მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
იცი რაა.. ? მეც არ ვიცი როგორ დავიწყო.. შენ ხომ ჩემი ყველაფერი იყავიი..შენ ხომ ჩემი სუნთქვა იყავი..მე ხომ შენთვის ვცოცხლობდი, იყო ბედნიერი დღეებიც..იყო სიხარული..იყო მონატრებაც..იყო ცრემლებიც.. ეს ყველაფერი კი შენი უდიდესი სიყვარულიდან გამოწვეული იყო..იცი როგორ მიხაროდა რომ გიყურებდი? იცი როგორ მინდოდა შენს გვერდით ყოფნა?..თუმცა ეს მხოლოდ სიზმარში ხდებოდა..ეგეც ხანდახან.. როცა ძალიან გინატრებდი..შენ იყავი ჩემთვის მზეც და მთვარეც.. ტკივილიც და სიხარულიც.. ოცნებაც და იმედიც.. ჩემი ყველაფერი იყავიი.. შენ ჩემში იყავი.. მტკიოდი უზომოდ მტკიოდიი!!! თუმცა შენ ეს არ გადარდებდა.. მე ამ ტკივილით ვცხოვრობდიი..ვცხოვრობ და ვიცხოვრებ.. ვამბობ რომ თითქოს აღარ მიყვარხარ..თითქოს დაგივიწყე..თითქოს აღარ მენატრები.. თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ ფარსია!! იცი რატომ? იმიტომ რომ აღარ შემიძლია ესე გაგრძელება..მინდა რომ დაგივიწყო.. ზოგჯერ სიკვდილი მინდა იმიტომ რომ ჩემთან არ ხარ.. იმის წარმოდგენაც მიჭირს რომ სხვა გიყვარს და აღარ გაინტერესებ.. თუ ასეა რატომ მიყურებ სევდიანი თვალებით? რატომ გერიდება ჩემთან ლაპარაკი? რატომ მაპარებ თვალს?.. ამიხსენი ეს ყველაფერი და სამუდამოდ დაგანენებ თავს.. აღარ შემიძლია ესე აღაარ!!!!
|
თვალი გავახილე მზე შევხედე და მეგონა ისევ შენ დაგინახავდი,ღმერთს გეფიცები სიმწრის ცრემლებს ვღვრიდი ,გავიგე გავიგე სიმართლე მწარე სიმართლე,რომელმაც ჩემი გული გადახსნა სამუდამოდ შუაზე ,იცი როგორ მტკივა?არა შენ ხომ არც გიფიქრია ამაზე,მითხარი რატომ?არა არ მითხრა ისედაც ვიცი პასუხი ის ცხვირ წინ მიდევს იცი,როგორი მიყურებს .ბედმა მწარედ დამცინა იცი როგრო მწარედ?მენატრები,მენატრები ,მენატრები ,ის მენატრება რაც შენში იყო და აღარ არის .შენი სიყვარულით სავსე თვალებს ვნატრულობ შენს ნაზ ღიმილს მხოლოდ მე ,რომ მეკვუთნოდა.ეხლა კი ვხედავ რომ როცა მიყურებ ჩემს მიმართ აღარაფერს გრდნობ ,ვხედავ რომ ჩემთვის აღარ იღიმი .მენატრები იცი როგორ მენატრები მაგრამ ვიცი რომ ისეთს ვერასდროს ვეღარ გიხილავ ,მეშინია მარტოობის ძალიან მეშინია იმის რომ ვეღარ გნახავ სიკვდილზე მეტად მეშინია თუმცა უშენოდ სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს ,შენ ხარ ჩემი ცხოვრება და მისი აზრიც .ყველაფერი კი ისევ ჩემი ბრალია ასე რომ მოხდა .აქამდე ვერ ვაფასებდი და ახლა კი დაფასებასაც კი აღარ აქვს აზრი.სამუდამოდ დაგკარგე.სული მეყინება სახე ცრემლებისგან მისველდება ,ფეხებში ძალა მერთმევა .და ვერავის ვთხოვ დახმარებას ,სულ მარტო დავრჩი ჩემმა თავმაც კი მიღალატა .მაგრამ შენთან ყოფნა ძალას საერთოდ მართმევს ,მანადგურებს ,მხოლოდ ერთს გთხოვ გული სულ ნაფლეთებად არ მიქციო ,გეხვეწები თორე მერე აღარ მექნება შემიბრალე ,მე ხომ სიგიჟის ბოლო ფორმამდე მიყვარხარ .ცხოვრების დასალიერამდე მიყვარხარ,სამყაროში ასეთი სიყ
...
Read More
|
ოღონდ ნუ გამიბრაზდები,წარბი გამიხსენი,გთხოვ,ვჩქარობდი მოსვლას,მაინც დამიგვიანდა.მინდოდა ყველაფერი შენი მოსაწონი გამეკეთებინა... ძალიან მინდოდა, არ გამომივიდა და მომკალი თუ გინდა!შენ "ოქროს ხელებიანს" გეძახდნენ,პირველად რომ გავიგონე ეს მომართვა,მახსოვს სასწრაფოდ ხელი მოგკიდე და დაგხედე,შვებით ამოვისუნთქე-ჩვეულებრივი ხელები გქონდა,მაგრამ არაჩვეულებრივად ლბილი და თბილი. გადავყევი ამის ცხობას, მაინც არ არის ისეთი,შენ რომ აკეთებდი.. -გახსოვს?რიტუალი იყო სააღდგომო პასქის ცხობა ჩვენთან-"დიდ ხუთშაბათ"-ად წოდებულს იწყებდი ფუსფუსს.მე გული მიჩქროლდებოდა,მიყვარდა მისი სურნელი რომ დატრიალდებოდა სახლში. -გახსოვს?ყელგამოწეული გეხვეწებოდი:ცოტა ცომი მომიგლიჯე მეთქი?სული მიმდიოდა მასში ჩაყრილ"მიშმიშზე"-ასე ვეძახდი,ახლაც... იუველირის სიზუსტით აზავებდი,წარამარა თვალი გამირბოდა-აბა,რამხელები დაიზარდნენ-მეთქი. დედ,ჩემი მსუნაგობისთვის ყოველ აღდგომას პატარა ზომისასაც მიცხობდი-აღდგომის ბრწყინვალე კვირამდე სურვილით სული რომ არ გამძვრომოდა.ლოცვას ჩაიდუდუნებდი,სანთელს დაანთებდი და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო დაგემოვნება -რახან ვერ ითმენ,კვერცხიც მიატანეო,მეტყოდი ხოლმე. არ კი დამაძალებდი!ვგრძნობდი არ გსიამოვნებდა აღდგომამდე კვერცხის გატეხვა.კვირა დილით-უთენია მახარებდი-ქრისტე აღსდგაო! პასუხიც მუდამ მზად მქონდა-ჭეშმარიტად აღსდგა! ალბათ ამ არდაძალების შედეგია-სასოებით
...
Read More
|
მე შენს უბანში, შენ - მეზობელ უბანში. მე შენს კორპუსთან, შენ ალბათ ძმაკაცთან... მე შენს სართულზე, შენ - ლიფტით 1-ზე. მე შენს კარებთან, შენ კარებს მიღმა... მე შენს თვალებში, შენ - ჩემს თვალებში... ( ოღონდ არა...არც შემომიხედავს...) მე შენს ფიქრებში, შენ - ჩემს ფიქრებში... ( ოღონდ არა...ფიქრები დავჭმუჭნე და გვერდზე გადავყარე...) ( სადღაც ჩემსა და შენს შორის...) მე შენს სკოლასთან, შენ... ააა... დღეს აცდენ... მე შენს Skype-ში, შენ ალბათ იდეაში მბლოკავ. მე შენს Desktop-ზე, შენ იმ გოგოს Mobile-ის Start-up screen-ზე... მე შენს ოცნებებში, შენ - ოცნებების ძებნაში... ( დრო გადის...) მე შენს სიზმრებში, შენ ... აუ დღეს სხვას შეხვდი???... მე შენს მოგონებებში, შენ - მასზე მოგონებებით. მე ბორდიურზე, შენ - გზის ნაპირას. მე წყლის გუბესთან, შენ იმ გუბეში არც ჩანხარ... მე მე-7 მიკრო-ში წვიმაში მარტო, შენ - მთაწმინდაზე და არა მარტო... მე შენნაირი თვალების ძებნაში... მე შენნაირი აზრების ძებნაში... მე შენნაირი თმების ძებნაში... მე შენნაირი ღიმილის ძებნაში... მე შენნაირი... აუ არავინ ხართ??? მე წლებით გადაღმა, შენ წლებით გადმოღმა... ( იქნებ შემოგწვდე 1.87-ს...) მე - Dance... შენ - Trance... მე - Nink... შენ - Nik... და ასე გაუთავებლად... ხო და შემახსენე ერთმანეთს რა ადგილიდან ავცდით??? (...ალბათ იმ ადგილიდან, რა ად
...
Read More
|
იოცნებე ჩემო პაწაწინა ანგელოზო, მზის ყოველ ამოსვლას ფართოდ გახელილი თვალებით მიეგებე და გჯეროდეს სასწაულების, მათ ძალუძთ შენი ცხოვრების თოთოეული წამის შეცვლა , გიყვარდეს მთელი სულითა და გონებით,გენატრებოდეს მთელი არსებითა და გრძნობით...ეს შენი სიცოცხლეა მშობელი დედის მკლავებში ,რომ ფეთქავს, ეს შენი თვალებია, ტბის ანკარა წყალი რომ ირეკლავს და ეს შენი აბრეშუმის თმებია, ზღვიდან მონაბერი სიო რომ არხევს... როგორ ძლიერია სიცოცხლის სიყვარული შენში, მას შეუძლია ყოველივე წალეკოს ოღონდ შენ პატარა სხეულს არ მოშორდეს და გამუდმებით ესმოდეს შენი მღელვარე გულისცემა...ჩუმად, პაწაწინა ანგელოზო, ჩუმად, უხილავო ფერია, იცეკვე, მუსიკის რითმს ააყოლე შენი სხეულის ჯადოსნური მოძრაობა...
|
ამოირეცხე გულიდან დარჩენილი გრძნობების ნალექი და უსასრულობამდე ცარიელი აგრძელებ ცხოვრებას ... უ”გულ”ო ცხოვრების მომხრე იყავი,გახსოვს ?
ხანდახან , ღამის ჩუმ წყვდიადში ოცნებებს კარს უღებ და თავისუფლებას ანიჭებ სახვალისოდ გადადებულ ფიქრებს ...
გიყვარს სიმარტოვე? მგონი მას ძულხარ ... ძულხარ ,როგორც შავოსან დედას თავისი უკან აღარ დაბრუნებული შვილის მკვლელი ... შენ კი მაინც გიყვარს ... მიეჩვიე მგონი ... ისე მიეჩვიე- გადაჩვევაც გენანება . ” იყოს ,რას მიშლის” პრინციპით ხელმძღვანელობ ...
სამაგიეროდ , ვერ იტან ტყუილს , ორგანულად გძულს სიყალბე და თავის მოტყუების ძალა აღარ შეგწევს ...
მერე რა ,რომ შენც გიწევს ხანდახან მასთან შეხება , ეს უბრალოდ კარგი გამარჯობის თქმას
უდრის და მერე”ჯანდაბამდეც გზა ქონია ” ფიქრებს .
ხშირად ისეც კი გგონია, რომ სულ არ გაზრდილხარ ... ბავშვობაში ჩარჩენილი სილაღე და ემოციები გილამაზებს დღეებს და
სრულებითაც არ განაღვლებს რა იქნება ხვალ ... ხალისიანი დღევანდელობა გიჩრდილავს წყენას ? მერე რა ,
ხვალ ყველაფერი გაქრება ისედაც... ხვალ ? რამდენი აზრი დევს ამ ერთ სიტყვაში ...
ხვალ იმედის სიტყვაა... და ვიცი ეს იმედი ამაყად მოლიცლიცე შუქია გვირაბის ბოლოს ...
..................................................................................................................................... ნუ გაეტირებით წარსულის ბნელ დღეებს , დღეს საძირკველი ჩაუყარეთ
...
Read More
|
ისე არც ისე ადვილია ცხოვრება.. მაგრამ არსებობს მომენტები, როცა რაღაც-რაღაცეებზე გვიწევს თვალის დახუჭვა... თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხნის ნალოლიავებ-ნაფერები სიყვარული შევინარჩუნო... ნუ მაწვალებ ასე... შემომეხარჯა ისედაც ჯერ ვერ წაკითხული ცხოვრება... ხომ იცი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ... დედიკოს გეფიცები... მართლა, მართლა, მართლა მიყვარხარ... იცი?ყოველ დილით შენ გამო მიხარია გაღვიძება... და დილის 6 საათიდან უაზროდ დავბოდიალებ იმის მოლოდინში როდის მომწერ დაგაგვიანდაო... ისეც ხდება ხოლმე, რომ სახლიდან გამოვრბივარ და შეხვედრის ადგილზე პირველი მოვდივარ ხოლმე... (მგონი ზედმეტი პუნქტუალურობის ბრალია) იცი? თავიდან მცხვენოდა კიდეც, რომ მეთქვა მიყვარხართქო... მაგრამ ახლა არ მყოფნის ეს ყველასთვის ნაცნობი და ბანალური.. გაცვეთილი ფრაზები და ისეთი სიტყვებით ვცდილობ შევავსო ლექსიკონი სულ, რომ არ შეეფერება სიყვარულს... შენ მიბრაზდები კიდეც.. (და მე მიყვარს ეგ გაბრაზებაც) სხვებთან ერთად ნუ მეძახი მაგ სიტყვებსო... არაა ჩემი ბრალი მართლა... მე? მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი შენდამი გრძნობა გამოვხატო... თუმცა რამდენად გამომდის არ ვიცი... ახლა ცუდად ვარ... ისევ ვიკამათეთ... ისევ ტყუილი და ისევ ღალატი... მე კიდევ ერთხელ მოგეცი ბოლო შანსი... ვიცი შენს გარეშე მოვკვდები და იმიტომ...
კიდევ ღალატი და კიდევ ბოლო შანსი... მაინც მიყვარხარ... მე არ შემიძლია უბრალოდ... შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს.... მინდა
...
Read More
|
მიყვარს სიცოცხლე...
მეორე ასეთი არ მექნება... მიყვარს ახლობელი ადამიანები, მთელი მათი პლიუს-მინუსებით, ისინი მუდამ გვერდით არიან... მიყვარს საკუთარი თავი.. მხოლოდ მე ვიცი, სწორად როგორ უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი... მიყვარს თვალებში ყურება... ისინი არ იტყუებიან... მიყვარს საკუთარი თავი ისეთი,როგორიც ვარ, რადგან სხვანაირი ვერასოდეს ვიქნები... მიყვარს თავის წარმოჩინება იმაზე ძლიერად, ვიდრე სინამდვილეში ვარ... მიყვარს კაპრიზები, მაგრამ არასოდეს ვაჭარბებ... მძულს... მძულს დრო... მისი გაჩერება შეუძლებელია... მძულს ტყუილი... ის დიდი ტკივილს მაყენებს... მძულს ცრემლები... ისინი სისუსტეს ამჟღავნებენ... მძულს, როცა კითხვაზე კითხვით გპასუხობენ... მძულს სიყალბე, რადგან მას ყოველთვის ვხედავ... მძულს სიცილი, როცა მტკივა... მაგრამ ასე უფრო იოლია ცხოვრება... მძულს სიცარიელე... მისი მოცილება ძალიან ძნელია... მძულს სიტყვა " არ ვიცი"... რადგან მძულს გაურკვეველობა...
|
"რაღაცნაირი ჩამოდგა ჟამი, გულიც რაღაცას მანიშნებს თითქოს, გაყუჩებულა, მაგრამ მკერდიდან, რაღაცნაირად რაღაცას ითხოვს. რაღაცნაირად დამცქერის ზეცა, რაღაც უაზრო, უმზეო მზერით, რაღაცნაირი დარია თითქოს, და კიდევ რაღაც, რაღაცნაირი. რაღაცნაირად გადიან დღენი, ვიღაც რაღაცას მთხოვს და მპირდება, რაღაცისათვის რაღაცას ვეძებ, რაღაც გრძნობების დასამშვიდებლად. რაღაც ფიქრები აღარ მასვენებს, რაღაცისათვის ღამე არ მძინავს, რაღაცას ვყრი და ისევ ვაგროვებ, ისევ და ისევ რაღაცნაირად. რაღაცისათვის მტანჯავს სოფელი, მაგრამ რაღაცის მაძლევს იმედსაც, რაღაც მოხდება ძალიან კარგი, რაღაცა ცუდი ხდება ისედაც. რაღაც არ მახსოვს ოდესმე მეთქვას, რაღაცისათვის, "შეჩერდი წამო", რაღაც თავისით გადის ცხოვრება, რაღაცნაირად, რაღაცის გამო.
|
« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|