♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


(შეიგრძენი) მელოდია...

დღეს პირველად გავიღვიძე მზის ამოსვლასთან ერთად, ფანჯრის შუშებზე წვიმის ნაკოცნის შერჩენილ ლაქებს ვაკვირდებოდი, რომლებიც მზის სხივებმა გააფერმკრთალა!
ჰო, ეს ისევ უშენო დილა იყო და გალამაზება არ ეწერა! კარის ჯახუნის ხმა მომესმა, რამდენჯერმე განმეორდა და მერე...
გავუყევი თითქოს დაუსრულებელ გზას!
-დილა მშვიდობისა!-სკოლაში შესვლამდე ყველას მივესალმე და მეც შევუერთდი ერთ აურზაურს; რაღაცას ბოდიალობდნენ, ბუზღუნებდნენ, ყვიროდნენ, ჩურჩულებდნენ და მათ შორის მხოლოდ მე მესმოდა საკლასო ოთახის დიდი ხნის გაუწმენდავი ფანჯრების რაფაზე შემოსკუპებული ბეღურების საუბარი. ზარი დაირეკა, მერე მას მასწავლებლის ყვირილის აუტანელი მელოდიაც მიემატა და შუადღემდე საათი ნერვებისმომშრელად გადაიღალა (მხოლოდ წიკწიკით).
არ მახსოვს სად, შენს საძებნელად წავედი; კარგად დავუფიქრდი ქუჩის კუთხეში მდგომი ობოლი ბავშვის ვედრებას, მოწყალება გავიღე და ნაბიჯს ავუჩქარე. იქვე, მეტროსთან დალაქულ, ძველ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი შემეჩეხა; მღეროდა რაღაცას ჩემთვის ზედმეტად ნაცნობს, მაგრამ იმ დროისთვის გაურკვეველს..
თვალები დავხუჭე, ორიენტაციის გარეშე განვაგრძე გზა და ჰაერი შემეჯახა; ჰო, ჰაერი.. მანქანის უცაბედი დამუხრუჭების მელოდიამ გამომაფხიზლა, ვიღაცამ ხელი მოულოდნელად ჩამკიდა, აღელვებულმა მკითხა: -როგორ ხართ?!...-არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ თვალებში ჩავხედე!
-გამიშვ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე-"ადამ-იანი"...
სარკის წინ...


დაწყება მუდამ რთულია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ადამიანმა.. მეც ვიწყებ მზის ამოსვლასთან ერთად ჩემს ცხოვრებას, არა ისე როგორც თქვენ!.. მე ხომ ყოველ დილით ზეცას ვუყურებ და მზეს ვუღიმი! მე ადამ-იანი ვარ!...
სულ რაღაცას ვეძებ, რაღაც ახალსა და სამყაროსგან მოწყვეტილს! მე ხომ ასე მინდა..
მე აქ არ მინდა, მე ხომ იისფერი ვარ და გული არ მაქვს! ისე, უბრალოდ ხელისგულებით ვსუნთქავ და ვფაციფუცობ ჩემს ცხრაკლიტულში!
მე არ ვაღმერთებ არავის, მაგრამ ვაღმერთებ მუსიკას!... ვუსმენ Deep Purple-ს Picture Within-ს და სულს ვითბობ!....
იცი?! ასეთი მუსიკის მოსმენაც ცოდვაა.. თუმცა რას ვიზამ, მე საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ!...
თითქმის ყოველ კვირას დაუგვიანებლად მივდივარ ეკლესიაში, ხმაამოუღებლად ვუსმენ მამაოს ხმის გუგუნს და გულში ვამბობ: "მამაო ჩვენო..."
სანთლები მენანებიან! ცეცხლს რომ წავუკიდებ მათ ნაღვენთს ვეფერები, ველოლიავები, მგონია რაღაც სტკივათ!
ერთი დიდი ცოდვა მაქვს კიდევ, საკუთარ თავს არ ვეძებ! არა, ამას სახელიც არ აქვს, უბრალოდ ცოდვაა.. ფიქრები, ოცნებები ზეცისკენ მექაჩებიან, მაგრამ ძლიერად ვკიდებ უხილავ ძაფებში პაწია თითებს, არ ვაძლევ უფლებას წამიყოლიონ, თორემ შევრჩები ღრუბლებს! მე მათ ჩემს ციხეში ვკეტავ, უსამართლო მოსამართლე ვარ უდანაშაულო დამნაშავეების დამსჯელი!
მე ნელ-ნელა ილუზიები მიფერმკრთალდება და მეშინია სადმე არ ჩავიკარგო;
ჩუ!..-მე ვაჩუმებ სამყაროს როცა ჩიტები გალობენ!..
ვმრუშობ კი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 ყველაზე კარგი ქართველი წყვილი :) [ნაწილი 2 ]

 ყველაზე 

კარგი< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 4370 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თითქმის ყველა ქალი ოცნებობს კანონიერ ქორწინებაზე. ბევრი, მაგრამ არა ყველა. ახალგაზრდა ქალების განსაზღვვრული კატეგორია თითქოს მიიზიდავს მხოლოდ ცოლიან მამაკაცებს. ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ხშირად ქალი გრძნობს, რომ რომ ჯერ ისევ ახალგაზრდაა პასუხისმგებლობისათვის, რომელიც ოჯახსა და ოფიციალური ცოლის სტატუსს მოყვება თან.


თანაც მამაკაცის მუდმივი არსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. რომანი ცოლიან მამაკაცთან უფრო სწრაფად კიდევ იმიტომ ვითარდება, რომ ხშირად ესენი არიან გამოცდილი, შეძლებული მამაკაცები, რომლებმაც იციან როგორ მოაწონონ ქალს თავი.
მამაკაცისათვის საყვარელი - საიდუმლოა, რომლის გამოაშკარავებაც არასდროს მოუნდება.

მაგრამ რომანი ცოლიან მამაკაცთან არაფერთან მიგიყვანთ. მაშინაც კი, თუ საყვარლის სტატუსის მქონე ქალს ჰგონია, რომ თავისთვის მხოლოს ნაღებს იღებს, ადრე თუ გვიან ან მამაკაცს მოსწყინდება იგი, ან ეს სიტუაცია მოსწყინდება თვითონ ქალს.

ვინ თქვა რომ ასეთი კავშირების დროს არ იღვიძებს სიყვარული და მესაკუთრის გრძნობა? ეს არამარტო შესძლებელია, არამედ ხშირად ხდება, რადგან არ არსებობს ისეთი ქალი, რომლიც იმის მიუხედავად, რომ ცოლიან მამაკაცთან ცხოვრობს, არ ოცნებობს აქციოს იგი თავის სრულ საკუთრებად.

და არ არსებობს ისეთი მამაკაცი, რომელიც საყვარლის გაჩენის შ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: "მამაკაცებმა არ უნდა იტირონ", "ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა...)" და ა.შ. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი?

მითი 1. მამაკაცის გულისაკენ გზა კუჭზე გადის.

შესაძლოა ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, პელმენებისა და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია პირველ რიგში ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცა და მაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი, თუ ეს იქნება უბრალოდ შემწვარი კვერცხი, მაგრამ სიყვარულით მომზადებული, მისთვის ხაჭაპურზე და შემწვარ გოჭზე უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი მთელი დღეები სამზარეულოში ტრიალი იმისათვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისაგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. უმჯობესია რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ. იქნებ მამაკაცის გულისაკენ გზა სხვა მხრიდანაც მიდის?
მითი 2. ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისაგან უნდა მოდიოდეს.

ძალიან სა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 998 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

LoVe QuoTeS! ! ! [PaRT 1]

"When you are in
 Love you can't 
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1528 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ სილამაზე საკმარისი არ არის. საჭიროა ცოტაოდენი გამართლება, ასევე მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ცოდნა. საჭიროა იყოთ დაჟინებული თქვენს მისწრაფებებში, არ დანებდეთ მარცხს და თავი არ დაკარგოთ გრანდიოზული ტრიუმფის შემთხვევაში. მაგრამ არის კიდევ ერთი თვისება, რომლის ქონაც შესაძლოა დიდი უპირატესობა იყოს ცხოვრებუისეული წარმატებისაკენ სავალ გზაზე. სამწუხაროთ, იგი ყველა ქალს არ ახასიათებს, მხოლოდ ზოგიერთ ბედნიერს აქვს შესაძლებლობა მოიმკას იმის ნაყოფი, რასაც ერთნი ქარიზმას უწოდებენ, მეორენი - მოხიბვლის ხელოვნებას, მესამენი - უბრალოდ მომხიბვლელობას.

კომპანიაში მოხვედრისას ასეთი ქალები მაშინვე იმსახურებენ გარშემომყოფთა ყურადღებასა და სიმპათიას. თქვენ კი გაოცებული აანალიზებთ, რაშია მისი წარმატების საიდუმლო? უშნო სულაც არ არის, მაგრამ ლამაზმანსაც ვერ დაარქმევთ. თითქოს ერთი ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ მისგან მოდის ჯადოსნური ფლუიდები, რომლებსაც სიტყვით ვერავინ აღწერს.

ასეთი ქალი ფლობს მოხიბვლის ხელოვნებას. იგი მხოლოდ ერთხელ გადაისვამს ხელს თმაზე და გვერდით მყოფი მამაკაცები მზად არიან მისი ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. რბილი ღიმილი, კეთილმოსურნე გამოხედვა და დახვეწილი მოძრაობა - ეს ყველაფერი მამაკაცს გულგრილს არ ტოვებს, რომლის გენეტიკურ სტრუქტურებშიც კოდირებულია ქალის იდეალური სახე. იგი ტყავიდან არ ძვრება, რათა მამაკაცებთან იფლირტა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1480 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება შეემთხვას ადამიანს - ცალმხრივი სიყვარული. იმედის დაკარგვის შემთხვეაშიც კი არ არის ადვილი ამ ადამიანის დავიწყება. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ემოციებს და გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით.

ნუ დაურეკავ

ალბათ უკვე ზეპირად იცით მისი ტელეფონის ნომერი და სანუკვარი ციფრების თავიდან ამოგდებას ვერაფრით ახერხებთ - არ არის ადვილი. ამიტომ ყოველთვის, როცა დარეკვა მოგინდებათ, აკრიფეთ რომელიმე დაქალის ნომერი და ცოტა წაიჭორავეთ. საუბარი გრძნობებზე ცოტათი ამსუბუქებს მის შემოტევებს.
ისტერიკების გარეშე

ნუ შეახსენებთ მისი ვალდებულებების შესახებ. ისეთი ფრაზები, როგორიცაა "თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავ", ამცირებს თქვენს ღირსებებს მის თვალში. სიყვარულში არავინ არავის ვალდებული არაა(გამონაკლისია ცოლი და შვილები). ასეთი საქციელით არანორმალური ქალიშვილის შთაბეჭდილებას დატოვებთ.
დავიწყება

გადააგდეთ მისი ფოტო და ყველა მისი ნივთი, რომელიც მის თავს გახსენებთ. სამწუხაროდ, საერთო ნაცნობებთანაც მოგიწევთ კავშირის გაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში მათთან მაინც, რომლებიც, თქვენი გრძნობების მიუხედავად მაინც ილაპარაკებენ მასზე. ნუ ეცდებით იყოთ ამ დროს დელიკატური, გამოავლინეთ გონივრული ეგოიზმი.
დაკავდით რამით

დაკა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 960 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზღვისფერთვალება, ოქროსფერი თმებით, რომანტიკული, ძლიერი ქალი – ალბათ ბევრი მამაკაცისთვის სასურველი, კომუნიკაბელური, დიალოგში შეგიყოლიებთ და საუბრის მიღმა საინტერესო პიროვნებას ხედავთ. ერთი შეხედვით ლაღს და ხალისიანს ადამიანებთან ურთიერთობაში კარგი განწყობა შეაქვს, თუმცა გულში დიდ დარდს ატარებს. ბავშვობაში მიღებულმა ფიზიკურმა ტრავმამ და მისგან გამომდინარე ფსიქოლოგიურმა წნეხმა მისი მომავალი განსაზღვრა. ახლა მოსწავლეებთან ბევრს მუშაობს, რომ მისცეს ის, რაც თავად დააკლდა. პირადი ცხოვრების დეტალებზე 36 წლის მანდილოსანი, დაწყებითი კლასის პედაგოგი ტატა გვესაუბრა.

ტატა:

– ჩემი აზრით, ადამიანმა განათლება შეიძლება ნებისმიერ ასაკში მიიღოს, მთავარი მისი პიროვნებად ჩამოყალიბებაა. ამაზე მუშაობა ბავშვთან პატარა ასაკიდანვე უნდა დაიწყო. მოწაფეებთან დამოკიდებულებაში ყოველთვის პარალელს ვავლებ ჩემს ბავშვობასთან. ვცდილობ, მათში აღმოვფხვრა ის ნაკლოვანებები, რაც თავად მქონდა. ჩემთვის რომ ასე ესწავლებინათ, ალბათ უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი. თვითკრიტიკული ვარ, ჩემს თავში ბევრ ნაკლს ვპოულობ. საკმაოდ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ბევრი რამ შევცვალე.

ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ხელისგულზე მატარებდნენ: ვაიმე, ეს არ შეუძლია, ის არ შეუძლიაო. სკოლა ისე დავამთავრე, არაფრის გაკეთება ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ყველაზე კარგი ქართველი წყვილი :)

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2617 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 88 89 »
ორშაბათი, 2024-12-23, 6:38 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024