მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ქარით მივაბი რეალობა შიშველ ხეებზე, ილუზიურად მოგაშორე ყოველთვის ნაღდი... მოვალ... ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე... და... ტკივილს გაგხდი...
დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა... ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები... სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა, როცა მოვკვდები....
|
როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია
...
Read More
|
საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე საიალაღოდ გაიწევენ როგორც ხარები, დედის ნაფერებ, ნაალერსებ, ცეცხლიან თვალებს სხვისი უბისკენ გააპარებენ.. გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში, თითქოსდა მართლა უნახესო ცას გასაღები, მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს ტოლებთან ლხინში თვის ნათქვამად გაასაღებენ. არ იკითხავე
...
Read More
|
გზაზე დამეწია... ხელი გადამხვია თმები ამიწეწა ძალზე ქუდი წამართვა და ქარს გაატანა ზეცა დამახურა თავზე.. მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა ცრემლი მომადინა თვალზე მერე სველი ხელი წელზე მომხვია და კაბა მომიტმასნა ტანზე შენ არ გამებუტო ჩემო ძვირფასო
...
Read More
|
შენ როცა მყევხარ რად მინდა შუქი?! შენი თვალების სინათლე კმარა. შენ როცა მყევხარ, ავდარი მუქი გასხივოსნებულ იქცევა დარად.
შენ როცა მყევხარ, უგონო იმედს კვლავ ემატება იმედი ცხრათვალა, შენ როცა მყევხარ, მტკიცე ვარ მუდამ როგორც მეტეხი და ნარიყალა.
შენ როცა მყევხარ, ვარ ისე წმინდა ვით გარიჟრაჟზე დილა დამდგარა. შენ როცა მყევხარ, ვარ თითქოს ბავშვი შენგან მიძღვნილი ბედის ამარა.
შენ როცა მყევხარ ჩერდება ჟამი და გვმოსავს უფლის წმინდა სუდარა. შენ როცა მყევხარ?! შენ უნდა მყავდე! ისმინე ჩემი ფიცი...მუდარა!
|
თუ არ გიყვარვარ შენ ნუ მეტყვი,თავად მივხვდები, ნურაფერს მეტყვი სატრფიალო სიტყვების გარდა, ექიმებიც ხომ უმალავენ ავადმყოფს სიკვდილს და კარგად ყოფნას უსურვებენ სიკვდილის კართან გემუდარები ჩემ საფლავზე დარგე ტირიფი, თავჩაქინდრული,დარდიანი,ტოტებგაშლილი და მაშინ მაინც მიუალერსე, როდესაც ტანში გაუჯდება ფოთლოივით მწვანე აპრილი... არ დაგავიწყდეს იაც მიყვარს,იასამანიც იორდები,ვარდები და ქრიზანთემები, სხვას ნუ ენდობი,ყვავილების ვიცი რომ გესმის, მიუალერსე ისე თითქოს მე გეფერები. როდესაც ხელში მოგაწვდიან ღვინის ფიალას და შენ კი ცრემლი მოგადგება ლამაზ თვალებზე, უხმოდ დალიე,ნურვის ეტყვი შენს მწუხარებას, სხვის დასანახად ნუ მიტირებ,ჩემს ტავს გაფიცებ...
|
წახვედი... მაგრამ ეს კარგად მჯერა ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად, მარად შენთან ვარ ვით ბედისწერა, ვერ გამექცევი, გზა დახშულია. მე შენი გზა ვარ, შენი სახლი ვარ, ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით, შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ, რომ აღარ არის ადგილი სხვისი. ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ, ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე შენი ცხოვრების თავი და ბოლო. ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ, ბაღის ქარივით შემოგეხვევი არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს და როცა გვიან მარტო დარჩები არ მოგასვენებ არსად არ წავალ, მე სიგარეტის კვამლში გავჩნდები, ან ფანჯარაში მთრთოლავ ვარსკვლავად... და რომ ეცადო ბევრიც, ნუ მიწყენ, ვერ დამივიწყებ, ვერ დამივიწყებ...
|
უხმოდ დასცილდნენ სიტყვის გარეშე და ყველაფერი იყო ნატქვამი.. მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს, ორივ მტყუანნი, ორივ მართალნი.. ჰქონდათ მიზეზი და დაემდურნენ, მერე თავ-თავის ბილიკს დაეშვნენ, არაპერია ამ ქვეყნად თურმე, მიზეზისა და მიზნის გარეშე.. უხმოდ დასცილდნენ, სიტყვის გარეშე და ყველაფერი იყო ნათქვამი, მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს თავისთვის გულში ორივ მართალნი..
|
როცა სიცოცხლე მიხაროდა გული სითბოსაგან დამიცალე, როცა სიგიჯემდე შემიყვარდი შენთან სიახლოვე ამიკრძალე, ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა ყველა ამირიე,დამიშალე. შენი გაღიმენა შემიყვარდა მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე. მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე. შენი სიყვარული მიხაროდა ღიმილი კი ცრმლით შემიცვალე. შენი დავიწყენა მაიძულე მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე.
|
დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე, ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე, რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები, ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები.
ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ, შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ, ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.
ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია, იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან, გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები..
|
« 1 2 ... 76 77 78 79 80 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|