♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ვთამაშობ...
თვალების ჭაობში მიგათრევ
თამამად...
სუსტი გაქვს ნერვები, გეტყობა...
ცოტაც და...
შენს კარტებს თვითონვე მომართმევ,
სიმშვიდედაკარგულ
სათქმელებს მეტყვი და
დამიცდი...
თვალებით მე ისევ ვარტისტობ,
ადრეა, ჯერ ჩემთვის
ჩადრები ავიხსნა...
განიცდი...
გიჭკნება სიმშვიდის ვარდის რტო,
ფიქრობ, რომ დამთავრდა,
კარტები გაიხსნა...
მე ისევ ვთამაშობ,
თამაშს აქვს წესები...
ჯერ უნდა ჭაობში ბოლომდე შეგიშვა...
განიცდი...
ცივი გაქვს რატომღაც ხელები,
იმღვრევი მგონია...
არც ერთი შენიშვნა?!..
სულ რაღაც თვალებით,
გგონია გაძალებ?!..
მომყვები მოთმენით...
წყენასაც არ აჩენ,
არა და, არც ბავშვის აღარ გაქვს ასაკი,
მიკვირს,
იხრჩობი, და არც ცდილობ, გადარჩე
დამთავრდა...
გულწრფელად მგონია, რომ მორჩა...
თვალების წავლება ფიქრების ქამარში...
შევმცდარვარ,
კვლავ ისე მომყვები,
როგორც ჩანს,
ცხოვრებაც ბოდვაა,
ვნება
და თამაში...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,
ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,
უცებ წამომცდება ვაიმე დედა.

როცა სიცივეში სითბო მომინდება,
Gულში ჩამიკრავს და გული გამითბება,
ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?
ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.

ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,
ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,
ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,
ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.

მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?
ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,
ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,
ესეც დედა არის,ძლიერი დედა.

როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?
ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,
ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა.

ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?
ნთელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?
სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.




... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ,თუ კი აკოცებთ
კოცნა ხომ თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრია
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირვალ კოცნას და ალერსს
მოაქვს ნანატრი,ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ,ნუ მოატუყებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1282 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისე დავიძინებ, თვალს არ დავხუჭავ
ისე გავიღვიძებ საბანს, არ ავფუშავ
ისე გაკოცებ ვერც კი მიხვდები
შენს ლამაზ სხეულს, კვლავ მოვეხვევი.

ისე მიდიხარ, არც კი იხედები
უკნიდან გიყურებ , ჩუმად გეფერები
ჩემი ქალღმერთი ხარ და გეალერსები
სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.

ისევ დრო წაშლის გულის იარებს
ისევ შევავსებ რვინით ფიალებს
ისევ გაიხდი შებ ლამაზ კაბას
ქუჩაში დავიწყებთ ჯადოსნურ ამბავს.

ისევ ჩსმივლის ის ორი გოგო
ასე მგონია მოვიგე ლოტო
გარეთ გავხედე და მოდის გოგო
კარზე კაკუნი საწოლში მორთო..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ჩაიარე ღიმილით, კრძალვით,
იყავ საოცრად ლაღი და სათნო.
თუმც იქ ჩემს გარდა არ იდგა არვინ,
შენ იღიმოდი უმისამართოდ.
მე აგედევნე როგორც აჩრდილი,
ვფიქრობდი: - მისთვის სიცოცხლეს დავთმობ,
შენ თქვი: - იისფრად გათენდა დილა,
თქვი და... ესეც თქვი უმისამართოდ.
ვინმეს ვენახეთ გვეტყოდა, მგონი:
- რა ბედნიერი წყვილები ხართო
და მივდიოდით თუმც მხოლოდ ორნი,
ჩვენ მივდიოდით - უმისამართოდ.
სიცოცხლის ხმებით დღე იყო სავსე,
ასეთი ხმები სევდიანს ართობს.
უმისამართოდ ვიარეთ ასე
და ჩემგან წახველ უმისამართოდ.
ვერ დავივიწყებ იმ წუთებს, ვერა,
თუმც ისე გნახე, თითქოს არც გნახე,
თუ იყავ ჩემი გედის სიმღერა,
მაშ ანგელოზის რად გქონდა სახე?!
სუყველაფერმა დაკარგა აზრი.
რომ ვერსად გნახე, ძვირფასო ახლა,
უმისამართოდ ვივლი ამ გზაზე
და იმდენს ვივლი, რომ სადღაც მნახავ.
ან მოგწერ ასე, თუ ეს გიშველის:
- მოდი, ხომ ხედავ, რომ შენს გზას არ ვთმობ...
მაგრამ რა ვქნა, რომ ფოსტაშიც წერილს
არ ღებულობენ უ მ ი ს ა მ ა რ თ ო დ .



. .
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
გაივლის წელი, როგორც წამები...
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
იცოდე მხოლოდ შენ მეყვარები!..
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
ნუთუ ერთხელაც არ გაგახსენდი,
შენ ხომ არ იცი - რომ გამიხსენო,
ჩემს გულს რა ძლიერ გაახარებდი...
მივყვები ქუჩებს, დაბურულ ქუჩებს,
ვეძებ ლამაზს და რაღაცა ახალს,
დავეძებ ტუჩებს, მხოლოდ შენს ტუჩებს,
სადღაც გაფრენილს, უკვალოდ გამქრალს...
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
გაიფრენს წელი, როგორც წამები...
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე
იცოდე მხოლოდ შენ მეყვარები...!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა არ ვდარდობ და ვიღიმები,
დგება ცისფერი წამი ზმანების.
ქრიან საღამოს ნელი წვიმები
და მოდის მთვარე დაგვიანებით.
სადღაც აწყვია ცივი თოფები
და იარაღი მეც ხომ ვიწამე.
მგონია, სადღაც შორს ვიმყოფები
და ახლა თითქოს არ ვარ მიწაზე.
დღისით მზე არის, წვიმს საღამოთი,
გული წაიღეს ზამთრის ქარებმა.
როიალიდან ქალი ამოდის,
როიალიდან ქრის მწუხარება.
ახლა არ ვდარდობ და ვიღიმები,
დგება ცისფერი წამი ზმანების.
ქრიან საღამოს ნელი წვიმები
და მოდის მთვარე დაგვიანებით..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს,
გავაცამტვერებ შენს თავდაჭერას,
არ გავახარებ შენს მიძინებას,
და არ შეგარჩენ გადავიწყებას.
მე დაგაცხრები როგორც გრიგალი,
გდევნი უწყალოდ,უმისამართოდ,
შურისძიებიის ჩემი მათრახი
შემოერტყმება შავბნელ სამყაროს.
მოვალ უჩუმრად როგორც მპარავი,
შენი დუმილის სანახებიდან,
ვერსად მე შენ ვერ დამემალები,
ვერ დამისხლტები რკინის ხელიდან.
მე გადავუვლი შენს სიამაყეს,
ცამდე შეღერილ თავდავიწყებას,
ვერ შემაჩერებს მე ვერაფერი,
რადგან მოვედი გასამარჯვებლად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1270 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხვალ სპექტაკლია,ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს.
დილიდან ისევ უცხო კაცის ტყავში შევძვრები.
ეს ცხოვრებაც ხომ სპექტაკლია უსათაურო.
ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ,ნურც შეეცდები.

ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ,ნურც შეეცდები,
რადგან რეჟისორს დაავიწყდა განაწილება.
გამნათებელი:მზე და მთვარე რადისტი:არ გვყავს.
ანტრაქტი:ძილი,დილით ფარდა ისევ იღება.

მე ჩემს თეატრში კულისები დავანგრევინე.
რაც სცენებზე ჩანს მხოლოდ ის ვარ სხვა სახე არ მაქვს.
და პარტერიდან წამოსროლილ მე თქვენს რემარკებს.
ძაღლად არ ვაგდებ.თუმც ვინახავ და ბოღმად დამაქვს.

მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც არ უყვართ.
რადგან ეს ხმები,პარტერიდან სურვილს მიკლავენ.
მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც სულ ბნელა.
და სცენის ბოლოს,გამოსვლებში ტაშს არ მიკრავენ.

სხვისი გრძნობებით მე ცხოვრება ღმერთმა მომკითხოს
ხვალ გათენდება? ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 77 78 79 80 81 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-15, 4:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025