მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ფიქრი ფიქრად დარჩეს… ვეღარ გადამარჩენს. მორჩა ნაფიქრალი თავნება. წლები დავითვალე.. ნუთუ დავიღალე.. ნუთუ ყველაფერი მთავრდება..
რჩება სინანული.. სულში მიმალული.. წლები ნეტა საით წამიყვანს.. ცრემლი დავატანო და ქარს გავატანო?.. არა, დავიწყება არ მიყვარს.. მე სულ აქ ვიქნები.. ლექსში ავინთები.. ლექსად მოვალ როცა მინატრებ.. მე ხომ ის ვიყავი ცა რომ გაგიყავი.. ახლა დარჩენილსაც გინათებ.. წლები გამეცალა.. ფიქრი არ მაცალა.. მიდის და წამებსაც არ მარჩენს. მაინც აქ დავრჩები, ლექსში გადავრჩები.. ლექსად მოგიყვები დანარჩენს....
|
ქორწილის წინ დედაჩემთნ ცსაუბრობდი ცალკე, დედამ მითხრა:" გაუფრთხილდი შვილო მზითვის სარკეს, გამიგია გადმოცემა არის ხალხში ძველი, თუ ოჯახში სარკე გატყდა, რაღაც საბრთხე ელით.." ამ სარკეს რომ ენა ჰქონდეს, რამდენს გეტყვით ამბავს..
ამ სარკის წინ მე ჩამაცვეს საქორწინო კაბა.. მახარებდა უნაზრსი სამკაული თავის, ყველაფერი თეთრი იყო და თმა შავი, შავი...
...
Read More
|
შენ მხოლოდ ჩემი ბავშვობის მოგონება იქნები, დრო გავა, აღარ დამატყვევებს მე შენზე ფიქრები.. ერთხელ გაგეხუმრე, გითხარი:"მომართვი ვარდები" და ის დრო გავიდა, დამთავრდა სპექტაკლი, დაეშვა ფარდები.. ერთმანეთს ვატკინებს გულები ჯინაზე მე და შენ, მაგრამ ოდესღაც ჩვენ გვქონდა ერთგვარი სინაზე.. შენ იქით წახვედი, მე სხვა გზას გავუყევ კარდაკარ, ალბათ მომიგონებ ჯერ ხშირად, მერე კი ხანდახან.. დრო გავა, აღარ მომერევა სულელი ფიქრები, შენ კი მხოლოდ ჩემი ბავშვობის მოგონება იქნები.
..........................................................................
...
Read More
|
ვით ნაწვიმარი ფოთოლი ვერხვის მე ისე ვღელავ.. გზაზე ვინ არის ჭაბუკი ერთი უღიმის ყველას.. არის მაღალი, როგორც ბამბუკი, ლამაზი მეტად.. დამაქვს ნაღველი მე იმ ჭაბუკის და დავალ კენტად.. მზეს მოსდის რული, დაზამთრებულა, წასულა საით.. და ჩემი გულიც აზვირთჶბულა მდინარესავით.. გარეთ ქარბუქში ქარი ირწევა, ნიბლია კვდება, მე ის ჭაბუკი დასავიწყებლად არ მემეტება..
............................................. ჩემთვის ოდესღაც საყავრელ თვალებს დღეს შევამჩნიე სევდის იარა. ცრემლი აწვიმდა მომავლის ფიქრებს, აწმყოს ტიროდა - წარსულს კი არა. მე შეგამჩნიე ფარული დარდი, სულს გიხუთავდა მხურვალე ალი, შენ არ მალავდი, რომ ერთდროულად ჩემში გიყვარდა ბავშვი და ქალი. ვწუხვარ რომ ასე დამთავრდა ბოლოს, გხედავ დაგტანჯა უბედო ბედმა, მე ამ სიყვარულს ვამსგავსებ ჰანგებს - სიკვდილის წინ რომ იმღერა გედმა. ვერაფერს გეტყვი... რა მაქვს სათქმელი, უსიტყვოდ უნდა ვუცქირო დღესაც შენი თვალების ცრემლიან გუბეს - გასაწვიმებლად მოღრუბლულ ზეცას. მთლად უგულობას ნურვინ დამწამებს, მე მხოლოდ მცირე მიმიძღვის ბრალი, მიყვარდი...
...
Read More
|
მინდა დავწერო, მინდა ვიგრძნო და თან გავლექსო, მინდა ვიფრონო შორს ღრუბლებში, ცა რომ ვიხილო, მინდა მოგიძღვნათ ყვავილების უხვი სამეფო, მინდა გაჩუქოთ ოცნებათა ჩუმი საუფლო... და ბოლოს სანამ სამუდამოდ დაგვაშორებენ, სანამ ცრემლებით დასველდება თეთრი სიჩუმე, მე მოვალ თქვენთან და დაგიღებთ სულის დარაბებს, ჩურჩულით ნათქვამს მაღალ გრძნობით გაგითამამებთ, უხილავ ფიქრებს ცისფერ ფრთბით მაღლა აგიფრენთ, და მაშინ იგრძნობთ, როგორ ძლიერ გიყვარდათ ყველა თუ როგორ ძლიერ დამივიწყეთ და როგორ მტკენდით, მაგრამ მე მხოლოდ გავიხსენებ იმ ტკბილ საათებს, სიხარულის და სითბოს ფერად რომ იღვრებოდით
.
|
მე თქვენ მიყვარდით.. შესაძლოა ეს სიყვარული ჩემს სულში ღვივის, არ გამქრალა ჯერაც სავსებით, მაგრამ არ მინდა გაგიღვიძოთ დარდი ფარული, არ შეგაშფოთოთ, რადგან ისევ მეძვირფასებით... მე თქვენ მიყვარდით.. ბედმა ჩუმი ტრფობა მაღირსა, და უიმედოს ხშირად მწვავდა ეჭვის ალმური, მე თქვენ მიყვარდით..
...
Read More
|
შენ ხარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა უხვად მოხატული ფერთა გალერეა, ღრუბელთ სინოტივე სულში ლოცვად მიკრავს, თუკი რა თკმა უნდა გზა არ ამერია.. შენ ხარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით, იწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და მერე წვიმებით და ზამთრით დამთავრდები.. შენ ხარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება, უხმო გადაჭკნობა, ფოთოლთ სინანული, ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით.. შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების, ერთ დროს დამდაგველი, მწველი მხურვალება, ბოლოს ფიფქებით და სევდით იმალები.. შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ განშორება, შენ ხარ მონატრება, შენ ხარ სიმარტოვე, ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს-მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.. შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გარინდება, შენ ხარ ჩავლილი და შენ ხარ წარსული, შენ ხარ მოფერება, შენ ხარ დაბინდება, შენ ხარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის.. შენ ხარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების, შენ ხარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, შენ ვარ დადუმდები, შენ ვარ დამშვიდდები.. შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გადაღლილი, მზერაგამცვდარი და თრობამორეული, შენ ხარ აუხსნელი და შენ ხარ ასახსნელი, შენ ხარ ახლობელი, შენ ხარ შორეული.. შენ ხარ შემოდგომა, შენ ხარ გა
...
Read More
|
უცებ გაისმა თოფის ზრიალი გულთან დაამთავრა ტყვიამ ბზრიალი ბნელმა შეცვალა დღე თბილი,მზიანი კუნომ დაიწყო მზეზე პრიალი... ბიჭია მკვდარი,ბიჭია მკვდარი წითლად შეიღება თბილისში მტკვარი კანკალმა აიტანა მთლიანად ტანი ბიჭმა შეაღო სამოთხის კარი... სატრფო დასტირის მას ცივ საფლავზე ცრემლი შეჩერდა გაყინულ წამწამზე... თითქოს უნდა რომ ეს დრო გაჩერდეს და საერთოდაც აღარ გათენდეს... მაგრამ დრო მიდის,აღარ ჩერდება ტკივილს კვლავ მოსდევს ახალი ტკივილი ყურში ჩამესმის ღრუბლების ტირილი და გულს მიხეთქავს დროის კივილი... ქალი ჩაეხუტა მხურვალედ ცივ ქვას ეს ხომ ქმრის სულის ტკბილი სურნელია სული განუტევა...ქალი სულელია... ჩვენი ცხოვრება ხომ თეთრი ფურცელია...
|
დასრულდა ცრემლით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა პირქუში სიზმარივით გამიმეტე ასე თავნება და ნებიერა.
არადა,ღმერთმანი,თავი მომწოს მართლა კარგი ვარ და სასურველი, მიკვირს-ადექი და შემელიე მიკვირს-უჩემობას გაუძელი...
ვაი-შენ თორე მე რა მიჭირს_ მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდე-ნიააა! ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ?
|
თავი დამავიწყეს ღამის სონეტებმა, ძველი სატკივარი გამანდეს, ისე მომენატრა შენი მოფერება, როგორც არასოდეს აქამდე... წარსულს უმღეროდა შავი როიალი, თითქოს მომესმა შორიდან, პირჯვარს ისახავდა ღამე თოვლიანი, გარეთ ხეტიალი მომინდა... ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდა, გაქრა ყველაფერი უკვალოდ, ისე მომენატრე, ისე მომენატრე, ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ.. ისე მომენატრე როგორც არასოდეს, ლამის შევიშალე ლოდინით, ფიქრებს მოვაშორე ღამის სიმარტოვე და შენს ნაფეხურებ ვკოცნიდი... ბოლოს გავიხურე კარი გარინდებით, ფიქრებს ვერ ვარჩევდი დილამდე, სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ სიგიჟემდე, როგორ უსასრულოდ მიყვარდი...
..........................................................
მაშინ,როცა მიმატოვე სულ მის გვერდით იყავი, ახლა ისევ ჩემთან მოხველ მაგრამ კარგად იყავი. ჩემმა გულმა რომ მიგიღოს მე მაინც არ მიგიღებ თუმცა ჩუმად ამისათვის, ძალიან ბევრს ვიტირებ. გული ტირის მეც ვტირივარ, ლოყას მიწვავს ხცელი ცრემლი ნუთუ ისევ შემეყარა სიყვარულის მწველი ცეც
...
Read More
|
« 1 2 ... 75 76 77 78 79 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|