♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ისევ მეძახი, სადღაც შორიდან...
უშენოდ მხრები როგორ გავმართო?
მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ...
შენ კი, მიდიხარ უმისამართოდ...

ისევ მეძახის ნატანჯი ფიქრი...
შენზე ოცნება, გასაოცარი...
მთელი ცხოვრება, მე შენსკენ მივქრი...
შენამდე გზა კი, ისევ შორს არი...

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,
ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,
გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდები
ტყუილად დაიღლი ნერვს....
რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,
თორემ გაიღიმებს ღმერთი...
თუკი გიწერია მისი დაბრუნება,
თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....
შენი სიყვარული ისევ შენთან მოვა,
ბოლომდე იქნება შენი....
ოღონდ ერთი გწამდეს, ცხოვრების დიდ გზაზე
იწამე უფალი ღმერთი.

..................................................



როდის - არ ვიცი,
ადრე, თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება,
ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია
და დაგაფიქრებს ტკივილი :
რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?
მოვა,
დარეკავს წვეთები წვიმის
და ჩამორეცხავს ღიმილს თვალე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1304 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წვიმა მოვა...
თოვლი წავა...
ხელისგულზე დადნება...
სულის ყველა ფორიაქი
სიტყვით არ ითარგმნება...
მრავალწერტილს ჩავაბარებ,
ნისლი გადააფაროს...
ყველაფერი გაამჟღავნოს...
ყველაფერი დაფაროს...
რადგან სიტყვა საკუთარი
თავით ხშირად იღლება...
სარკმელი რომ იკეტება,
სადღაც კარი იღება...
ზოგი სიტყვა გამირბის და
ზოგი _ თვალსაც მარიდებს,
ვისაც უნდა, ლექსში დარჩეს,
ვისაც უნდა _ წავიდეს.


.................................................

მოდი რაააა...წამიყვანე
წყალგაღმა გამიყვანე
ნაპირთან დამტოვე და თუ გინდა წადი...
მოდი რააა..დამიყვავე,
ტკივილი გამიქვავე,
ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მწამდი!
მოდი ჰოოო...გაგიცივდი
ფოთლებად დაგიცვივდი,
ვიქეც შემოდგომად სიყვითლე მაკრთობს...
მოდი ჰააა დაგიმძიმდი
ვერაფრით დაგიმშვიდდი,
ვიცი რაც გითხარი...დაგპირდი..მახსოვს!!!
ოჰ დააა ვერ ვერევი
ჰო და ვერ გელევი
ეხლა სული გიხმობს უჭირს და მისთვის..
ნატვრად შეგერევი...
როცა შეგეხები..
რატომ ვერ მოდიხარ რატომ და რისთვის?
მოდი აააქ..დამატიე
ცრემლში ვერ ჩაგატიე...
მოდი ჩაგეხუტო ,ჩაგეკრა მინდა
გული აგატკიე ?
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1217 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იქ სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ,სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები,შენი მკლავები,შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული.
სიყვარელ ხელებს მივეცემი,როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკცონი ვით დედოფალს,
ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თმაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდონით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა,უცქერს დიდხანს და დაღონდება,
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას,ალერს,
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.


.....................................................

ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები...
ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად...
ისევ, აკორდებით გეფერები...
თურმე მყვარებიხარ, ძველებურად...
აკორდი შემეშალა, ავირიე...
სული ყინულივით გამიცივდა,
უცებ დაგინახე, გადამრიე...
თითებზე აკორდი შემაცივდა...
მუსიკა აზრება ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1226 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ ტირი, მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის, ხედავ? გზები უკვე გვეყოფა,
ნუ ტირი, ჩემი გული შენთან დარჩება,
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება...
ნუ ტირი, თუმცა ცრემლი მართლაც გიხდება,
ჩემ გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი, გინდა? ჩემს ცრემლს გაგიზიარებ,
მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ...
გა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1275 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან,
რა ცუდი ყოფილხარ, მომშორდი, გამცილდი,
როგორ გამიბედე თქმა...

არა, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ,
როგორი კარგი ხარ შენ!..

< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაბინდულია თვალები სივრცით,
გადავიღალე მზესთან თამაშით...
მალე წვიმები იქნება დიდი
ღამე დაფერილ სტრიქონს გადაშლის.
რად მემატება ღმერთო ფიქრები
ბავშვად დარჩენა სჯობდა იქნება,
მე აღტაცება ვიცი ისეთი
ასაკში შესვლა არ მომიხდება.
ისე მაღელვებს მზე და აისი,
არ მომიხდება მშვიდი სიბერე.
ნუ დამაბერებთ, თორემ დაღლილი
ასე გულწრფელად ვეღარ ვიმღერებ.
ამომიღამდა თვალები სივრცით
გადავიღალე მზესთან თამაშით.
მალე წვიმები იქნება ვიცი,
ღამე დაფერილ სტრიქონს გადაშლის.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


განშორებამ სიყვარული მომიმატა,
ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი.
სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა,
არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.

განშორებამ ხასიათიც შემიცვალა,
ვიძირები სიყვარულის ზღვაში,
ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?!
რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.

ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია,
მენატრები, შორით გეფერები,
არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები:
მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.

დასრულდება განშორების სინანული,
დაეშვება მზე უძირო ზღვაში,
დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული,
რადგან ვიცით სიყვარულის ფასი!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1238 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
- დრომ ერთი სევდაც არ მაპატია,
ბორგავენ, როგორც მდინარეები
და შფოთიანი წლები გადიან.
მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ,
ჯერ არაფერი არ მაბადია,
შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ
და ულმობელი წლები გადიან...
შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს
და იშრიალე, როგორც გწადია,
თორემ სულ მალე დადგება ღამე,
შენც დადუმდები... წლები გადიან."







კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი მარტოობამ
როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1024 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 73 74 75 76 77 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-15, 9:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025