მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
სიყვარული ეკითხება მეგობრობას: რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?.....მეგობრობა პასუხობს: რომ დავტოვო ღიმილი იქ სადაც შენ ტოვებ ცრემლს...
|
მეგობარო...ძვირფასო მეგიბარო,შენ, რომ არ მყავდე...შენ, რომ არ მყავდე ვიქნებოდი დაუცველი, სუსუსური ბალღი, ახლახანს, რომ აიდგა ფეხი, გადადგა უმანკო ნაბიჯები და ჩაება ცხოვრების უწყვეტ ჯაჭვში. ...რომ არ მყავდე არ დაშრებოდა თვალებზე ცრემლი, ღიმილი უცნობი იქნებოდა იმ ნაზი სახისთვის შენ,რომ გიცქერის, ბედნიერების სხივით განათებული.... მეგობარო, შენ ცა ხარ ნათელი, მზე ხარ მცხუნვარე,რომელიც საარსებოდ ჭირდება ყველას,ხსნა ხარ, სითბო ხარ, სინათლე...ცაზე ანთებული პირველი, კაშკაშა ვარსკვლავი ხარ , რლმელიც გზას უნათებს დაკარგულს,გზააბნეულ ადამინას... მეგობარო,შენ რომ არ მყავდე დავკარგავდი სიცოცხლის ხალისს, ღიმილის უნარს,სიცილის სურვილსდავკარგავდი საკუთარ თავს, ოცნებეს, ნატვრებს.... მიხარია,რომ არსებობ, აქ ხარ, გვერდში მიდგახარ.ვიცი,რომ იქნები ჩემთან,იქამდე სანამ არ გატკენ გულს...გეფიცები..მე...გეფიცები...გეფიცები ყველაზე ძვირფასს, ეფიცები ჩემს ღირსებას,შენს თავს, შენს ლამაზ თვალებს და ჩევნ მეგობრობას-არასდროს გატკენ გულს, არ გკრავ ხელს, არ მიგატოვებ,არ გიღალატებ, არ გაგცვლი სხვაში, არ დაგამცირებ,არ გაგიცრუებ გულში მნათობ სის თუ პატარა იმედს. ..და თუ დავარღვევ სიტყვას, მოცემულ პირობას, თუ გაგიტეხავ გულს, გთხოვ მაპატიე...უნდა შემინდო, რათა იყო სულგრძელი, დიდსულოვანი...როცა დაჩოქილი,ცრემლმორეული პატიებას შეგთხოვ უნდა მიიღო, არ დამცინო, არ დამაცირო,არ გამაბრუნო უკანარ მეჩხუბო...ეს აგამაღლებს,ჩემზე მაღლა დაგაყენებს,მოგცემს უფლებას ზევიდან გადმომხედო,მაგრამ არ
...
Read More
|
მე ვარსკვლავი ვარ, ცას მოვწყდი და მიწას მივაშურე. ყოველთვის მინდოდა მიწაზე დავვარდნილიყავი, ნაზად გადამებიჯებინა ტკივილისთვის და მეფიქრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არცერთი წამი არ დამეხარჯა უქმად. შემეგრძნო, რომ ადამიანი ვიყავი, მესუნთქა ჰაერი და ყველასთვის, ყველაფრისთვის სიყვარული ამეხსნა. მეტირება და მაშინ წვიმს, მეტირება მაშინ როდესაც ვუყურებ ადამიანებს, თუ როგორ უქმად ხარჯავენ დროს, ძირითად დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, რომ მალე მოკვდებიან და ყკან დარჩება ბევრი კარგი, მაგრამ კარგი არც არაფერი ყოფილა, რომ კარგი ყველაფერი თავად უნდა შეექმნათ, არ უნდა შეგუებოდნენ ბედსმ უნდა ეცხოვრათ განსხვავებულად და თუ ეს მხოლოდ სიტყვებია და მეც მათსავით უმწეო ვიქნებოდი მაშინ დავჯდებოდი მინდორში, მთელ დროს ვიფიქრებდი და ვიოცნებებდი, რადგან თუ ადამიანს ძალუძს იოცნებოს იმის ძალასაც იპოვნის საკუთარ თავში, რომ ოცნებებისთვის იბრძოლოს. ყოველ წამს ღრმად ჩავისუნთქავდი და ვიტყოდი, რომ შეყვარებული ვარ. ადამიანს თუ არავინ უყვარს ის მაინც მუდამ შეყვარებულია. მეყვარებოდა ჩემი ფიქრები, ოცნებები, გრძნობები და მეყვარებოდა. გავიღიმებდი ხშირად და ცრემლებით დავნამავდი დედამიწას. შევტირებდი დაკარგულ სიყვარულს, რომელიც ჩემს ოცნებებში არსებობდა. ვიოცნებებდი, ვიოცნებებდი და ვიოცნებებდი. ხელს მოვკიდებდი ადამიანებს, შევიყვანდი ჩემს სამყაროში და მალე ყველა ადამიანი ჩემთან ე
...
Read More
|
ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა თოვლი. დავჯდებოდი ხოლმე სამზარეულოს ფანჯარასთან და საათობით ვიტრუნებოდი ფანტელების ყურებით გართული. ამ დროს დედაჩემი ძალიან გახარებული იყო და თუ ჩემზე პირველი შეამჩნევდა პირველ ფანტელებს, დამიძახებდა ხოლმე, შენთვის თოვსო... მერე უკვე ბაღის და სკოლის ფანჯრიდან ვუყურებდი აბეზარ თოვლს .. ცოდვა გამხელილი ჯობია და, საროსკიპოს ფანჯრიდანაც კი მიყურებია ფიფქებისთვის (ალბათ, გაგეცინებათ იქ თოვლის საყურებლად ვინ დადისო, მაგრამ მართლა ასე იყო, არ გატყუებთ). 20 წლამდე ჩემზე ამბობდნენ ლამაზი ბიჭიაო, მერე კი სიმპათიური მამაკაცი დამერქვა რატომღაც. ერთ დღეს ეს სტატუსები მომბეზრდა და ცოლიანი მამაკაცი დავირქვი სიახლის ძიებაში გართულმა. არ მომეწონა ეს წოდება, მოსაწყენი იყო ჩემთვის და ახლის ძებნა ვერც დავიწყე, რომ "მამა” დამერქვა უნებურად. არ იყო ეს ცუდი, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: ცოლიანი კაცის სტატუსის პარალელურად არსებობდა. ერთფეროვნებასთან ერთი გაბრძოლებაც და მე ცოლს გაშორებული მამაკაცი ვიყავი…
************
ქალაქის ხმაური მომბეზრდა. სოფელში ვიყიდე სახლი. მთელი ზამთარი ბუხართან გავატარე ფანტელების მოლოდინში, მაგრამ ვატყობ ზამთარს მოჰბეზრებია ჩემთვის თოვა. დილაობით ფანჯარაში ვიყურები ხოლმე. აქ ერთი ფანტელივით სიფრიფანა გოგონა ჩნდება ხშირად. ლურჯი თვალები აქვს და ზამთრის ცასთან საოცარ კონტრასტს ქმნის. სულ მინდა ახლოს
...
Read More
|
ყოველთვის ვფიქრობდი, რომროგორც არ უნდა მყვარებოდა ვინმე, ჩემ თავმოყვარეობას არ გადავაბიჯებდი.. ალბათ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო სიყვარული და მაშინ გავიგე, როცა ბუბუ გავიცანი!
მეგონა ყოველთვის ასე იქნებოდა, ყოველთვის ერთად ვიქნებოდით!.. მაგრამ სიყვარული არ ყოფილა იოლი... მეგონა ყოველ დილით ყავას ლოგინში მოგიტანდი და შენზე ვიზრუნებდი,გასიამოვნებდი... მასე რომ ვფიქრობდი მეც მსიამოვნებდა!.. მსიამოვნებდა შენი ნივთების დალაგება, შენი შენიშვნები... იცი რას ვერ ვიგებ? რად გინდოდა ასე მომხდარიყო, რად გინდოდა შემყვარებოდი? შენთვის ხომ არაფერს წარმოვადგენდი... იცი რატომ ვარ მასე? –იმიტომ,რომ შემიყვარდი! იცი რატომ ვარ ცუდად? – იმიტომ, რომ თავს გამოყენებულად ვგრძნობ!..:'( ცუდად ვარ ბუბუ! არ მინდა შენ გარეშე ცხოვრება! ერთად მხოლოდ 7 დღე ვიყავით,მაგრამ ჩემთვის ის 7 დღეც საკმარისი იყო, რომ გამეგო როგორი კარგი ხარ!.. ჩემთვის ის დღეები იყო ლამაზი ზღაპარი, რომელშიც შენ იყავი მთავარი გმირი... იყავი ის უფლისწული, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს!.. მე კი ვიყავი პატარა გოგონა, რომელიც უფლისწულმა აირჩია... ოღონდ ზღაპარში სამუდამოდ ირჩევს... შენ კი 1 კვირიტ ამირჩიე........................ მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ შენთვის სათამაშო ვიყავი, რომლითაც ითამაშე და მალევე მიაგდე, რადგან მოგწყინდა!.......... არაფერში არ გადანაშაულებ, რადგან მიყვარხარ!................. არაფერს გთხოვ!.... იმით ვიმშვიდებ თავს, რომ
...
Read More
|
იცი რა მინდა? იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე... იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა... იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება .... მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება.... მე ვარ სულელი სიყვარულისგან გაგიჯებული და გონება გამოცლილი... არასოდეს არავინ არ უნდა შეიყვარო ესეთი სიყვარულით, რა იცით რა ხდება,ძლიერ შეყვარებას ყოველთვის მოასწრებ.თავს უნდა გაუფრთხილდე და ეცადო რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ არ ინანო... მაგრამ მე ხომ ის მიყვარს და არ შემიძლია დავიწყება იმის მიუხედავად რომ ვიცი არასოდეს ვიქნებით ერთად....
|
ხვალიდან კი ჩვენი ერთად ყოფნის დრო კიდევ უფრო შემცირდება... და ასე მოხდება თანდათან, სანამ ჩვენი ერთად ყოფნისა და არყოფნის დრო ერთმანეთს არ გაუტოლდება...” მე არ შემიხედავს მზისთვის... თავჩაქინდრული ვიჯექი... დღე კლებას იწყებდა... შემოდგომა იდგა ლამაზი, მზიანი... მზეს კი ეჩქარებოდა და ვგრძნობდი, ჩემდა უპასუხოდ წასვლა უმძიმდა. მე ჯიუტად ვდუმდი! ან კი რა უნდა მეთქვა??? დარჩი-მეთქი მეთხოვა? _ აზრი არ ჰქონდა... მზეს გული დასწყდა... ასე უპასუხოდ, მდუმარედ ჩაესვენა ვარსკვლავების სარეცელში და ხვალინდელი დღის იმედად მთვარის სანათური ჩამომიდგა სარკმელთან. მე გავებუტე და თვითონ მაინც დამითმო... მაპატია... განსხვავებაც ხომ ესაა ჩვენს შორის: მე ადამიანი ვარ, ის _ მზე!!!
|
_ასე მგონია ვიღაც უნდა შემხვდეს _ვინ უნდა შეგხვდეს? _არ ვიცი... _მაშ რატომ გგონია? _იცი?... მე ის მიყვარდა! _როდის? _მეც არვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინ _მაინც?!... _სანამ დავიბადებოდი _ვერ გავიგე... _შეიძლება დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან... მე ის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს, სულ მას ვეძებ... _რომ არ შეგხვდეს? _ეგეც შეიძლება _უცოლოდ ხომ არ დარჩები?! მოიყვანე ვინმე... _ვიინ? _რავიცი, ვინმე... _არა, არა, ეგრე როგორ უნდა მოვიყვანო?! _ის რომ არ შეგხვდეს? _რომ მიყვარს?! _ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახვას და მაინც გიყვარს?! _ჰო, მიყვარს... _იქნებ არ გიყვარს? _მაშ რატომ მგონია რომ უნდა შემხვდეს?! _იქნებ სიზმარში ნახე? _არა, სხვაგან ვნახე სადღაც. _გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს? _არა, არ მახსოვს... _მაშ როგორ უნდა იცნო? _ვიცნობ, ვიცი რომ ვიცნობ, არ შეიძლება რომ არ ვიცნო.
*** _არა... _მერე?! _რა მერე?! _არ მოიყვანე ცოლი? _არა... _რამდენი წლის ხარ? _67... _კიდევ გიყვარს?! _კიდევ... _იქნება შეგხვდა და ვერ იცანი? _ჰა?!... _არა... არაფერი
|
ყველა ვცოცხლობთ, რისთვის? რატომ ? მარადიული შეკითხვებია ამაზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადრებას, ისედაც უყურადღებობის დროება გვიდგას, ალბათ შენთვის, თანამედროვე ადამიანო აღარც აქვს ამ შეკითხვებს ისეთივე მნიშვნელობა როგორიც თუნდაც ასი წლის წინ, მაგრამ ალბათ ყველას აქვს თავისი ცხოვრების პატარა, ან დიდი მიზანი. ის ცხოვრობს კარიერისთვის აკეთებს ყველაფერს, სწავლობს ამთავრებს უნივერსიტეტებს, მუშაობს ბევრს, ძალიან ბევრს, იმდენად ბევრს რომ ვეღარც ხვდება ამას რისთვის აკეთებს, გადის ცხოვრება, მთელი ცხოვრება, დილიდან – საღამომდე, თვიდან – თვემდე, წლიდან – წლამდე, შაბათ–კვირას დასვენება, და წელიწადში ერთხელ ერთი თვე ზღვაზე, 40 წლის ხდება და იწყებს განვლილ დროზე ფიქრს, კარგი დღეები თითზე ჩამოსათვლელია, ისიც სამსახურს და დაწინაურებებს უკავშირდება, ოჯახთან გატარებული დღეები არ ახსოვს, არც უნდა ახსოვდეს წესით, სახლში გვიან მოდის, ბავშვები ისე გაიზარდნენ მხოლოდ დაძინებულებს ნახულობდა, შაბათ–კვირას, და წელიწადში ერთხელ ერთი თვით, ასე რომ გადავთვალოთ თავის 12 წლის ვაჟთან მხოლოდ 1 წელი აქვს გატარებული. რა ქნას? როგორ აინაზღაუროს დაკარგული დრო? ამ ხნის მანძილზე იგი ჩამოშორდა ყველაფერს, ფიქრის საშუალებაც დაკარგა, ფიქრი ხომ სულის მასაზრდოვებელია, არ ფიქრობენ რობოტები, მაგრამ ადამიანი.... ? ადამიანს ხომ თავად აქვს ქმნადობის უნარი? თანამედროვე სამყაროს გადავხედოთ, მივხვდებით, არაფერი ფასეული არ ხდება თითქმის არც ერთ დარგში, გარდა ტექნიკის მიღწევებისა, რომელიც, როგორც მოგეხს
...
Read More
|
გამთენიისას, როცა შენი თვალები იძინებენ, მახსენდება ტბა და მის ირგვლივ ძალიან მწვანე მინდვრები. სეზონია უცხო, ტბა ყვავის ამ დროს. ამ დროს მასში ათასფერი ყვავილები იფურჩქნებიან. მიჰყვებიან შიდა დინებებს, არწევენ ერთმანეთს და მე ვიცი, თუ ძალიან ჩუმად ვიჯდები, თუკი რამდენიმე წამს სუნთქვასაც შევწყვეტ, გავიგონებ მათ საოცარ იავ-ნანას... ხმას... ეს ხმა, ძვირფასო, ეს ხმა არ ჰგავს არაფერს. გამთენიისას,როცა შენს თვალებში სიზმრები წვებიან, მახსენდება თოვლით დაფარული მწვერვალები და მდინარის დაბადება... როგორ მირაკრაკებს უზარმაზარ ქვაბულში ძალა, როგორ იზრდება და თავაწყვეტით ეშვება დაღმა... მის გარშემო წითელ-ყვითელი ყვავილები იშმუშნებიან და კისკისებენ, უცაბედად პატარა წვეთი რომ გადმოსცდება ჯერ კიდევ ჩვილს. ეს მდინარე, ჩემო ძვირფასო, არა ჰგავს არცერთ სხვა მდინარეს... გამთენიისას... როცა შენს თვალებში... აჰ, რომ იცოდე, რამდენი რამე მახსენდება, გამთენიისას- როდესაც შენი თვალებიდან ოცნებები იპარებიან და ხელის გულზე მისხდებიან, და ჩვენ ვიწყებთ ჩურჩულს, შეთქმულებივით ვფრთხილობთ, ვუთვალთვალებთ შენს გულისცემას, გითვლით სუნთქვას...
შენ კიდევ გიკვირს, რატომ არ მძინავს გამთენიისას?
|
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|