მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
" Love is like a rain drop perfect in shape and form until it hits the pavement then its there no more! - Jenniffer G
" Confidence is a bridge, faith Is a hand. - Mary.V.
" The best proof of love, is trust - Suzee
" You are my night in shinning armor who came galloping up on his white horse to res
...
Read More
|
მე გიამბობთ გრძნობაზე, უხილავზე და ლამაზზე. მას არა აქვს დაბადების თარიღი ის დაიბადა ღმერთტან ერთად, წარმოიქმნა დედამიწასთან ერთად და იშვა უდალთან ერთად.
სიყვარულს არ უყვარს გაჯავრება და ფრაზები რომლებიც მოიხსენიებს დროის მიხედვით, როგორიცაა: ,,3წელია მიყვარს'' ; ,,ასეთ მცირე დროში როგორ შეგიყვარდა?!''... არა!!! ის შეიძლება ნახვის თანავე იქმნას ასევე შესაძლოა წარმოიქმნას ათობით წელიწადის შემდეგ. სიყვარული უკვდავია სიყვარულით... ბრმაა... როცა სიყვარულს და ეჭვიანობას ერთმანეთი უყვარდათ და ეჭვიანობამ მას ვარდი მიართვა, ყვავილის ეკალი თვალში ეჩხბლიტა სიყვარულს და დაბრმავდა.ეჭვიანობამ მას შეჰფიცა რომ არასოდეს მიატოვებდა და ფიცი დღესაც ცოცხლობს...
|
გევედრები შეჩერდი და ყური მიუგდე მის სუნთქვას..... ის ხომ არავის ესმის გარდა შენისა.....ის ხომ მხოლოდ შენ გიცნობს..... ვინ იცის შენ გარდა მისი ამბავი???? შენ ხომ გრძნობ....ის სულის მალამოა...ტკივილის სალბუნად ჩასახულა..... ანდა შესაძლოა წყაროა წყურვილის მოსაკლავად..... ის რაც სიამოვნებას განიჭებს.....ნუთუ სულ დაგავიწყდა..... შენ დედა ხარ.....ჯერ დაუბადებელი ბავშვის დედა.... ის შენი შვილია.....მაგრამ რატომღაც შეშფოთდი.... წამით შეჩერდი.....თუნდაც ნუ მოუსმენ..... მაგრამ ცოტა ხნით დაფიქრდი.....მოგონებებს მიეძალე და გაიხსენე, როგორ გირწევდა დედა აკვანს..... როცა ეძახოდი: "დე..." გახსოვს მისი თრთოლვა?! ვერ დაივიწყებდი.....შენც მასსავით უსუსური და უმწეო იყავი..... გევედრები ნუ დაღუპავ ჯერ დაუბადებელ პირმშოს.... არ გინდა იგრძნო მისი სუნთქვა?!...... არ უნდა მოკლა საკუთარ სხეულში გაზრდილი სიცოცხლე..... ის უმწეო, პატარა ფიფქებს ჰგავს.....ან თოვლის ქათქათა გუნდას..... შეენ აცოცხლებ მას.....და ნუ მოკლავ, გევედრები.... დაინახე დაუნახავი......დრო გადის და შენ გემსგავსება....გახსოვს როგორი იყავი დაბადებისას?! ალბათ არა..... მაგრამ შენი შვილი გემახსოვრება..... ერთი....ორი...სამი......გაირბენს დრო და...ამოძრავდება..... ნუ შეშფოთდები...უარს ნუ იტყვი მასზე...... მერწმუნე გრძნობს შენს გადაწყვეტილებას......ნამდვილად გრძნო
...
Read More
|
სარკის წინ...
დაწყება მუდამ რთულია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ადამიანმა.. მეც ვიწყებ მზის ამოსვლასთან ერთად ჩემს ცხოვრებას, არა ისე როგორც თქვენ!.. მე ხომ ყოველ დილით ზეცას ვუყურებ და მზეს ვუღიმი! მე ადამ-იანი ვარ!... სულ რაღაცას ვეძებ, რაღაც ახალსა და სამყაროსგან მოწყვეტილს! მე ხომ ასე მინდა.. მე აქ არ მინდა, მე ხომ იისფერი ვარ და გული არ მაქვს! ისე, უბრალოდ ხელისგულებით ვსუნთქავ და ვფაციფუცობ ჩემს ცხრაკლიტულში! მე არ ვაღმერთებ არავის, მაგრამ ვაღმერთებ მუსიკას!... ვუსმენ Deep Purple-ს Picture Within-ს და სულს ვითბობ!.... იცი?! ასეთი მუსიკის მოსმენაც ცოდვაა.. თუმცა რას ვიზამ, მე საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ!... თითქმის ყოველ კვირას დაუგვიანებლად მივდივარ ეკლესიაში, ხმაამოუღებლად ვუსმენ მამაოს ხმის გუგუნს და გულში ვამბობ: "მამაო ჩვენო..." სანთლები მენანებიან! ცეცხლს რომ წავუკიდებ მათ ნაღვენთს ვეფერები, ველოლიავები, მგონია რაღაც სტკივათ! ერთი დიდი ცოდვა მაქვს კიდევ, საკუთარ თავს არ ვეძებ! არა, ამას სახელიც არ აქვს, უბრალოდ ცოდვაა.. ფიქრები, ოცნებები ზეცისკენ მექაჩებიან, მაგრამ ძლიერად ვკიდებ უხილავ ძაფებში პაწია თითებს, არ ვაძლევ უფლებას წამიყოლიონ, თორემ შევრჩები ღრუბლებს! მე მათ ჩემს ციხეში ვკეტავ, უსამართლო მოსამართლე ვარ უდანაშაულო დამნაშავეების დამსჯელი! მე ნელ-ნელა ილუზიები მიფერმკრთალდება და მეშინია სადმე არ ჩავიკარგო; ჩუ!..-მე ვაჩუმებ სამყაროს როცა ჩიტები გალობენ!.. მე ვიცი ყველაფერი (უფრო სწორად არ
...
Read More
|
ვჩუმდები... შენ იცი, რასაც ვიტყვი. ვხვდები და ვჩუმდები... მწვანე და ვარდისფერი ტილოები გადმოფინეს ფარნჯრებიდან მთელს ქალაქში. უხდებიან ერთმანეთს. ხან მწვანე გადადის ვარდისფერში, ხან ვარდისფერი მწვანეში... სიარულისას ვამჩნევ, როგორ ეწყობა ნაბიჯები ერთმანეთს. მე უხმაუროდ დავდივარ. შენ არა. შენ დიდი ხარ და ასეც უნდა იყოს... ხშირად ყოველ ამოსუნთქვაში ვგრძნობ სიახლოვეს, მსგავსებას... ადამიანები ვართ და ბუნებრივია. მე კი მაინც აღვნიშნავ... ვიცი, ცხოვრებამ უბეში რომ ჩამისვას და გადამმალოს, თვალდახუჭულიც მომაგნებ... მე ალბათ ვერ... ხშირად ვიბნევი და შენ ამაზე გეცინება. მეც მეცინება, ჩემზეც და შენზეც... გესმის და იმიტომ. მეც მესმის... ფერადი ტილოები ღელავენ, არც ისე იშვიათად. თუმცა შენ შეგიძლია ვარდისფერი ტილოების დამშვიდება და მათი ემოციის მიღება... მე მწვანეს ჯერ ვერ ვერევი... ზურგზე მიკიდებ და ასე დამატარებ მუხლამდე წყალში სიცილ-კისკისით. მე მიხარია... შენც... ვჩუმდები... ისედაც ბევრი ვილაპარაკე. ვიცი, რომ გესმის... მეც მესმის... იყავი...
|
ჩემი ჟოლოსფერი მყუდროება...
გახუნებულ ჩაის ტილოს ასდის მარწყვის სურნელი. კოვზზე, დარჩენილა შაქრის ნატეხები.... მაგიდაზე, ხილი.... კარგად გაყავისფერებული და გადასაგდებად გამზადებული.... ჰაერში, ვერ ეტეოდა შენი სურნელი და ჩემს ფანჯრის წინ დაეპკურა სისხლის წვეთად... მე, მოვყავდი შენსკენ სურვილს... ჩემს ჩრდილს, დაჰკრავდა ჟოლოსფერი მყუდროება..... ნუშისმაგვარი თვალები... ჩაის ტილოდან, შენს ტუჩებზე გადმოსული მარწყვის ფერი... ნაზი... თხელი... ვარდისფერი მყუდროება... მე, ჟოლოს სიცივე... იასამნისფერი გაფითრება... ზამთრის სუსხი გაზაფხულზე... რა უცხოა შენთვის, ჩემი ჟოლოფერი მყუდროება... შაქრის ნატეხებივით დაშლილი წამი...... ჩაიში ჩაყრილი მოგონება და ნუგბართან ერთად დავიწყებული შენი სახელი... აი თურმე, რატომ მოხვდა ჩემს სარკმელზე, შენი სისხლის წვეთები.... ახლაც, საამურად მიღიტინებენ სუნამოს ბუსუსები....
სულის ციხესთან..
„ჩემი ნატანჯი სული ციხესთან, განაჩენს დაველოდები..." მამა პეტრე
ვივლი, შემოდგომის ფოთოლივით მკვდარი. ცალად, ქუჩების ვიწრო მოსახვევებში. დაველოდები, გაყინულ მთვარეს შებინდებისას. მზის ამოსვლისას, პირველ სხივებს ვაჩუქებ ღიმილს .
ჩავიცვამ ძაძებს. თავზე დავიდგამ ფიქრებს-სევდიანს. მოვისხამ ქურთუკს, ზედ აკრული ცივი ტილოთი. მარტოობაა მიწერილი ყოველ ნაბიჯზე და გაცრეცილი მოგონების სურნელი ამდის...
დაველოდები, ღამის ძილის გამოფხი
...
Read More
|
ჟანგიანი ვაგონების მეფე... უაზროდ დავბორიალობდი და ერთი მურიანი კუპეს თავზე აღმოვჩნდი. სიცხისგან დაჟანგებული სკამი ნახევრად მოჩანდა. გვერდით, მინის ბოთლები ეყარა. ხშირად მოდიან აქ უპატრონოები, მაწანწალები, როგორც მე... ყველას მოგვაქვს რაღაც. ზოგს შელოცვილი ამულეტი; ზოგს მოულოდნელი სევდისგან დაწერილი დღიურები; ზოგიერთს, სევდის სამაჯურები... მე... მე, მწუხრი..... დავსკუპდები, აქ და გავცქერი ჟანგისფერ მზეს, რომელიც მტვრიანი ამოსუნთქვით უახლოვდება, ახალ ქაოსურ სამყაროს. აქ, ბევრ მატარებელს მოუყრია თავი. ისე, უბრალოდ გაჩერებულან. ბედისგან ასე ერგოთ... ერთი შენია; ერთი შენი მრგობრის; ერთიც ჩემი.... ასე დაუსრულებლივ. თითქოს პირი შეუკრავთო, ერთბაშად, ხრამის წინ გაჩერებულან და დადუმებიათ საყვირები. მიდის მზე და თან მიაქვს საზრუნავი, ჟანგით დაფერილი; უდროოდ გათელილი ჩვენი გულებიც... ნუთუ გული აქვთ? მაშინ რატომ გაჩერებულან? რატომ დადუმებულან ჩვენი მატარებლები?! წრეზე დავდიოდით... შენ, მოგქონდა შელოცვილი ამულეტი და გაჩერებაზე იტაცებდი სხვის სიყვარულს. მას მოჰქონდა დღიურები, სავსე სევდით, ფიქრებით და არ აცლიდნენ წაკითხვას. წეწავდნენ... გლეჯდნენ... ერთსაც, ჰქონდა სევდის სამაჯურები და მოტყუებით უკეტებდა ხელებზე, მოკაშკაშე თვლიან წიგნებს; ვერ ხვდევოდნენ, ისე აჩერებდნენ მიმავალ მატარებელს. უნებლიედ... ჩუმად... მე, კი... მე, მწუხრი ვიყავი... ვისაც გავუღიმე, ყველა დავამწუხრე! მე, მათი სიყვარული მა
...
Read More
|
თვალები გამიფართოვდა და გაოცებისგან გამეცინა. გადაიღო ფოტოგრაფმა სურათი და დააწება წიგნის ზემოდან... ჩუმად ვწერდი, ისე რომ არავის ვაწუხებდი, ხანდახან ყველას, მაგრამ მაინც ჩუმად ვიყავი... როგორც მინდოდა ვხატავდი, ვქმნიდი... ხშირად ბევრ ტაეპებს ვტოვებდი; ორი ფურცლის მერე ვამბობდი ჩემს სათქმელს; სულ ცარიელი იყო... სიჩუმის ნაკვალევით.... ფოტოგრაფი, კი ისევ იღებდა სურათებს და ახლა წიგნში ათავსებდა მათ... ყდაზე, კი კვლავ მოჩანდა გაოცებული ბავშვის კადრი. სიხარულით გაოცებულისა, რომელმაც არ იცოდა, რატომ ასე... ბზიალებდა ბურთი და მასზე მომღიმარი სახეები თვალს მიკრავდნენ; ჩუმად ჩურჩულებდნენ: -გაიღიმე ! ! ! მე, კი უბრალოდ ვუცქერდი მათ და მიკვირდა... სურათები ცვიოდა და ივსებოდა წიგნი... ბზრიალებდა ბურთი და მათზე მოსიარულენიც... მეც, მომინდა მათთან ერთად თამაში... მაგრამ, ყინულივით ხმა! : -ბოლო კადრი! მხრები მოწყენით ჩამოვყარე. საბოლოოდ ავხედე მოლურჯო ცას და ალმაცერად გავაყოლე თვალი მოფარფატე ბაბუაწვერებს... ბოლოს, ცრემლი დააფრინდა მელნის ფოტოლს... _ჩხკ! გაქრა სხეული. გადაიქცა თაროს მტვრად.... რა იმალებოდა უცნაურად მომღიმარი გოგონას უკან?.... ერთი ბედნიერი კადრი ჩემი ცხოვრებიდან.... გადაშალე ბოლო გვერდზე, რომ მოგინდეს, უკანასკნელი სურვილი გახადო პირველი!.!.! ...... გაიღიმე! ბოლო კადრი, რა იქნება, არ ვიცით! -ჩხკ...
...
Read More
|
თუ კი სიყვარულს მუდამ წმინდა სანთელს აუნთებ, უნდა ეცადო არ ჩაგიქრეს იგი არასდროს, და თუ ჩაგიქრა ეს სანთელი რაღაცის ძალით მისი ანთება ხელმეორედ აღარ ეცადო. აღარ ეცადო რადგან იგი არ აინთება ძნელია მისი ხელმეორედ აკიაფება და თუ დაინთო ეს სანთელი რაღაცის ძალით, უნდა იცოდე იგი წმინდა აღარ იქნება. . .
|
როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, კამკამათვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, და გვირილების გვირგვინითშემკულს მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად, რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.
არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი, რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი. და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.
ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი, როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია, როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი და ოცნებაში სულ თან დაგყვება… შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
|
« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|