მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
მე გეუბნები: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი ფერის სულიდან მოვიპარე უსაზღვრო სივრცე! მე გეუბნები: შემოდგომის მომაკვდავ ფოთოლს მოვიტან სახლში და შევუკრავ ძველებურ ჩარჩოს. და არც ვიდარდებ რომ დასასრულს ნაწვიმარ ქუჩის, იქნებ ბრბო დამხვდეს და მათ ერთხმად კოცონსაც მიმცენ. რადგან ჩვენ შევრჩით გადაცრეცილ ბავშვობის ფოტოს, ხოლო იქ ისევ გულღია და ხალასი დავრჩით! მე გეუბნები: მიფერადებ ნაცრისფერ დღეებს. და კეთროვან ცას მზერით ამჩნევ იმედის ფრესკას. მე გეუბნები: საუბრისას ვენდობი თითებს, ხოლო თრობისას - თმათა ჰაშიშს, ბაგეთა თრიაქს. მე გეუბნები,რომ სატანა მუშტებს მიღერებს თუმცა ჩაიხრჩო გულში, რადგან ვერ ნახა ფსკერი. მე გეუბნები: ბნელ ქუჩებში ლამპიონს მინთებ. მე გეუბნები:ეს ლექსები ქარს ღმერთთან მიაქვს.
ან სულაც ვამბობ, რომ შენშია ღმერთი და ახლა ამ მტვერსაც აქცევ სიცოცხლედ და ამხელა სივრცეს არ უჩანს ბოლო, ამ ჰორიზონტს ბოლო არ უჩანს და ხელს არავინ არ შეგიშლის რაც უნდა მოხდეს. სხვები ამბობენ: მძვინვარეა საშინლად ტალღა. არათუ სულს და ცასაც არ აქვს ფერიო. ცივა. მე ვიმეორებ: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი ფერის სულიდან მოვიპარე ჩემი სამოთხე!
|
მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება
მიწაზე მყარად ვარ ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . .
მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა. და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .
როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით მიწაზე. რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს? მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა. მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ. როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო?
არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.
სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . . მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_ როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _
სახლიც იქ მაქვს. სახლი ცაში არასდროს მქონია ცაში იმედები მაქვს ხოლმე როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია როცა თოვლი,მაგისიც
გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა. ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.
შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის. ჩემი გზები დახლართულია და როცა ვიკარგები, ცა მჭირდება დახლართულობიდან გამოსასვლელად ახლა მომინდა, რომ როდესმე ცამდე შემიყვარდეს და კიდევ ერთხელ გამ
...
Read More
|
ამბავი რომელიც ეხლა მე უნდა მოგიყვეთ სინამდვილეა და მართლა მოხდა. ერთ პატარა ქალაქში მოხდა. ცხოვრობდა გოგო რომელიც თითქმის მთელ უბანს უყვარდა, ძალიან ლამაზი და კეთილი გოგო იყო. მაგრამ მისი რჩეული მხოლოდ ერთი იყო მას სანდრო ერქვა. ერთმანეთი ზღვაზე გაიცნეს, ზღვაზევე შეუყვარდათ ერთმანეთი. ერთხელაც ზღვაზე ძალიან მაგარი ღელვა იყო. სანდრომ დაინახა წყლიდან ვიღაცა შველას ითხოვდა ბოლოს მიხვდა რომ თაკო მისი შეყვარებული იხრჩობოდა, სანდრო საშველად გადახტა მაგრამ უკვე გვიან იყო თაკო ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. სანდრო დარჩა მარტო, აღარაფერი ახარებდა ყველაფერი რაც თაკოს აჩუქა დედამისმა დაუბრუნა მხოლოდ ერთი რაყაცის გარდა, ეს იყო ყელსაბამი რომელიც სანდრომ თაკოს დაბადების დღეზე აჩუქა. თაკოს დასაფლავებაზე სანდროც იყო, მიუახლოვდა მის უსულო სხეულს და აკოცა ტუჩებში. შემდეგ მისი ხელი გულში ჩაიკრა ხოლო თაკოს ის ყელსაბამი ხელში ეჯირა, სადაც ეწერა "თაკო+სანდრო" სანდროსთან თაკოს დედა მოვიდა და წერილი მისცა რომელიც თაკომ მის შეყვარებულს დაუტოვა. " სანდრო ვიცი ადრე თუ გვიან მოვკვდები და მარტო დაგტოვებ, არ დამივიწყო იცოდე ყოველტვის მეყვარები. მომენატრები მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვას შეიყვარებ და იმ სხვასთან ბედნიერი იქნები. დაიმახსოვრე მიყვარხარ, მიყვარხარ და მიყვარხარ. (შენი თაკო)" ამ სიტყვებზე სანდროს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, გაიქცა ზღვაზე, იქ სადაც თაკოს და მას ერთმანეთი
...
Read More
|
გოგონა თრთოლვით შეეხო ტელეფონს თავისი თეთრი,ნატიფი თითებით და აკრიფა ნომერი, რომელიც არაერთხელ აუკრეფია. გადის. "დღეს ვეტყვი რამეს, არ ვიცი რას, მაგრამ ხმას მაინც ამოვირებ, რამეს ვეტყვი თუნდაც მცოლოდ-ალოს"... გოგონა რამდენი ხანია რეკავს ამ ნომერზე, მხოლოდ იმიტომ რომ "მისი" ხმა გაიგონოს. თვითონ კი ერთ სიტყვას არ აღირსებს, ყოველთვის ჩუმადაა, დუმს... დღეს გადაწყვიტა -გამარჯობას მაინც ვეტყვიო... -ალო... გოგონა დაიბნა. რა უთხრას ახლა?! გულს ბათქა-ბუთქი გააქვს, სადაცაა ამოვარდება საგულედან. "რა ვუთხრა?! ან ვუთხრა რამე? რომ გამითიშოს?! ან ჩემთან საუბარი რომ, არ მოინდომოს!ჩემი ხმა, რომ არ მოეწონოს?! ახლა გათიშვა უხერხული იქნება, რამე მაიც უნდა ვთქვა..." -ალო..-გაიმეორა "მან". -მე... -რაა? უკაცრავად არ გამიგონია! -გამარჯობა...(სათქმელი ვუთხარი-გაიფიქრა გოგონამ)მარტო ამისი თქმა მოახერხა, მეორე სიტყვა ყელში გაეჩხირა. -გაგიმარჯოს, რომელი ხარ? -თეა... -თეა?! -ხო... -თეა, ვიცნობთ ერთმანეთს? -არა, უფრო სწორად ალბბად, ან იქნებ კი, არა... არ ვიცნობთ ერთმანეთს...-ენა დეაბა გოგონას. -ანუ? -არ ვიცნობთ ერთმანეთს.. -რა მიზეზით რეკავ? ოღონდ ეს არ ეკითხა, ახლა რა უპასუხოს, რა უთხრას?! გაუთიშოს?! უხერხულია, მაგრამ....ეს ერთადერთი გამოსავალია..თეამ ყურმილი დადო. ღმერთო, ეს რა სისულელე გააკეთა, რატომ გაუთიშა?! შეიძლება სწო
...
Read More
|
რიიგ რიიიგ... გუუგ გუუუგ... რაღაც მელოდიას აწყობენ ბორბლები...განწყობას წვიმის წვეთების მონოტონური წკაპუნი ემატება და ამ გარითმული ჰარმონიიის ერთერთი მგზავრი გახლავართ ... ... ჩემს მდგომარეობას არც მწოლიარე ქვია ეხლა და არც მჯდომიარე , სადღაც ამ ორს შორის გაჭედილი_ უფრო ვზივარ ...მუხლებზე დღიური განისვენებს და ნახევრად ჩაბნელებულ კუპეში წერით გამყავს დრო. პასტით იმდენი ხანია არ მიწერია, შიგადაშიგ ხელს ვასვენებ ... ასოები აბდაუბდაა ,საშინლად ვირწევი (მაგრამ ძილის მოახლოების არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა ...მეცინება , სახლში ,საკუთარ ლოგინში ვერ ვიძინებ და ამ არც თუ ისე კომფორტულ კუპეში რა ღმერთი უნდა გამიწყრეს )
... ნეტა მალე გავიდეს ეს ღამე, 2 საათია გზაში ვარ და 2 საუკუნედ მექცა უკვე ... გულში მობილური ტელეფონის გამომგონებელს და მის შემდგომში ასე დამხვეწავს ვლოცავ ... ეს player და ფანარი რომ არ ქონოდა რა მეშველებოდა ... მუსიკაც მაქვს და თვალებიც აღარ მტკივა (მართლწერის რა მოგახსენოთ ... ასეთ ნარნარში ყოველი სიტყვა სხვადასხვა ხაზზე მეწერინება )
მგზავრებმა დაიძინეს უკვე მგონი და ვიმედოვნებ არასასურველი და გულისგამაწვრილებელი მელოდიით არ დამირღვევენ ესე სიმწრით აკოწიწებულ ჰარმონიას ... ჰეჰ, ასე სცოდნია ღამურობას )
ეს ევა ( ერთერთი ჯგუფის სოლისტი) ისე სასიამოვნოდ ჩამმღერის ყურში .კიდევ ერთხელ მწყინს რომ მუსიკალური ნიჭი არ გამომყვა ( ... რა ი
...
Read More
|
სიყვარულის გაჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის...სავარაუდოდ იგი წარმოიშვა ძალიან დიდი ხნის წინათ, მაშინ როცა ადამი შეხვდა ევას... ასე ამბობენსიყვარულის მშობლები სიცოცხლე და სიკვდილი არიანო.ულვილსაც დასდგომია გვერდიში-ტყუილი, სიამაყე და ეჭვიანობა. სიყვარულის ჰობი ადამიანთა გულების დაბყრობა ყოფილა თურმე...რამდენი შეუუღლებია, ბედნიერება მიუნიჭებია, ან დაუტანჯია და გაიუნადგურებია, გული სულ დაუფლეთია...მაგრამ სიყვარული ეს ის ხილია, რომელსაც ყველა ეტანება... სიყვარული სად ცხოვრობს?! ყველგან, ჩვენს გულებშიც კი...
* * * სიყვარული ერთ დღეს იჯდდა ღრუბელზე თავისთვის და ფიქროპბდა ვინ ყოფილიყო მისი ახალი "სამიზნე". ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა ქუჩას ვესტუმრებიო. მიდიოდა. ვერავინ ხედავდა. წარმოდგენაც კი არ ქონდათ,რომ იგი აქ იყო, სულ ახლოს. სულ რაღააც ორ ნაბიჯში ხმა შემოესმა: -სად ხარ?! ... -არა მანდ ვიღაც არის! ........ --გოგოს ხმა მესმის! ვინ არის?! ............ -ნუ მატყუებ! სიყვარულმა ყური დაუგდო მის საუბარს და მიხვდა შეყვარებულს ელაპარაკებოდა...და სადღაც ახლოს ეჭვიანომა იდგა და კმაყოფილი ხითხითებდა. -სად ხარ მითხარი! მოვალ! ........................ -დიახაც მოვალ! აი ნახე თუ არ მოვიდე!და ეგ გოგო მანდ არ დამახვედრო! გოგონა წავიდა, სიყვარულიც გაჰყვა. თან ფიქრობდა "როდემდე უნდა გაუმწარო ამ ხალხს ცხობრება ეჭვიანობავ!", თითქოს მ
...
Read More
|
გვირილებით სავსე, მწვანედ მობიბინე მინდორი...ზაფხულის ცხელი დღე....მობიბინე მინდორს გვირილების სავსე თაიგულით დატვირთული ქალი მოაპობს...ფეხმორთხმით ჩაჯდა ბალახში, მთლად დაფარა ბალახმა, მხოლოდ ზემოდან მოკაშკაშე მზე ხედავს კარგად. ქალის თლილი , ლამაზი თითები , გასაოცარი სინაზით ეხებიან გვირილის ღეროებს და ერთმანეთში აწნიან...ერთს,, მეორეს.. ერთმანეთს ეკვრიან გვირილის ყვავილები...ლამაზი გვირგვინი დაწნა ქალმა, დაწნა, თავზე დაიდო და თვალი მოავლო მინდორს...შემდეგ ერთი ლამაზი, დიდი გვირილა აარჩია და ფურცვლა დაუწყო...მზე თვალმოუცილებლად აკვირდება ქალის თითოეულ მოძრაობას. დაიღალა და ბალახზე გადაწვა ქალი.... ცას ახედა და მზეს საშუალება მიეცა თვალებში ჩაეხედა ქალისთვის, იქ კი, იმდენი სევდა და კითხვა დახვდა დაიბნა მზე... ქალის თვალები იქვე მზის ახლოს მონავარდე ღრუბელს აკვირდებოდნენ... და ღრუბლის ადგილას ქალის თვალებში სწორედ იმ მამაკაცის სახე იკვეთებოდა, რომელზე ფიქრითაც სავსე იყო ქალის არსება.... ღრუბლის სახების ქვეშ კი, მორბენალი სტრიქონებივით ერთმანეთს ცვლიდნენ მოციმციმე შეკითხვები...ნეტავ როგორაა??? ვახსოვარ კი??? მოვა???რატომ გახდა ასეთი ???ასეა თუ მე მეჩვენება???ნეტავა მართალი მითხრა გვირილამ, ნეტავ მართლა ვუყვარვარ???ნეტავ ვახსენდები???ნეტავ ფიქრობს ჩემზე???და კიდევ მრავალი მრავალი სხვა... მზე დაიღალა შეკითხვების კითხვით...შეეცოდა ქალი...ოდნავი ნიავი გაუგზავნა და თვალებზე სხ
...
Read More
|
და ყვეფერი დაიწყო არაფრით. სიყვარულმა შექმნა: მე, შენ, ის, ისიც! ხო რა გიკვირს? ისიც! ისიც სიყვარულის ნაყოფია! გაგეცინა? საიდან? როგორ? იყო ღმერთი! იყო სამართალი! იყო ღირსება! იყო სიყვარული! გგონია გეხუმრები? გგონია გესარჩლები? თუ, გგონია ისევ არის სამართალი-ღირსება, სიყვარული და რწმენა? შენთვითონვე რომ აძაგებ იუდას და პიტიახშს... ქაღალდებს რომ ანაცვალებ, სულს და ღირსეულობას... შენთვითონვე ხელს რომ უწყობ ბოროტების სავანეს... სიყვარული, შენ გგონია შენია და შენთვისაა შექმნილი? შენ გგონია, იმას არ აქვს სიყვარული განცდები? აბა მოდი ჩამოვჯდეთ და მივაყოლოთ: ერთი... ორი... რომ შემოვა ცეცხლი ღვინით და დაბინდავს გონებას... ახლა მიხვდი? სიყვარული ყველას უდუღს ძარღვებში! სულ უნდა ვსვათ, რომ სიყვარულს გამოუჩნდეს, გამოუჩნდეს ადგილი? რატომ არის ეს თავხედი და ორგული, სიმთვრალეში ვაჟკაცი? გგონია რომ გეხუმრები? გგონია რომ გესარჩლები? და არაფრით დაიწყო ყველაფერი!
|
ყველაფერი სიმშვიდით იწყება. ქარიშხალიც კი. მძიმეა სიმშვიდე. ყველაზე მძიმე. ქარიშხალზეც კი. მშვიდია სამყარო და მე მეშინია. სიმშვიდიდან სიმშვიდემდე ისე შორია.
ხმაური კარგია. დაიკარგები შიგნით და აი ამიტომ.ხმაურში დაკარგულს შეგიძლია მშვიდად იყო. სიმშვიდეში კი არა. როცა ყველა მშვიდადაა თითქოს ვაკუუმში ხარ და შენს სიმშვიდესაც დამალვა უჭირს. უშველებელი სიმშვიდე ნაპრალს ეძებს, რომ გაძვრეს, გაილიოს, დაიწრიტოს. ვერ იპოვის... არავის ეთმობა სიმშვიდე და ამიტომ. აი, მე კი, მიყვარს მასთან განშორება. დიდი ხნით. რაც უფრო დიდ ხანს ვეძებ, მით უფრო მეტს ვპოულობ, ვიგებ, მესმის, ვხვდები. როცა ძალიან მენატრება, სწორედ მაშინ ვარ ყველაზე კარგად. ამას კი მაშინ ვხვდები, როცა მშვიდად ვარ. სიმშვიდეში ვღიზიანდები. სუნი დგას უცნაური. სახელიც კი არა აქვს. მზეზე რომ იფიქრო, ეს სუნი გაქრება?!... მზე კარგია. ისე რა. ძნელია მზეობა. არ მინდა. მაგრამ კარგია ცოტა მზე. ან ცოტათი მზეობაც. წყლიდან ისე ამოდის, სიმშვიდეზე ფიქრი გგონია. ხანდახან ჰო... წყალი სიმშვიდეში ცხოვრობს, როცა მზე მასში იბანება. მზეში მინდა ბანაობა. წამოხვალ? მზეში მშვიდად შეიძლება ბანაობა. მზიდან ჩანს...
ხის ტოტზე რომ იჯდე და მწვერვალზე ოცნებობდე, ჭკვიანი გქვია? ხის ტოტზე თუ ზიხარ, იმაზე იფიქრე, ცოტა ზევით როგორ აცოცდე. თანაც ისე, რომ ფეხი არ დაგიცდეს და ძირს ზღართანი არ მოადინო. ზღართანი კარგი სიტყვაა. ჟღერადი. მომწონს.
...
Read More
|
"ბოლოს აქ, რომ ვიდექი, სულ პაწაწინა ვიყავი, მეწამურ ყაყაჩოებს ვაგროვებდი და დედას, სულ უკან დავზდევდი, ამიტომ მოფერებით "კუდს" მეძახდა...ეჰ..იმის მერე რამდენმა წყალმა ჩაიარა, დიდმა დრომ განვლო.." ახალგაზრდა, ყმაწვილი ქალი გადაწითლებული ველზე იდგა სულ მარტო, გასცქეროდა მიდამოს და მოგონებების მორევს ჩაეთრია...მთელი ბავვობა აქ გაატარა , დილიდან საღამომდე აქ დარბოდა, თამაშობდა...რამდენი ტკბილი მოგონება აკავშირებს ამ მდელოსთან..."აქაურობა კვლავისეთი ლამაზია, როგორც მაშინ.."ჩუმად ფიქრობდა გოგონა და ყურს უგდებდა ბუნებების ჩურჩულს. ...ესმოდა როგორ არხევდა აყვავებულ, ამწვანებულ ხეებს, და მათ ფოთლებს ნაზი სიო. ესმოდა როგორ უმგეროდა სიო ბალახს, მორცხვ იებსა და სისიხლისფერ ყაყაჩოებს.. "მზეც კი ისევ ისეთი მცხუნვარეა, სიოც ისეთივე თბილი, მისევ ისე უბერავს ველს ტალღასავით, ცაც კვლავ კრიალაა, ღრუბლები ფუმფულა და თეთრი." ბოლოჯერ იგი აქ მაშინ იდგა როცა ეგონა სამუდამოდ ტოვებდა ამ მხარეს...მაშინ სულ არტო იდგა ამ ველზე და ეგონა სამდამოდ ემშვიდობებოდა წარსულს..დღე როცა გაგზავნეს პანსიონში, დღე როცა ყველა მოგონება, სიხარული თუ სევდა დამარხა გულში. ...ამ დღეს ბოლოჯერ დაკრიფა ხელით სისხლისფერი ყაყაჩოები და წავიდა.... "არ მჯერა ,რომ მე კვლავ აქ ვარ, კვლავ ვგრძნობ ამ გარემოს მათრობელა სურნელს, კვლავ ვხედავ შავთვალა ყაყაჩოებს(ო, ღმერთო თითქოს ათასი თვალის მზერას)"... ...ქალმა კვლავ მოავლო თვალი იქაურობას, დიდი სიხარულით აევსო გული, თვალები გაუბრწყინდა ვი
...
Read More
|
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|