მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
მე- ძველი,დახეული ჯინსი ხან ვადაგასული იდეალების და ხან მოდურობის დეტალი... შემთხვევითი ლაქებით აბლაბუდებიან კარადაში.
მე, მზიან ამინდში ღრუბლის ნაგლეჯი, მრავალჯერადი ტრანფორმაციების მიუხედავად მალე გაქრობის პერსპექტივით.
მე ეპიზოდი შენი წელიწადში რამდენიმე საღამოდან შეუკრავი კვანძით, არარსებული სიუჟეტით და ზედმეტი პერსონაჟებით; სუფლიორი ასეთ საღამოებში ისვენებს ხოლმე და ჩვენც აუცილებლად გვავიწყდება ჩვენი სიტყვები, რაც გვაიძულებს გაგვახსენდეს ერთმანეთის ძარღვებისკენ მიმავალი გზები.
მე ექოს გამეორებული ბგერები კლდეებში ფრაგმენტულად აღქმული.
მე- წვიმის გუბეს აცდენილი წვეთი არაფრისთვის დაწყებული ფრენის სულელური და ხასიათს უცნაურად ზუსტად მორგებული ფინალით.
მე- შენ ფსკერზე დარჩენილი ნალექი,უცნაური წინასწარმეტყველური ნიშნების შემცველობით. მე- ქრონოლოგიურად არათანმიმდევრული და შინაარსობრივად შეუსაბამო ფაქტების ერთობლიობა. მე- საკუთარ თვითშეფასებას ასევე საკუთარ თმებში ცუდად დამალული მუხლებგადატყავებული ჯიუტი ბავშვი. მე- შიშის დიდ თვალებს უკან ქუთოთოებჩამოფარებული. მე- შენი,თქვენი,მათი ორბიტების მძებნელი ათასგვარ აბსტრაქციაში ჩაბუდებული ადვილად ამოსაცნობი არამფრინავი ობიექტი.
p.s.როცა ბევრი რამე ხდება,როცა ბევრი ლუდი შეიწოვება და როცა სავსე ხარ, როცა გინდა ადამიანები შენთან მოვიდნენ და ისევ გუშინდელი ამბავი არ მოუყვე,იმიტომ რომ სხვა ამბები გაქვს,შენს მაგივრად თვითშეფასება იძი
...
Read More
|
დედამიწა სავსეა ფერებით… შეცნობილით…თვალით აღსაქმელით…დანახულით… მაგრამ არის კიდევ სხვა…. სულში არსებული ფერები (სული ყველაზე მთვარი მოქმედი პირია მუდამ ჩვენს პლანეტაზე) ისეთი,რომელთა შეცნობაც მხოლოდ იმ ადამიანზეა დამოკიდებული,ვის სულშიც ჩაბუდებულა ესა თუ ის ფერი… თუმცა შეიძლება ისე გალიოს წუთი-სოფელი ბევრმა,ვერცერთის არათუ შეცნობა,არამედ აღმოჩენაც კი ვერ შეძლოს… მათ კი ვინც უკვე აღმოაჩინა,არ გაუკვირდებათ ჩემი დღიურად გასიტყვებული სისულელენი … მონატრებისფერი ყველაზე ცუღლუტად დაუმორჩილებელი ფერია… რაც არ უნდა ეცადო მისთვის თვალის არიდებას,მაინც ჯიუტად გიფარფატებს "ცხვირწინ” და ენას გიყოფს :) ეს ის ფერია,რომელმაც ერთი თუ აიშვაააა,მერე…..ოოოოოოოო… მერე იმედი აღარ უნდა გქონდეთ რომ რამეს მოუხერხებ… კაკტუსივით ჩხვლეტია ეკლები აქვს და მაინც სასიამოვნოა მისი შეგრძნება :) სუუუულელი სუუუულელი ფერი-განცდად ქცეული, ახლა სწორედ მასე დათარეშობს ჩემი კლავიატურის ახლოს და მთელი მონდომებით ცდილობს ყურადღება მიიქციოს…. ხოდა გავიქეცი :D იმედის გაცრუება არ მჩვევია და მივხედავ ამ "გადარეულს” და მივუჩენ როგორმე სულის პალიტრაზე თავის ადგილს… თქვენ კი… თუკი რომელიმე გზა(ნეტ)არეული შემოეხეტებით აქ,ამ პლანეტაზე და ამ ნაწერს წააწყდებით,ნუ დაიზარებთ წაკითხვას და გაიღიმეთ… ჩემს თბიიილ სი სუ ლე ლე ზე ….
|
არ ვიცი, რატომ არ ვწერ ხოლმე როგორ მიყვარხარ. ისე მიყვარხარ და ისე მენატრები, რომ ხანდახან მინდა თვალები დავხუჭო და აღარ ვიცხოვრო სანამ არ მოხვალ. ყოველ მოახლოებაზე, შენი სურნელი რომ მცემს, ჩემში რაღაც არაადამიანური ინსტინქტები იღვიძებს. მინდება, დაგახრჩო ან გიკბინო ან ცოტაოდენი ხორცი მოგაგლიჯო. შენც იცი ეს და ჩემი კანიბალური ვნების დასაკმაყოფილებლად ხელზე კბენის უფლებას მაძლევ ხოლმე. მერე ნაკბილარები გემჩნევა :( რა ვქნა, რომ ასე უცნაურად გამოვხატავ სიყვარულს? რაღაც ისეთი გემო გაქვს. არცერთი საჭმლის, რაღაც სხვა. არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ყოველ დღე წინაზე უფრო მძაფრად მიყვარდები. ახლა ძალა გამოცლილი ვზივარ. მთელი დღეა ვდარდობ შენზე. თან ვმუშაობ, თან ვდარდობ, თან საჭმელს ვაკეთებ, თან ვდარდობ, თან სახლს ვალაგებ, თან ვდარდობ… არ გირეკავ, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ და რომ გავიფიქრებ ხოლმე, აი ახლა დავურეკავ, ზუსტად მაშინ ისმის შენი ზარი. როგორ ხდება, რომ სულ მასწრებ? ჩემთან რომ ხარ, ვფიქრობ, ”ნეტავ წავიდეს ერთი-ორი დღე, დავფიქრდები, ვიმუშავებ, რამეს ვისწავლი, საკუთარ თავს მივხედავ”-მეთქი… მაგრამ როგორც კი მიდიხარ – მთელი სხეული მტკივდება და გული მეკაწრება. და სანამ მივხვდები რომ უსაშველოდ მომენატრე, ლამის სისხლისგან დავიცალო… მეორე დღეა რაც წახვედი და სახლი სახლს არ ჰგავს, კარები – კარებს, კედელი – კედელს, საწოლი – საწოლს. გარშ
...
Read More
|
ღამით ტალღებს შენზე ვესაუბრები ისიც მისმენს მისმენს და ღელავს ღელავს სიე როგორც მე ვღელავ შენი დანახვისას.ვუყვაბი იმას თუ როგრო მიყვარხარ და მენატრები მან ისიც ისცის ,რომ შენ უკვე აღარ გენატრები აღარც მელოდები და აღარც ჩემზე ოცნებობ სიჩუმეში გაირინდა ჩემზე ფიქრები გაქრა სამუდამოდ ჩემი მუსიკა შენს გულში ჩემი სულის ჰანგები გაიფანტა გაიყო მდუმარებაში გაქრა შეცვალა სახვამ .შენ კი ისევ ჩემი სულის ნათლად რჩები ფიფქი ხარ სპეტაკი ცრემლი ხარ უწიკლო ტალღა ხარ ძლიერი რომელმაც შეწყვიტა მოძრაობა ჩემს ზღვაში ,ნუთუ სამუდამოდ?გულის ამოსკვნამდე ტირილი უძილო ღამეები,მარტოობა ჩემი მეგობრები ხომ ცრემლი ტალღები და წვიმაა.წვიმა რომ მოდის შენ მახსენდები და ის დგე როდესაც მეგონა ჩვენი გულები სამუდამოდ შეერთდა მაგრამ ალბათ შევცდი .ახლა ვზივარ და ვიხსენებ შენს ლამაზ თვალებს შენს ტუჩებს შენს სახეს შენს ღიმილს იცი როგორ მიყვარს ისეთი ლამაზი ხარ მაშინ ისეთი საყვარელი .აუტანელი წუთები და წამები საათები და დღეები ისე ნელა გადის და ისე უფრო გაშორებს ჩემგან ალბათ სამუდამოდ მიყავხარ ჩემს ტალღებს შორს შორს სადღაც შუაში და მორდები მე კი ვერაფერს ვაკეთებ .მარტო ვტირი და იმასაც ვერავის ვუმხელ ამ ყელაპერს როგორ განვიციდი და როგრო მტკივა.შენ ისე დაგტოვე თითქოს არაფერს ვგრნობდი უკვე აგარ მიყვარდი გაღიმებულმა ბედნიერებით სავსე თვალებმა მაგრამ იქ შიგნით რატომ ვერ ხედავ,რომ სიცოცხხლეზე მეტად მიყვარხარ იქ შიგნით რას ვგრდნობ მე მგარ რატომ ვერ ხედავ რატომ ვერ გრდნობ რომ
...
Read More
|
მოვიდა,წავიდა,არაფერი. . . მერე ისევ მოვა,ისევ წავა და ისევ არაფერი. . . მე მარტო სითბო,ხელი და სიზმარი. . . ეგეც ჩემია და იმიტო. . .
უფრო ხშირად მინდა ხოლმე თვალების დახუჭვა,მშვიდი ძილი და თმებში დამალვა. .. მინდა უფრო სავსე,თბილი და არაფერზე მეტი... როცა ისევ მოვა და წავა,რამე სხვა ვთქვა... არაფერიც კარგია,იცი რომ ყველაფერი არასოდეს,ან როდესმე მერე. . . ან უფრო მეტი უნდა..ან გინდა...
დღეს ჩემ თავს ულამაზესი საყურეები ვუყიდე,აი,ზუსტად ისეთები,ჩემი ჭკუისები... თოვლის ბაბუას რატო არ ელოდებიო...იმიტო არა,რომ არ მჯერა,იმიტო რო არ მოდის ხოლმე თქო... შეიძლება არ იცის რო ისევ მჯერა... შეიძლება ბევრი რამე არსებობს,რაც მარტო მე ვიცი და არ ვამბობ ხოლმე... ეგეც ჩემია და იმიტო... ალბათ... თქვენიც... შეგიძლიათ მოხვიდეთ და მკითხოთ რამეები... გეტყვით,რომ მიყვარხართ და მარტო თოვლის ბაბუასი არ მჯერა.. უბრალოდ ზოგჯერ ლაპარაკი მეზარება ხოლმე... მგონია რომ მაინც არაფერი...
სასურველი საჩუქრები: მათხოვოს ვინმემ თავისი ფეხები ჩემი ვერგადადგმული ნაბიჯების გადასადგმელად.... კიდე,ვინმემ მიშოვოს ჯადოქარი,ცუდადგადადგმული ნაბიჯების უკან დასაბრუნებლად... გული,რომელმაც არ იცის,რა არის არითმია,თორე ზოგჯერ ასეთი არაპროგნოზირებადი რითმით ცხოვრება რთულია... ბევრი მშვიდი,დიდხანსძილიანი დილა... ბევრი სამოგონებებო მასალა... ბევრი ჩურჩხელა და ჭრელა-ჭრულა სამკაულები... სუფთა ჰაერით სავსე ფილტვე
...
Read More
|
ჩაი მომიტანეს… ცხელი ჩაი ლიმნით.. არადა ბოლოს ლიმონი რომ ვნახე სისხლიანი იყო. მერე დიდი დრო გავიდა და სისხლი ჯერ გახმა, მერე ჩამოირეცხა და ბოლოს საერთოდ გაქრა, მიწამ გაიწოვა და გაუჩინარდა. ბუხარში ცეცხლი ანთია და ნახევრადჩაბნელებულ ოთახში მარტო ვარ (აგე პესიმისტიც გავხდი, თორემ ადრე ვიტყოდი ნახევრადგანათებულთქო). სიჩუმეს მარტო ცეცხლის მშვიდი ჩურჩული, ნაკვერცხლების ტკაცუნი და კოვზის კაკუნი არღვევს. მოგიზგიზე ბუხართან ახლოს დავჯექი და ოცნებებში გადავეშვი.
. . . ღრუბლები… ღრუბლები… ცისფერი ცა და დიდი, დიდი მწვანე მინდორი… ბაბუაწვერებით სავსე…. ბაბუაწვერა ” მე ვიდექი ათასფერადი ყვავილებით მოჩითულ ველზე ა ცის დასალიერზე ავარდნილ უცნაურ ქარბორბალას ვუცქერდი. იგი ფერადი იყო, ცისარტყელას შვიდივე ფერით გაწყობილი, ცეკვით მოდიოდა ჩემკენ. მიახლოვდებოდა. ეს ადამის დროინდელი ცაცხვი მაშინ გავერანებული, ტიალი და გაუბედურებული იყო. მე ამ ცაცხვის ძირში ვიდექი. ქარბორბალა მოდიოდა ტრამალზე, უსაზღვროდ ბედნიერი, მზეთუნახავი და უსაშველოდ მრავალფერივანი. ცისარტყელა და სიზმარშივე მივხვდი, რომ ნოდარ დუმბაძის ჩემი საყვარელი მოთხრობა მესიზმრებოდა. პატარა გოგონა, ჩემი პატარა მონატრება… "გოგონა მომიახლოვდა. მე მკლავები წავშალე და გულში ჩავიკარი. იგი შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს ისე ვგრძნობდი მკერდში. დიდხანს, დიდხანს ვიყავით ესე გატრუნული, თითქოს მუდამ, მრავალ მრავალ საუკუნეთა მანძილზე ასე გვეცხოვროს, მერე გავცალკევებულიყავით და მრავალ ს
...
Read More
|
ჩემ მონატრებას შენი სუნი უდის... ჩემი ბავშვობა შენი გასაგრძელებელი იყო. . . ჩემი ,,შენ’’ მინდოდი. . .
შენ ეგოისტი ხარო,გინდა კარგი იყო და მაგისთვის არაფერს აკეთებო. . . ეგოისტებს მარტო თავიანთი თავი ყოფნით ხოლმე,მე არ. . . კარგი და ცუდი არ არსებობს,არსებობს აღქმა და სუბიექტივიზმი.. . . მე არ შემიძლია არარსებულისთვის რამე გავაკეთო. . . მე მარტო არსებული რამეებისთვის შემიძლია რამის გაკეთება... aრარსებულებს თვითონ ვიგონებ. . . ზოგჯერ ვიყვარებ. . . მერე ვივიწყებ. . .და ვისიზმრებ . . . როგორც გუშინ. . . მაგრამ სულ ერთია.. . ჩემი მონატრება ჩემიდან მიმავალ გზას ისწავლის ან სხვას მოძებნის . . . ბავშვობას თვითონ გავიხანგრძლივებ. . . შენ მაგასაც რამის გაკეთებას მოთხოვ. . .
გამოგონილი რამეები რეალობაში კვდებიან ხოლმე. . . საპნისბუშტდებიან. . . მზეზე გაიბრჭყვიალებენ და სკდებიან. . .
შეცდომების გასწორება: მინდოდა შენ ყოფილიყავი კარგი და მაგისთვის არაფერი გავაკეთე. . . რეალობა გამოგონილია,უბრალოდ უფრო დამაჯერებელია,როცა ასე ქვია. . . ბავშვობას გაგრძელება არ ჭირდება,ზოგისთვის ის არასოდეს არსებობდა,ზოგისთვის არ მთავრდება. . . მარტო თავიანთი თავი არავის არ ყოფნის,უბრალოდ ეგოისტები ამ შემთხვევაში უფრო ,,მალემრწმენები’’ არიან…
p.s..მე მინდა რამე როცა მწამს,ღრმად და სულ მწამდეს. . .
|
ask for someone's hand in marriage - ask someone to marry you attracted to - feel a physical or emotional attraction to blind date - a date where the two people have never met break someone's heart
...
Read More
|
If I know what love is, it is because of you. თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს შენი დამსახურებაა
Love begins with a smile, grows with a kiss, and ends with a teardrop. სიყვარული იწყება ღიმილით, გრძელდება კოცნით, მთავრდება ცრემლით
My love for you will never break.. even when i'm old and gray! ჩემი სიყვარული არასდროს დაიმსხვრევა, მე მეყვარები მაშინაც როდესაც ვიქნები მოხუცი და ნაცრისფერი
Love at first sight is possible, but it pays to take a second look. სიყვარული ერთი ნახვით შესაძლებელია, მაგრამ ის მოითხოვს (სიტყვასიტყვით: უხდის) მეორე ნახვას
If rain drops were kisses,I could send you showers. if hugs were seas i send you oceans. and if love was a person i send you me!! წვიმის წვეთი, რომ ყოფილიყო კოცნა, აბაზანებს გამოგიგზავნიდი (სიტყვასიტყვით: შხაპებს) ზღვა, რომ ყოფილიყო ჩახუტება, ოკეანეებს და ადამიანი სიყვარული, რომ ყოფილიყო ჩემს თავს გაჩუქებდი
...
Read More
|
დამაქვს შეგრძნება, რომ არავის ვუყვარვარ... დავესესხები მარტოობას სხვა მარტოსულებს და გავიმარტოხელებ ბრძოლის ველზე მარტოობასთან საბრძოლველად... მოპოვება და შენარჩუნება... არ ვიცი რომელი უფრო გამიჭირდა. მეკუთვნი მე, მაგრამ არ შემიძლია გფლობდე.. გდაიფრინა შენმა სუნთქვამ თბილი ქვეყნებისკენ ჩემი ტუჩების გამოტოვებით... დამაქვს შეგრძნება, რომ ვარ მიოტოვებული საიდუმლო, სხვისი მტანჯველი ამოუცნობლობით... ადამიანის წამება აკრძალულია! არადა როგორ მწყურიხარ, მტკივხარ, მიყვარხარ... ჩემი სადღეგრძელ;ო ხარო, ჩემი საუნჯე ხარო, ჩემი დედოფალი ხარო, უნაზესი... აღარ მიბატონე... ძალიან მშურსო შენი, იმიტომ რომ ისე არავის ვუყვარვარ ამქვეყნად, როგორც მე მიყვარხარო... ახლა რომ ვინმემ მკითხოს ვინ ხარო, პასუხს თუ მოისმენს ჩემსას, ალბათ საგიჟეში მომათავსებს. შენ აგეკიდა ჩემი მე, გადაგეკიდა... გადაიმტერა უშენობამ ჩემი ოცნებები, ნუთუ მეც ბრძოლაში დავიღუპები?! გჰადავდივარ ცარიელ ხიდზე შემოძარცული და ზამთრისათვის გამზადებული... ხიდზე გაჩერება აკრძალულია! შენ ხარ ჩემი ქალობის დასაწყისი და დასასრული... დამაქვს მონატრება როგორ მიხუტებ შემოდგომის პარკში შემცივნებულს, როგორ მიწყობ ქარისგან აწეწილ თმებს, როგორ მიკრავ გულში განშორებისას... ახლა, შენ არასოდეს მიდიხარ და არასოდეს მოდიხარ, უბრალოდ ყოველთვის აქ ხარ... მეშინია. ფანჯრებზე გისოსები ავაკარი და კარ
...
Read More
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|