერთმა.

20 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. თინიკო დანახვისთანავე შემიყვარდა,მასაც მოვეწონე და გაცნობიდან 3 თვეში დავქორწინდით. დედისერთა ვიყავი და მშობლებმა დიდებული ქორწილი გადამიხადეს, საქორწილო მოგზაურობაშიც გაგვიშვეს. თინიკო კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ჩემს მშობლებს თბილად და კარგად ექცეოდა, ისინიც ასევე პასუხობდნენ. როცა გოგონა შეგვეძინა, არც მე და არც ჩემს მშობლებს ხმაც არ ამოგვიღია. დედამ მითხრა, ახლა სხვა დროა და აუცილებელი არ არის დედამთილის სახელი დაარქვასო, მაგრამ თინიკომ თავ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უფალმა ყველა ადამიანს მისცა ნიჭი, რომელიც მართლაც რომ საჩუქარია. სანდროსთვის ეს ნიჭზე უფრო მეტია, თითქმის ცხოვრების ნაწილია. ერთმა დღემ კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.



სანდრო, 25 წლის:

– მეც ისეთივე ლამაზი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს. ზუსტად ისეთივე ფერადი სათვალე მეკეთა, როგორიც ყველა ნორმალურ ბავშვს უკეთია. ძალიან მათამამებდნენ მშობლები და მანებივრებდნენ. ძალიან ვუყვარდი ყველას, რადგან დედისერთა ბავშვი ვიყავი. პატარაობიდანვე ხატვის ნიჭით გამოვირჩეოდი და ძალიან მაგარ კონტურებსაც ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა პორტრეტების ხატვა. როგორც ჩემი ხატვის მასწავლებელი ამბობდა, იდეალურად გამომდიოდა სახის ნაკვთები. იმდენად გათამამებული ვიყავი, რომ ოღონდ კი მეთხოვა და ჩემი მშობლები აუხდენელ ოცნებას ამისრულებდნენ. ხანდახან მშობლებიც კი ცდებიან, რადგან ბავშვს ყველა ახირება არ უნდა შეუსრულო, ცოტა მკაცრადაც კი უნდა მოექცე ბავშვს, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს.

– რამ გამოიწვია ცხოვრების გზიდან აცდენა?

– იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ყოველთვის არის კაი ბიჭების "ბირჟა". შეიძლება მართლა ბევრი ისწავლო ქუჩიდან, თუმცა არის ისეთიც, რომ კარგ და პატიოსან ცხოვრებას ისე ასცდები, რომ ვერც კი მიხვდები ამ ყველაფერს. ქუჩა ნარკოტიკია, რომელიც გიზიდავს და თანდათან შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მეც გათამამებული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ ამ ყ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 39 40 »
შაბათი, 2024-11-23, 4:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024