♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მაგ შენს მოხატულ, მწვანე თვალის ფერს
ხვეული თმები ტანს, რომ ეხვევა
განთიადს ზღვის პირზე შიშვლად, რომ იწვე
ზეცასაც ბინდი გადაეკვრება.

ეგ თმის ღერი, რომ ფრიალებს ლაღად სიოში
ღილსაც თავი მოაქვს მკერდს, რომ გეკვრება.
როგორც ზღვა-ხმელეთს, მზის სილამაზე
დღეა თუ ღამე, აჩრდილივით ეკვრება.


ეგ ბაგე შენი ვარდის ფურცელთა....
სულში რომ მიქსოვს წყურვილის ვნებას
შენს სილამაზეს მიღმა მალული.
მაინც,რომ მაქცევს მე ქანდაკებას….


სახის ბილიკის შენი ნაკვთები
ჩემი ცხოვრების გზებს, რომ არღვევენ
განა მე შენგან რაიმე შემრჩაა?
მუხლის ჩოქებზე, რომ დამათრევენ.


შენს ხელის გულებს, მინდა ველაპარაკო
ეგებ აქ ამოვიცნო რაიმე წოდება.
ვინ ხარ ? ან საიდან მოხვედი?
ან საერთოდ, რაიმე თუ გეწოდება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ისეთ უძველეს ზღაპრიდან მეახლე,
რა რითმით გაგლექსო,რა ლექსით გაგრითმო,
სიყვარულს გაჩუქებ, სიცოცხლეს გაჩუქებ,
ამ გულსაც გაჩუქებ და სულსაც დაგითმობ.

შენ ისეთ საოცარ სიზმრიდან მეახლე,
ლეგენდად მეახლე და უკვდავ მეგობრად,
ფერიად მოფრინდი და შენი სიწმინდე,
გწამდეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა.

შენ ისეთ მუქ–ლურჯი სიღრმიდან მეახლე,
სიმღერად მეახლე, მზიდან და მთვარიდან,
მაგ შენი მთების და გორების სიმაღლე,
მეცხრე ცას ასცდა და ღმერთებთან ავიდა.

შენ ისეთ გულ–გუნდა თეთრ გედად მეახლე,
რომ მთელი სიცოცხლე შენთან ვარ დამრჩენი,
შენ ისეთ უნაზეს ყვავილად მეახლე,
უფალმა დალოცოს ეგ შენი გამჩენი




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზღვის ტალღებს მოჰქონდა დაჭრილი გვამები,
ტალღები ცივ გვამებს ნაპირზე რიყავდა,
მამა ღმერთს გაეღო სამოთხის კარები
და წმინდა სულები თავისთან მიჰყავდა.

ტანჯვის მოლოდინში იდგა მაცხოვარი,
ახლა მისი ტანჯვა ვისთვის კაპიკია,
იგი, ღმერთი იყო, არა მათხოვარი,
მან ხომ კაცთა ცოდვა მხრებზე დაიტია.

გვირგვინი ეკლისა სახეს უკაწრავდა
და მაინც არ გატყდა ბოროტ ავსულებთან,
ჰაი, რეგვენებო... ნურას უკაცრავად,
ის ხომ მამა–ღმერთის ნებას ასრულებდა.

რკინის ნიღაბიდან უბღვერდა ჯალათი,
დასი ანგელოსთა ეახლა სამოთხიდან,
როდესაც იესო ხის ჯვარზე დალურსმნეს,
ღვთისმშობელს უეცრად ძუძუ წამოსტკივდა.

უმკაცრეს სასჯელს პირისპირ შეეგება,
არც ღვინო მოსვა და არც წყალი დალია,
ეს არს შენი ღმერთი?... დასცინა ჯალათმა,
და მერე სამიწე ხელ ჰკრა მარიამს...

ბეთლემის მღვიმეში კედლები ატირდნენ,
ცრემლად დაიღვარა–ცრემლად, მზე და მიწა,
იესო გაყიდეს... იესო გაყიდეს....
დაჭრილი მხეცივით ღმუოდა დედამიწა.

ვერაფრით გიშველეთ, ვერაფრით უფალო,
ვაი ბედსა ჩვენსა, ვაი ბედსა ჩვენსა,
წითლად შეიღება თეთრი პარასკევი
და მიწა მაცხოვრის სისხლით გაილეშა.

ზღვის ტალღებს მოჰქონდა დაჭრილი გვამები,
ტალღები ცივ გვამებს ნაპირზე რიყავდა,
მამა ღმერთს გაეღო სამოთხის კარები
და წმინდა სულები თავისთან მიჰყავდა....
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1265 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი,

სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს,

შეყვარებულზე ფიქრობდა იგი,

ცხელი ცრემლები უვდებდა თვალებს.

იწვოდა სანთელი ნელა,

თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი,

ყველა ერთ სანთელს უცქერდა ყველა,

ქურდმა ბიჭმა კი დაწერა ლექსი:

ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ,

მე უშენობით არ მყოფნის გონი,

მე უშენობით ვეგარ ვიცოცხლებ

და თავს მოვიკლავ,

მოვიკლავ მგონი.

თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი,

რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი?

და თუ სიყვარულმა ტანჯვა მომაყენა,

ჩემმა დაშორებამ შენ რა მოგიტანა?

ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი

და შესცქეროდა ანთებულ სანთელს,

რა არის ქალი?- ფიქრობდა იგი

რა შეუძლიათ ამ ქვეყნად ქალებს?

და ღმერთო ჩემო, რა მიყო ქალმა?

მზე დამანახა და ცის ნათელი,

ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა

და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი... 

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1325 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად,
ან იქნება აჯობებდეს, არ მოხვიდე
და სიგიჟით დავემსგავსოთ მიუსაფარს.

ამოვკაწროთ სურვილების მინანქარი,
ცხელ სუნთქვაში გადავიდნოთ ვენებისგან,
სისხლის გემო გადავცვალოთ ბაგეებით,
რომ გაჩერდეს ყველა წამი სიტყვებისგან.

სხეულებზეც სუნთქვა მჭიდროდ შემოვიკრათ,
რომ რიტმული გულისფეთქვა კვლავ დაგვერღვეს.
ერთმანეთით წავიკითხოთ ეს სამყარო და
თვალებზე, გადავცვალოთ ყველა სარკე.

ყველა ფერი თაფლისფერში ამოვავლოთ,
ვნებას მივცეთ მისამრთი- ყელის ძარღვი,
იქ დარჩება ტუჩები და ცხელი სუნთქვა
და ცხოვრებაც აქ იწყება უკვე ნაღდი.

მენატრები,მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად.
მეშინია სიყვარულის და ეს შიშიც,
არ დამტოვებს შენს თვალებში მიუსაფარს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1651 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ჩუმი დარდი ძველ სიყვარულს თან გავატანე,
მასზე ფიქრები არასოდეს დამიბრუნდება,
თუმცა ჭრილობა, წასვლისას რომ გულს დაუტოვა,
ვგრძნობ რომ მთლიანად არასოდეს გამიყუჩდება!...
არ ვდარდობ გრძნობას, რაც მქონდა და რასაც განვიცდი,
ვიცი, ცხოვრება ცვალებადი ფერით მორთულა
და ამიტომაც ძველ სიყვარულს მე არ მივტირი,–
თავისით წავა, რადგან თავის ნებით მოსულა!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1204 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლოხინვარ ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,
მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა,
არ ეცვა აბჯარი ლოხინვარ ჭაბუკს და არ ახლდა ამალა,
მარტო მოდიოდა ორლესურ ხმლისა და მათრახის ამარა..
ტრფობაში ერთგული, ბრძოლაში მედგარი და დაუძინარი,-
ლოხინვარ ჭაბუკის ბადალი რაინდი ამ ქვეყნად ვინ არის?!
გადავლო ჭენებით ჯაგნარი ველები, კლდიანი წერაფი,
უფონოდ გასცურა მდინარე წერფი და არ შედრკა არაფრით, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1306 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაივლის დრო და შენ შვილების მამა გახდები,
შეივერცხლები, თეთრი თმებით იქნები სავსე,
მეც დავბერდები, მაგრამ მაინც ისე დავრჩები,
როგორც დამტოვე, სიყვარულის ცრემლებით სავსე..
დროს მსვლელობაში ერთხელ მაინც შემხვდები სადმე
და მოგიკითხავ ოჯახით და შვილებიანად,
გავიზიარებ შენს ჭირ-ვარამს თუკი მენდობი
და დაგარიგებ მედიდურად, ომახიანად..
თუ შენი შვილი შჶმომხვდება ოდესმე გზაზე,
მივუალერსებ, არა ვგავარ ზოგიერთ ქალებს..
ვეტყვი :"პატარავ, მე მამიკო მიყვარდა შენი"
და დავუკოცნი მამასავით მომხიბვლელ თვალებს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხსოვნის ფსკერზე დაილექა ბინდი.
არ მინახავს ასე თბილი წვიმა..
ვიღაც ლამაზ ქრიზანთემებს ყიდის,
ფიქრიანი ხეივნების მიღმა..
სახე სუსხში გაეკაწრა დილას,
სადღაც ტირის როიალის მსგავსი,
თითქოს წუთებს სინანული მიაქვს,
თითქოს დუმილს ეკიდება ხავსი..
დარდის კოცონს ახლა ვეღარ ვშველი,
ფიქრიანი ხეივნების მიღმა,
შენს ხსოვნასთნ გათოშილი ხელით,
ქრიზანთემის თიგული მიმაქვს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 74 75 76 77 78 ... 254 255 »
სამშაბათი, 2025-01-28, 7:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025